• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Saturday, May 23, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

„ჭარბვალიანობა არის სიღარიბის შედეგი და არა პირიქით“

7 years ago
in ეკონომიკა
A A
„ჭარბვალიანობა არის სიღარიბის შედეგი და არა პირიქით“
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ განცხადება გაავრცელა, სადაც საუბრობდა 600 000 ადამიანის ვალის განულებასა და საბანკო შავი სიიდან ამოშლაზე. ამ საკითხის უკეთ გასარკვევად  “თბილისი თაიმსი” ეკონომიკურ ანალიტიკოსს, მერაბ ჯანიაშვილს ესაუბრა.

რამდენად მნიშვნელოვანია ეს გადაწყვეტილება?

ამ ფაქტს, რა თქმა უნდა, დადებითად შევაფასებ. 600 000 ადამიანს ვალებს გაუნულებენ. ამ ადამიანიდან 150 000 სოციალურად დაუცველია. არავის ეგონოს რომ ვიღაცამ სესხი აიღო და მერე ფეხი ფეხზე გადაიდო. საუბარია იმ სესხებზე, რომელთა ძირიც 2000 ლარს დაბლაა და ვერ იხდიდნენ იმიტომ, რომ ოჯახი დაბალშემოსავლიანია. როცა ადამიანი შავ სიაში ხვდება, ამით არ მთავრდება ყველაფერი, პირიქით, იქ იწყება საშინელება, როდესაც საკრედიტო ინსტიტუტი გირეკავს, გემუქრება, გიყადაღებენ ქონებას, სასამართლო გარჩევები და ა.შ. წარმოიდგინეთ, ეს ყველაფერი შეწყდება.

როგორ შეაფასებთ ამ გადაწყვეტილებას სოციალური და ეკონომიკური კუთხით?

სოციალური კუთხით ძალიან კარგია. რაც შეეხება ეკონომიკას – უარყოფითი მხარე საერთოდ არ აქვს იმიტომ, რომ ერთი კომერციული ინსტიტუტი ქველმოქმედების სახით ყიდულობს სხვა კომერციული ინსტიტუტებისგან მილიონზე მეტ ერთეულ სესხს.

როგორ ფიქრობთ, შეიცვლება თუ არა იმ ადამიანების სოციალური მდგომარეობა, ვისაც შავი სიიდან ამოშლიან და ვალები გაუნულდებათ?

გადამეტებული წარმოდგენები ნუ გვექნება ამ საქველმოქმედო აქტთან დაკავშირებით. ის ადამიანები შავი სიიდან კი ამოვლენ და საშუალება მიეცემათ სრულფასოვანი ურთიერთობა ჰქონდეთ საკრედიტო ინსტიტუტებთან და მომავალშიც აიღონ სესხი ან ანგარიში გახსნან, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ იმ ადამიანების სოციალური მდგომარეობა გამოსწორდება ფინანსური შემოსავლების კუთხით. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამით სიღარიბე შემცირდება.

რა იწვევს ჭარბვალიანობას?

ჭარბვალიანობა არის სიღარიბის შედეგი და არა პირიქით. შესაბამისად, ჩვენ თუ გვინდა, რომ ადამიანების სოციალური მდგომარეობის გამოსწორებაზე ვიზრუნოთ, ამ ნაბიჯს აუცილებლად უნდა მოჰყვეს სხვა რეფორმები. ეს ნაბიჯი არის, ასე რომ ვთქვათ, წარსული დავალიანების ჩამოწერა და ცხოვრების ახლიდან დაწყების შესაძლებლობა. ეს არ ნიშნავს, რომ ადამიანებს შემოსავლები გაეზრდებათ.

პირველ იანვრიდან სესხების აღება რთულდება, რამდენად შეძლებენ დაბალი სოციალური ფენის წარმომადგენლები სესხებით სარგებლობას?

რაღაც ნაწილს რა თქმა უნდა შეეზღუდება, მაგრამ ისე არა, როგორც დღეს მედია აშუქებს და პანიკას ქმნის. საქმე გვაქვს სესხის მოცულობების შეზღუდვასთან. დიდი შემოსავლის არარსებობის შემთხვევაში დიდი რაოდენობის სესხის აღება გაუჭირდება ადამიანს. თუ იპოთეკური სესხის აღება გინდა, რაღაც შემოსავალი უნდა გქონდეს, რომ დიდი რაოდენობით სესხი აიღო. რაც შეეხებათ დაბალშემოსავლიან ადამიანებს და მცირე სესხებს, ბანკს მოუწევს სხვა მექანიზმის შექმნა, რაც დაადასტურებს ამ ადამინების შემოსავლებს. თუ ადამიანს არ უდასტურდება არანაირი ოფიციალური შემოსავალი, ისინი ვერ ისარგებლებენ თუნდაც მცირე სესხებითაც კი.

რა სახის მექანიზმი შეიძლება შეიმუშავოს ბანკმა, თუ ადამიანს ოფიციალური შემოსავალი არ უფიქსირდება?

რეგულაციების ერთერთ მუხლში წერია – თუ ადამიანს არ უდასტურდება ოფიციალური შემოსავალი, მასზე კვლავ შეუძლია ბანკმა გასცეს სესხი, ოღონდ უნდა მოიფიქროს რა მექანიზმით მოახერხებს დაადასტუროს ადამიანის შემოსავალი. დავუშვათ, ადამიანი არის ტაქსის მძღოლი და მისი შემოსავალი არ დასტურდება ოფიციალურად. ბანკი მის მონაცემებს ჩაიწერს, ფოტოს გადაუღებს ავტომობილს, საშუალოდ გაიგებს რა თანხას გამოიმუშავებენ თბილისში ტაქსის მძღოლები და ბანკი გასცემს შესაბამის სესხს ამ ადამიანის სახელზე.

თუკი შავ სიაში მყოფი ადამიანების დახმარება მხოლოდ იმით შემოიფარგლება, რომ ვალები გაუნულონ და სხვა არანაირი რეფორმა არ გატარდება, ისინი კვლავ აიღებენ სესხებს და ისევ შავი სიაში აღმოჩნდებიან.

მიხეილ ლუხუტაშვილი

ShareTweet

ახალი ამბები

მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის
ახალი ამბები

მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის

02/08/2026
ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა
ახალი ამბები

ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა

01/27/2026
პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში
ახალი ამბები

პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში

12/15/2025
“ მთავარი არის ის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება” – გურამ მაჭარაშვილი
ახალი ამბები

“ მთავარი არის ის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება” – გურამ მაჭარაშვილი

11/12/2025
“თუ ორგან მუშაობის მიზეზი არის ის, რომ საკმარისი არ არის შემოსავალი, ამისათვის შესაბამის პირს ანაზღაურება უნდა გავუზარდოთ“ – ირაკლი კობახიძე
ახალი ამბები

“თუ ორგან მუშაობის მიზეზი არის ის, რომ საკმარისი არ არის შემოსავალი, ამისათვის შესაბამის პირს ანაზღაურება უნდა გავუზარდოთ“ – ირაკლი კობახიძე

11/01/2025
2027 წლიდან, შესაძლოა, წყლის ახალი ტარიფები ამოქმედდეს – რა განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა
ანალიტიკა

2027 წლიდან, შესაძლოა, წყლის ახალი ტარიფები ამოქმედდეს – რა განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა

10/29/2025

საინტერესო

საქართველო თავისუფლების დიდი ქარტიის 800 წლისთავისადმი მიძღვნილ სამიტში მონაწილეობს

საქართველო თავისუფლების დიდი ქარტიის 800 წლისთავისადმი მიძღვნილ სამიტში მონაწილეობს

11 years ago

ევაკუაცია ქუთაისში, პარლამენტის შენობაშიც მიმდინარეობს

13 years ago

მთავარი პროკურატურა: “აღმოჩენილი იქნა ეროსი კიწმარიშვილის სახელზე დღეს რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი”

12 years ago
საქართველოში კარანტინის რეჟიმში 1 925 ადამიანი იმყოფება

საქართველოში კარანტინის რეჟიმში 1 925 ადამიანი იმყოფება

6 years ago

ახალი ამბები

მომღერალმა, ჯესი ჯეიმ კიბო დაამარცხა
ახალი ამბები

მომღერალმა, ჯესი ჯეიმ კიბო დაამარცხა

05/23/2026

მომღერალმა ჯესი ჯეიმ განაცხადა, რომ კიბო დაამარცხა.  38 წლის მომღერალმა ეს ამბავი Instagram-ზე გააზიარა მას შემდეგ, რაც საავადმყოფოში ყოველწლიურ შემოწმებაზე...

Read moreDetails
ცნობილია წერეთლის გამზირზე მოკლული მამაკაცის ვინაობა

ცნობილია წერეთლის გამზირზე მოკლული მამაკაცის ვინაობა

05/23/2026
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში 5 ტონაზე მეტი ვადაგასული თევზი გამოავლინა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში 5 ტონაზე მეტი ვადაგასული თევზი გამოავლინა

05/22/2026
„პირველად ცხოვრებაში, არ ვიქნები თავმდაბალი და გეტყვით, რომ მე ვარ პირველი ქართველი, რომელიც ამ ნომინაციაზეა წარდგენილი…“ – თამუნა მუსერიძე

„პირველად ცხოვრებაში, არ ვიქნები თავმდაბალი და გეტყვით, რომ მე ვარ პირველი ქართველი, რომელიც ამ ნომინაციაზეა წარდგენილი…“ – თამუნა მუსერიძე

05/22/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • მომღერალმა, ჯესი ჯეიმ კიბო დაამარცხა 05/23/2026
  • ცნობილია წერეთლის გამზირზე მოკლული მამაკაცის ვინაობა 05/23/2026
  • სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში 5 ტონაზე მეტი ვადაგასული თევზი გამოავლინა 05/22/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by