• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Saturday, September 12, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

იმედი მაქვს, თბილისელების ოცნებასა და ”ქართულ ოცნებას” შორის კოჰაბიტაცია იარსებებს! ” – სოსო ცისკარიშვილი

12 years ago
კატეგორია: ექსკლუზივი
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

თბილისს ახლადარჩეული მერი ჰყავს, რომელმაც დაძაბული წინასაარჩევნო პერიოდი და არჩევნების ორი ტური გამოიარა.  არჩეულ მერზე, ცსკ-ს მუშაობაზე, აგილობრივი თვიმმართველობის არჩევნების მიმდინარეობაზე „თბილისი თაიმსს” ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში სოსო ცისკარიშვილი ესაუბრა. cisბატონო სოსო, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური დასრულდა. თბილისის მერის არჩევნებში  “ქართული ოცნების” კანდიდატმა დავით ნარმანიამ გაიმარჯვა. თქვენ როგორ შეაფასებდით ერთი მხრივ ცსკ–ს ადმინისტრაციის საქმიანობას და მეორე მხრივ არჩევნების შედეგებს? ცსკ-მ მაქსიმალური დატვირთვით იმუშავა და მისი დამსახურებაა, რომ რაიმე სერიოზულ გაუგებრობას არჩევნების დროს  ადგილი არ ქონია, თუმცა  ცსკ-მ საკუთარ თავს ავნო როდესაც, ერთიდაიმავე პირობებში მყოფი სამი პირიდან ერთი არ დაარეგისტრირა, როგორც კანდიდატი, ორი კი დაარეგისტრირა. ეს ხანგრძლივი დროის განმავლობაში იქნება ხინჯი და თავად ცსკ-ს დაკომპლექტების წესში უნდა ვეძებოთ ასეთი უპრინციპობის საფუძველი. არ ვიცი რამდენჯერ შეახსენებენ მომავალში არალეგიტიმურობას რუსთავისა და ფოთის მერებს მაგრამ ფაქტია, რომ ანალოგიური პირობების მქონე კანდიდატი გორში არ დარეგისტრირდა. სამართლებრივი საფუძველი ამ გადაწყვეტილებისა დარჩება ეჭვის საფუძვლად, სანამ საზოგადოებას არ დაავიწყდება ეს ფაქტი, სხვა მხრივ წინასაარჩევნო სამზადისი იყო შედეგიანი, ოპოზიციური პარტიებიც ძალასა და ენერგიას არ იშურებდნენ, რომ ყოფილიყვნენ ჩატარებული არჩევნების  კრიტიკოსები. ისეთ გადაცდომას, რომელსაც შეეძლო შედეგზე გავლენა მოეხდინა, არ ყოფილა. როგორ ფიქრობთ რით იყო გამოწვეული ამომრჩეველთა შედარებით დაბალი აქტივობა? რა შეიძლება ყოფილიყო ამის მიზეზი?  თუ გადავავლებთ თვალს გასულ არჩევნებს, ვიპოვით ქართველი ამომრჩევლის აქტიურობის ან პასიურობის მიზეზს. აქტიური ამომრჩეველი იყო მაშინ, როცა რაიმე საფრთხისშემცველი გარემოება არსებობდა. 2012 წლის ოქტომბერში დაფიქსირდა ამომრჩეველთა დიდი აქტიურობა, როდესაც დამარცხდა ნაციონალური მოძრაობა. რაც  შეეხება 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს, პრაქტიკულად, რაიმე საფრთხისშემცველი რეალობა საზოგადოებას არ დაუნახავს და მხოლოდ 40%-იანი  აქტივობა იყო. ანალოგიური დამოკიდებულება იყო ადგილობრივი არჩევნების მიმართაც, რადგან საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებზე ”ქართულმა ოცნებამ” დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა, ამიტომ საფრთხის მომენტი არ იყო, ამას ერთოდა დიდი რაოდენობა ასარჩევი ადამიანებისა ადგილობრივ არჩევნებზე. ხელისუფლებაც და ამომრჩეველიც იყო თავდაჯერებული, ამავედროს უნდა გავითვალისწინოთ, რომ 40 %-მდე აქტივობა არის იშვიათობა ევროპულ სივრცეში. ნაციონალური მოძრაობის წევრებისგან ხშირად ისმოდა განცხადებები არჩევნების გაყალბებისა და იმის შესახებ, რომ მათ არათანაბარ პირობებში უწევდათ ბრძოლა. თქვენი აზრით, რამდენად შეესაბამება ეს ფაქტი სიმართლეს?  მათი მხრიდან წამოსული კრიტიკული შენიშვნიდან  რომელს გაიზიარებდით, რომელს – არა და რატომ? მე ვფიქრობ, რომ ეს არის მხოლოდ ცალმხრივი ხედვა რეალობისა და მჟღავნდება მხოლოდ ის თემა, რომელიც წინასწარ იყო დაგეგმილი. ნაცმოძრაობა, რომ ყოფილიყო კომისიის წევრებად მოწვეული რასაკვირველია მათთვის შედეგი დადგებოდა იგივე და შესაბამისად შეფასებებიც იგივე იქნებოდა. ნაციონალური მოძრაობის წევრთა კომენტარები გამოწვეულია იმ ვითარებით, რომელსაც განიცდიან ისინი ძალაუფლების დაკარგვის შემდეგ. საქართველოს ისტორიაში პირველად ჩატარდა არჩევნების მეორე ტური, თქვენი აზრით რატომ ვერ მიიღო ვერცერთმა კანდიდატმა პირველ ტურში საკმარისი რაოდენობის ხმები? თორმეტი თვითმმართველი ქალაქის ოთხი  მერი პირველივე ტურში აირჩა, თავისთავად ის, რომ 2/3 არჩეული მერებისა არის მეორე ტურის შედეგი, ჩემთვის და არა მარტო ჩემთვის, მიმანიშნებელია დემოკრატიის უფრო მაღალი ხარისხისა. გაბედული ნაბიჯი იყო ”ქართული ოცნების” მხრიდა, როდესაც მან გაიზიარა ოპოზიციური სპექტრის დიდი ნაწილის სურვილი და ბარიერი გაზარდა 50 %-მდე, შესაბამსიად შეგვიძლია ვილაპარაკოთ იმზაც, რომ მეორე ტურის ”თავის ტკივილი” ”ქართული ოცნების” დემოკრატიულობის გამოვლინების შედეგიც გახლავთ და ამავე დროს პრაქტიკა მეორე ტურისა, რომელიც სრულიად უმტკივნეულოდ გავიარეთ, მიგვანიშნებს იმაზე, რომ ჩვენ შეგვიძლია მეორე ტურის მიმართ ადეკვატური დამოკიდებულების გამომუშავება. ინტერესი მეორე ტურშიც პრაქტიკულად ისეთივე იყო, როგორც პირველში, კანდიდატების შედეგებს შორის განსხვავება იყო იმდენად დამაჯერებელი, რომ არანაირი სადავო საკითხი მეორე ტურის მიმართ არ წამოჭრილა. როგორ შეაფასებთ არჩევნების მეორე ტურში გასულ კანდიდატებს? თქვენი აზრით რამ განაპირობა კანდიდატებს შორის ხმების ასეთი სხვაობა მეორე ტურში? ასეთი სხვაობა, განაპირობა მეორე ტურის არსებობამ, როცა ამომრჩეველთა ხმები უნდა გაიყოს ორზე და არა იმ კანდიდატთა რაოდენობაზე, რომელიც პირველ ტურში მონაწილეობდა. საინტერესო ის გახლავთ, რომ ამ არჩევნებში მონაწილე პრაქტიულად ყველა ოპოზიციური ძალის მომხრე ამომრჩეველმა, ცხადია გარდა ნაციონალური მოძრაობის ამომრჩეველისა, ხმას აძლევდა ”ქართული ოცნების” კანდიდატს, ამის თქმის საფუძველს მაძლევს ის შედეგი, რომელიც მიიღო ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა, ეს შედეგი არ განსხვავდებოდა პირველ ტურში დაფიქსირებული შედეგისგან, ყველა სხვა პარტიისთვის მიღებული ხმა მიირო დავით ნარმანიამ, მისი ხმების პროცენტი  46-დან 72-მდე გაიზარდა, რაც არამხოლოდ მის მიმართ სიმპათიის გამოხატულებაა, არამედ ნაწილობრივ ნაციონალური მოძრაობის კანდიდატის  მიუღებლობითაც არის გამოწვეული. ჩვენს ახლადარჩეულ მერს უზარმაზარი საქმიანობა ელოდება წინ და ვუსურვებ მას წარმატებას. თბილისის ახლადარჩეულმა  მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა, რომ თბილისის მერია სტრუქტურულ ოპტიმიზაციას დაექვემდებარება. რეგიონებშიც ნავარაუდევია საჯარო მოხელეებისათვის ატესტაციების ჩატარება. თქვენი აზრით, მმართველი პარტია ხომ  არ გაიმეორებს  “ნაციონალური მოძრაობის” პრაქტიკას და საჯარო სამსახურიდან დაითხოვს ადამიანებს პოლიტიკური ნიშნით? პოკიტიკური გავლენებისგან თავისუფალი მერი თბილისის მოსახლეობის ოცნებაა, ვინაიდან პოლიტიკურ კოალიციასაც ”ქართული ოცნება” ქვია, იმედი მაქვს, რომ ამ ორ ოცნებას შორის შესაძლებელი იქნება კოაბიტაციის ფორმატში არსებობა.რაც შეეხება იმას, თუ როგორ შეირჩეოდნენ თანამშრომლები ამა თუ იმ სამსახურში, მოდით ვეცადოთ გავარჩიოთ ერთმანეთისგან ორი ტერმინი, დასაქმება და მოსყიდვა, ამის გარდა დავივიწყოთ თემა პოლიტიკური პენსიის, თბილისში კი სწორედ პოლიტიკური პენსიონერები არიან დასაქმებული. ისინი მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები არიან, რომლებმაც თავიანთი ვალი უკვე მოიხადეს ამ პარტიისადმი. თვითონ ის ფაქტი, რომ საფუძველი საკადრო  ცვლილებებისა იქნება კანონი და არა რაიმე ინდივიდუალური შეთანხმების კრიტერიუმი არჩეული მერის მხრიდან უკვე მიგვანიშნებს იმაზე, რომ იქნება კვლავ გამჭვირვალე დემოკრატიული პროცესი, თუმცა წინასწარ შეგვიძლიათ ვთქვათ, რომ ნაციონალური  მოძრაობა ატეხავს ყიჟინას და გააგებინებს მთელს მსოფლიოს, თუ როგორ განიცდიან პოლიტიკურ დევნას მათი მხარდამჭერნი. რამდენად დიდია ალბათობა, რომ მმართველ გუნდს 2016 წლამდე შეუძლია მოსახლეობის დარწმუნება  “ქართული ოცნების” პოლიტიკური გუნდის ეფექტურობაში? ეს ყველაფერი დამოკიდებულია ახლადარჩეული მერის უნარზე. მისი უპირატესობა კი, არის მაღალი პასუხისმგებლობა, ველოდებით მისგან მკაცრად გაწერილ სამოქმედო გეგმას. კარგია, რომ საკრებულლოში არის პარტიათა მრავალფეროვნება, რაც მერის კარგ მუშაობას შეუწყობს ხელს. 18.07.14 ნინა პირტახია

Share1Tweet1

ახალი ამბები

„ლეჩხუმში ვაწარმოებთ  უწამლი ტყის ვაშლისგან  ძმარს, რომელიც გემოვნური და სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა“ 
ახალი ამბები

„ლეჩხუმში ვაწარმოებთ  უწამლი ტყის ვაშლისგან  ძმარს, რომელიც გემოვნური და სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა“ 

02/16/2022
“ექსპერიმენტორიუმი” –  ყველაზე უჩვეულო მუზეუმი თბილისში
ახალი ამბები

“ექსპერიმენტორიუმი” – ყველაზე უჩვეულო მუზეუმი თბილისში

01/28/2022
სამაჯური შენი პერსონალური კოვიდ პასპორტის QR კოდით – სიახლე ქართულ ბაზარზე
ახალი ამბები

სამაჯური შენი პერსონალური კოვიდ პასპორტის QR კოდით – სიახლე ქართულ ბაზარზე

01/19/2022
„შეგვიძლია, ხელოვნებით ვაჯობოთ ნებისმიერ სნეულებას“ – ვაჟა კაკაბაძის ნახატების გამოფენა გაიმართება
ახალი ამბები

„შეგვიძლია, ხელოვნებით ვაჯობოთ ნებისმიერ სნეულებას“ – ვაჟა კაკაბაძის ნახატების გამოფენა გაიმართება

01/14/2022
მიტოვებული, ძველი სახლების ახალი სიცოცხლე ლეჩხუმში – ლექსო ჩარკვიანის ამბავი
ახალი ამბები

მიტოვებული, ძველი სახლების ახალი სიცოცხლე ლეჩხუმში – ლექსო ჩარკვიანის ამბავი

12/11/2021
ახალგაზრდა და-ძმის დაბრუნება მშობლიურ ლეჩხუმში და მეფუტკრეობის ოჯახური ტრადიცია
ახალი ამბები

ახალგაზრდა და-ძმის დაბრუნება მშობლიურ ლეჩხუმში და მეფუტკრეობის ოჯახური ტრადიცია

11/16/2021

საინტერესო

ირაკლი ალასანია: “ჩვენ მუდმივად ვამოწმებთ ჩვენი ქვედანაყოფების საბრძოლო მზადყოფნას”

ირაკლი ალასანია: “ჩვენ მუდმივად ვამოწმებთ ჩვენი ქვედანაყოფების საბრძოლო მზადყოფნას”

12 years ago
პირველი აგვისტოსთვის საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 12.8 მლრდ ლარი შეადგინა

პირველი აგვისტოსთვის საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 12.8 მლრდ ლარი შეადგინა

11 years ago

კორცხელის ინციდენტის მონაწილე სპორტსმენები დაკითხვაზე იმყოფებიან

10 years ago
მსოფლიო პატრიარქი ევროინტეგრაციის მნიშვნელობასა და დასავლეთში არსებულ გამოწვევებზე საუბრობს

მსოფლიო პატრიარქი ევროინტეგრაციის მნიშვნელობასა და დასავლეთში არსებულ გამოწვევებზე საუბრობს

10 years ago

ახალი ამბები

„ვოცნებობდი იმაზე, რომ ქორწინება მთელი ცხოვრება გაგრძელებულიყო… ეს ყველაფერი ჩამოიმსხვრა” – თათია შარანგია
ახალი ამბები

„ვოცნებობდი იმაზე, რომ ქორწინება მთელი ცხოვრება გაგრძელებულიყო… ეს ყველაფერი ჩამოიმსხვრა” – თათია შარანგია

09/12/2026

გადაცემა „ნიკოლოზის კითხვების“ კითხვების სტუმარი, პიანისტი და ტელეწამყვანი თათია შარანგიაა. თათიას პირად ცხოვრების უცნობ დეტალებზე საჯაროდ პირველად საუბრობს და ამბობს,...

მეტის ნახვაDetails
„გაგვიფრინდა ჩვენი ანგელოზი… აღარ დაგვხვდება სპორტსკოლის შესასვლელთან“ – 14 წლის გოგოს ემშვიდობებიან

„გაგვიფრინდა ჩვენი ანგელოზი… აღარ დაგვხვდება სპორტსკოლის შესასვლელთან“ – 14 წლის გოგოს ემშვიდობებიან

09/09/2026
„მხოლოდ მე ვიცი, რამდენჯერ ავაშენე ჩემი თავი…“ – ლიკა კუჭუხიძის ემოციური პოსტი

„მხოლოდ მე ვიცი, რამდენჯერ ავაშენე ჩემი თავი…“ – ლიკა კუჭუხიძის ემოციური პოსტი

09/09/2026
მამა გაბრიელის მოსასხამი, რომელიც სასწაულებს ახდენს

მამა გაბრიელის მოსასხამი, რომელიც სასწაულებს ახდენს

09/09/2026

კალენდარი

September 2026
M T W T F S S
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
« Aug    

სიახლეები

  • „ვოცნებობდი იმაზე, რომ ქორწინება მთელი ცხოვრება გაგრძელებულიყო… ეს ყველაფერი ჩამოიმსხვრა” – თათია შარანგია 09/12/2026
  • „გაგვიფრინდა ჩვენი ანგელოზი… აღარ დაგვხვდება სპორტსკოლის შესასვლელთან“ – 14 წლის გოგოს ემშვიდობებიან 09/09/2026
  • „მხოლოდ მე ვიცი, რამდენჯერ ავაშენე ჩემი თავი…“ – ლიკა კუჭუხიძის ემოციური პოსტი 09/09/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by