• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Saturday, August 15, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

“გაოგნებული და თავზარდაცემული ვარ!” – მიხეილ სააკაშვილი კახა ბენდუქიძის გარდაცვალებას გამოეხმაურა

12 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

Saakashvili5_1117საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კახა ბენდუქიძის გარდაცვალებას სოციალური ქსელით გამოეხმაურა.

“გაოგნებული და თავზარდაცემული ვარ. დღეს, პირველად არ პასუხობდა ჩემს სატელეფონო მესიჯებს… კი გამიკვირდა და მერე შემატყობინეს”, – წერს სააკაშვილი და კახა ბენდუქიძესთან ბოლო შეხვედრას და მის გეგმებს იხსენებს. ექსპრეზიდენტი აღნიშნავს, რომ უკრაინაში სერიოზულად განიხილავდნენ ბენდუქიძის ერთ-ერთ წამყვან სამთავრობო პოსტზე დანიშვნას.

“ერთად ვიყავით ალბანეთში სექტემბერში. ცოტა ხნის წინ ბრიუსელში ჩამომაკითხა, სადაც ჩემთან საქმეზე ლაპარაკის გარდა, ჩემს ნიკუშას უყვებოდა სხვადასხვა სასაცილო ისტორიებს და არწმუნებდა კარგად სწავლის აუცილებლობაში. თითქმის ყოველ დღეს ვურეკავდით ერთმანეთს და ბოლოს გუშინ ვესაუბრე. მრავალთვიანი ნერვიულობის შემდეგ ბევრად უფრო მხნედ მომეჩვენა.

რუსეთიდან წასვლა 2004 წელს მოუხდა, მაგრამ ამას საერთოდ არ განიცდიდა, პირიქით უხაროდა. საქართველოს იძულებით დატოვება კი მისთვის უმძიმესი იყო. ქვეყნიდან ამ რამდენიმე თვის წინ, სისხლის სამართლის საქმეების აღძვრის შემდეგ წავიდა. თვლიდა, რომ ან დააპატიმრებდნენ ან მინიმუმ პასპორტს ჩამოართმევდნენ. ბოლო თვეებში ძალიან განიცდიდა, რომ თავისი სიმწრით ნაშენები უნივერსიტეტების მიტოვება მოუხდა. ლონდონში ჩამოაყალიბა იურისტების ჯგუფი და ასევე ცალკე ორგანიზაცია ივანიშვილის რეჟიმთან საბრძოლველად. ძალიან ჩქარობდა, ჩემზე მოუთმენელიც იყო – ბოლო სატელეფონო საუბარში კიდევ ერთხელ მითხრა – ბევრი დრო არ გვაქვს და უახლოეს თვეებში უნდა დავიხსნათ საქართველოო. 15 ნოემბრის აქციის მომზადებაშიც ძალიან აქტიურად მონაწილეობდა.

კვირის ბოლოს კიევში ვფიქრობდით შეხვედრას. ახლა უკვე საიდუმლო აღარაა, რომ უკრაინაში ძალიან სერიოზულად განიხილავდნენ მის ერთ-ერთ წამყვან სამთავრობო პოსტზე დანიშვნას და ამის საბოლოოდ შესათანხმებლად ჩადიოდა. საქართველოდან გააძევეს და ჩვენზე ათჯერ დიდი ქვეყანა აწინაურებდა და სთხოვდა დახმარებას. თვლიდა, რომ უკრაინის ხელისუფლებაში მუშაობით ქართულ საქმეს გააკეთებდა.
ერთდროულად სიკეთის განსახიერება და ბოროტებასთან შეურიგებლობის ეტალონი. დიდი ისტორიული მასშტაბის ეროვნული და მსოფლიო მოღვაწე გარდაიცვალა… ოფიციოზისგან მოძულებული და დევნილი, ის მთელი ცხოვრება სინათლეს სთესდა. სადაც არის, მე ვაძლევ პირობას, ზუსტად ვიცი, რომ შუშის კოლბაში დაბუდებული ბოროტების სიხარული ნაადრევია. მე პირადად კახას და ჩემს თავს ვპირდები, რომ მის ნაცვლადაც გავაგრძელებ ბრძოლას! წყვდიადი დიდხანს ვერ გაგრძელდება! კახას ნაცვლადაც გავცემთ პასუხს ბუმბერაზის მდევნელ ქონდრისკაცებს და მისი სახელითაც დავიხსნით ჩვენს საქართველოს!”,-წერს სააკაშვილი.

14.11.14

ShareTweet

ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს
ახალი ამბები

ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს

08/05/2026
ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო
ახალი ამბები

ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო

08/02/2026
შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა
ახალი ამბები

შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა

07/17/2026
ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს
ახალი ამბები

ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს

07/18/2026
მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III
ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III

05/22/2026

საინტერესო

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა ფუნქციონირებას 2017 წლის ბოლოსთვის დაიწყებს

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა ფუნქციონირებას 2017 წლის ბოლოსთვის დაიწყებს

10 years ago
ლევან გოფოძე – უნდა ვიფიქროთ, რომ ინფექცია დასასრულისკენ მიდის

ლევან გოფოძე – უნდა ვიფიქროთ, რომ ინფექცია დასასრულისკენ მიდის

6 years ago

ბიძინა ივანიშვილი კონფლიქტოლოგ გოგი ხუციშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

13 years ago
ეკა ბესელიამ, ზვიად კვაჭანტირაძემ და გედევან ფოფხაძემ ახალი პარტია „სამართლიანობისთვის“ შექმნეს

ეკა ბესელიამ, ზვიად კვაჭანტირაძემ და გედევან ფოფხაძემ ახალი პარტია „სამართლიანობისთვის“ შექმნეს

7 years ago

ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა
ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა

08/13/2026

4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა და მძიმე დაზიანება მიაყენა. გადაწყვეტილება გორის სასამართლოს...

მეტის ნახვაDetails
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

08/13/2026
ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

08/13/2026
„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა

„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა

08/13/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • „ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა 08/13/2026
  • ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა 08/13/2026
  • ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი 08/13/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by