• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Thursday, August 13, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ილია მეორემ ახალგაზრდები დალოცა

12 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
ილია მეორემ ახალგაზრდები დალოცა
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

577720140503133725201404261040481010სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ახალგაზრდებს მიმართა, სიღრმისეული ცოდნა წიგნებიდან მიიღონ. სიონის საკათედრო ტაძარში ამ წუთებში პარაკლისი დასრულდა , რომელიც სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით ახალგაზრდების დასალოცად შესრულდა. პარაკლისი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა სასულიერო პირებთან და მღვდელმთავრებთან ერთად გადაიხადა. პარაკლისის დროს ლოცვებში უფალს შესთხოვეს, რათა ახალგაზრდებს სიბრძნე და კეთილგონიერება მისცენ. პარაკლისს სემინარიისა და აკადემიის სტუდენტები, მასწავლებლები და მრევლი ესწრებოდნენ. პატრიარქმა პარაკლისის დაწყებამდე ტაძარში შეკრებილებს ქადაგებით მიმართა და სემინარიაში სწავლის პერიოდი გაიხსენა. “სასწავლო წლის დასაწყისში სპეციალური პარაკლისი სრულდებოდა და ჩვენ ყველანი ვგრძნობდით იმ მადლს, რომელსაც ვღებულობდით. მახსენდება ჩვენი ერთ-ერთი პროფესორის სიტყვები, რომ თქვენ ათი სემინარია და აკადემია რომ დაამთავროთ არაფერი არ გამოვა, თუ ინდივიდუალურად თქვენს თავზე არ იმუშავებთო. მან გვირჩია შეგვექმნა პირადი ბიბლიოთეკა. ჩვენ გვქონდა სტიპენდია და ეს სტიპენდია ძირითადად წიგნების ყიდვაზე მიდიოდა. პროფესორები კითხულობდნენ ლექციებს და ზოგიერთი სტუდენტი კმაყოფილი იყო ამით. იყო სტუდენტების სხვა ნაწილი კი, რომლებიც მუშაობდნენ ბიბლიოთეკაში”, – აღნიშნა კათოლიკოს-პატრიარქმა. მისივე თქმით, მათი სასწავლო დღე დილის 7 საათზე იწყებოდა ლოცვით, 9 საათზე მათ უტარდებოდათ ლექციები, სამზე სადილი, შემდეგ კი ისინი მიდიოდნენ ბიბლიოთეკაში და კითხულობდნენ საღვთისმეტყველო წიგნებს, ფილოსოფიას, ფსიქოლოგიას, ანთროპოლოგიის და ისტორიის წიგნებს. პატრიარქის თქმით, ამან გამოიღო ძალიან კარგი შედეგი. პირადად ის გრძნობდა, რომ ეს საჭირო იყო მისთვის. “წიგნების კითხვა ეს იყო საწყისი ჩემი ასეთი წინსვლის სემინარიასა და აკადემიაში 8 წლის განმავლობაში. მე ვკითხულობდი წიგნებს და ვიყავი პირველი. მოსწრებით პირველმა დავამთავრე სასულიერო აკადემია. წარმოუდგენელია ადამიანი იყოს წიგნების გარეშე. რადიო და ტელევიზია და სხვა საშუალებები არ არის საკმარისი. სიღრმისეული ცოდნა წიგნებიდან უნდა აიღოთ. ჩვენ შევთხოვთ უფალს, გახსნას ჩვენი გონება, გული. დიდი ფიზიოლოგი პავლოვი ამბობდა, ადამიანს გააჩნია ორი გონება, მცირე და დიდი. დიდი ეს არის ჩვენი აზროვნება. გული არის დიდი გონება. ღმერთმა ინებოს, რომ გაიხსნას ჩვენი გული და გონება, მცირეც და დიდიც”, – აღნიშნა კათოლიკოს-პატრიარქმა. უწმინდესმა დალოცა ახალგაზრდები და მათ ღვთისაგან ძალი და სიბრძნე უსურვა. კათოლიკოს-პატრიარქმა ასევე პარაკლისის დასრულების შემდეგ აღნიშნა, რომ დღეს მათ დალოცეს ყველა მოსწავლე, უმაღლესი სასწავლებლები, სახელმწიფო უნივერსიტეტი, სასულიერო სემინარია, აკადემიის სტუდენტები. 15.09.14

ShareTweet

ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”
ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს
ახალი ამბები

ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს

08/05/2026
ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო
ახალი ამბები

ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო

08/02/2026
შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა
ახალი ამბები

შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა

07/17/2026
ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს
ახალი ამბები

ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს

07/18/2026
მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III
ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III

05/22/2026

საინტერესო

მთავრობამ კვერცხმდებელი ქათმის დაცვის სტანდარტები დაადგინა

მთავრობამ კვერცხმდებელი ქათმის დაცვის სტანდარტები დაადგინა

3 years ago
რა შენიშვნები აქვთ სტუდენტებს უმაღლეს სახელმწიფო სასწავლებლებთან?

თსუ ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთა საზეიმო ღონისძიებისთვის ემზადება

10 years ago

საქართველო ბოლონიის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე წელს პირველად წარსდგება

11 years ago

ილია მეორე: “არ შეიძლება ადამიანი იყოს საქმის გარეშე”

13 years ago

ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა
ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა

08/13/2026

4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა და მძიმე დაზიანება მიაყენა. გადაწყვეტილება გორის სასამართლოს...

მეტის ნახვაDetails
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

08/13/2026
ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

08/13/2026
„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა

„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა

08/13/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • „ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა 08/13/2026
  • ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა 08/13/2026
  • ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი 08/13/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by