• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Monday, September 7, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

“უმკაცრესად დაისჯება ყველა, ვინც ჩვენი სახელმწიფოს და მოქალაქეების წინააღმდეგ რამეს დაგეგმავს”

12 years ago
კატეგორია: პოლიტიკა
A A
“უმკაცრესად დაისჯება ყველა, ვინც ჩვენი სახელმწიფოს და მოქალაქეების წინააღმდეგ რამეს დაგეგმავს”
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

201409141542247ab8ffff26ac7e311უმკაცრესად დაისჯება ყველა, ვინც ჩვენი სახელმწიფოს და მოქალაქეების წინააღმდეგ რამეს დაგეგმავს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ადამიანის მძევლად ხელში ჩაგდების ფაქტზე ყოფილი სოდ-ის და კუდ-ის თანამშრომლების დაკავების კომენტირებისას განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეს ადამიანები სოდ-იდან და კუდ-იდან ორი წლის წინ, შინაგან საქმეთა მინისტრობისას გაათავისუფლა.

“ოპერაციას პირადად შინაგან საქმეთა მინისტრი ხელმძღვანელობდა. დღეს დილით, 07:00 საათზე მინისტრმა დამირეკა და მითხრა, რომ დაკავებულები იყვნენ გამტაცებლები. მინდა, კიდევ ერთხელ შევახსენო მოსახლეობას, ვის ხელში იყო საქართველო. ასეთი კრიმინალების, გამტაცებლების, მკვლელებისა და ყაჩაღების ხელში იყო მთელი შინაგან საქმეთა სამინისტრო და ესენი მართავდნენ საქართველოს. გასარკვევია, ვინ დგას ამის უკან და სამინისტრო და მინისტრი ამის გარკვევაზე მუშაობენ. ეს შემთხვევითი არ არის. მე მაქვს გონივრული ეჭვი, რომ ამის უკან დგას ორგანიზებული ძალა. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ეს არის “ნაციონალური მოძრაობის” ხელწერა, თუმცა ამას, რა თქმა უნდა გამოძიება სჭირდება. ეს არის ის, რაზეც ალექსანდრე ჭიკაიძე საუბრობდა სულ რაღაც ერთი თვის წინ, რომ ეს არის ორგანიზებული ჯგუფი”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, ფოთსა და თბილისში, ლოტკინის დასახლებაში, იმართება ორგანიზებული აქციები, რომლის მონაწილეთა პრობლემების მოსაგვარებლად “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებას 9 წელი ჰქონდა.
მთავრობის მეთაურმა შინაგან საქმეთა სამინისტროს პირად შემადგენლობას მადლობა გადაუხადა მაღალპროფესიონალურ დონეზე შესრულებული ოპერაციისთვის, რომლის შედეგად, მძევლად აყვანილი იოსებ გიორხელიძე ოჯახს ყოველგვარი ზიანის გარეშე დაუბრუნდა.

“მინდა, კიდევ ერთხელ გავაფრთხილო ის ადამიანები, ვინც დგას მათ უკან და ვის ბინძურ თავშიც იხარშება ეს სისასტიკე, რომელიც იგეგმებოდა წლების განმავლობაში, ესენი არიან ადამიანები, რომლებმაც ჩაიდინეს ხურჩის ტერაქტი, ისინი, ვინც აუპატიურებდნენ და აწამებდნენ ადამიანებს პოლიციაში, ციხეებში, იტაცებდნენ და კლავდნენ ადამიანებს. მინდა, მათ საბოლოო გაფრთხილება მივცე – გონს მოეგონ, თუ ისინი სახელმწიფოს და ჩვენი მოქალაქეების წინააღმდეგ რამეს დაგეგმავენ, უმკაცრესად დაისჯებიან. ძალიან მკაცრად დაისჯება ყველა, ვინც მსგავს პროვოკაციას და სიბინძურეს გააკეთებს”, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

14.10.14

ShareTweet

ახალი ამბები

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025
ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ
ახალი ამბები

ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ

06/14/2025
“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი
ახალი ამბები

“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი

05/30/2025

საინტერესო

ჰიჯრა- მუჰამედის მექადან მედინაში გადასვლა

ჰიჯრა- მუჰამედის მექადან მედინაში გადასვლა

6 years ago
გიორგი ვაშაძე – სხვა რამ რომ მოგვესმინა ლევან ყიფიანის მხრიდან, შესაძლოა, ფიზიკური განადგურების საფრთხე ჰქონოდა ამ ადამიანს

გიორგი ვაშაძე – სხვა რამ რომ მოგვესმინა ლევან ყიფიანის მხრიდან, შესაძლოა, ფიზიკური განადგურების საფრთხე ჰქონოდა ამ ადამიანს

8 years ago
“არასდროს მნდომებია, გავმხდარიყავი დედა” – თეო ხატიაშვილის ამბავი

“არასდროს მნდომებია, გავმხდარიყავი დედა” – თეო ხატიაშვილის ამბავი

3 years ago
ნარიყალას ციხის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით, ტენდერი გამოცხადდა

ნარიყალას ციხის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით, ტენდერი გამოცხადდა

7 years ago

ახალი ამბები

თამო ვაშალომიძე წითელ ხალიჩაზე მომხდარ ინციდენტზე კომენტარს აკეთებს
ახალი ამბები

თამო ვაშალომიძე წითელ ხალიჩაზე მომხდარ ინციდენტზე კომენტარს აკეთებს

09/06/2026

თამო ვაშალომიძე წითელ ხალიჩაზე მომხდარ ინციდენტს ეხმაურება, რომლის დროსაც ფოტოგრაფმა მას წითელი ხალიჩის დატოვებას სთხოვდა, რადგან ამავე დროს იქ ჯორჯინა...

მეტის ნახვაDetails
კათოლიკოს-პატრიარქი შიო III: უფლის რწმენა ჩვენს გულში არის გასაღები, რომელიც ხსნის საღვთო სიკეთეების დიდ საუნჯეს

კათოლიკოს-პატრიარქი შიო III: უფლის რწმენა ჩვენს გულში არის გასაღები, რომელიც ხსნის საღვთო სიკეთეების დიდ საუნჯეს

09/06/2026
საყოველთაო ნათლობის 74-ე ეტაპისთვის მსურველთა რეგისტრაცია იწყება – დეტალები

საყოველთაო ნათლობის 74-ე ეტაპისთვის მსურველთა რეგისტრაცია იწყება – დეტალები

09/06/2026
გორში მანქანა სკოლის მოსწავლეს დაეჯახა – ბავშვი საავადმყოფოში გარდაიცვალა

გორში მანქანა სკოლის მოსწავლეს დაეჯახა – ბავშვი საავადმყოფოში გარდაიცვალა

09/06/2026

კალენდარი

September 2026
M T W T F S S
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
« Aug    

სიახლეები

  • თამო ვაშალომიძე წითელ ხალიჩაზე მომხდარ ინციდენტზე კომენტარს აკეთებს 09/06/2026
  • კათოლიკოს-პატრიარქი შიო III: უფლის რწმენა ჩვენს გულში არის გასაღები, რომელიც ხსნის საღვთო სიკეთეების დიდ საუნჯეს 09/06/2026
  • საყოველთაო ნათლობის 74-ე ეტაპისთვის მსურველთა რეგისტრაცია იწყება – დეტალები 09/06/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by