• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Thursday, August 13, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო იმ კვების პროდუქტების და ნივთების სიას აქვეყნებს, რომელთა პატიმრობის დაწესებულებაში შეტანა აკრძალულია

12 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო იმ კვების პროდუქტების და ნივთების სიას აქვეყნებს, რომელთა პატიმრობის დაწესებულებაში შეტანა აკრძალულია
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

1395315336_image1აღნიშნულთან დაკავშირებით უწყება განცხადებას ავრცელებს, რომელშიც მინისტრის 14 აგვისტოს ბრძანებით დაწესებულ შეზღუდვებს “უსაფრთხოების უზრუნველყოფის” მიზეზით ხნის. “თბილისი თაიმსს” სამინისტროს განცხადებას და აკრძალული პროდუქტებისა თუ ნივთების სიას უცვლელად გთავაზობთ: “სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2014 წლის 14 აგვისტოს ბრძანება #135, რომლითაც ცვლილება შევიდა 2011 წლის 30 მაისის #97-ე ბრძანებაში, მიმართულია სასჯელაღსრულების დაწესებულებებში უსაფრთხოების უზრუნველყოფისკენ. მოცემული ბრძანებით განისაზღვრა იმ ნივთების, პროდუქტების, ნაკეთობების, ნივთიერებების და დოკუმენტების ნუსხა, რომელთა შეტანა აკრძალულია საპატიმრო დაწესებულებაში ბრალდებულთან და მსჯავრდებულთან შეხვედრაზე შემსვლელი პირისთვის. აღნიშნული ბრძანების მიზანია აღმოიფხვრას დღემდე არსებული ბუნდოვანება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შესატან აკრძალულ ნივთებთან დაკავშირებით, რითაც მოხდება შესაბამისი დაწესებულებების ადმინისტრაციის წარმომადგენლების მხრიდან შესაძლო თვითნებობის პრევენციაც . გვსურს შეგახსენოთ, რომ სამინისტრომ არაერთხელ მიიღო წერილი თავად ადვოკატებისგან, სადაც ისინი ითხოვდნენ მითითებას იმ სამართლებრივ აქტზე, რომლითაც იდენტიფიცირებული იქნებოდა აკრძალული ნივთები. მოცემული ბრძანებით განისაზღვრა ნივთების ის მინიმალური ჩამონათვალი, რომელთა შეტანა სასჯელაღასრულების დაწესებულებაში უსაფრთხოების დაცვის კუთხით განსაკუთრებით მაღალი რისკის მატარებელია. აღნიშნული კონკრეტული სივრცისთვის საფრთხის შემცველი ნივთების იდენტიფიცირება მოხდა მრავალწლიანი პრაქტიკის ანალიზის საფუძველზე. ასევე, გათვალისწინებული იქნა საუკეთესო უცხოური გამოცდილებაც. შედეგად, მათი სტატუსი განისაზღვრა მოცემული სამართლებრივი აქტით და ეს პენიტენციური სისტემის ევროპულ სტანდარტებთან მიახლოებისკენ კიდევ ერთი წინ გადაგმული ნაბიჯია. აქვე გვსურს განვმარტოთ, რომ #135 ბრძანებით არ იკრძალება საკულტო-რელიგიური ნივთები. გვინდა ხაზგასმით განვაცხადოთ, რომ აკრძალული ნივთების სიის განსაზღვრა ნაკარნახევია მხოლოდ პატიმარის და მისი გარემოცვის უსაფრთხოების მოტივით და არ არის მიმართული რელიგიური უფლებების შეზღუდვისკენ. აკრძალული ნივთების ნუსხაში შესულია ნებისმიერი სახის ოქროს, ძვირფასი და არაძვირფასი მეტალისგან დამზადებული ნივთები, თუმცა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დაშვებულია, მაგალითად: ხის ჯვრის, ხატის, ფსკვნილისა და სხვა რელიგიური ნივთების შეტანა. სამინისტრო მზადაა მოგაწოდოთ სრული ინფორმაცია იმისთვის, რომ საზოგადოება არ იყოს შეცდომაში შეყვანილი. განცხადებას თან ვურთავთ N135-ე ბრძანებით გათვალისწინებული აკრძლული ნივთების ნუსხას და კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ნებისმიერი კანონით დადგენილი რეგულაცია ითვალისწინებს და ემსახურება დაწესებულებებში განთავსებულ და დასაქმებულ პირთა უსაფრთხოების უზრუნველყოფას. ჩამონათვალი იმ კვების პროდუქტების, ნივთების, ნაკეთობების, ნივთიერებების და დოკუმენტებისა, რომელთა პატიმრობის დაწესებულებაში შეტანა აკრძალულია ბრალდებულებთან და მსჯავრდებულებთან შეხვედრაზე შემსვლელი პირებისათვის: 1. სამოქალაქო ბრუნვიდან ამოღებული საგნები, ნივთები და ნივთიერებები. 2. ცივი იარაღის ყველა სახეობა. 3. სატრანსპორტო საშუალებები. 4. ქიმიკატები, ფეთქებადი, მომწამლავი და ცეცხლსაშიში ნივთიერებები. 5. ფული (ნებისმიერი სახის ფულადი ვალუტა), ფასიანი ქაღალდები და საკრედიტო ბარათები. 6. ფასეული ნივთები, ნებისმიერი სახის ოქროს, ძვირფასი და არაძვირფასი მეტალისგან დამზადებული ნივთები, სამკაულები, მათ შორის “ბიჟუტერია”, ყველა სახეობის საათი. 7. ოპტიკური ხელსაწყოები. 8. სათვალეები (გარდა ოპტიკურისა). 9. საკვები პროდუქტები, რომლებიც საჭიროებენ სითბურ დამუშავებას (ყავის და ჩაის გარდა), საფუარი, შაქარი. 10. ალკოჰოლური სასმელების ყველა სახეობა, ლუდი, არაგამჭვირვალე შეფერილობის მქონე სითხე. 11. სუნამოები, ოდეკოლონები და სხვა სპირტზე დამზადებული ნივთიერებები. 12. გადასამრავლებელი აპარატები. 13. დანები, სხვა ბასრი და მჩხვლეტავი საგნები, მათ შორის, კუსტარულად დამზადებული ან/და დაშლილი ან/და გადაკეთებული ერთჯერადი სამართებელი, მინისაგან დამზადებული ნივთები. 14. ნაჯახები, ჩაქუჩები და სხვა ინსტრუმენტები. 15. ხელჯოხები (გარდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა). 16. ბანქო. 17. ფოტოაპარატები, ფოტომასალები, აუდიო-ვიდეო და ფიქსაციის სხვა საშუალებები. 18. მობილური ტელეფონები (მათ შორის, მობილური ტელეფონის დამტენი, სიმ-ბარათი და აქსესუარები). 19. ნებისმიერი დოკუმენტი (სასამართლოს განაჩენებისა და გადაწყვეტილებების ასლების, შესანახად ჩაბარებული ფულის, ნივთებისა და ფასეულობების ქვითრის გარდა). 20. კომპასები. 21. დაუდგენელი ნიმუშის სამხედრო და სხვა ფორმის ტანსაცმელი და ამ სახეობის ტანსაცმელს მიკუთვნებული ზედა სამოსი და ფეხსაცმელი, ქუდები, თავსაბურავები, ხელთათმანები. 22. საღებავები და კოპირების ქაღალდები”, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში. 27.08.14

ShareTweet

ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”
ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს
ახალი ამბები

ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს

08/05/2026
ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო
ახალი ამბები

ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო

08/02/2026
შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა
ახალი ამბები

შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა

07/17/2026
ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს
ახალი ამბები

ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს

07/18/2026
მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III
ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III

05/22/2026

საინტერესო

მაილო სტევანოვიჩი: „ჩვენ აქტიურად ვითანამშრომლეთ ფინანსთა სამინისტროსთან”

10 years ago
ევროკავშირი საქართველოს 27 მილიონ ევროს დახმარების სახით გამოუყოფს

ევროკომისიამ საქართველოს ვიზალიბერალიზაციის შესახებ ინიციატივის ტექსტი გამოაქვეყნა

10 years ago
„პროგნოზებზე ლაპარაკი რთულია…“ – რას ამბობს ექიმი ქალზე, რომელსაც ყოფილმა ქმარმა მჟავა შეასხა და ცეცხლი წაუკიდა

„პროგნოზებზე ლაპარაკი რთულია…“ – რას ამბობს ექიმი ქალზე, რომელსაც ყოფილმა ქმარმა მჟავა შეასხა და ცეცხლი წაუკიდა

11 months ago

ახალი სამაგისტრო პროგრამა შეიქმნა

10 years ago

ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა
ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა

08/13/2026

4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა და მძიმე დაზიანება მიაყენა. გადაწყვეტილება გორის სასამართლოს...

მეტის ნახვაDetails
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

08/13/2026
ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

08/13/2026
„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა

„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა

08/13/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • „ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა 08/13/2026
  • ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა 08/13/2026
  • ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი 08/13/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by