საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაცით, დეპარტამენტის თავმჯდომარედ დავით შავლიაშვილი დაინიშნა.
დავით შავლიაშვილი დეპარტამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე დანიშვნამდე საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ბუნებრივი რესურსების სააგენტოს ხელმძღვანელობდა.
ახალი თავმჯდომარე განათლებით იურისტია სამართალმცოდნეობის სპეციალობით. ფლობს ორ უცხო ენას ინგლისურსა და რუსულს. ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.
02.05.13