“მაგთიკომმა” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა აიღო. გადაწყვეტილება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში გამართულ სხდომაზე იქნა მიღებული.
როგორც “თბილისი თაიმსს” კომისიიდან აცნობეს, კომპანიას ნუმერაციის რესურსი: 91020-91029 (სულ-ათი სააბონენტო ნომერი) ტექსტური/მულტიმედიური შეტყობინებებით მომსახურების უზრუნველსაყოფად სჭირდება.
ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გეოგრაფიული ზონა საქართველოს მთელი ტერიტორიაა. ნებართვა უვადოა, თუმცა ყოველწლიურ განახლებას ექვემდებარება.
01.08.14