• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, October 30, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

„არჩევნების მეორე ტურის არსებობა ქვეყანაში ნიშნავს, რომ მოსახლეობა არის პლურალისტური“ – ლევან ნატროშვილი

12 years ago
კატეგორია: პოლიტიკა
A A
„არჩევნების მეორე ტურის არსებობა ქვეყანაში ნიშნავს, რომ მოსახლეობა არის  პლურალისტური“  – ლევან ნატროშვილი
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

10469956_639918402752167_1378410326_nსაქართველოში ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები ჩატარდა. როგორც არასამთავოებები აღნიშნავენ არ ყოფილა რაიმე სახის სერიოზული დარღვევა, თუმცა მოსახლეობის დაბალი აქტივობის გამო პირველად, საქართველოში ტარდება არჩევნების მეორე ტური.

პირველი ტურით მხოლოდ ოთხი თვითმართველი ქალაქის მერია არჩეული (ახალციხის, ამბროლაურის, ქუთაისისა და ზუგდიდის) . რამდენად დემოკრატიულად ჩატარდა საქართველოში არჩევნები, თუ რას სახის დარვევები იქნა აღმოჩენილი, რამ გამოიწვია მოსახლეობის დაბალი აქტივობა და რას ნიშნავს მეორე ტურის ჩატარება ქვეყნისათვის, ამ საკითხებთან დაკავშირებით ,,თბილისი თაიმსს“ ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“  საარჩევნო პროექტის ხელმძღვანელი ლევან ნატროშვილი ესაუბრა.

როგორ შეაფასებდით არჩევნების პირველ ტურს, რამდენად დემოკრატიულად და ობიექტურად ჩატარდა?

არჩევნები ნორმალურად, აბსოლუტურად მშვიდ გარემოში ჩატარდა, იყო ცალკეული დარღვევები, ცალკეული პრობლემები, მაგრამ მთლიანობაში არჩევნები მთელი ქვეყნის მაშტაბით ჩატარდა ნორმის ფარგლებში და კიდევ ერთხელ ვნახეთ,რომ არჩევნები უკვე მესამედ ჩატარდა საკმაოდ დემოკრატიულად,.თუმცა იყო გარკვეული პრობლემები, განსაკუთრებით ზოგიერთ ოლქებში, მაგალითად, როგორიცაა ზუგდიდი, მარტვილი, ჩვენს მიერ დაკვირვებულ ოლქებში იყო მარკირების არ შემოწმების ფაქტები, მარტვილში იყო რამდენიმე ძალადობის ფაქტი, სიებთან იყო ასევე მცირე პრობლემები, ჩვენს მიერ დაკვირვებული უბნებიდან დაახლოებით 300 ადმიანმა ვერ იპოვა თავი სიაში, თუმცა ეს არ არის ძალიან დიდი მაჩვენებელი, იყო პრობლემები გადასატან ყუთთან დაკავშირებით. მთლიანობაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს იყო ტექნიკური ხარვეზები და პროცესზე გავლენა არ მოუხდენია.

 რა სახის დარღვევები იქნა თქვენს მიერ დაფიქსირებული და რამდენად სეროზული იყო ეს დარღვევები?

რამდენიმე სერიოზული ხარვეზი იყო, მაგრამ ეს ისეთი ხარვეზები არ იყო, რომ მთლიანობაში, ოლქში შედეგებზე მოეხდინა გავლენა და მითუმეტეს ქვეყნის მაშტაბით, ყოველ შემთხვევაში მე ვსაუბრობ ჩვენს მიერ დაკვირვებულ ოლქებზე.  

როგორ შეფასებდით მოსახლეობის აქტივობას? სხვა არჩევნებთან შედარებით აქტივობა დაბალი იყო, რატომ იყო ასეთი დაბალი?!

არ ვიცი, ალბათ ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები ცოტა სხვა სფეციფიკისაა და შესაძლებელია, აქტივობა მაღალი არ იყოს ამ არჩევნებზე. სხვა მიზეზები არ ვიცი, შეიძლება გარკვეული სპეკულირება მოვახდინოთ, მაგრამ ჩვენ პრინციპში არ გვაინტერესებს ეს თემა და არ ვმუშაობთ ამ თემაზე, ეს უფრო პოლიტიკური მიმომხილველის გადმოსახედიდან გასარჩევი საკითხია, ვიდრე ჩვენი სადამკვირვებლო მისიისა.  

აპირებთ თუ არა მეორე ტურზეც განახორციელოთ მონიტორინგი და რა მოლოდინები გაქვთ?

მეორე ტურზეც ვაპირებთ განვახორციელოთ მონიტორინგი, იმედი გვაქვს, რომ არც მეორე ტურზე იქნება სერიოზული დარღვევები.ზუსტად არ ვიცით სად დავაკვირდებით, ჯერ დროა ივნისის ბოლომდე და იქამდე მოვიფიქრებთ როგორ დავაკვირდებით.

რას ნიშნავს ის, რომ საქართველოში ტარდება არჩევნების მეორე ტური, ეს შეიძლება ჩაითვალოს, როგორც დადებითი მოვლენა, რომელიც ახასიათებს დემოკრატიულ ქვეყანას თუ პირიქით, უარყოფითია?

დადებითი ალბათ დემოკრატიის თვალთახედვით ნამდვილად არის, მეორე ტურის არსებობა ქვეყანაში ნიშნავს, რომ მოსახლეობა არის პლურალისტური და ასე ვთქვათ ერთპარტიული სისტემის ჩამოყალიბების შანსი უფრო ნაკლებია, ვიდრე ვთქვათ ისეთი მოვლენის, როცა მეორე ტური საერთოდ არ ინიშნება და პირველივე ტურში იგებენ კანდიდატები, თუმცა მანდატებს თუ შევხედავთ მანდატების ორი მესამედი ისევ დაიკავა ერთმა პარტიამ, კოალიციამ, მაგრამ თავისთავად უპრეცედენტოა ის, რომ საქართველოში დაინიშნა მეორე ტური, მეორე ტური არანაირად არ აკნინებს დემოკრატიას, პირიქით, ეს უფრო ხაზს უსვამს, რომ იქ არის მრავალფეროვანი ჯგუფები, ხალხიც მრავალფეროვანია. რაც შეეხება უარყოფით მხარეს, ფინანსური რესურსი, ადამიანური რესურსი უფრო მეტია საჭირო, ეს აქვს ერთადერთი უარყოფითი მხარე. საინტერესოა, რა სახსრებს მოითხოვს საქართველოში არჩევნების ჩატარება. თუ არ ვცდები ცეესკოს ბიუჯეტი 50 მილიონი ჰქონდა, უფრო კონკრეტულად თუ რა ჯდება არჩევნების ჩატარება ამაზე ჩვენ არ ვფლობთ ინფორმაციას.

19.06.14

ლანა წურწუმია

Share1Tweet1

ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა
ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა

09/20/2026
ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ
ახალი ამბები

ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ

09/14/2026
რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025

საინტერესო

ნინო კვიტაიშვილი: ჩხუბი მე-6 გაკვეთილის დროს მოხდა და მშობლებს მათი გაცდენის შესახებ უნდა სცოდნოდათ

9 years ago
თეა წულუკიანი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ ნინო გვენეტაძის არჩევას მიესალმება

თეა წულუკიანი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ ნინო გვენეტაძის არჩევას მიესალმება

12 years ago
დავით ზალკალიანი სამუშაო ვიზიტით ესპანეთს ეწვევა

დავით ზალკალიანი სამუშაო ვიზიტით ესპანეთს ეწვევა

8 years ago
საქართველოს ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ეწვევა

საქართველოს ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ეწვევა

10 years ago

ახალი ამბები

ახალციხეში ახალგაზრდა კაცი გარდაცვლილი იპოვეს
ახალი ამბები

ახალციხეში ახალგაზრდა კაცი გარდაცვლილი იპოვეს

10/29/2026

ახალციხე-ფარეხას მონაკვეთზე საკონსერვო ქარხანასთან ახალგაზრდა კაცი გარდაცვლილი ნახეს. რა გახდა გარდაცვალების მიზეზი უცნობია. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.  ცხედარს პროზექტურაში გადაასვენებენ.

მეტის ნახვაDetails
ქალის ყალბი პროფილებით, კაცებს პაემანს უნიშნავდნენ და შემდეგ თავს ესხმოდნენ – 7 პირს ბრალდება წარედგინა

ქალის ყალბი პროფილებით, კაცებს პაემანს უნიშნავდნენ და შემდეგ თავს ესხმოდნენ – 7 პირს ბრალდება წარედგინა

10/29/2026
ქობულეთში, პეტრას ციხესთან ქორწილის მანქანა გადაბრუნდა – არიან დაშავებულები

ქობულეთში, პეტრას ციხესთან ქორწილის მანქანა გადაბრუნდა – არიან დაშავებულები

10/29/2026
„საქმეზე ერთი გამომძიებელი აღარ მუშაობს , პროცესში მთელი გუნდია ჩართული….“ – სიახლეები გურამ დადიანიძის საქმეში

„საქმეზე ერთი გამომძიებელი აღარ მუშაობს , პროცესში მთელი გუნდია ჩართული….“ – სიახლეები გურამ დადიანიძის საქმეში

10/29/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • ახალციხეში ახალგაზრდა კაცი გარდაცვლილი იპოვეს 10/29/2026
  • ქალის ყალბი პროფილებით, კაცებს პაემანს უნიშნავდნენ და შემდეგ თავს ესხმოდნენ – 7 პირს ბრალდება წარედგინა 10/29/2026
  • ქობულეთში, პეტრას ციხესთან ქორწილის მანქანა გადაბრუნდა – არიან დაშავებულები 10/29/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by