• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Monday, May 11, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ქართველი ექსპერტები ევროსაბჭოს რეზოლუციას პასუხობენ

12 years ago
in ექსკლუზივი
A A
ქართველი ექსპერტები ევროსაბჭოს რეზოლუციას პასუხობენ
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

საქართველო ევროპისა და აზიის გზაგასაყარზე მდებარეობს. იმ  თემაზე, ეს ჩვენთვის სასჯელია, თუ პირიქით საჩუქარი შეიძლება ძალიან დიდხანს ვიკამათოთ. დიდი ხნის განმავლობაში გვიწევდა ამ გზაგასაყარზე ბრძოლა, თუმცა ახლა ერთი შეხედვით გვაქს საშუალება, რომ ავირჩიოთ ის გზა, რომელსაც თავად გადავწყვეტთ. ჩვენც ევროპისაკენ მიმავალი გზა ავირჩიეთ და ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ამ გზაზე სწორედ ვიაროთ. საქართველოს ხელისუფლება,  მრავალი გამოწვევის წინაშე დგას და ამ გამოწვევებთან გამკლავება არც ისე ადვილია. ყველამ კარგად იცის, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესები საერთაშორისო ყურადღების ცენტრშია მოქცეული და ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროსაბჭოს რეზოლიციამ, რომელიც სულ ახლახანს გამოქვეყნდა. მასში განხილულია საქართველოში მიმდინარე პროცესები, საქართველოში არსებული სხვადახვა ინსტიტუტების მუშაობა, ასევე განხილულია საქართველოს ხელისუფლების ქმედებები და სხვა მრავალი. აღნიშნული რეზოლუცია, არც თუ ისე დადებაითად აფასებს ჩვენს დღევანდელ რეალობას. საინტერესოა თუ რამდენად სწორედაა დასმული აქცენტები ამ რეზოლუციაში? რა რეკომენდაციებია გასათვალისწინებელი?  რა უნდა მოიმოქმედოს საქართველოს ხელისუფლებამ? სწორედ ამ საკითხებზე „თბილისი თაიმსს“ ექსპერტები – ირაკლი ზარქუა, სოსო ცინცაძე და სოსო ცისკარიშვილი ესაუბრა.

ირაკლი ზარქუა:

ZARQU

„რა თქმა უნდა გავეცანი ევროსაბჭოს რეზოლუციას. გასათვალისწინებელი და მისაღებია ზოგიერთი ის რჩევა და რეკომენდცია რაც აღნიშნულ რეზოლუციაშია დაფიქსირებული, მაგრამ ყველაფერ ამას ეჭვის ქვეშ აყენეს ის ფაქტი, წინა პერიოდში, მთელი 9 წლის განმავლობაში, როდესაც მართლა რეალურად ხდებოდა ადამიანთა უფლებების დარღვევა, ქონების წართმევა, პოლიტიკური დევნა როგორც პოლიტიკოსების ასევე ჩვეულებრივი, რიგითი ადამიანების. მაშინ ამ ყველაფერს ევროსაბჭოსგან ასეთი მწვავე რეაქცია არასოდეს მოყოლია.  ევროსაბჭოს ახლანდელი რეზოლუცია, არის ანგაჟირებული ნაციონალური მოძრაობის მხრიდან, ვინაიდან ამ ორგანიზაციის უმრავლესობას წარმოადგენენ ევროპული სახალხო პარტიის წარმომადგენლები, რომლის წევრიც არის თავად ნაციონალური მოძრაობა. უნდა ვაღიაროთ, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ კარგად იმუშავა, იმისათვს, რომ რაც შეიძლება მეტი უარყოფითი ჩაეწერა ევროსაბჭოს ამ რეზოლუციაში. მინდა ასევე საყვედური ვუთხრა და ვურჩიო, უფრო გააქტიურდეს ჩვენი დიპლომატიური კორპუსი, რომ ასეთი ნიუანსები აღარ დაფიქსირდეს და ასეთი სუსტი წარმომადგენლობა არ ჰყავდეს ჩვენს საგარეო  პოლიტიკას. დასაწყისში აღვნიშნე და გავიმეორებ, რომ არსებობს შენიშვნები რაც გასათვალისწინებელია –  ეს არის ადამიანთა უფლებების შელახვის  ფაქტები, რომლიც ჯერ ბოლომდე არ არის დაცული ამ მთავრობის ხელშიც, ასევე საჭიროა მეტი გამჭირვალობა პენიტენციალურ სისტემაში. ხოლო რაც შეეხება სასამრთლოზე ზეწოლას, ოპონენტების პოლიტიკურ დევნას და ასევე იმას, რომ დღეს მედია არ არის თავისუფალი, ეს ჩემთვის როგორც საქართველოს რიგითი მოქალაქისათვის მიუღებელია.  ჩვენ ახლა პოლიტიკურად მოიტივირებული სასამართლო, რომ გვყავდეს მაშინ ბაჩო ახალაიას, ვანო მერაბიშვილს, გიგი უგულავას დიდი ხნის წინ ექნებოდათ განაჩენი გამოტანილი.“

სოსო ცინცაძე:  

3ab28013452f90d1„თავიდანვე ამომავალი წერტილი  უნდა იყოს  ჩვენთვის ჩვენი მეგობრების პოზიცია. შეიძლება ამ რეზოლუციის ავტორები მეტნაკლები სიმპათიით ეკიდებოდნენ ამა თუ იმ პოლტიკურ ძალას საქართველოში, მაგრამ ისინი ქვეყნის მეგობრები არიან, სწორედ ეს უნდა გავითვალისწინოთ ჩვენ. ევროსაბჭო კრიტიკას არც ნაციონალურ მოძრაობას არ აკლებდა 9 წლის განმავლობაში, ძალიან ბერჯერ გაკეთებულა ამაზე უფრო მწვავე შეფასებები ნაციონალური მოძრაობის მისამართით. ჩემთვის უსიამოვნო იყო, ამ რეზოლუციაზე უმრავლესობის რეაქცია. ამ  რეაქციამ, მე გამახსენა რუსების რეაქცია, არავის არ აქვს უფლება ჩაერიოს ჩვენს საშინაო საქმეებში, არ აქვთ სწორი ინფორმაცია და ა.შ. როდესაც, იქ წარმოდგენილი ჩვენი უმრავლესობის წევრი ქალბატონები გაოცებულნი იყვნენ და ამბობდნენ, რომ ჩამოვიდნენ და ნახონ რა ხდება ჩვენს ქვეყანაში. მათ ავიწყდეოდათ,  რომ ის ხალხი აქ იყო, ისიც ავიწყდებოდათ, რომ ისინი ინფორმაციის წყაროდ მხოლოდ ნაციონალებს არ იყენებენ. თითქმის 2 წელია ბაჩო ახალაიას პროცესი ვერ დასრულდა, ამ იფორმაციის მოპოვებას ნაციონალური მოძრაობა არ ჭირდება. ეს შენიშვნები არ არის განსაკუთრებული, ეს ყველაფერი ბუნებრივია. დღეს ჩვენ თავად ავწიეთ თამასა, ვაცხადებთ, რომ მზად ვართ ევროპაში შესასვლელად. ედუარდ შევარდნაძის რეჟიმს ასეთ შენიშვნებს არ აძლევდნენ, რადგან თავად შევარდნაძე ამბობდა რომ ევროპაზე ფიქრი ჯერ ადრე იყო. ვინაიდან ჩვენ დღეს ევროპელობის ამბიცია გვაქვს, ამიტომაც გაიზარდა მოთხოვნები. რაც უფრო მეტად მივუახლოვდებით ჩვენ ევროკავშირს მით უფრო მკაცრი იქნება ევროკავშირი, ჩვენ ძალინ რთული ბარიერების გადალახვა მოგვიწევს. ჯერჯერობით რასაც გვთხოვს ევროკავშირი ეს სასაცილოა, თუმცა როდესაც საქმე მივა ნამდვილ ევროპულ ფასეულობებზე და ღირებულებებზე, როდესაც საქმე შეეხება სოციალურ პოლიტიკაზე, ისინი როდესაც ჩაიხედავენნ საშინაო პოლიტიკაში და ნახავენ, რომ მინისტრი ღებულობს 80 000 ლარს გინდ 40 000 ლარს პრემიის სახით და ამავდროულად  პროფესორს აქვს 200 ლარი ხელფასი აი მაშინ ნახეთ კრიტიკა. ის მწვავე რეაქცია, რაც ჩვენს ხელისუფლებას აქვს მხოლოდ უკუშედეგის მომტანია და მეტი არაფრის. ჩვენ, ვერ ვისწავლეთ მეგობრული კრიტიკის მიღების ნორმები, შეიძლება ეს ქართველი ადამიანის ბუნებაშია. მას არ სურს ილია ჭავჭავაძის ბრძნული გამონათვქმი, რომ გაითვალისწნოს: „მოყვარეს პირში უძრახე, მტერს პირს უკანაო“ ეს მხოლოდ აფორიზმად დარჩა ჩვენს რეალობაში. არც ერთ ქართველს ამ პრინცპით არ უცხოვრია. ჩვენ არ გვიყვარს დაფიქრება, პირიქით სულ ჩვენ ვართ მართლები,  მაშინაც თუ ეს ასეა არაა, რა თქმა უნდა, ეს არ გახლავთ ევროპული სტანდარტი. ჩემთვის ახლა კრიტიკა კი არ არის მთავარი, მთავარია ამ კრიტიკაზე რეაქცია. ევროსაბჭო აკრიტიკებს ასევ ინგლისს, საფრანგეთს, იტალიას, ასევე აკრიტიკებენ ერთმანეთს, მაგრამ არავინ არ გადის პროტესტის ნიშნად  და კარს არ იჯახუნებს. ძირითადად ის რეკომენდაციები, რაც სახელმწიფომ უნდა გაითვალისწინოს არის სასამართლოს გაჭიანურებული პრცესები და სასმრთლოს აღკვეთის ღონისძიების ფორმები. ჩემთვისაც გასაკვირია, რა გახდა ბაჩო ახალაიას 2 წლიანი სასმართლო პროცესი. როგორ არ შეიძლებოდა მისი გასამართლება. ევროსაბჭო ხომ არ გვეუბნება იმას, რატომ ასამართლებ შენ ამ კაცსო,  ის იმაზე გამოხატავს უკმაყოფილებას, რომ სასამართლო პროცესი ჭიანურდება. ხომ შეიძლება ადამიანი დაიჭირო 1 წელი გყავდეს ციხეში და შემდეგ ეს ადამიანი გამართლდეს, მერე რა ეშველება ამ ადამიანს? ვინ აუნაზღაურებს მას ფსქიკურ თუ მორალურ ზიანს? ევროპაში ასე არ ხდება, ამიტომ უფრო ფრთხილად უნდა ვიყოთ. ევროპელის თვალში ოპოზიცია ეს წმიდა ძალაა, „მყიდველი ყოველვის მართლაია“  სწორედ ასეთი დამოკიდებულება აქვთ ოპოზიციის მიმართ.  მათთვის სკანდალი და სენსაციაა, როდესაც შენ ოპოზიციის ლიდერს იჭერ,  ჩვენ ეს უნდა გვახსოვდეს, ხოლო თუ დაიჭერ უნდა გქონდეს შეგროვებული საკმარისი მტკიცებულება, რადგან საქმე მალევე მოაგვარო და არვინ ალაპარაკო.

ეს ყველაფერი უნდა გაითვალისწინოს საქართველოს მთავრობამ და უნდა თქვას, რომ ჩვენ გვინდა ევროპელობა,  მაგრამ ჯერ არ ვართ ევროპელები. ჩვენ ძალიან ცუდი სკოლა გვაქვს გავლილი შევარდნაძის, სააკაშვილის პერიოდში,  ამიტომ ამ ხალხს პროკუროებს, გამომძიებლებს,  მოსამართლეებს  უცებ ვერ გამოვცვლით. უცებ საბჭოთა ბიუროკრატი გახდა ევროპელი ბიუროკრატი, ეს ყველაფერი უცებ არ მოხდება, ამას თაობები ჭირდება და ეს უნდა გავაგებინოთ ევროპელებს, ამაზე კი უნდა იმუშაოს ჩვენმა დიპლომატურმა კორპუსმა.“

სოსო ცისკარიშვილი:

cis1„საქართველოსთან მიმართებაში ქებაც წავიკითხეთ და გარკვეული შენიშვნებიც, რომელიც ზოგისთვის მისაღებია და ზოგისათვის არა, მაგრამ თავისთავად ზერელე ნაფიქრალის შედეგია ის, რაც ეხება კონკრეტული გვარების დასახელების შემცველ სტრიქონებს. როდესაც არის ზოგადი მინიშნება, რაიმე ტიპის მიუღებელ ქმედებებზე ეს საკითხი შეიძლება იყოს დისკუსიის საგანი. მაგრამ როდესაც კონკრეტული გვარებია დასახელებული და შემდგომ  განზოგადოებულია ვითარება, რომელიც მიეწერება ამ კონკრეტულ პირებს ეს უკვე იძლევა იმის უფლებას, რომ აღქმულ იქნეს, როგორც სასამართლოს საქმეებში ჩარევა. როდესაც აკრიტიკებ სხვას, უნდა ეცადო, რომ თავად არ გადადგა ადვილად გასაკრიტიკებელი ნაბიჯი. ეს არ გაითვალისწინა ამჯერად საპარლამენტო ანსამბლეამ. მიზეზი ამისი მკაფიო და სრულიად კონკრეულია – წყარო, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში, ასეთი ნეგატიური ინფორმაციით ამარაგებს ქართული ხელისუფლების წინააღმდეგ,  ამიტომ რეალურ საფრთხეს ასეთი რეზოლუციისგან არ ვგრძნობ, რადგან რეზოლუციის  საწინააღმდეგო არგუმენტები უამრავია, ხელისუფლების სისუსტე კი იმაში გამოიხატება, რომ ამ არგუმენტების მიწოდება დროულად ვერ შეძლო იმ პოლიტიკოსებისთვის, რომლებიც დაინტერესებუნი არიან საქართველოში მიმდინარე პროცესებით და სურთ, რომ საქართველო იყოს ცივილიზებული ევროპის თანამოაზრე. შესაბამისად, ვიდრე დავიწყებდეთ ხმამაღალ შეფასებებს იმაზე, თუ რატომ, მოხვდა ესა თუ ის მიუღებელი გამონათქვამი ამ რეზოლუციაში, ჯერ საკუთარ თავში ჩავიხედოთ და ვეცადოთ აღმოვფხვრათ მიზეზები ასეთი არაადექვატური ინფორმაციისა. ევროპა ერთი მთლიანი ორგანიზმი გახლავთ, იქნება ეს ევროკომისია, ევროსაბჭო თუ სხვა ორგანიზაცია. წარმოუდგეელია, რომ მათ რაიმე განსხვავებული ხედვა დააფიქსირონ რაიმე კონკრეტული საკითხის მიმართ, ამიტომ ევროკავშირი, ევროსაბჭო, ევროპარლამეტი და სხვა ასეთი ევროპული საერთაშორის ორგანიზაციები იგებენ დროს და რაიმე საკითხის ღრმად შესწავლის ნაცვლად იყენებენ საკუთარი ევროპელი კოლეგების მიერ გაკეთებულ დასკვნებს.  ცხადია ეს იტრიალებს ერთი დარბაზიდან მეორეში. მე ანლოგიური საკითხები, ოღონდ იმ დროს ეს ყველაფერი სხვანაერად ჟღერდა,  მომისმენია ევროპარლამენტის წევრებისაგან, ასევე გერმანიის ბუნდენსტანგის წევრებისგანაც. ისინი მაგალითად ჯიუტად ვერ ანსხვავებდნენ ერთმანეთისაგან ვანო მერაბიშვილსა და იულია ტიმოშენკოს. ცხადია, რომ დღეს ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი ყველაზე სუსტი ადგილია საზოგადოებასთან ურთიერთობა, როგორც ქვეყნის შიგნით ასევე ქვეყნის გარეთ. რაც შესაძლებელია უფრო კეთილშობილად წარმოაჩენს ამ პოლიტიკურ ძალას წინამორბედთან შედარებით, მაგრამ როდესაც საუბარია, ამა თუ იმ პოლიტიკური ჯგუფის ინფორმირებაზე, პოლიტიკა სხვა არაფერია თუ არა სიმართლის მიტანისას სისწრაფის აუცილებლობა.

საქართვეოს ხელისუფლებამ, უნდა გაითვალისწინოს, უპირველეს ყოვლისა ის რეკომენდაცია, რომელიც მეც არაერთხელ გამომითქვამს.  სახელმწიფომ  უნდა შექმნას სტრუქტურა, რაც აჯობებს ცალკე აღებულ ერთ პარლამენტარ -გიორგი კანდელაკს, რომელსაც ხელეწიფება უამრავი ინფორმაციის დაგზანვა თითოეული პარლამენტარისათვის, იქნება ეს ეუთოს საპარლამენტო ანსამბლეის წევრი ევროპარლამეტის თუ ევროსაბჭოს წევრი პარლამენტარი. დღეს იმ ადამიანებმა ვისაც წვდომა აქვთ,   დათვალონ   რამდენი ელექტრონული გზავნილი არის გაგზავნილი ევროპელი დეპუტატებისთვის, სწორედ ნაციონალური მოძრაობის ინტერპრეტაციით საქართველოში მიმდნარე მოვლენების აღწერისა. ამას ვერავინ ჩაახშობს კანონიერი მეთოდებით, მაგრამ იქნებ თავადაც შეიწუხონ თავი და იმუშავონ შესაბამისი დატვირთვით. მე ვიცი და რა საჭიროა ყველამ იცოდესო -ასეთი ლოზუნგით მომუშავე ხელისიფლება წარმატებული ვერ იქნება. საქართველოს ხელისუფლებამ, ასევე უნდა გააქტიუროს საზოგადოებასთან ურთიერთობის საკუთარი  რესურსები, სამუშაოდ  უნდა მოიწვიოს გამოცდილი ადამიანები და არა ახალგაზრდა უმუშევარი ნათესავები.“

09.10.14

ანო მუქათარიძე

ShareTweet

ახალი ამბები

„ლეჩხუმში ვაწარმოებთ  უწამლი ტყის ვაშლისგან  ძმარს, რომელიც გემოვნური და სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა“ 
ახალი ამბები

„ლეჩხუმში ვაწარმოებთ  უწამლი ტყის ვაშლისგან  ძმარს, რომელიც გემოვნური და სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა“ 

02/16/2022
“ექსპერიმენტორიუმი” –  ყველაზე უჩვეულო მუზეუმი თბილისში
ახალი ამბები

“ექსპერიმენტორიუმი” – ყველაზე უჩვეულო მუზეუმი თბილისში

01/28/2022
სამაჯური შენი პერსონალური კოვიდ პასპორტის QR კოდით – სიახლე ქართულ ბაზარზე
ახალი ამბები

სამაჯური შენი პერსონალური კოვიდ პასპორტის QR კოდით – სიახლე ქართულ ბაზარზე

01/19/2022
„შეგვიძლია, ხელოვნებით ვაჯობოთ ნებისმიერ სნეულებას“ – ვაჟა კაკაბაძის ნახატების გამოფენა გაიმართება
ახალი ამბები

„შეგვიძლია, ხელოვნებით ვაჯობოთ ნებისმიერ სნეულებას“ – ვაჟა კაკაბაძის ნახატების გამოფენა გაიმართება

01/14/2022
მიტოვებული, ძველი სახლების ახალი სიცოცხლე ლეჩხუმში – ლექსო ჩარკვიანის ამბავი
ახალი ამბები

მიტოვებული, ძველი სახლების ახალი სიცოცხლე ლეჩხუმში – ლექსო ჩარკვიანის ამბავი

12/11/2021
ახალგაზრდა და-ძმის დაბრუნება მშობლიურ ლეჩხუმში და მეფუტკრეობის ოჯახური ტრადიცია
ახალი ამბები

ახალგაზრდა და-ძმის დაბრუნება მშობლიურ ლეჩხუმში და მეფუტკრეობის ოჯახური ტრადიცია

11/16/2021

საინტერესო

ხვალიდან თბილისში ბაგა-ბაღები იხურება

ხვალიდან თბილისში ბაგა-ბაღები იხურება

6 years ago

ჰერმან ვან რომპეი: “საქართველო მარტო არ გახლავთ”

12 years ago
“არ ხორციელდება არანაირი სისხლისამართლებრივი დევნა, არანაირი პოლიტიკური ნიშნით”

“არ ხორციელდება არანაირი სისხლისამართლებრივი დევნა, არანაირი პოლიტიკური ნიშნით”

10 years ago
სალომე ზურაბიშვილი – საქართველოს სჭირდება ევროკავშირისა და საერთაშორისო საზოგადოების შეთანხმებული და ძლიერი ჩართულობა, რათა მივაგნოთ კონფლიქტის ახლებურ მშვიდობიან გადაწყვეტას

სალომე ზურაბიშვილი – საქართველოს სჭირდება ევროკავშირისა და საერთაშორისო საზოგადოების შეთანხმებული და ძლიერი ჩართულობა, რათა მივაგნოთ კონფლიქტის ახლებურ მშვიდობიან გადაწყვეტას

7 years ago

ახალი ამბები

თბილისში, ერთ-ერთ ბინაში ინკასატორების სახელით შესულმა ყაჩაღებმა, 3 ადამიანს ყურები და თითები დააჭრეს, მათ თითქმის 12 საათი აწამებდნენ – სასტიკი  დანაშაულის რა დეტალებს ავრცელებს “ტვ პირველი”
ახალი ამბები

თბილისში, ერთ-ერთ ბინაში ინკასატორების სახელით შესულმა ყაჩაღებმა, 3 ადამიანს ყურები და თითები დააჭრეს, მათ თითქმის 12 საათი აწამებდნენ – სასტიკი დანაშაულის რა დეტალებს ავრცელებს “ტვ პირველი”

05/10/2026

"ტვ პირ­ვე­ლის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, თბი­ლის­ში, ერთ-ერთ სა­ცხოვ­რე­ბელ ბი­ნა­ში ინ­კა­სა­ტო­რე­ბის სა­ხე­ლით შე­სულ­მა ყა­ჩა­ღებ­მა, 3 ადა­მი­ანს ყუ­რე­ბი და თი­თე­ბი და­აჭ­რეს, რათა დიდი ფული...

Read moreDetails
გლდანში, ავტომობილი ტროტუარზე ავარდა – დაღუპულია ქვეითი

გლდანში, ავტომობილი ტროტუარზე ავარდა – დაღუპულია ქვეითი

05/10/2026
ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი

ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი

05/08/2026
“პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი

“პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი

05/07/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • თბილისში, ერთ-ერთ ბინაში ინკასატორების სახელით შესულმა ყაჩაღებმა, 3 ადამიანს ყურები და თითები დააჭრეს, მათ თითქმის 12 საათი აწამებდნენ – სასტიკი დანაშაულის რა დეტალებს ავრცელებს “ტვ პირველი” 05/10/2026
  • გლდანში, ავტომობილი ტროტუარზე ავარდა – დაღუპულია ქვეითი 05/09/2026
  • ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი 05/08/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by