საქართველოს გზა” მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების 68–ე წლისთავს ულოცავს და მათ დღეგრძელობას და ჯანმრთელობას უსურვებს .
როგორც პარტიის განცხადებაშია ნათქვამი, ვეტერანების წვლილი არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიოს ფაშიზმის საფრთხისაგან გადარჩენაში შეუფასებელია.
“ჩვენ, მათი შთამომავლები, მუდამ მადლიერებით ვიხსენებთ მათ, ამ ტიტანურ ძალისხმევას. არ დავიშურებთ ძალისხმევას, რათა მათი ცხოვრება უფრო მეტად იყოს დაფასებული სახელმწიფოს მხრიდან”, – აღნიშნულია განცხადებაში.
09.05.13