ელექტროენერგიის ტარიფის საკითხი განხილვის პროცესშია, – ამის შესახებ “ენერგო-პრო ჯორჯია” ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს. კომპანიის განცხადება:
“ენერგო–პრო ჯორჯიას” არ აქვს ინფორმაცია სექტემბრიდან ტარიფის ცვლილებასთან დაკავშირებით, რადგან ტარიფთან დაკავშირებული საკითხი ჯერ კიდევ განიხილება. 2014 წლის სექტემბერში ვადა გასდის საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსა და სს “ენერგო–პრო ჯორჯიას” შორის გაფორმებულ მემორანდუმს ტარიფთან დაკავშირებით, შესაბამისად, კომპანიამ სემეკს მიმართა განაცხადით ტარიფის გადახედვის თაობაზე. ტარიფის გადახედვა ცალსახად არ ითვალისწინებს ტარიფის ზრდას. უკვე რამდენიმე კვირაა მიმდინარეობს კონსულტაციები კომპანიასა და სემეკში; განიხილება ტარიფის შემადგენელი ყველა კომპონენტი და მხოლოდ განხილვის შემდეგ გახდება ცნობილი ტარიფი შეიცვლება თუ დარჩება უცვლელი. შესაბამისად, კონსულტაციების შემდგომი დასკვნის გარეშე, ტარიფის ცვლილებასთან დაკავშირებით კომპანია კომენტარს ვერ გააკეთებს”, – ნათქვამია განცხადებაში.
15.07.14