• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, August 11, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

თბილისის სატრანსპორტო კომპანია პუშკინის ქუჩაზე ესტაკადის დაგეგმილ მშენებლობას აფასებს

12 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
თბილისის სატრანსპორტო კომპანია პუშკინის ქუჩაზე ესტაკადის დაგეგმილ მშენებლობას აფასებს
10
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ggggსაზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა ბევრ ჩვენთაგანს უწევს. გადავსებული ავტობუსები, პიკის საათებში შექმნილი საცობები  და მოშლილი ინფრასტრუქტურა დისკომფორტს უქმნის მგზავრებს. ასევე ხშირი კონფლიქტური სიტუაციები მგზავრსა და მძღოლს, მგზავრსა და კონტროლიორს შორის. ჩვენ დავინტერესდით, თუ რას აკეთებს თბილისის სატრანსპორტო კომპანა აღნიშნული პრობლემების აღმოსაფხვრელად, დაგეგმილია თუ არა მეტრო სადგურების განახლება და გაამარტივებს თუ არა  პუშკინის ქუჩაზე დაგეგმილი ესტაკადის მშენებლობა ავტობუსებით გადატვირთულ მოძრაობას.  ამ და სხვა კითხვებზე  „თბილისი თაიმს“ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის სამსახურის უფროსმა ნუცა ხიდირბეგიშვილმა უპასუხა.

რამდენიმე თვის წინ დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც მგზავრმა მოკლა ყვითელი ავტობუსის მძღოლი, რამდენად არის დაცული მძღოლების უფლებები?

76612_514769378536062_450587363_nთბილისის სატრანსპორტო კომპანია მაქსიმალურად ცდილობს დაიცვას მისი უკლებლივ ყველა თანამშრომლის უფლებები, მათ შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ავტობუსის მძღოლების უსაფრთხოება. ამ მიმართულებით კომპანიაში განხორციელდა რამოდენიმე პროექტი:
ავტობუსებში სალარო აპარატების დამონტაჟებითა და  გაბილეთიანების კონტროლის არსებული სისტემის შემოღებით, მძღოლებს შესაძლებლობა მიეცათ კონცენტრაცია მოახდინონ მხოლოდ მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებაზე. აღნიშნულმა ინიციატივებმა მაქსიმალურად შეამცირა მძღოლისა და მგზავრების კონტაქტი და შესაბამისად შემცირდა კონფლიქტური სიტუაციების რაოდენობა;
გარდა ამისა, მონიტორინგის სისტემის რებრენდინგის ფარგლებში ავტობუსებში მოხდა კონდუქტორების ჩასმა, რომლებიც ერთის მხრივ ეხმარებიან მძღოლებს კონფლიქტური სიტუაციების განმუხტვაში, ასევე მათ შეუძლიათ ოპერატიულად გამოიძახონ მონიტორინგის ჯგუფის ხელმძღვანელები, რომლებიც გადანაწილებულები არიან მარშრუტების მიხედვით.
მიუხედავად ამ ღონისძიებებისა, სამწუხაროდ, მაინც ხდება მძღოლებზე და კონტროლიორებზე მოქალაქეების  მხრიდან ფიზუკური და სიტყვიერი შეურაცყოფის მიყენების ფაქტები. უცილებელია თითოეულ ასეთ შემთხვევაზე მოხდეს სათანადო რეაგირება სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან  და დამნაშავე დაისაჯოს კანონის მთელი სიმკაცრით.
გარდა აღნიშნული ღონისძიებებისა, სატრანსპორტო კომპანია აქტიურად მუშაობს  მძღოლების პროფკავშირებთან (საქართველოს ტრანსპორტისა და გზების მუშაკთა პროფესიულ კავშირი“ და „ქ. თბილისის სამგზავრო ტრანსპორტის მუშაკთა პროფესიულ კავშირი“), რომ სამომავლოდ მინიმუმამდე იყოს დაყვანილი მსგავსი ფაქტები.

თუ შეიძლება მონიტორინგის სამსახურზეც მოგვიყევით, მგზავრების მხრიდან ხშირია აგრესია კონტროლიორების მისამართითაც, რა უფლება-მოვალეობები აქვთ კონტროლიორებს?

999032_628856277127371_2068504780_n2009 წლიდან ავტობუსებში ახალი მგზავრობის გადახდის სისტემის დანერგვის პარალელურად, შეიქმნა მგზავრთა მონიტორინგის სამსახური, რომლეთა ფუნქციაა კონტროლის დამყარება მგზავრთა გაბილეთიანების კუთხით. ვინაიდან ქალაქის საავტობუსო მეურნეობის შეუფერხებელი ფუნქციონირება, მხოლოდ მომსახურებისათვის დადგენილი ღირებულების ამოღების გზით, გაწეული დანახარჯების დაფარვის პირობებშია შესაძლებელი.
საქალაქო ავტობუსებში მგზავრთა გაბილეთიანების პროცესზე კონტროლს ახორციელებენ კომპანიის მგზავრთა მონიტორინგის სამსახურის კონტროლიორები და კონდუქტორები, რომლებსაც კანონმდებლობით  მინიჭებული აქვთ უბილეთო მგზავრებისათვის საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის უფლებამოსილება.
კონტროლიორების მიმართ საზოგადოების კეთილგანწყობის მოპოვების მიზნით, კომპანიაში დიდი ყურადღება ექცეოდა კონტროლიორის სასურველი იმიჯის ჩამოყალიბების ღონისძიებების გატარებას. რისთვისაც განხორციელდა მონიტორინგის სამსახურის რებრენდინგი, რაც თავის მხრივ მოიცავდა:

  • კონტროლიორების საქმიანობაზე პერმანენტული დაკვირვების უზრუნველსაყოფად და კონფლიქტური სიტუაციის შექმნის შემთხვევაში, ოპერატიული დახმარების აღმოჩენის მიზნით, კონტროლიორების ჯგუფის უფროსებისათვის შეძენილი იქნა  7 ერთეული მსუბუქი ავტომანქანა, საიდანაც 3 ავტომანქანა მუდმივად ხაზზეა  და მოძრაობს თავის სექტორში.
  • კონტროლიორების მუშაობაზე ფარული დაკვირვების და მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით, ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად შემდგომი ტრეინინგის ჩატარების მიზნით, წელიწადში  2-ჯერ ხდება კონტროლიორებზე დაკვირვება  ე.წ. “იდუმალი მგზავრის” საშუალებით, რომლის დროსაც წიანსწარ შემუშავებული სცენარის მიხედვით „მგზავრი“ აკვირდება კონტროლიორების ქცევას სხვადასხვა სიტუაციებში. აღნიშნული დაკვირვების შედეგების ანალიზის მიხედვით ყოველწლიურად კონტროლიორებს უტარდებათ ტრეინინგები, რომელთა მიზანს წარმოადგენდა მგზავრებთან კომუნიკაციის უნარების განვითარება, პროფესიული უნარების გაღრმავება, კონფლიქტური სიტუაციების მართვა და ა.შ
  • 2012 წლიდან დაიწყო კონტროლიორების კონდუქტორებით  ჩანაცვლების პროცესი, რომლის ფარგლებშიც მოხდა მარშრუტების ავტობუსებზე მთელი ცვლის განმავლობაში კონტროლიორების მიმაგრება, აღნიშნულმა პროექტმა დადებითი შედეგი გამოიღო, როგორც მგზავრების თვითშეგნების ამაღლებისა და გაბილეთიანების კუთხით, ასევე მნიშვნელოვნად იკლო კონფლიქტურმა სიტუაციებმა.

გატარებული ღონისძიებების შედეგად, ბოლო წლებში მნიშვნელოვნად იკლო კონფლიქტურმა სიტუაციებმა მგზავრებსა და მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლებს შორის. კომპანია მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს ამ მიმართულებით სხვადასხვა ინიციატივების დანერგვას. თავის მხრივ მოვუწოდებთ მგზავრებს, რომ ავტობუსში ასვლისთანავე შეიძინონ ბილეთები, ვინაიდან კონფლიქტური სიტუაციები წარმოიქმნება მხოლოდ უბილეთო მგზავრის გამოვლენის შემთხვევაში.
ამასთანავე, თუ მგზავრი ჩათვლის, რომ მას არასათანადოდ მოექცნენ, ან მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლებმა გადაამეტეს თავიანთ უფლება-მოვალეობას,  შეუძლიათ შემოიტანონ საჩივარი კომპანიაში (ვაგზლის მოედნის #2), ან დარეკონ ცხელ ხაზზე 2934444. თითოეულ ასეთ შემთხვევას შეისწავლის კომპანიის შიდა აუდიტისა და კონტროლის სამსახური.

პიკის საატებში ტრანსპორტი ძალიან გადატვირთულია, მგზავრები გადავსებული ავტობუსებით მგზავრობისას დისკომფორტს უჩივიან, რა გზებს მიმართავს სატრანსპორტო კომპანია პრობლემის გადასაჭრელად?

თბილისის სამარშრუტო სქემასა და ინტერვალებს ადგენს ქ. თბილსის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახური.

IMG_3528-1-1024x639როგორც თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში განაცხადეს, პუშკინის ქუჩაზე ესტაკადის მშენებლობა იგეგმება, რის შედეგადაც აღდგება ორმხრივი მოძრაობა, თბილისის სატრანსპორტო კომპანია როგორ აფასებს ამ სიახლეს, გაამარტივებს თუ არა ყოველივე ეს ტრანსპორტის  მოძრაობას?

ამ მიმართულებით ყოველდღიურად დაახლოებით 21 სხვადასხვა მარშრუტი (98 ავტობუსი) მოძრაობს, მათ შორის დიდი ბოგდანის ავტობუსებიც. აღნიშნული ინიციატივა მნიშვნელოვნად გაამარტივებს ტრანსპორტის მოძრაობას, კერძოდ ცალმხრივი გზის გამო, ავტობუსებს უწევდათ შემოვლითი გზების გამოყენება, რომლებიც გამოირჩევიან დაბალ გამტარუნარიანობით (განსაკუთრებით დიდი ბოგდანებისთვის), რაც იწვევდა საცობებს და შესაბამისად ინტერვალების ზრდას.

ქალაქში მეტრო ყველაზე სწრაფ გადაადგილების საშუალებად ითვლება, ხომ არ იგეგმება რომელიმე სადგურის განახლება? როდისთვის იგეგმება სამუშაოების აღდგენა დაკონსერვებულ მეტრო სადგურზე, რომელიც უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან უნდა აშენდეს?

36563_514766781869655_393065478_n26 სექტემბერს ტრასპორტის საქალაქო სამსახურისა და სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელების შეხვედრაზე თბილისის მერთან ერთერთ საკითხად განხილული იყო მეტროს სადგურების განახლება. უახლოეს მომავალში იგეგმება რამდენიმე სადგურის განახლება, რომელსაც აფინანსებს და ახორციელებს თბილისის მერია. რაც შეეხება ახალ სადგურს (უნივერსიტეტს), პროექტს ახორციელებს მუნიციპალური განვითარების ფონდი.

03.10.14

ნინა პირტახია

                                                    

Share4Tweet3

ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”
ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს
ახალი ამბები

ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს

08/05/2026
ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო
ახალი ამბები

ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო

08/02/2026
შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა
ახალი ამბები

შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა

07/17/2026
ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს
ახალი ამბები

ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს

07/18/2026
მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III
ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III

05/22/2026

საინტერესო

ჯანდაცვის სამინისტროში ახალი სამსახური იქმნება, რომელიც თანამშრომელთა მუშაობის მონიტორინგს განახორციელებს

„საყოველთაო ჯანდაცვის ამოცანა არ არის, რომ ფული გადაუხადოს ყველას, მდიდარს და ღარიბს“ – დავით სერგეენკო

10 years ago
“გამოვთქვამთ იმედს, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი უახლოეს მომავალში დაწესდება”

დონალდ ტუსკი: “ევროკავშირი ყველაფერს გააკეთებს, რათა დაეხმაროს ბრიუსელს”

10 years ago
დავით ნარმანია ჩეხ ინვესტორებს შეხვდა

დავით ნარმანია ჩეხ ინვესტორებს შეხვდა

11 years ago
უცხოელების გამოცდილება ქართული პროფესიული განათლებისთვის ეკონომიკასა და ბიზნესში

უცხოელების გამოცდილება ქართული პროფესიული განათლებისთვის ეკონომიკასა და ბიზნესში

10 years ago

ახალი ამბები

ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა
ახალი ამბები

ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა

08/10/2026

ახალგორში, სოფელ ციხისძირში ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა. ინფორმაცია ამის შესახებ სოციალურ ქსელში ვრცელდება. „ახალგორის რაიონულ...

მეტის ნახვაDetails
ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
თბილისის ზღვაზე 17 წლის ბიჭი დაიხრჩო – ცნობილი ხდება მისი ვინაობა

თბილისის ზღვაზე 17 წლის ბიჭი დაიხრჩო – ცნობილი ხდება მისი ვინაობა

08/10/2026
თბილისის ზღვაში 17 წლის ბიჭი დაიხრჩო

თბილისის ზღვაში 17 წლის ბიჭი დაიხრჩო

08/09/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა 08/10/2026
  • ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი” 08/10/2026
  • თბილისის ზღვაზე 17 წლის ბიჭი დაიხრჩო – ცნობილი ხდება მისი ვინაობა 08/10/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by