• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, August 21, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

„მადლობა ქართველებს იმისთვის, რომ ჩემი წიგნი “მიიღეს“, რაც იმას ნიშნავს, რომ “მიმიღეს მე“ – ერლენდ ლუ

12 years ago
კატეგორია: კულტურა
A A
„მადლობა ქართველებს იმისთვის, რომ ჩემი წიგნი “მიიღეს“, რაც იმას ნიშნავს, რომ “მიმიღეს მე“ – ერლენდ ლუ
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

10416676_781649645199647_2054166247_nმაისის თვე განსაკუთრებით აქტიური აღმოჩნდა თბილისელებისთვის და არა მარტო მათთვის, თვის ბოლოს დედაქალაქში მრავალი მნიშვნელოვანი ღონისძიება გაიმართა, მათ შორის იყო თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი, რომელიც ტრადიციულად ჩატარდა საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით. წიგნის საერთაშორისო, XVI ფესტივალი საგამოფენო ცენტრ „ექსპო– ჯორჯიას“ მე–11 პავილიონში 29 მაისს გაიხსნა და სტუმრებს 1–ელ ივნისამდე მასპინძლობდა. ფესტივალი, რომელიც 1997 წლიდან ტარდება საქართველოს საგამომცემლო სივრცეში ერთ–ერთი ყველაზე მასშტაბური ღნისძიებაა. ოთხდღიანი ზეიმი მათთვის, ვისაც წიგნები უყვარს წელს გამორჩეულად სავსე იყო სიახლეებითა და სიურპრიზებით, ფესტივალის ფარგლებში მრავალი მნიშვნელოვანი ღონისძიება დაიგეგმა, მათ შორის იყო საჯარო ლექციები, წიგნის პრეზენტაციები, ლიტერატორებთან შეხვედრები, წიგნებზე ფასდაკლებები და სხვა. მთავარი სასიამოვნო სიახლე კი  ფესტივალის უცხოელი სტუმრები იყვნენ.

მე–11 პავილიონთან ოთხი დღის განმავლობაში ხალხის ნაკადი არ წყდებოდა, მიუხედავად სამუშაო დღეებისა წიგნის მოყვარულებმა მაინც შეძლეს სასურველი წიგნების ყიდვა.

სტუმრებთან ერთად  ფესტივალით კმაყოფილი დარჩნენ ორგანიზატორები და ფესტივალში მონაწილე სხვადასხვა გამომცემლობები.

29 მაისს პავილიონის ცენტრალური სცენაზე გაიმართა საქართველოში წარმატებული ბლოგერების დაჯილდოება და „ვეფხისტყაოსნის“ ბრაალის შრიფტით გამოცემის პროექტის პრეზენტაცია, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციამ „ვიმეგობროთ“ წარმოადგინა. პირველი დღე მაინც განსაკუთრებული აღმოჩნდა იმ სიურპრიზით,რომელიც ორგანიზატორებმა დღის ბოლოს სტუმრებს შესთავაზეს. გერმანიაში მოღვაწე ქართველი მწერლისა და დრამატურგის, ნინო ხარატიშვილის წიგნის , „ჟუჟას“, ქართული თარგმნის პრეზენტაციას ქართველი მკითხველი უკვე დიდიხანია ელოდა. „ჟუჟას“ გერმანიაში საკმაოდ ცნობილია. წიგნი ბუდენბროკჰაუსის ლიტერატურული პრემიით აღინიშნა და 2010 წელს გერმანულენოვანი წიგნების საუკეთესო ოცეულშიც შევიდა.  პრეზენტაციის შემდეგ კი გაიმართა მანანა პაიჭაძის და ლევან ცაგარელის საჯარო ლექცია – ჰაინრიხ ბოილი. წარმატებული აღმოჩნდა პირველი დღე გამომცემლობებისთვისაც, გაყიდული წიგნების რაოდენობა მოსალოდნელზე მეტი აღმოჩნდა.  

10420546_781650158532929_1497572868_oმეორე დღე ფესტივალზე მნიშვნელოვანი ღონისძიებით დაიწყო. ლიტერატურული პრემია „წლის საუკეთესო ქართული მოთხრობის“ დაჯილდოება გაიმართა. სტუმრების უმეტესობა ელოდებოდა 31 მაისს, როდესაც  გამომცემლობა „ინტელექტი“ გაბრიელ გარსია მარკესის ოთხი რომანის პრეზენტაციას გამართავდა, დღე კი ზაზა კოშკაძის, პაატა შამუგიასა და სხვა ქართველი პოეტების პოეზიის საღამოთი დამთავრდა. ფესტივალის ბოლო დღე ორგანიზატორებმა ბავშვებს მიუძღვნეს, 1 ვნისს “Marvel“–ის კომიქსების პრეზენტაცია და კონკურსი ხატვაში გაიმართა. მე–11 პავილიონში მოწყობილი იყო საბავშო კუთხე, სადაც პატარები ზღაპრის ცნობილ გმირებთან ერთად თამაშობდნენ და წიგნებით დატვირთულ მშობლებს ელოდებოდნენ. გარდა ამისა, როგორც ცნობილია საქართველო ძალიან მალე ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე წარსდგება, ამ ფაქტთან დაკავშირებით ფესტივალზე წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის თავჯდომარემ ქეთევან კიღურაძემ საქართველოს წარსადგენი სტენდის დიზაინი გააცნო სტუმრებს, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა.

მონაწულე გამომცემლობებმა „თბილისი თაიმსთან“ ისაუბრეს, ფესტივალის არსებობის მნიშვნელობაზე, წიგნების გაყიდვებზე, მომხმარებელთა მიერ ყველაზე მოთხოვნად ლიტერატურაზე.

10439148_781650378532907_396863978_o„ბაკურ სულაკაურის“ გამომცემლობა –  „როგორც მოველოდით ფანტასტიურად ჩაიარა ფესტივალმა. ძალიან ვისიამოვნეთ, როგორც გაყიდვის პროცესით ასევე იმ სხვადასხვა და მნიშვნელოვანი ღონისძიებებით, რომლებიც საგამოფენო ცენტრში ჩატარდა. რაც შეეხება ჩვენს გამომცემლობას, სტუმრებს ჩვენს სტენდთან ოთხი დღის განმავლობაში 25%- დან 95 % – მდე ფასდაკლება და უამრავი საჩუქარი დახვდა. ჩვენ მომხმარებლებს ვთავაზობდით 50 თეთრიდან დაწყებული ყველა ღირებულების წიგნს, რა თქმა უნდა, ფასდაკლების ფარგლებში. გათამაშებაში გვქონდა ასევე ორთვიანი ინგლისურის შემსწავლელი კურსი, რომელიც ერთმა პატარა ბიჭმა მოიგო. საინტერესო იყო ეს ოთხი დღე და ჩვენი გამომცემლობის სახელით დიდი მადლობა ორგანიზატორებს.“

10420571_781650355199576_1570771957_oგამომცემლობა „დიოგენე“ – „თბილისის წიგნის ფესტივალის ფარგლებში ჩვენმა გამომცემლობამ ყველა ფესტივალზე წარმოდგენილი წიგნი შთამბეჭდავი ფასდაკლებით გაყიდა, რა თქმა უნდა, ჩვენ სტდენდთან სტუმრების რიგი არ წყდებოდა, ჩვენ წარმოდგენილი გვქონდა, ჩვეულებრივი გასაყიდი და  სპეციალური საფესტივალო ფასები, რომლითაც ვყიდდით. გარდა ჩვეულებრივი საკითხავი და საბავშვო წიგნებისა, წარვადგინეთ სასწავლო ლიტერატურაც. მშვენიერი ოთხი დღე გვქონდა, ყველანი კმაყოფილები ვბრუნდებით პავილიონიდან სახლებში.“

palitralanoპალიტრა L –  „გამომცემლობა პალიტრა L–მა ჩვენს საყვარელ სტუმრებს, ერთგულ მყიდველებს ძალიან საინტერესო ფასები შესთავაზა, გვქონდა ძალიან დაბალ ფასებად იმ აქციების წიგნები, რომლებიც უკვე დამთავრებულია და თუ ვინმეს ჰქონდა გამორჩენილი რომელიმე წიგნი აუცილებლად შეიძენდა მათ, „მკითხველთა კლუბთან“ ერთად.  ჩვენმა გამომცემლობამ „მსოფლიოს დეტექტივების სეიფის“ წიგნები ძალიან იაფად შესთავაზა,  დეტექტივების მოყვარულ მკითხველს  სამი წიგნის ერთად ყიდვა 5 ლარად შეეძლო.“

 

მთავარი სასიამოვნო სიახლე, როგორც აღვნიშნეთ ფესტივალის სტუმრები იყვნენ. გერმანიაში მოღვაწე ქართველ მწერალთან ერთად საქართველოში ჩამოვიდა  მწერალი, რომელსაც ყველა ელოდებოდა, ნორვეგიელი ერლენდ ლუ.

ერლენდ ლუ საქართველოში მას შემდეგ გახდა ბევრისთვის საყვარელი მწერალი, რაც თამარ კვიჟინაძემ მისი რომანი „ნაივური სუპერი“ ქართულ ენაზე თარგმნა. მწერალთან შეხვედრა ილიას სახელმწიფო უნივიერსიტეტის წიგნის მაღაზია „ლიგამუსში“ შედგა, თუმცა მანამდე ერლენდ ლუ სკანდინავისტიკის ცენტრს ეწვია.

10416821_781649955199616_1371711466_n

„ჩემთვის მოულოდნელობებით აღსავსეა ეს ფესტივალი, ვიყავი საგამოფენო პავილიონში, შევხვდი ქართველ მკითხველს, რომელსაც უყვარს ჩემი წიგნი და იმ  სტუდენტებს, რომლებიც ნორვეგიულ ენას სწავლობენ. დიდ მადლობას ვუხდი ქართველებს ასეთი დიდი  სითბოსთვის და იმისთვის, რომ ჩემი წიგნი “ მიიღეს“, რაც იმას ნიშნავს, რომ მიმიღეს მე,“ – განუცხადაა „თბილისი თაიმსს“ ერლენდ ლუმ.

1 ივნისს მწერალთა სახლმა უმასპინძლა კანადელი პოეტს, პატრიკ ვუდქოქს. მისი ლექსები ქართულ ენაზე შოთა იათაშვილმა თარგმნა. ფეტსივალი კი დღის ბოლოს, მწერალთა სახლში კანადელი მწერლის პოეზიის საღამოს დასრულდა. 

 

02.06.14

ნათია კეკენაძე

Share1Tweet1

ახალი ამბები

მატილდა გვარლიანი Victoria’s Secret-ის შოუში კიდევ ერთხელ გამოვა
ახალი ამბები

მატილდა გვარლიანი Victoria’s Secret-ის შოუში კიდევ ერთხელ გამოვა

10/14/2025
მსახიობი სოსო გოგიჩაიშვილი გარდაიცვალა
ახალი ამბები

მსახიობი სოსო გოგიჩაიშვილი გარდაიცვალა

12/10/2024
„აზიური ოსკარი“ ჩვენია! – დათა ჩაჩუამ საუკეთესო ახალი შემსრულებლის ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

„აზიური ოსკარი“ ჩვენია! – დათა ჩაჩუამ საუკეთესო ახალი შემსრულებლის ჯილდო მიიღო

11/14/2024
„საქართველოში, გრანპრი მოგვაქვს“ – ოთო ბაზერაშვილის წარმატება საერთაშორისო ფესტივალზე
ახალი ამბები

„საქართველოში, გრანპრი მოგვაქვს“ – ოთო ბაზერაშვილის წარმატება საერთაშორისო ფესტივალზე

11/01/2024
ვიდეო: ,,ეს ბავშვი არ არის დედამიწელი!…გენიალურია” – ანდრია ფუტკარაძემ და გიგაშამ ,,ჩემს სიმღერას ვინ გაიგებს” შეასრულეს
ახალი ამბები

ვიდეო: ,,ეს ბავშვი არ არის დედამიწელი!…გენიალურია” – ანდრია ფუტკარაძემ და გიგაშამ ,,ჩემს სიმღერას ვინ გაიგებს” შეასრულეს

04/12/2024
ახალი “რომეო და ჯულიეტა” ტომ ჰოლანდი და ფრანჩესკა ამევუდა იქნებიან – ჯულიეტას როლის შემსრულებელი რასისტული შეურაცხყოფის ობიექტი გახდა
ახალი ამბები

ახალი “რომეო და ჯულიეტა” ტომ ჰოლანდი და ფრანჩესკა ამევუდა იქნებიან – ჯულიეტას როლის შემსრულებელი რასისტული შეურაცხყოფის ობიექტი გახდა

04/07/2024

საინტერესო

კვლევამ დაადასტურა, რომ ცხოველის ნაშთიდან აღებული მსოფლიოში უძველესი დნმ დმანისში აღმოჩნდა

კვლევამ დაადასტურა, რომ ცხოველის ნაშთიდან აღებული მსოფლიოში უძველესი დნმ დმანისში აღმოჩნდა

7 years ago
იმერეთში კაცი, კოვიდით გარდაცვლილი ცოლის გაყინული კვერცხუჯრედით შვილის ყოლას გეგმავს

იმერეთში კაცი, კოვიდით გარდაცვლილი ცოლის გაყინული კვერცხუჯრედით შვილის ყოლას გეგმავს

5 years ago
გიორგი მარგველაშვილი სომხეთში იმყოფება

გიორგი მარგველაშვილი: „ჩვენ მოვუწოდებთ მთელ საერთაშორისო საზოგადოებას“

12 years ago

“მხარდაჭერას ვუცხადებთ ბელგიელ ხალხს და ხელისუფლებას”

10 years ago

ახალი ამბები

„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა
ახალი ამბები

„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

08/19/2026

12 წლის წინ დაკარგული გურამ დადიანიძის „ფეისბუქის“ გვერდზე, დღეს, 18 აგვისტოს, 21:54 საათზე, ოსურ დიალექტზე პოსტი გამოქვეყნდა „Арцыд рæстæг“, რომელიც...

მეტის ნახვაDetails
„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

08/18/2026
ვრცელდება პატრიარქის მიმართვა

კათოლიკოს-პატრიარქი: აღსანიშნავია ბადრი ვადაჭკორიას ღვაწლი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე. მისმა ობიექტივმა ასახა ჩვენი ეკლესიის ისტორიისა და მისი უწმინდესობის მოღვაწეობის მრავალი ღირსსახსოვარი კადრი

08/18/2026
„პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს

„პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს

08/17/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • „მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა 08/19/2026
  • „ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა 08/18/2026
  • კათოლიკოს-პატრიარქი: აღსანიშნავია ბადრი ვადაჭკორიას ღვაწლი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე. მისმა ობიექტივმა ასახა ჩვენი ეკლესიის ისტორიისა და მისი უწმინდესობის მოღვაწეობის მრავალი ღირსსახსოვარი კადრი 08/18/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by