• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Sunday, August 16, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ლევან ოზორიამ ოჯახში ძალადობის საკითხებზე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელთა გადამზადების კურსი გახსნა

12 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
ლევან ოზორიამ ოჯახში ძალადობის საკითხებზე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელთა გადამზადების კურსი გახსნა
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

unnamed (11)საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევან იზორიამ, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიასთან ერთად ოჯახში ძალადობის საკითხებზე შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელთა გადამზადების კურსი შსს-ს აკადემიაში გახსნა. გახსნის ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე გიორგი ჭანტურიამ, შსს-ს აკადემიის რექტორმა ნუკრი გელაშვილმა და აკადემიის სხვა წარმომადგენლებმა. ღონისძიებას, შსს-ს წარმომადგენლებთან ერთად, სახალხო დამცველის აპარატის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც დაესწრნენ.

ოჯახში ძალადობის საკითხებზე სწავლებას „ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი“-ს და სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები წარუძღვებიან. ამ ეტაპზე გადამზადების კურსს თბილისის მასშტაბით უკლებლივ ყველა პატრულ-ინსპექტორი გაივლის.

აღნიშნული კურსის მიზანია სამართალდამცველების კვალიფიკაციის ამაღლება მსხვერპლთან, მოძალადესთან, მოწმესთან კომუნიკაციის პრობლემის იდენტიფიცირებისა და სამართლებრივად სწორად გადაწყვეტის კუთხით. ტრენინგზე ინტერაქტიულ რეჟიმში მოხდება როგორც მომხდარი შემთხვევების, ასევე თეორიული საკითხების საფუძვლიანი განხილვა.
გადამზადების ანალოგიური კურსი, შს მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძის გადაწყვეტილებით, მთელი საქართველოს მასშტაბით, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლებისთვის წელს რამდენიმე თვის განმავლობაში ტარდებოდა. მასში თითოეული დანაყოფიდან შერჩეულმა ორ-ორმა უბნის ინსპექტორმა მიიღო მონაწილეობა. ტრენინგების კურსს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის პედაგოგები, ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები წარმართავდნენ.

გადამზადების ყველა ის კურსი, რომლებსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ოჯახში ძალადობის საკითხებზე ატარებს, მიზნად ისახავს სამართალდამცველების უნარ-ჩვევების ამაღლებას ოჯახში ძალადობის პრევენციისა და მასზე ეფექტიანი რეაგირების კუთხით.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევან იზორიამ განაცხადა: „ჩვენ დღეს ვიწყებთ საპატრულო პოლიციის დანაყოფებთან კვალიფიკაციის ამაღლების კურსებს, თუმცა ამა წლის 5 ივლისიდან დღემდე, 385-მა უბნის ინსპექტორმა უკვე გაიარა ეს კურსი და შესაბამისად 4 ასეული ჩაერთვება დღეს საპატრულო პოლიციიდან ამ კვალიფიკაციის ამაღლების კურსებში და მომავლაშიც ვაგრძელებთ ამ ტენდენციას, რასაც ჰქვია პოლიციელების კვალიფიკაციის მუდმივი ამაღლება და განსაკუთრებით ოჯახში ძალადობის პრევენციის მიზნით. ჩვენ ასევე შევქმენით კომისია, მოგეხსენებათ უწყების ფარგლებში და ეს კომისია ერთგვარ კოორდინაციას უწევს ყველა იმ პოლიციელს, იქნება ეს უბნის ინსპექტორი თუ საპატრულო პოლიციელი, რომელიც ჩართულია ამ საქმეში, კერძოდ რასაც ჰქვია შემაკავებელი ორდერის გამოცემა, ანუ პრევენციული მიზნით მოქმედება, რათა თავიდან იქნას აცილებული ძალადობა ოჯახში, ასევე რეაგირება მოძალადის შეპყრობისა და დაკავების მიზნით. მთელი რიგი, ასევე საკანონმდებლო ინიციატივები მომზადდა, სხვათაშორის სიმბოლურად დღეს დაიწყებს პარლამენტი მათ განხილვას. ასე, რომ კომპლექსური ღონისძიებებია დაგეგმილი, მათ შორის ანგარიშვალდებულების სისტემა შევქმენით, როდესაც თითოეული პოლიციელი იქნება ვალდებული მოგვაწოდოს ინფორმაცია თვეში ერთხელ თუ რა გაკეთდა ამ მიმართულებით“.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიას განცხადებით, „საპატრულო პოლიციის თითოეული თანამშრომელი მზადყოფნაშია, რომ გააკეთონ ყველაფერი იმისთვის, რომ მაქსიმალურად იყოს ჩვენი მოსახლეობა მშვიდად. ჩვენ ერთობლივად გვინდა, რომ ეს კამპანია ვაწარმოოთ, იმიტომ რომ არ შეიძლება მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს, მხოლოდ პოლიციელს გადავაბრალოთ თუ რაიმე ხდება ქვეყანაში, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია პასუხისმგებლობა გადაინაწილოს ყველა სტრუქტურამ, ყველას აქვს ძალიან დიდი როლი იმისთვის, რომ იყოს ქვეყანაში სიმშვიდე. მათ შორის ძალიან ბევრ უწყებას და რაც მთავარია საზოგადოებას ერთად. სწორედ თანხმობაში და ჩვენი კომიტეტი არის მზად, რომ გააგრძელოს ამ საკანონმდებლო ინიციატივებზე მუშაობა. ჩვენ მათთან ერთად შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, პოლიციელებთან ერთად, საზოგადოებასთან ერთად ყველამ ჩვენ ჩვენი წვლილი უნდა შევიტანოთ, რომ ძალადობის ფაქტები დავიყვანოთ მინიმუმამდე და საერთოდ შევძლოთ ის, რომ სრულიად მშვიდ გარემოში ვიყოთ, მაგრამ ამისთვის ყველამ ყველაფერი უნდა გააკეთოს პოლიციასთან ერთად და ეს არის თავისთავად შინაგან საქმეთა სამინისტროს როლი და განსაკუთრებით საპატრულო პოლიციის როლი, ბუნებრივია არის მნიშვნელოვანი, მაგრამ კიდევ ერთელ ვამბობ, ერთად, მათთან ერთად იმიტომ, რომ ყველა უწყებას და განსაკუთრებით რამდენიმე უწყებას საზოგადოებასთან ერთად განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რომ საზოგადოება გრძნობდეს თავს მშვიდად და უსაფრთხოდ და ის, რომ დღეს არის ვითარება, როდესაც მაქსიმალურად შესაძლებელი გახდა თავიდან აცილება ძალიან ბევრი სხვადასხვა პრევენციული ღონისძიებით ეს არის, მე ვიქრობ იმ ახალი, სრულიად ახალი ღია პოლიტიკის, დეპოლიტიზირების ამ სისტემის რომელმაც ბუნებრივია შედეგი უკვე მოგვცა“.

სახალხო დამცველის აპარატის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის უფროს ეკატერინე სხილაძის თქმით, „მისასალმებელია ინიციატივა, რომლის ფარგლებშიც მომზადდა უკვე უბნის ინსპექტორთა ნაკადი და ასევე იგეგმება საპატრულო პოლიციის თანამშრომელთა მომზადება ოჯახში ძალადობის ძირითად საკითხებთან დაკავშირებით. სახალხო დამცველის აპარატი ჩართული იყო და აგრძელებს მუშაობას ამ სწავლების პროცესში. ჩვენ ვაფასებთ დადებითად იმ აქტივობას, რასაც ტრენინგის მონაწილეები იჩენენ თემისადმი, თუმცა მომავალშ საჭიროა ამ ადამიანებისათვის უწყვეტ რეჟიმში დამატებითი შესაძლებლობების უზრუნველყოფა“.

11.11.14

ShareTweet

ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”
ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს
ახალი ამბები

ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს

08/05/2026
ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო
ახალი ამბები

ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო

08/02/2026
შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა
ახალი ამბები

შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა

07/17/2026
ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს
ახალი ამბები

ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს

07/18/2026
მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III
ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III

05/22/2026

საინტერესო

“რუსეთი ყველაფერს აკეთებს, რომ სხვა ქვეყნებმა, მათ შორის ჩინეთმა და ინდოეთმა, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის სუვერენიტეტი აღიარონ” –  კარასინი

“რუსეთი ყველაფერს აკეთებს, რომ სხვა ქვეყნებმა, მათ შორის ჩინეთმა და ინდოეთმა, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის სუვერენიტეტი აღიარონ” – კარასინი

3 years ago
მზია გიორგობიანი – 2019 წლიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამა აღდგება

მზია გიორგობიანი – 2019 წლიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამა აღდგება

8 years ago
დაკავებულია წარსულში ნასამართლევი პირი | შსს საგარეჯოში მომხდარ მკვლელობაზე

დაკავებულია წარსულში ნასამართლევი პირი | შსს საგარეჯოში მომხდარ მკვლელობაზე

3 years ago
გიორგი გახარია: “ჩვენთვის ღირსების საგანია, რომ ეს რეფორმა მივიყვანოთ ბოლომდე”

გიორგი გახარია: “ჩვენთვის ღირსების საგანია, რომ ეს რეფორმა მივიყვანოთ ბოლომდე”

8 years ago

ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა
ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა

08/13/2026

4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა და მძიმე დაზიანება მიაყენა. გადაწყვეტილება გორის სასამართლოს...

მეტის ნახვაDetails
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

08/13/2026
ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

08/13/2026
„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა

„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა

08/13/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • „ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა 08/13/2026
  • ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა 08/13/2026
  • ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი 08/13/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by