• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Wednesday, August 26, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ირაკლი ღარიბაშვილი: “ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი არის დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება”

12 years ago
კატეგორია: პოლიტიკა
A A
ირაკლი ღარიბაშვილი: “ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი არის დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება”
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

sapსაქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, იმ სოციალურმა მდგომარეობამ, რაც მის ხელისუფლებას დახვდა, “ყველა მოლოდინს გადააჭარბა”.

ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს სასტუმრო “რედისონში” განაცხადა, სადაც მან საზოგადოებას 2-წლიანი საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.

“მე შემოვიარე მთელი საქართველო და ვიცი, როგორ ცხოვრობს ჩვენი ხალხი. ორ მილიონზე მეტი ადამიანი გვყავს გაჭირვებაში. ბევრ სოფელში დღესაც პრობლემაა წყალი, გაზი, გზები. 28 სოფელი დაგვხვდა საერთოდ ელექტროენერგიის გარეშე. ყველაზე აღმაშფოთებელი კი ისაა, რომ იმ ხელისუფლების ხელში, რომელიც თავს იწონებდა აღმშენებლობით, ხალხი უწამლობისა და უექიმობის გამო იღუპებოდა. აი, ასეთი ქვეყანა გადმოვიბარეთ ჩვენ. სწორედ ამიტომ ჩვენ დავიწყეთ სასწრაფოდ ამ რეალობის შეცვლა, რათა რაც შეიძლება სწრაფად მიეცეს ხალხს ამოსუნთქვის საშუალება. რა თქმა უნდა, შეუძლებელია ამ ვითარების ერთბაშად გამოსწორება, მაგრამ ჩვენ დავიწყეთ რეალური ცვლილებები და ის უდიდესი ძალისხმევა, რომელსაც ჩვენ ამ საქმეში ვდებთ, ის რეფორმები, რომლებსაც ჩვენ ვახორციელებთ სხვადასხვა სფეროში, აუცილებლად მოგვიტანს შედეგს და ფეხზე დააყენებს ჩვენს ქვეყანას”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, ყველა რეფორმის შედეგი სწრაფად არ ხდება ხელშესახები საზოგადოებისთვის.

“ამ ორ წელიწადში აბსოლუტურად ყველა სფეროში მივაღწიეთ მნიშვნელოვან წინსვლას, და ამ სიტყვების უტყუარობას არა მარტო ციფრები, არამედ ჩვენი საქმიანობის კონკრეტული შედეგებიც მოწმობს. დაწყებული ჯანდაცვითა და განათლებით, მეწარმეობის და სოფლის მეურნეობის ხელშეწყობით, დამთავრებული კანონის უზენაესობის დამკვიდრებით, – ყველა სფეროში გვაქვს მნიშვნელოვანი შედეგები. როგორც წესი, ყველა რეფორმის შედეგი სწრაფად არ ხდება ხელშესახები საზოგადოებისთვის. მოკლევადიანი, ეფექტზე გათვლილი ცვილებების ბოლოს მხოლოდ ჩიხია. ჩვენ კი ყველა სფერო რეალური განვითარების გზაზე დავაყენეთ. და მაინც, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი არის დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება. პირველ რიგში, ეს არის თავისუფალი მედია და თავისუფალი სასამართლო, რომლის გარეშეც, უბრალოდ, არ არსებობს თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფო”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

27.10.14

ShareTweet

ახალი ამბები

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025
ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ
ახალი ამბები

ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ

06/14/2025
“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი
ახალი ამბები

“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი

05/30/2025

საინტერესო

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, თბილისის განვითარების ფონდი წინამძღვრიშვილის N1-ში ისტორიული ძეგლის რეაბილიტაციას იწყებს

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, თბილისის განვითარების ფონდი წინამძღვრიშვილის N1-ში ისტორიული ძეგლის რეაბილიტაციას იწყებს

7 years ago

ნორვეგიელმა ექსპერტებმა ქართველ სპეციალისტებს მეწარმეობის პროგრამები ზოგად და პროფესიულ განათლებაში საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს

12 years ago
მეუფე გრიგოლი – ეკლესიასა და ხელისუფლებას შორის ყოველთვის არსებობს კომუნიკაცია, სხვადასხვა ფორმატში ხდება შეხვედრები და ეს ძალიან ბუნებრივია

მეუფე გრიგოლი წმინდა სინოდის სხდომას ვერ დაესწრება

7 years ago

ესპანეთმა და ირლანდიამ კრიზისი დაძლიეს

13 years ago

ახალი ამბები

მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა
ახალი ამბები

მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა

08/25/2026

ქართული მოდის კულისებიდან საერთაშორისო ხედვამდე — მაშო ნასყიდაშვილის პროფესიული გზა Screenshot მოდა მხოლოდ ტანსაცმელი და ვიზუალური ესთეტიკა არ არის —...

მეტის ნახვაDetails
თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

08/24/2026
„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

08/19/2026
„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

08/18/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა 08/25/2026
  • თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო 08/24/2026
  • „მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა 08/19/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by