• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Saturday, October 3, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

“ოჯახური ძალადობის და ჩაგვრის შემთხვევები ყველას გვეხება და ყველა უნდა დავდგეთ მსხვერპლის დასაცავად”

12 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
“ოჯახური ძალადობის და ჩაგვრის შემთხვევები ყველას გვეხება და ყველა უნდა დავდგეთ მსხვერპლის დასაცავად”
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

121388საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მინისტრი მიიჩნევს, რომ ქალების მიმართ ძალადობა მთელი ქვეყნის სატიკვარს წარმოადგენს.

“როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს და ქალს, მინდა გამოვეხმაურო ქალთა მიმართ ძალადობის საკითხს, რომელმაც ბოლო ხანებში განსაკუთრებული სიმწვავე შეიძინა ჩვენს რეალობაში. ქალების და გოგონების მიმართ ძალადობა წარმოადგენს მთელი ქვეყნის, მისი ყველა მოქალაქის სატკივარს. ჩვენს დღევანდელ ყოფაში ვხედავთ, რომ ძალადობა მთავრდება ქალებისთვის სიცოცხლის წართმევით, ეს უკვე შემზარავი და აშკარაა. მაგრამ სანამ ასეთ ტრაგიკულ დასასრულამდე მივა, პრობლემა, როგორც წესი, საზოგადოებას შეუმჩნეველი რჩება. ძალადობის შემთხვევები ხშირია – გაეროს მიერ რამდენიმე წლის წინ გავრცელებული მონაცემებით, საქართველოში ყოველი მეთერთმეტე დაქორწინებული ქალი აღიარებს, რომ ქმრის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი გამხდარა. თუმცა, ამავე დროს, მოქალაქეთა დიდი უმრავლესობა თვლის, რომ ოჯახური ძალადობის ფაქტები ოჯახში უნდა დარჩეს და საზოგადოება თუ სახელმწიფო ამაში არ უნდა ჩაერიოს.

ბრძოლა უწინარესად სწორედ ამ გარემოებასთანაა საჭირო. თუკი გვსურს, რომ სოლიდარულ და სამართლიან საზოგადოებად ვიქცეთ, უნდა დავინახოთ, რომ ოჯახური ძალადობის და ჩაგვრის შემთხვევები ყველას გვეხება და ყველა უნდა დავდგეთ მსხვერპლის დასაცავად. ხოლო სახელმწიფომ თავისი მოვალეობა უნდა შეასრულოს და მტკიცედ და უპირობოდ დაიცვას ქალები მოძალადე პარტნიორებისგან. უფრო ქმედითი და ეფექტიანი უნდა გახდეს პრევენციული ზომების გატარებაც. ამავე დროს, აუცილებელია ერთად დავფიქრდეთ ქალების და გოგონების წინააღმდეგ მიმართული ძალადობის გამომწვევ კულტურულ, სოციალურ, ეკონომიკურ თუ ფსიქოლოგიურ მიზეზებზე. გავიაზროთ, რა ფაქტორები იწვევს აგრესიის თუ ძალადობის კულტივირებას. არ უნდა მოვერიდოთ არც “ტრადიციულად” მიჩნეული ნორმების კრიტიკას, თუკი ისინი ქალთა ჩაგვრას და დისკრიმინაციას განაპირობებს. უნდა ვეცადოთ შევცვალოთ ქცევის ის ფორმები, რომლებიც მამაკაცებს და ბიჭებს ძალადობისკენ უბიძგებს. ყველამ უნდა გავიღოთ ძალისხმევა საიმისოდ, რომ სქესებს შორის რეალური თანასწორობა და სამართლიანობა ახალ ნორმად იქცეს.

ჩვენი კულტურა, ტრადიციები და საერთო წარსული ბევრ საპირისპირო მაგალითსაც იცნობს, როდესაც ქალის კაცთან თანასწორობა და აქტიური საზოგადოებრივი პოზიცია მისაღები და მისასალმებელი იყო. და ჩვენ სწორედ ამგვარ მაგალითებს უნდა გავუსვათ ხაზი. მე მკაფიოდ ვხედავ იმ უმნიშვნელოვანეს როლს, რომელიც განათლების სისტემას აქვს ამ კომპლექსური მიზნების მიღწევაში. სამოქალაქო განათლების ფარგლებში, ჩვენს სკოლებში უკვე მიმდინარეობს დისკუსიები ქალთა უფლებებზე, თანასწორობაზე და ოჯახური ძალადობის ფორმებზე – თუმცა ფაქტია, რომ ეს არ არის საკმარისი. ძალადობის წინააღმდეგ საჭიროა მასშტაბური და მიზანმიმართული საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებიც ყველა სკოლაში ამოქმედდება და ყველა მოსწავლეს მოიცავს. ამის თაობაზე ჩემს გუნდთან ერთად კიდევ უფრო აქტიურად ვიწყებ მუშაობას, რათა დადგინდეს, სწავლების როგორი ფორმა თუ შინაარსი იქნება ყველაზე ეფექტიანი – დამრიგებლის საათი, საგანგებო კურსი, თუ სხვა. ამ ბრძოლაში საქართველო მარტო არ არის. ქალების და გოგონების მიმართ ძალადობა მთელი მსოფლიოს სატკივარს წარმოადგენს – გლობალური მასშტაბით, 15-დან 44 წლამდე ქალებისთვის ოჯახური ძალადობა და გაუპატიურება უფრო ხშირ საფრთხეს წარმოადგენს, ვიდრე კიბო, ავტოკატასტროფა, ომი და მალარიის დაავადება, ერთობლივად. შესაბამისად, დღევანდელ მსოფლიოში პრობლემასთან ბრძოლაც გლობალურ ფორმებს იღებს და ამ საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებასაც შევძლებთ. პრობლემა მწვავეა და კომპლექსური და ჩვენ, როგორც საზოგადოებას და სახელმწიფოს, დიდი სირთულეების დაძლევა მოგვიწევს. მაგრამ ახლა, როცა საქმე ქალთა სიცოცხლეს ეხება, პასიურობა დანაშაულის ტოლფასია. მჯერა, რომ ჩვენ ამ გამოცდას აუცილებლად ჩავაბარებთ”, – აღნიშნულია განათლების მინისტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

20.10.14

Share1Tweet1

ახალი ამბები

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა
ახალი ამბები

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა

10/01/2026
დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება
ახალი ამბები

დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება

09/16/2026
ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს
ახალი ამბები

ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს

08/05/2026
ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო
ახალი ამბები

ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო

08/02/2026
შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა
ახალი ამბები

შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა

07/17/2026

საინტერესო

პირდაპირ ეთერში მოკლული ჟურნალისტის მამა ბარაკ ობამას მიმართავს

ბარაკ ობამა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავს ულოცავს

10 years ago

“ეს სამი მიმართულებაა ჩემთვის გადამწყვეტი”

10 years ago
„ბრიტანეთი ყოველთვის ცალკე იყო ევროპის კონტინენტისგან“ – გიორგი ბადრიძე

„ბრიტანეთი ყოველთვის ცალკე იყო ევროპის კონტინენტისგან“ – გიორგი ბადრიძე

10 years ago
შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა

შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა

3 months ago

ახალი ამბები

საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია – „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ გაიხსნა
ახალი ამბები

საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია – „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ გაიხსნა

10/02/2026

საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებით, პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია - „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი...

მეტის ნახვაDetails
საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო

საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო

10/02/2026
სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა

სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა

10/01/2026
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა

10/01/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია – „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ გაიხსნა 10/02/2026
  • საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო 10/02/2026
  • სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა 10/01/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by