• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, October 13, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

“ახალგაზრდა ადვოკატები” – საქართველოში ყოველი მე-11 ქალბატონი ფიზიკური ძალადობის მსხვერპლია

12 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
“ახალგაზრდა ადვოკატები” – საქართველოში ყოველი მე-11 ქალბატონი ფიზიკური ძალადობის მსხვერპლია
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

unnamed (1)ორგანიზაცია “ახალგაზრდა ადვოკატების” განცხადებით, საქართველოში ყოველი მე-11 ქალბატონი ფიზიკური ძალადობის მსხვერპლია.
,,ახალგაზრდა ადვოკატები” საქართველოს მთავრობას მიმართავენ, ქვეყანაში ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ სტრატეგიის მომზადების ნაწილში, საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში, პრიორიტეტული გახდეს ძალადობის მსხვერპლთა სახელმწიფო თავშესაფრების შექმნის საკითხი და ობიექტურად იქნეს განხილული ძალადობის მსხვერპლის სტატუსის მიმღებთა განცხადებები, რომელმაც, 2013-2014 წლებში, მაღალ სტატისტიკას მიაღწია.

“ახალგაზრდა ადვოკატების” იურისტ ანა კიკნაძის განცხადებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში, უნდა დაჩქარდეს ცვლილებების შეტანა, რომლითაც, სახელმწიფო, ოჯახური ძალადობის ფაქტების მიმართ, მკაცრ სისხლისსამართლებრივ პოლიტიკას ეხება. მისი განმარტებით, დღეს მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა ისჯება საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით 80-დან 150 საათამდე ვადით, საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ კი, ამ სანქციას ერთ წლამდე პატიმრობა დაემატება. მკაცრდება დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახური ძალდობის ფაქტიც. ამ შემთხვევაში, პატიმრობის ვადა ერთიდან სამ წლამდე გაიზრდება.

როგორც “თბილისი თაიმსს” ორგანიზაციიდან აცნობეს, “ახალგაზრდა ადვოკატების” მიერ გამოთხოვილი სტატისტიკის მიხედვით, 2014 წლის 9 თვის მონაცემით, სასამართლომ 34 დამცავი ორდენი გასცა და 172 შემაკავებელი ორდენი დაამტკიცა, რაც წინა წლებთან შედარებით, მაღალი მაჩვენებელია. ამასთან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2013-2014 წლების 6 თვის მონაცემით, ოჯახური ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით, 310 პირის მიმართ დაიწყო დევნა, აქედან 289 მამაკაცი და 21 ქალბატონია. დაზარალებულის სტატუსი მიენიჭათ 468 პირს, რომელთაგან 372 ქალბატონი და 96 მამაკაცია. ამასთან, ორგანიზაციის ცნობით, გაერო-ს მოსახლეობის ფონდის 2010 წლის მონაცემით, საქართველოში, ყოველი მე-11 ქალბატონი, ფიზიკური ძალადობის მსხვერპლია.
“ახალგაზრდა ადვოკატების” შეფასებით, ოჯახური ძალადობის მიმართ ბრძოლის პრაქტიკულ პრობლემას წარმოადგენს რეაგირების ნაკლები სურვილი.

“შესაძლებელია, კანონმდებლობის დონეზე არსებობდეს სისხლისსამართლებრივი დევნის მექანიზმი, თუმცა მისი პრაქტიკული გამოყენება ნაკლებად ხდებოდეს. ახალი რეგულაციების პროცესში, ოჯახური ძალადობის მიმართ, უნდა გაიზარდოს სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელთა იურიდიული ინტერესი, რათა ძალადობის ფორმისა თუ ხარისხის მიუხედავად, ყველა შემთხვევის მიმართ, არსებობდეს რეაგირების პრაქტიკული ნაბიჯი. თუკი პოლიცია ვერ დაიცავს ოჯახური ძალადობის მსხვერპლს, შესაძლებელია დანაშაული წახალისდეს, დაუსჯელობამ კი ოჯახური ძალადობა წაახალისოს. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ სამართალდამცავი ორგანოები სათანადოდ უნდა მომზადდნენ ოჯახური ძალადობის მიმართ ახალი სისხლისსამართლებრივი პოლიტიკის იმპლემენტაციისთვის”, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ შემაკავებელი და დამცავი ორდერის გამოცემა ხდება ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვასა და დახმარებასთან დაკავშირებით. დამცავი ორდერს გამოსცემს სასამართლო, ხოლო შემაკავებელ ორდერს პოლიციის თანამშრომელი, რომლის მიერ გამოცემული შემაკავებელი ორდერი, 24 საათის განმავლობაში დასამტკიცებლად უნდა წარედგინოს სასამართლოს.

11.11.14

ShareTweet

ახალი ამბები

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა
ახალი ამბები

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა

10/01/2026
დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება
ახალი ამბები

დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება

09/16/2026
ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”
ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს
ახალი ამბები

ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს

08/05/2026
ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო
ახალი ამბები

ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო

08/02/2026
შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა
ახალი ამბები

შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა

07/17/2026

საინტერესო

“ჩვენი ქვეყნის მოსახლეობასთან ერთად, აუცილებლად მივაღწევთ გამარჯვებას”

10 years ago
ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს 0.5 პროცენტული პუნქტით, 6.0 პროცენტამდე ზრდის

ფინანსური განათლება სასკოლო ოლიმპიადაში – ეროვნული ბანკის, გერმანული შემნახველი ბანკების ფონდისა და “კინგსი – საქართველოს” ერთობლივი პროექტი

8 years ago
საქართველოს საგარეო უწყება სტამბოლში მომხდარ ტერაქტს გმობს

ევროპის საბჭოში სუამის წევრი ქვეყნების დელეგაცია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი ვითარების გამო შეშფოთებულია

9 years ago

2017 წლის იანვარში მოგების გადასახადის რეფორმა ძალაში შედის

10 years ago

ახალი ამბები

ეკლესიებში ელექტრონული შესაწირი აპარატების დადგმაზე, ანდრია ჯაღმაიძე კომენტარს აკეთებს
ახალი ამბები

ეკლესიებში ელექტრონული შესაწირი აპარატების დადგმაზე, ანდრია ჯაღმაიძე კომენტარს აკეთებს

10/12/2026

ტაძრებს, რომლებსაც სურვილი ექნებათ ელექტრონული შესაწირი აპარატი დადგან, ბანკი დაუდგამს. ამის შესახებ  „ინტერპრესნიუსს“ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია...

მეტის ნახვაDetails
შიო მესამე: მოძღვრები დამეთანხმებიან, რომ ზოგჯერ ადამიანები მოდიან აღსარებაზე, ისე ამბობენ აღსარებას, რაღაცნაირად გულგრილად, რომ შორს არის ნამდვილი სინანულისგან და ქრისტიანული განწყობისგან. ეს არის უკიდურესი დაცემა, როდესაც ადამიანი ვეღარ გრძნობს თავისი ცოდვების ტკივილს და კარგავს ღვთის შიშს

შიო მესამე: როცა მოგვეცემა გარკვეული ამქვეყნიური სიკეთეები, არ მოვიხიბლოთ, არ გახდეს ეს მთავარი ცხოვრებაში, არამედ ყოველთვის გვახსოვდეს მარადიული, ზეციური სიკეთეები

10/12/2026
14 სექტემბერს საეკლესიო ახალი წელი აღინიშნება – შიო III სიონის საპატრიარქო ტაძარში პარაკლისს აღავლენს

შიო მესამე – როდესაც ადამიანი ღმერთს მიენდობა, ღვთისგან ითხოვს ლოცვა-კურთხევას, ეს ხდება საწინდარი მისი წარმატებისა

10/12/2026
შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

შიო მესამე – დღეს ჩვენი ფიქრი და ლოცვა განსაკუთრებით მიემართება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ ადამიანებს, უფლის შეწევნით, ჩვენს შორის კვლავ აღდგება ძმური ერთობა და სიყვარული

10/12/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • ეკლესიებში ელექტრონული შესაწირი აპარატების დადგმაზე, ანდრია ჯაღმაიძე კომენტარს აკეთებს 10/12/2026
  • შიო მესამე: როცა მოგვეცემა გარკვეული ამქვეყნიური სიკეთეები, არ მოვიხიბლოთ, არ გახდეს ეს მთავარი ცხოვრებაში, არამედ ყოველთვის გვახსოვდეს მარადიული, ზეციური სიკეთეები 10/12/2026
  • შიო მესამე – როდესაც ადამიანი ღმერთს მიენდობა, ღვთისგან ითხოვს ლოცვა-კურთხევას, ეს ხდება საწინდარი მისი წარმატებისა 10/12/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by