• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, October 20, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

უჩა ნანუაშვილი სომხულ ეკლესიასთან მომხდარი ინციდენტის ადეკვატურ გამოძიებას მოითხოვს

12 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

nanuashvili_320საქართველოს სახალხო დამცველი 19 ივლისს, თბილისის “სურბ ეჩმიაძინის” ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტს ეხმიანება და სამართალდამცველებს მოუწოდებს, ზედმიწევნით, ზუსტად და ეფექტურად გამოიძიოს მომხდარი ინციდენტი იმისათვის, რომ ამ ფაქტს არ მოჰყვეს სიტუაციის კიდევ უფრო მეტად დაძაბვა.
როგორც ომბუდსმენის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, კონტექსტიდან გამომდინარე, უაღრესად მნიშვნელოვანია, გამოძიება წარიმართოს სათანადო კვალიფიკაციით.

“მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით (ცემა) გათვალისწინებული დანაშაულისათვის მიმდინარეობს. თუმცა, საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლების მიერ ჩატარებული თვითმხილველთა გამოკითხვებით, ასევე, ინციდენტის ამსახველის ვიდეო მასალის შესწავლით დასტურდება, რომ შესაძლოა ადგილი ჰქონდეს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დანაშაულების ჩადენასაც, როგორიც არის ხულიგნობა, ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ჯანმრთელობის დაზიანება თუ სხვა. ამასთან, არსებითი მნიშვნელობისაა საგამოძიებო ორგანოებმა ზედმიწევნით სრულად მოიძიონ ინციდენტთან დაკავშირებული ყველა მტკიცებულება, მათ შორის ისეთი, რომელიც შესაძლოა მიუთითებდეს ზემოაღნიშნული დანაშაულების ეთნიკური მოტივით ჩადენის ფაქტზე. სასამართლოში საქმის წარმართვის შემთხვევაში მხოლოდ ასეთი მტკიცებულებების საფუძველზე იქნება მოსამართლე უფლებამოსილი, სასჯელის დანიშვნისას გამოიყენოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის 31-ე ქვეპუნქტი. აღნიშნული მუხლი, ნებისმიერი დანაშაულის ჩადენის დროს სასჯელის დანიშვნისას, დამამძიმებელ გარემოებად მიიჩნევს ეთნიკური ან სხვა დისკრიმინაციული მოტივით განხორციელებულ დანაშაულებრივ ქმედებას”, – აცხადებს ომბუდსმენი.

მისივე თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანაში არსებობს ეთნიკური და რელიგიური შეუწყნარებლობის ფონი, სახელმწიფომ და საზოგადოებამ ყველაფერი უნდა იღონოს იმისათვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად, დამაჯერებლად და ამომწურავად გაეცეს პასუხი 19 ივნისს თბილისის “სურბ ეჩმიაძინის” ეკლესიის ეზოში მომხდარ ინციდენტს.

“ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგანაც ის ურთიერთშეურაცხმყოფელი და ქსენოფობიური გამოხმაურება რაც ამ ინციდენტს სოციალურ ქსელებში და მედიასაშუალებებში მოჰყვა, საგანგაშოა და აუცილებელია ხელისუფლებამ, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა და მედიამ ყველაფერი ვიღონოთ იმისთვის, რომ არ დავუშვათ ქვეყანაში შეუწყნარებლობის ახალი ტალღის აგორება.

ამ ინციდენტის ადეკვატურად გამოძიება და დამნაშავე პირების სათანადოდ დასჯა ხელს შეუწყობს დისკრიმინაციული მოტივით მსგავსი ქმედებების ჩადენის პრევენციას”, – მიაჩნია უჩა ნანუაშვილს.

22.07.14

ShareTweet

ახალი ამბები

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა
ახალი ამბები

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა

10/01/2026
დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება
ახალი ამბები

დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება

09/16/2026
ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს
ახალი ამბები

ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს

08/05/2026
ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო
ახალი ამბები

ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო

08/02/2026
შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა
ახალი ამბები

შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა

07/17/2026

საინტერესო

“განსაკუთრებით პოპულარულია წიწაკის ჯემი კომშით” – პიკანტური გემოები ქეთი მელაძისგან

“განსაკუთრებით პოპულარულია წიწაკის ჯემი კომშით” – პიკანტური გემოები ქეთი მელაძისგან

4 years ago
ოთარ დანელია წინააღმდეგია, რომ ფაროსანასთან საბრძოლველად ბიოლოგიური მტერი შემოიყვანონ

ოთარ დანელია წინააღმდეგია, რომ ფაროსანასთან საბრძოლველად ბიოლოგიური მტერი შემოიყვანონ

9 years ago

ქართველი მებრძოლები ავღანეთიდან უდანაკარგოდ დაბრუნდნენ

11 years ago
“თუკი ადამიანს პირჯვრის სწორად გამოსახვას ასწავლი, დიდ ჯილდოს მიიღებ“

“თუკი ადამიანს პირჯვრის სწორად გამოსახვას ასწავლი, დიდ ჯილდოს მიიღებ“

10 years ago

ახალი ამბები

სეზონური გრიპის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია 21 ოქტომბრიდან დაიწყება
ახალი ამბები

სეზონური გრიპის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია 21 ოქტომბრიდან დაიწყება

10/19/2026

21 ოქტომბრიდან ქვეყნის მასშტაბით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იწყება. აცრა ყველა მოქალაქისთვის უფასოა და სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ, - ამის...

მეტის ნახვაDetails
ტრაგედია „გლდანი მოლში“ – ახალგაზრდა კაცი აფთიაქში გარდაიცვალა

ტრაგედია „გლდანი მოლში“ – ახალგაზრდა კაცი აფთიაქში გარდაიცვალა

10/19/2026
„გამიფრინდა ჩემი ნესტიკი…“ – ბერი ანდრიას ფონდი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

„გამიფრინდა ჩემი ნესტიკი…“ – ბერი ანდრიას ფონდი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

10/17/2026
“ საწოლიდან გადმოვარდა და იატაკზე პირქვე დაეცა” – პენიტენციური სამსახური სათვალთვალო კამერის ჩანაწერს აქვეყნებს

“ საწოლიდან გადმოვარდა და იატაკზე პირქვე დაეცა” – პენიტენციური სამსახური სათვალთვალო კამერის ჩანაწერს აქვეყნებს

10/15/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • სეზონური გრიპის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია 21 ოქტომბრიდან დაიწყება 10/19/2026
  • ტრაგედია „გლდანი მოლში“ – ახალგაზრდა კაცი აფთიაქში გარდაიცვალა 10/19/2026
  • „გამიფრინდა ჩემი ნესტიკი…“ – ბერი ანდრიას ფონდი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს 10/17/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by