• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Thursday, December 18, 2025
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

გარე მოვაჭრეებს საარსებო მინიმუმს ართმევენ

10 years ago
კატეგორია: მთავარი მოვლენები, საზოგადოება
A A
გარე მოვაჭრეებს საარსებო მინიმუმს ართმევენ
10
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

11694359_922490617804157_638071462_n

სიცხე, ანტისანიტარია, ეკოლოგიური სისუფთავე, ინფექციები, პირდაპირ ქუჩაში, დახლებზე  გამოფენილი  საკვები პროდუქტი და ქალაქის იერსახის კიდევ უფრო დამახინჯება – ეს იმ პრობლემების ზოგადი ჩამონათვალია, რომელიც გარე ვაჭრობასთან პირდაპირ არის დაკავშირებული, თუმცა  ძნელია ისაუბრო მხოლოდ  გარე ვაჭრობით გამოწვეულ პრობლემებზე და  არ შეეხო და  გაითვალისწინო  ის მიზეზები,  თუ რატომ სხედან ისინი გაუსაძლის სიცხესა თუ სიცივეში, წვიმასა თუ ქარში, ტალახიან ქუჩებში, ტალახიან ტროტუარებთან ყოველდღე, 24 საათიდან მინიმუმ 9 საათი.  მიზეზი ერთია –  მძიმე სოციალური მდგომარეობა და უმუშევრობა, რომელიც უკვე წლებია ქვეყნის ერთ-ერთ აქტუალურ, თუმცა გადაუჭრელ პრობლემად რჩება.

11720867_922490741137478_1479354734_o

გარე მოვაჭრეთა უმრავლესობა სიღატაკის პირას მყოფი ადამიანები არიან, ადამიანები, რომელთა შემოსავლის ერთადერთი წყარო სწორედ ეს ვაჭრობაა. როგორც ისინი აცხადებენ,   მათთვის, ვაჭრობის გარეშე ერთი დღეც კი  შიმშილისა და ულუკმაპუროდ დარჩენის ტოლფასია.

„36  წლის ვარ, სამი შვილი და ინვალიდი ქმარი მყავს. მე კი იმის მაგივრად, რომ ოჯახს მივხედო და შვილები გავზარდო,  აქ მიწევს  მთელი დღის გატარება. ნებისმიერ ამინდში,  დილიდან საღამომდე, ყოველდღე აქ ვარ და ხილით ვვაჭრობ, დღიურად საშუალოდ 15 ლარამდე მოგება მრჩება, რაც დამეთანხმებით არაფერია 5-სულიანი ოჯახისთვის. 11693035_922490697804149_1252949671_nხანდახან ეს 15 ლარიც კი არ გვაქვს, რადგან  მეც ადამიანი ვარ და არის დღე, როდესაც უბრალოდ არ შემიძლია  გარეთ გასვლა და ვაჭრობა, ამ დროს კი  შეიძლება ითქვას, რომ ულუკმაპუროდ ვტოვებ ოჯახს. არის შემთხვევები, როდესაც პატრული მოდის და გვაჯარიმებს, არ ყოფნის  ეს და პროდუქტსაც გვართმევს, გვაიძულებენ დეზერტირების ბაზარში ადგილის აღებასა და იქ ვაჭრობას, სადაც  5-10 ლარია გადასახადი. მე კი უბრალოდ არ მაქვს ამის შესაძლებლობა და ისევ გარეთ დგომას ვამჯობინებ“ – აცხადებს ჩვენთან საუბრისას ვაგზლის მოედანზე, დეზერტირების ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიის მახლობლად მოვაჭრე  ნანა.

11733449_922490621137490_1265921684_n

„ვიცი, რომ აკრძალულია კანონით ჩემი ქმედება  და  დამაჯარიმეს კიდეც  20 ლარით, თუმცა მაინც მიწევს აქ დგომა, 11713421_922490707804148_1682435872_nმითხარით რა გავაკეთო, რითი ვიარსებოთ მე და ჩემმა ოჯახმა? მაინცდამაინც უნდა ვიქურდოთ? ნუ წაგვართმევთ საარსებო მინიმუმს და ნუ დაგვტოვებთ მშივრებს. არ არის  ჩემთვის ალტერნატივა დეზერტირების ბაზრობა,  რადგან პირველ რიგში მაღალი გადასახადის გადახდა მიწევს იქ, შემდეგ არ  შემიძლია ფასის დაკლება, სალარო აპარატს  მთხოვენ და შეზღუდული ვარ. შეგვეშვით და დაარეგულირეთ კანონი, ისე, რომ არ წაგვართვათ ყოველდღიური მინიმალური შემოსავალი“ – ემოციურად გვესაუბრება ერთ-ერთი გარე მოვაჭრე.

„რას ვაშავებთ, ან საერთოდ, რა მნიშვნელობა აქვს ჩვენს აზრს? ერთმენთს ხოცავენ შიგნით და ჩვენთვის ვის სცალია.11715989_922490711137481_1359081940_nერთადერთი ტელევიზია გვქონდა და ისიც გამოგვირთეს, ეს ქვეყანაა? სადა გვაქვს იმის ფული, რომ  აპარატი ვიყიდოთ  და 70 ლარი გადავიხადოთ? არ ეყოთ მთავრობას რაც შეგვჭამეს? ტელევიზიაც კი მოსპეს, დაიჯერებთ, რომ ჩვენ დიდიხანი ტელევიზორს ვეღარ ვუყურებთ? – აცხადებს ერთ-ერთი მოვაჭრე.

11713455_922490661137486_1038453213_n

როგორ ხედავთ, ჩვენმა გარემოვაჭრეებთან საუბარმა მათი აღელვება და შეძახილები გამოიწვია, ისინი აკრიტიკებენ  მთვრობას და  გარე ვაჭრობის კანონით დარეგულირებას ითხოვენ. ამ დროს საინტერესოა, ზოგადად  რამდენად თანმიმდევრულია ხელისუფლების პოლიტიკა გარე ვაჭრობის საკითხში, რას აკეთბს მის აღმოსაფხვრელად და რა ალტერნატივას სთავაზობს გარე მოვაჭრეებს, რომლებიც შემოსავლის ერთადერთ წყაროდ, როგორც ნახეთ, სწორედ ამ ვაჭრობით გამომუშავებულ მინიმალურ თანხას ასახელებენ.

11693033_922490747804144_754941645_n

„თბილისი თაიმსი“ სწორედ ამის გარკვევას შეეცადა და თბილისის მერიას რამდენიმე კითხვით მიმართა, თუმცა დიდი ლოდინისა და მრავალი ზარის  შემდეგ კითხვები კვლავ პასუხ გაუცემელი დაგვრჩა. ამის შემდეგ კი ბუნებრივია , კვლავ ჩნდება  კითხვები.ზოგადად აქვს თუ არა თბილისის მერიას რაიმე პოლიტიკა გარე მოვაჭრეებთან დაკავშირებით და საერთოდ, ხდება თუ არა ქუჩაში გამოფენილი პროდუქციის  ხარისხის კონტროლი,  დაცულია თუ არა მისი შენახვის წესები და ზოგადად,  ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი?  

აღსანიშნავია, ისიც, რომ გარდა გარე მოვაჭრის მძიმე სოციალური მდგომარეობისა, მომხმარებელი, რომელიც სოციალური მდგომარეობით დიდად არ ჩამოუვარდება მას,  ფასში ათი, ოცი თეთრის სხვაობის გამო ხშირად საკუთარ ჯანმრთელობას საფრთხეს უქმის და ანტისანიტარულ პირობებში მყოფ, ისეთ პროდუქტს იძენეს( რძის პროდუქტებს, ხორცს, თევზს და სხვ), რომელსაც შენახვის განსაკუთრებული პირობები სჭირდება.  ხშირად იცის  ეს მომხმარებელმა, თუმცა თანხის ფაქტორი მაინც გადამწყვეტ როლს თამაშობს.

ზოგადად, ყველამ იცის, რომ გარე ვაჭრობა არის სამართალდარღვევა  და გზით პროდუქციის რეალიზაცია კანონით აკრძალულია, თუმცა ვინ ითვალისწინებს ამას კიდევ საკითხავია. კანონის უმოქმედობა თუ არასათანადო საჯარიმო სანქციები.  ამასთანავე არარსებული პოლიტიკა და  ალტერნატივა.

„თბილისი თაიმსი“ ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელს, არჩილ კაიკაციშვილს ესაუბრა.

11720932_922490671137485_2003449290_o

დღევანდელ პირობებში, ხშირად ადამიანი რისკზე მიდის და საკვების ფასში ათი, ოცი თეთრის სხვაობის გამო, სწორედ გარეთ მოვაჭრესთან მიდის. საინტერესოა, ამ დროს რამდენად არის დაცული მომხმარებლის უფლებები?   ამით უქმნის თუ არა ის საკუთარ ჯანმრთელობას საფრთხეს?

– გეტყვით, რომ მომხმარებელთა უფლებები დაცულია კანონმდებლობით, თუმცა პრატქიკულ ეტაპზე, მთავარი პრობლემური საკითხია კონტროლის თემა, თუ რამდენად სრულდება კანონის მოთხოვნები და რამდენად ხდება თითეოულ შემთხვევაში შემოწმება და პროდუქტების შესაბამისობის დადგენა.

არსებობს სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი, რომლის მიზანია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, მომხმარებელთა ინტერესების, ცხოველთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის, მცენარეთა სიჯანსაღის დაცვა, აგრეთვე სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში სახელმწიფო რეგულირების ერთიანი პრინციპების განსაზღვრა და სახელმწიფო კონტროლის ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბება. ეს კოდექსი ვრცელდება სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, მცენარის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების წარმოებაზე, გადამუშავებასა და დისტრიბუციაზე, რომლებიც ხორციელდება საქართველოს ტერიტორიაზე, პირველად წარმოებაზე, ცხოველთა ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე, მცენარეთა სიჯანსაღეზე, ვეტერინარულ პრეპარატებზე, პესტიციდებსა და აგროქიმიკატებზე, აგრეთვე გარემოს დაცვაზე ამ კოდექსის მიზნიდან გამომდინარე. აღნიშნული კოდექსის მიხედვით, მომხმარებელს უნდა მიეწოდოს სურსათთან/ცხოველის საკვებთან, ცხოველთან, მცენარესთან, ცხოველურ და მცენარეულ პროდუქტებთან დაკავშირებული აუცილებელი, უტყუარი, სრული ინფორმაცია, რაც მას სწორი არჩევანის საშუალებას მისცემს. ეს კოდექსი კრძალავს ისეთი სურსათის ბაზარზე განთავსებას, რომელიც საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას და არ არის მიზანშეწონილი ადამიანის მიერ მისი მოხმარება. ანუ თუ ვინმეს ბაზარზე გააქვს ისეთი პროდუქტი, რომელიც საზიანოა ჯანმრთელობისათვის ან მიზანშეწონილი არ არის მისი მოხმერება, ის არღვევს კანონს. მისი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ზემოაღნიშნული კოდექსისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით, რომელიც ითვალისწინებს ჯარიმას.

11638504_922490647804154_1129622273_o

უკვე წლებია, რაც ადგილობრივი მოსახლეობა ე.წ დეზერტირების ბაზრობის გარე მოვაჭრეებისგან და კუსტარული დახლებისგან გათავისუფლებას ითხოვს, რას ფიქრობთ რატომ არ რეაგირებენ შესაბამისი სამსახურები ამ პრობლემის მოსაგვარებად?

– დიახ, მრავალი წელია ვაგზლის მოედნის მცხოვრები მოსახლეობა ამ საკითხზე მსჯელობს და პრობლემის შესახებ ინფორმირებულია დედაქალაქის თვითმმართველობა, თუმცა გადაწყვეტილებების მიღება არ ხდება. თბილისის მერიის მხრიდან ადგილი აქვს საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებას, როდესაც ქვეყანაში მძიმე სოციალური ფონია და ჩვენი მოქალაქეთა გარკვეული ნაწილი, სწორედ გარე ვაჭრობით ირჩენს თავს. 11694072_922490594470826_1501007822_n (1)ბუნებრივია, აკრძალვებს უნდა მოჰყვეს ალტერნატიული შესაძლებლობების გაჩენა და თბილისის მთავრობის მხრიდან შეთავაზებები, მაგრამ ჩანს, ეს საკითხი დღის წესრიგში, არც ამჟამად დგას. ცხადია, თემა ფრთხილად უნდა გადაწყდეს და ყველას ინტერესები იქნეს დაკმაყოფილებული, როგორც ადგილობრივი მცხოვრებლების, ასევე იმ მოვაჭრეების, რომლებიც, არსებობის გამო დგანან ძალიან გაუსაძლის პირობებში და საკუთარ ოჯახებს ამ ფორმით არჩენენ. საკითხის მოსაგვარებლად რაღაც ახალი და სტრუქტურული გადაწყვეტილებაა საჭირო, რომელიც საბოლოოდ მოაგვარებს სამ პრობლემას. ბუნებრივია, მნიშვნელოვანია ალტერნატიული ფართის ინფრასტრუქტურაც, რომელიც ასევე სერიოზულ თანხებთან იქნება დაკავშირებული, თუმცა მოცემულ ეტაპზე, მნიშვნელოვანია, ქალაქის მერიამ საკითხზე მუშაობა დაიწყოს ან , თუ მიმდინარეობს რაიმე ფორმით მუშაობა, ღია და მკაფიო გახდეს საზოგადოებისთის.  

თქვენი შეფასებით, რამდენად ქმედითუნარიანია საქართველოს კანონმდებლობა გარევაჭრობასთან მიმართებაში?

– ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით, გარე ვაჭრობა შესაბამისი ნებართვის გარეშე, გამოიწვევს ფიზიკური ან/და იურიდიული პირის დაჯარიმებას 20-დან 50 ლარამდე ოდენობით სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით. იგივე ქმედება, რომელიც დაკავშირებულია სამართალდამცავი ორგანოს უფლებამოსილი პირის კანონიერი განკარგულებისადმი, ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასთან, გამოიწვევს დაჯარიმებას 50-დან 100 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 7 დღემდე ვადით სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით. 11720449_922490584470827_2052829087_nჩემი აზრით გარე მოვაჭერეების მიმართ, ნაკლებია სახელმწიფოს მხრიდან კონტროლი და ზედამხედველობა, აღნიშნული ალბათ პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. ხელისუფლებას არ სურს ხალხის გაღიზიანება და ამომრჩევლის დაკარგვა. ამ საქმიანობით უამრავი ადამიანი ოჯახს არჩენს და ამხელა უმუშევრობის ფონზე გარე ვაჭრობის სრულად აკრძალვა მართლაც დიდ არეულობას გამოიწვს და ამიტომ,იყო, რომ ადრე გარემოვაჭრეობა აკრძალეს, მაგრამ მოგვიანებით ისევ დაუშვეს.

 მასალა მოამზადა

ლაკო ბიტ-ბაბიკოვმა

fb-share-icon
Tweet
Share4Tweet3

ახალი ამბები

“ალისკას ძმებთან აქვს ურთიერთობა, ძირითადად უფროს ძმასთან… ედუარდი რამდენჯერმე იყო ჩვენთან” – სოფო ნიჟარაძე საუბრობს მიხეილ სააკაშვილის შვილებთან და დედასთან ურთიერთობაზე
ახალი ამბები

“ალისკას ძმებთან აქვს ურთიერთობა, ძირითადად უფროს ძმასთან… ედუარდი რამდენჯერმე იყო ჩვენთან” – სოფო ნიჟარაძე საუბრობს მიხეილ სააკაშვილის შვილებთან და დედასთან ურთიერთობაზე

12/15/2025
პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში
ახალი ამბები

პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში

12/15/2025
ზუგდიდში, დენის დარტყმის შედეგად მუშა დაიღუპა
ახალი ამბები

ზუგდიდში, დენის დარტყმის შედეგად მუშა დაიღუპა

12/15/2025
ცნობილია, ვინ არის ნაძალადევზე ავარიის დროს დაღუპული ახალგაზრდა ქალი
ახალი ამბები

ცნობილია, ვინ არის ნაძალადევზე ავარიის დროს დაღუპული ახალგაზრდა ქალი

12/12/2025
ცნობილია, დიდ დიღომში გარდაცვლილი ახალგაზრდის ვინაობა
ახალი ამბები

ცნობილია, დიდ დიღომში გარდაცვლილი ახალგაზრდის ვინაობა

12/12/2025
მარნეულში, თანასკოლელმა მე-8 კლასის მოსწავლე დანით დაჭრა – შსს-მ გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

მარნეულში, თანასკოლელმა მე-8 კლასის მოსწავლე დანით დაჭრა – შსს-მ გამოძიება დაიწყო

12/12/2025

კალენდარი

December 2025
M T W T F S S
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  
« Nov    

სიახლეები

  • “ალისკას ძმებთან აქვს ურთიერთობა, ძირითადად უფროს ძმასთან… ედუარდი რამდენჯერმე იყო ჩვენთან” – სოფო ნიჟარაძე საუბრობს მიხეილ სააკაშვილის შვილებთან და დედასთან ურთიერთობაზე 12/15/2025
  • პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში 12/15/2025
  • ზუგდიდში, დენის დარტყმის შედეგად მუშა დაიღუპა 12/15/2025

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In