ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დაიწყო მუშაობა საარჩევნო ადმინისტრაციის ხუთწლიან სტრატეგიულ გეგმაზე (2015-2019). ცესკოში ამ მიზნით უკვე შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელსაც დაევალა სტრატეგიული გეგმის პროექტის მომზადება. ცესკოს გადაწყვეტილებით სტრატეგიულ გეგმაზე მუშაობაში ჩაერთვება საარჩევნო პროცესში ჩართული ყველა მხარე და ადმინისტრაცია მაქსიმალურად შეეცდება მიღებული მოსაზრებების გათვალისწინებას.
საარჩევნო ადმინისტრაციის სტრატეგიული გეგმა იქნება ორგანიზაციის ძირითადი სახელმძღვანელო დოკუმენტი მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში და მასში განისაზღვრება ორგანიზაციის სტრატეგიული პრიორიტეტები, მიზნები, ამოცანები და მათი მიღწევის გზები.
სტრატეგიული გეგმის პროექტზე მუშაობა დასრულდება 2014 წლის დეკემბერში. საბოლოო დოკუმენტი გამოქვეყნდება ცესკოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
საარჩევნო ადმინისტრაციას სტრატეგიული გეგმის შემუშავებაში ტექნიკურ დახმარებას უწევს საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი (IFES), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური ხელშეწყობით.
23.10.14