დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამუშაო ვიზიტით დიდ ბრიტანეთს ეწვევა. როგორც “თბილისი თატიმსს” საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის მეთაური შეხვედრებს გამართავს გავლენიანი სარეიტინგო კომპანიების ხელმძღვანელებთან. დღეს ირაკლი ღარიბაშვილი Moody’s, Fitch Rating-ის და Standard & Poor’s-ის პრეზიდენტებს შეხვდება.
ლონდონში ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრა მსხვილ ინვესტორებთან და ბიზნესკომპანიების წარმომადგენლებთან.
ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილი Financial Times-ს ექსკლუზიურ ინტერვიუს მისცემს.
საქართველოს დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც შედიან ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, პრემიერ-მინისტრთან არსებული ეკონომიკური საბჭოს მდივანი რომან ჩხენკელი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძე, დიდ ბრიტანეთს 25 ნოემბერს დატოვებს.
24.11.14