• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Thursday, October 8, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ილია მეორე: “ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ჩვენი ხალხი უყურებდეს ჩვენს ჯარს, როგორც საკუთარ შვილებს”

12 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

GEORGIA/ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მტერმა არ გაბედოს საქართველოში შემოსვლა. ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას ბრძანა. ქადაგებისას უწმინდესმა ქართულ ჯარზე ისაუბრა და კმაყოფილება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ დღევანდელ წირვას დაესწრო ჯარის ნაწილი. როგორც პატრიარქმა აღნიშნა, რამდენიმე წლის წინ წარმოუდგენელი იყო ასეთი მომზადებული ჯარი საქართველოს რომელიმე ტაძარში ყოფილიყო. “ყველაფერი იცვლება და ჩვენც ვიცვლებით; უკეთესობისკენ ვიცვლებით. მე მოხარული ვარ, რომ ჯარის ნაწილი იმყოფება აქ. ხალხი უყურებს მათ, როგორც საკუთარ შვილებს, გაუცხოება რაც იყო, აღარ არის. ეს არის ძალიან ბრძნული გადაწყვეტილება, რომ წირვას ესწრება ჯარის ნაწილი”, – აღნიშნა პატრიარქმა. პატრიარქმა დღევანდელ დღეს განსაკუთრებული უწოდა, რადგან როგორც  უწმინდესმა აღნიშნა, დღეს თავდაცვის სამინისტროსთან თანადგომისა და თანამშრომლობის დოკუმენტს მოეწერება ხელი. “ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ჩვენი ხალხი უყურებდეს ჩვენს ჯარს, როგორც საკუთარ შვილებს და გავაკეთებთ ყველაფერს, რომ მშვიდობიანად გრძნობდეს ჯარი თავს და არასოდეს არ იყოს გამოყენებული. პოლიტიკოსები ამბობენ, რომ თუ გინდა მშვიდობა, უნდა შეიარაღდე და ამიტომ ჯარი უნდა იყოლიო. უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ მტერმა არ გაბედოს საქართველოში შემოსვლა და გალაშქრება. ჩვენ ვიყავით დიდგორზე და უნდა ითქვას, რომ დიდგორი არ დამთავრებულა. როგორც ადრე ვთქვით, სანამ იქნება დედამიწა, დიდგორი იქნება”, – აღნიშნა პატრიარქმა. მისივე თქმით, ადამიანის ცხოვრება მუდმივი განსაცდელი და გამოცდაა. პატრიარქმა უფალს სთხოვა, მოგვცეს ძალა იმისა, რომ საქართველოს ააცილოს ეს გამოცდა. პატრიარქი ქადაგებისას მსოფლიოში არსებულ ვითარებასაც გამოეხმაურა. მისი თქმით, ის სიტუაცია, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებშია, ძალიან საშიშია. უწმინდესმა იმედი გამოთქვა, რომ მშვიდობა დაისადგურებს, როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოში. 17.08.14

ShareTweet

ახალი ამბები

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა
ახალი ამბები

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა

10/01/2026
დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება
ახალი ამბები

დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება

09/16/2026
ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს
ახალი ამბები

ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს

08/05/2026
ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო
ახალი ამბები

ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო

08/02/2026
შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა
ახალი ამბები

შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა

07/17/2026

საინტერესო

ნარკოდანაშაულისათვის დაკავებულ მღვდელს სასამართლომ 4000 ლარიანი გირაო შეუფარდა

სასამართლომ დედა-შვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

9 years ago

ჩინეთი საქართველოს 9.1 მილიონ აშშ დოლარს გამოუყოფს

10 years ago
“ველოდები სასწაულს…” – რას ამბობს ბათუმში დაკარგული ბიჭის დედა

“ველოდები სასწაულს…” – რას ამბობს ბათუმში დაკარგული ბიჭის დედა

2 years ago

ვლადიმერ პუტინმა ეროვნული უსაფრთხოების ახალი სტრატეგია დაამტკიცა

11 years ago

ახალი ამბები

„შესაძლოა, საჭირო გახდეს ქირურგიული ჩარევა…“ – სურსათის უვნებლობის სპეციალისტი საშიში პარაზიტის შესახებ
ახალი ამბები

„შესაძლოა, საჭირო გახდეს ქირურგიული ჩარევა…“ – სურსათის უვნებლობის სპეციალისტი საშიში პარაზიტის შესახებ

10/08/2026

სურსათის უვნებლობის სპეციალისტი ირაკლი არაბული მოსახლეობას საშიში პარაზიტის შესახებ აფრთხილებს, რომელიც უმ ან არასათანადოდ დამუშავებულ თევზში შესაძლოა აღმოჩნდეს. „რადგან ეს...

მეტის ნახვაDetails
„საქმეში გამოჩნდა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი… გოგიაშვილი პარალელურად ორ ქალთან ურთიერთობაში იმყოფებოდა“ – მედია ხმაურიანი დანაშაულის ახალ დეტალებზე წერს

„საქმეში გამოჩნდა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი… გოგიაშვილი პარალელურად ორ ქალთან ურთიერთობაში იმყოფებოდა“ – მედია ხმაურიანი დანაშაულის ახალ დეტალებზე წერს

10/08/2026
ახალგაზრდა დიზაინერი გარდაიცვალა! – საქართველოს სახელმწიფო ბალეტი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

ახალგაზრდა დიზაინერი გარდაიცვალა! – საქართველოს სახელმწიფო ბალეტი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

10/08/2026
„პირდაპირ პნევმონიას იწვევს…“ – მაია ბუწაშვილი რუსეთში დაფიქსირებულ „შავ ჭირზე“

„პირდაპირ პნევმონიას იწვევს…“ – მაია ბუწაშვილი რუსეთში დაფიქსირებულ „შავ ჭირზე“

10/08/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • „შესაძლოა, საჭირო გახდეს ქირურგიული ჩარევა…“ – სურსათის უვნებლობის სპეციალისტი საშიში პარაზიტის შესახებ 10/08/2026
  • „საქმეში გამოჩნდა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი… გოგიაშვილი პარალელურად ორ ქალთან ურთიერთობაში იმყოფებოდა“ – მედია ხმაურიანი დანაშაულის ახალ დეტალებზე წერს 10/08/2026
  • ახალგაზრდა დიზაინერი გარდაიცვალა! – საქართველოს სახელმწიფო ბალეტი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს 10/07/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by