შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მეტროსადგურში ნაპოვნი თანხა მფლობელს დაუბრუნეს.
შსს-ს ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მეტროსადგურ “გოცირიძეს” სალაროსთან საფულე იპოვეს, რომელშიც 37 750 ერაყული დინარი, 200 თურქული ლირა და პირადი საბუთები იყო.
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დაადგინეს აღნიშნული ნივთების მფლობელის ვინაობა და ადგილსამყოფელი. ის 1990 წელს დაბადებული, ერაყის მოქალაქე – ბაბაჰ აჰმედ ჯალალ ჰადი აღმოჩნდა. სამართალდამცველებმა ნაპოვნი თანხა და საბუთები მის კანონიერ მფლობელს დაუბრუნეს.
04.11.14