• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, August 11, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

,,შორიდან სამშობლოს სიყვარული ძნელია და ამავდროულად ადვილი“ – გიორგი ნარიმანიძე

12 years ago
კატეგორია: კულტურა
A A
,,შორიდან სამშობლოს სიყვარული ძნელია და ამავდროულად ადვილი“ – გიორგი ნარიმანიძე
5
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ნიჭიერთა გადინება უკვე აღარაა ჩვენი ქვეყნისთვის უცხო პროცესი. ეს განპირობებულია ჩვეულებრივი ადამიანური, თუ პოლიტიკური ფაქტორებით, თუმცა სადაც ქართველი იქართველებს იქ პატარა სამშობლოს შემოიკრებს და არ დაივიწყებს. „თბილისი თაიმსი“ უკვე ტრადიციულად გთვაზობთ ნიჭიერ ქართველებთან ინტერვიუს, რომლებსაც სამშობლოდან შორს ახსოვთ საკუთარი ქვეყანა და ქართული იდეალები. ამჟამად ჩვენი სტუმარია გიორგი ნარიმანიძე, რომელიც თავის ძირითად საქმიანობასთან ერთად ნიუ-იორკის ქართულ თეატრშიც მოღვაწეობს.

facebook_-1536625701გიორგი ნარიმანიძე: ამერიკაში 10 წლის წინ ჩამოვედი. 2004 წლის 9 სექტემბერს. ყველა აქ ჩამოსული ადამიანის ცხოვრება საინტერესოა, მათ შორის ალბათ ჩემიც. ჩამოვყევი სიყვარულს, ჩამოვყევი გოგონას, რომელიც ჩემამდე ჩამოვიდა საქართველოდან. თავდაპირველად ერთი თვით. საქართველოში ვმუშაობდი საკმაოდ კარგ სამსახურში. მშობლები, ნათესავები, სახლ-კარი ყველაფერზე უარი ვთქვი და ჩამოვედი აქ. დავიწყე ცხოვრების მოწყობა ნულიდან, როგორც იწყებს აქ მცხოვრები ადამიანების დიდი ნაწილი. იყო რთული დღეებიც, ძალიან რთული დღეებიც, მაგრამ შევეცდები მოკლედ ვთქვა თუ რა მდგომარეობაა დღეს.

ამჟამად ვმუშაობ ქალაქ ნიუ-იორკის საქალაქო სამსახურში, ტრანსპორტის სამინისტროში და კმაყოფილი ვარ. რთული და ძნელი გზა იყო სანამ ამ სამსახურს დავიწყებდი. ხუთ საათიანი გამოცდა გავიარე, ამის შემდეგ იყო სამი წელი ლოდინი, რომ გამოეძახათ. იყო რამდენიმე რთული ინტერვიუ და შემდეგ მოულოდნელი სამედიცინო შემოწმებები. მოგვიანებით კი ერთწლიანი გამოსაცდელი პერიოდი. მადლობა ღმერთს ეს პერიოდი გადავლახე და დღეს ტრანსპორტის სამინისტროში თითქმის ოთხი წელია ვმუშაობ.

როგორ დაუკავშირდა თქვენი საქმიანობა ნიუ-იორკის ქართულ თეატრს?

1082566_10200196280175653_1032498807_oორი წლის წინ ქალბატონმა ხათუნა იოსელიანმა აღმომაჩინა. დამირეკა და მთხოვა, რომ მივსულიყავი მის რეპეტიციაზე, რომელიც ნოდარ დუმბაძის ,,თეთრ ბაირაღებს“ დგამდა და დიდი სიამოვნებით დავესწარი რეპეტიციას, რომლის შემდეგაც გადმომცა სცენარი და მთხოვა გამცემლიძის როლისთვის გადამეხედა. გადავხედე და ცხრა თვეში სცენაზე ვითამაშეთ „თეთრი ბაირაღები“.  ვფიქრობ, რომ ქალბატონმა ხათუნა იოსელიანმა გენიალურად გაართვა თავი ამ საქმეს. ბევრი რამ ართულებდა იმას, რომ გააკეთო ის რაც მან გააკეთა. პირველი და ყველაზე დიდი სირთულე ის იყო, რომ შეეკრიბა ამდენი მამაკაცი, რადგან ყველას გვაქვს სამსახური და თეატრთან სხვა ინტერესით არ ვართ დაკავებული გარდა სიყვარულისა და პატივისცემისა. ყველა სამსახურის შემდეგ მოდიხარ რეპეტიციებზე და მუშაობ დატვირთული მთელი დღე. ცოტას ისვენებ და ისევ რეპეტიციაზე მიდიხარ. ეს საკმაოდ რთულია.  ასევე თავისებურად რთულია ერთი ქალისთვის ამდენ მამაკაცთან ურთიერთობა და მათში ჩადო ის, რაც არა მათ წარმოუდგენიათ, არამედ შენი ხედვა. ამას გარდა იყო ბევრი სირთულე რაც რეპეტიციების პერიოდს ართულებდა, თუმცა მან ძალიან კარგად გაართვა თავი ყოველივეს და ძალიან კარგი და თბილი სპექტაკლი დადგა.

გიფიქრიათ თუ არა სამშობლოში დაბრუნებაზე და თქვენი კარიერის აქ გაგრძელებაზე?

1397957_556502817755953_823011810_oეს ქვეყანა მაგნიტივითაა. განსაკუთრებით მიმზიდველია ბევრი რაღაცით, რასაც აქ ხედავ ადამიანი. მაგრამ არის ერთი რაც უნდა გაითვალისწინო. ეს ქვეყანა არაფერს მოგცემს ისე, თუ არაფერი წაგართვა. ბევრისთვის ეს არის სიყვარული, ეს არის ჯანმრთელობა, ოჯახის დანგრევა. ბევრისთვის კი მშობლები, რომლებიც ზოგჯერ საკუთარი შვილების უნახავნი მიდიან, რადგან ხშირად საბუთების გამო არ აქვთ საშუალება დატოვონ ქვეყანა იმის გამო, რომ შემდგომ აქ უკან დაბრუნების საშუალება აღარ მიეცემათ.

ძალიან რთულია, მაგრამ ამავე დროს აქ ბევრი რაღაცაა რასაც ადამიანი იძენ. მაგალითად ჩემთვის, როდესაც აქ ჩამოვედი 27 წლის ვიყავი და ყველანაირად ახლიდან დავიწყე ცხოვრება, როგორც მატერიალურად, ისევე გონივრულად და ნაწილობრივ სულიერად. საქართველოში დაბრუნების სურვილი რასაკვირველია მაქვს. რაც შეეხება კარიერის გაგრძელებას, ჩემი პროფესია ყოველთვის იყო დაკავშირებული ორ სხვადასხვა განხრასთან. ერთი ელექტროინჟინერიასთან და საქართველოში საკმაოდ კარგ თანამდებობაზეც ვმუშაობდი თელასში. რასაც ვაკეთებ აქაც საინჟინრო სამსახურთანაა დაკავშირებული. რომ დავბრუნდე ვფიქრობ, რომ შესაძლებელია ვიპოვო რაიმე შესაფერისი სამსახური. სურვილი მაქვს, მაგრამ რთულია, რომ აქ შევწყვიტო და თავიდან დავიწყო ყველაფერი.

15065_519158018157100_1540790636_nრაც შეეხება სამსახიობოს პირველი ფილმი სადაც ვითამაშე 11 წლის ასაკში იყო. ეს იყო გიგა ლორთქიფანიძის ,,წიგნი ფიცისა“ . მას შემდეგ იყო პატარ-პატარა როლები. ჩემი მეგობრები არიან ადამიანები, რომლებიც მოღვაწეობენ კინოს და თეატრის სფეროში.  ერთ-ერთი იყო მოკლემეტრაჟიანი ფილმი „დილის რომანსი“ ვახტანგ გუნცევ-გაბაშვილთან ერთად. პატარა ფილმი, რომელმაც დიდი წარმატება ჰპოვა ძალიან ბევრ ფესტივალზე. ამ ფილმის გადაღება 1996 წელს დავამთავრეთ და იქ ვითამაშე მთავარი როლი მუსიკოსის. შემდეგ კი უკვე აქ გავაგრძელე. ამ მხრივ არ ვფიქრობ, რომ ჩემგან, როგორც მსახიობის დიდი სახე შედგება.

რა ხელშეწყობა გჭირდებათ იმისათვის, რომ ის საქმე რასაც ამერიკაში აკეთებთ  საქართველოში გააგრძელოთ?

1003822_519156221490613_762261903_nთუ სახელმწიფოზეა საუბარი, მას იმდენი აქვს საფიქრალი სახელმწიფოზეც და ხალხზეც, იმ ხალხზე, რომლებიც ცხოვრობს საქართველოში, ალბათ თითქმის გამორიცხულია სახელმწიფომ შეძლოს რამის გაკეთება იმისათვის, რომ ჩვენ აქედან წაგვიყვანოს. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში ძალიან ბევრია ადგილობრივებისთვის გასაკეთებელი. თუ იმაზეა საუბარი, რა ხელშეწყობა იქნებოდა სასარგებლო ჩვენთვის, ჩემს კონკრეტულ მაგალითზე ვიტყვი, რომ არ დავიწყო სხვებზე საუბარი. პირველი ესაა სამუშაო ადგილი. საინტერესოა ადამიანი ცხოვრობდე აქ და ბინას აშენებდე ან სახლს ყიდულობდე იქ, ისე რომ არც იცოდე წახვალ თუ არა უკან. აქ ცხოვრობენ ადამიანები, რომლებიც არ არიან დარწმუნებულები დაბრუნდებიან თუ არა თავის ქვეყანაში, მაგრამ აქედან ყიდულობენ სახლებს, აშენებენ დაჩებს. ალბათ ყველას აქვს სახლი, რომ იქ ჩავიდეს და იცხოვროს. ძირითადი ხელის შეწყობა კი იქნებოდა სამუშაო ადგილი, ისე, რომ ადამიანი ჩავიდეს და არ გაუჭირდეს პირველი, საწყისი პერიოდი. ალბათ სტაბილურობა, ესაა რასაც მე პირადად ვუყურებ. როცა იგრძნობ, რომ ქვეყანა სტაბილურია ამის გრძნობა ჩვენთვის უკვე დიდი ბიძგი იქნება, რომ დავბრუნდეთ.

როგორ შეაფაებდით ამერიკიდან ქართულ კულტურას?

59488_519156378157264_1426210634_nქართული კულტურა არც თუ ისე ცუდ მდგომარეობაშია. რამდენადაც წელიწადში ერთხელ ჩამოვდივარ ვხედავ პროგრესს კინოთეატრებსა თუ თეატრებში. ეს აღარ არის 1996-2000 წლები, როდესაც მსახიობები ლოთობდნენ და აღარაფერს ვიტყვი სხვადასხვა საქციელებზე, რომელსაც ნებსით თუ უნებლიედ ჩადიოდნენ. ვფიქრობ რომ ნელ-ნელა, ძალიან ცუდ შედარებას ვიტყვი მსახიობი, რომელსაც კბილის ჩასმის საშუალება არ აქვს, ეს ცოტა საცოდაობაა. ახლა ის პერიოდი მოვიდა, როდესაც მსახიობი საკუთარ თავზე, გარეგნობაზე, პროფესიონალიზმზეც უფრო ფიქრობს. ამას სარეკლამო როლიკების მომრავლებამ, სხვადასხვა კომერციულმა შეკვეთებმაც შეუწყო ხელი. ხელოვნება ყოველთვის ხელოვნებაა.

ადევნებთ თუ არა თვალყურს საქართველოს პოლიტიკურ პროცესებს?

963755_10200196281015674_1872596033_oსამწუხაროდ სამსახურში არ მაქვს საშუალება, რომ ჩავრთო ტელევიზორი და ვუყურო, მაგრამ არის ერთი რამ რამაც ბევრჯერ განცვიფრებამდე მიმიყვანა. ინფორმაციას ყურსასმენის საშუალებით ვუსმენ. თვალდახუჭული ტელეფონით ვუსმენ საინფორმაციო გამოშვებას ეს იქნება ,,რუსთავი 2“ თუ რომელიმე სხვა არხი. საინტერესო ისაა, რომ რომელ მხარესაც არ უნდა მოვუსმინო თვალდახუჭულმა, ჩემი აზრია, რომ ყველა თავისებურად მართალია. ერთს მოუსმენ და იტყვი, რომ ესენი არიან მართლები, რამდენიმე წუთში მოუსმენ მეორე მხარეს და გაამართლებ იმათ. არ არის ჩემთვის პოლიტიკა. უბრალოდ მაინტერესებს და მინდა ვიცოდე საიდან უბერავს ქარი, მაგრამ უფრო რთულდება და იხლართება ყველაფერი. პოლიტიკა საინტერესოა, მაგრამ მასში ჩართვას არ ვისურვებდი.

რას გეგმავთ სამსახიობო ხელოვნებაში და აპირებთ თუ არა ახალ სპექტაკლებში მონაწილეობას?

945762_519157331490502_1813638118_nამჟამად რამაზ ზურაბაშვილი, ნიჭიერი ქართველი რეჟისორი მუშაობს სპექტაკლზე ირაკლი სამსონაძის ,,კლინიკური ქორწინება“ და მან მთხოვა მეთამაშა ერთ-ერთი მთავარი როლი. როდესაც ეს პიესა წავიკითხე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. უსაზღვრო იუმორი, უსაზღვროდ შეკრული, მარტივად გადმოცემული და ძალიან საინტერესო. დიდი მადლობა ბატონ ირაკლის ამისთვის. რამაზმაც ბევრი რამ ისე გააკეთა და ისე გადმოგვცა სათამაშოდ, რომ უფრო მეტად საინტერესო გახადა. ასე, რომ რაც შეეხება გეგმებს დიდი სურვილი მაქვს ეს სპექტაკლი, რომლის რეპეტიციებიც ახლა მიმდინარეობს იმედი გვაქვს, რომ მალე გამოვა და ეს უკვე მეორე იქნება აქ, ნიუ-იორკის ქართულ თეატრში. მინდა აღვნიშნო, რომ ნიუ-იორკის ქართული თეატრი არის ბატონი ვიქტორ და ქალბატონი ლიკა სირელსონების ჩამოყალიბებული. ვიქტორ სირელსონი არის ამერიკელი, რომელსაც ყავს ქართველი მეუღლე, შესანიშნავი პიროვნება. ეს კაცი ძალიან ბევრ ქართველს დახმარებია. მან და მისმა მეუღლემ შექმნეს პატარა ქართული კულტურული ცენტრი ნიუ-იორკში, რომელიც აერთიანებს საყმაწვილო ტელევიზიას, ბავშვთა თეატრს, ნიუ-იორკის ქართულ თეატრს, არის ქართული ცეკვის, ენისა და ლიტერატურის, ისტორიის კლასები და საერთოდ ვფიქრობ, რომ ძალიან ბერვ და კარგ საქმეს აკეთებენ ისინი.

რას ეტყოდით თქვენს მეგობრებს, მოქალექეებს ამერიკიდან?

ძალიან ძნელია, რომ  მეგობრობა ათი წელი ინახო. საქართველოში მეგობრები დარჩნენ არც თუ ისე ცოტანი, მათ შორის ალბათ მეც ბევრი მაქვს დაშავებული იმიტომ, რომ ვერ ვეკონტაქტებოდი ისე ხშირად. ყველაფერს ჭირდება კვება. სიყვარულს, მეგობრობას, ყველაფერს, ეს ერთ-ერთი არის ის, რომ ურთიერთობა და შეხება გქონდეს. როდესაც აქ ხარ ძალიან ძნელია, რომ ეს გააკეთო. ნაწილობრივ ერთმანეთის ხელის შეწყობით ვიღაცეებთან გამომივიდა, სამწუხაროდ რამდენიმე დაიკარგა, მაგრამ პატივისცემა და სიყვარული ყოველთვის დამრჩება. ზოგადად კი ყველას მოვიკითხავდი პატივისცემით და დიდი სიყვარულით და ვეტყოდი იმას, რომ ყოველთვის ვიყავი და დავრჩები ქართველად.

ბოლოს კი მინდა ასეთი აზრი ვთქვა, რომელიც გულში მაქვს, რომ შორიდან სამშობლოს სიყვარული ძნელია და ამავდროულად ადვილი. არ ვიცი როგორ გამიგებთ ამას, მაგრამ ასეა. მიყვარს ჩემი ქვეყანა, ჩემი ხალხი, იმედი მაქვს რომ მე და ჩემი შვილები ერთ დღეს აუცილებლად დავბრუნდებით საქართველოში. ქვეყანაში, რომელმაც გვშვა ჩვენ და ქვეყანაში, რომელიც ძალიან გვიყვარს.

 03.07.14

გიორგი ჩუბინიძე

Share2Tweet1

ახალი ამბები

მატილდა გვარლიანი Victoria’s Secret-ის შოუში კიდევ ერთხელ გამოვა
ახალი ამბები

მატილდა გვარლიანი Victoria’s Secret-ის შოუში კიდევ ერთხელ გამოვა

10/14/2025
მსახიობი სოსო გოგიჩაიშვილი გარდაიცვალა
ახალი ამბები

მსახიობი სოსო გოგიჩაიშვილი გარდაიცვალა

12/10/2024
„აზიური ოსკარი“ ჩვენია! – დათა ჩაჩუამ საუკეთესო ახალი შემსრულებლის ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

„აზიური ოსკარი“ ჩვენია! – დათა ჩაჩუამ საუკეთესო ახალი შემსრულებლის ჯილდო მიიღო

11/14/2024
„საქართველოში, გრანპრი მოგვაქვს“ – ოთო ბაზერაშვილის წარმატება საერთაშორისო ფესტივალზე
ახალი ამბები

„საქართველოში, გრანპრი მოგვაქვს“ – ოთო ბაზერაშვილის წარმატება საერთაშორისო ფესტივალზე

11/01/2024
ვიდეო: ,,ეს ბავშვი არ არის დედამიწელი!…გენიალურია” – ანდრია ფუტკარაძემ და გიგაშამ ,,ჩემს სიმღერას ვინ გაიგებს” შეასრულეს
ახალი ამბები

ვიდეო: ,,ეს ბავშვი არ არის დედამიწელი!…გენიალურია” – ანდრია ფუტკარაძემ და გიგაშამ ,,ჩემს სიმღერას ვინ გაიგებს” შეასრულეს

04/12/2024
ახალი “რომეო და ჯულიეტა” ტომ ჰოლანდი და ფრანჩესკა ამევუდა იქნებიან – ჯულიეტას როლის შემსრულებელი რასისტული შეურაცხყოფის ობიექტი გახდა
ახალი ამბები

ახალი “რომეო და ჯულიეტა” ტომ ჰოლანდი და ფრანჩესკა ამევუდა იქნებიან – ჯულიეტას როლის შემსრულებელი რასისტული შეურაცხყოფის ობიექტი გახდა

04/07/2024

საინტერესო

ალექსანდრე ჭიკაიძემ თანამშრომლები დააჯილდოვა

ალექსანდრე ჭიკაიძემ თანამშრომლები დააჯილდოვა

13 years ago
ზვიად ქორიძე: “გიორგი მარგველაშვილმა 226 მსჯავრდებული შეიწყალა”

საქართველოს პრეზიდენტმა 175 მსჯავრდებული შეიწყალა

10 years ago
უკრაინის სასამართლომ ლეონიდ ჩერნოვეცკის დაკავების სანქცია გასცა

უკრაინის სასამართლომ ლეონიდ ჩერნოვეცკის დაკავების სანქცია გასცა

9 years ago
YouTube-მა ბარბარა სამხარაძეს არტისტის ნიშანი მიანიჭა

YouTube-მა ბარბარა სამხარაძეს არტისტის ნიშანი მიანიჭა

3 years ago

ახალი ამბები

ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა
ახალი ამბები

ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა

08/10/2026

ახალგორში, სოფელ ციხისძირში ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა. ინფორმაცია ამის შესახებ სოციალურ ქსელში ვრცელდება. „ახალგორის რაიონულ...

მეტის ნახვაDetails
ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
თბილისის ზღვაზე 17 წლის ბიჭი დაიხრჩო – ცნობილი ხდება მისი ვინაობა

თბილისის ზღვაზე 17 წლის ბიჭი დაიხრჩო – ცნობილი ხდება მისი ვინაობა

08/10/2026
თბილისის ზღვაში 17 წლის ბიჭი დაიხრჩო

თბილისის ზღვაში 17 წლის ბიჭი დაიხრჩო

08/09/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა 08/10/2026
  • ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი” 08/10/2026
  • თბილისის ზღვაზე 17 წლის ბიჭი დაიხრჩო – ცნობილი ხდება მისი ვინაობა 08/10/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by