• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, October 30, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

„შერატონ მეტეხი პალასი“ 1 წლით იხურება – დაგეგმილი რეკონსტრუქცია და სამომავლო გეგმები

12 years ago
კატეგორია: ეკონომიკა, მთავარი მოვლენები
A A
„შერატონ მეტეხი პალასი“ 1 წლით იხურება – დაგეგმილი რეკონსტრუქცია და სამომავლო გეგმები
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

10816168_879391778758766_1229690470_n

სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასი“, რომელიც ძველი თბილისის ერთ-ერთ საუკეთესო ადგილზეა განთავსებული უკვე 14 წელზე მეტია ქართველ თუ უცხოელ მომხარებლებს კომფორტსა და მაღალი ხარისხის მომსახურებას სთავაზობს. სასტუმრო შედის თბილისის იმ ცნობილ და ყველაზე მოთხოვნად ადგილებს შორის, სადაც ყველაზე ხშირად ეწყობა კონფერენციები და სემინარები. იგეგმება  სხვადასხვა შეხვედრა, წვეულებები, ჩვენება თუ პირადი სადილი. შერატონის  მთავარ უპირატესობად წლების განმავლობაში მისი ადგილმდეობარეობა მიიჩნეოდა. იგი თბილისის აეროპორტიდან დედაქალაქში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და ახლოსმდებარე ხუთვარსკვლავიანი სასტუმროა, რომელიც ნარიყალას ციხეს, მეტეხის ტაძარს, გოგირდის აბანოებს, ოპერასა და ეროვნულ მუზეუმთან რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს.

12 ნოემბერს სასტუმროს ადმინისტრაციამ, “რას ალ ხაიმა ინვესტმენთ აუტორიტი ჯორჯიას” დირექტორმა, გურამ ცანავამ, მთავარმა აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა ჯეიმს ბიუქენანმა, დირექტორმა კოლინ ქრუქშანკიმ და “სტარავუდ ჰოტელს & რეზორთსის” აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის რეგიონალური მენეჯერმა – კლაუს ბრანდშტეტერმა ერთობლივი კონფერენცია გამართეს. კონფერენციაზე წარმომადგენლებმა დამსწრე საზოგადოებას აცნობეს, რომ  „შერატონ მეტეხი პალასი“ ერთწლის განმავლობაში დაიხურება სრულმასშტაბიანი რეკონსტრუქციის მიზნით.

10816235_879392015425409_334578565_n

„თბილისი თაიმსი“ აღნიშნულ საკითხზე სასაუბროდ დაუკავშირდა „შერატონ მეტეხი პალასის“ პიარ-სამსახურს:

  • გავრცელებული ინფორმაციით, „შერატონ მეტეხი პალასში“ დაგეგმილია სარემონტო სამუშაოები, თუ შეგიძლიათ გვითხრათ, რა ვადებშია განსაზღრული აღნიშნული სამუშაოები ?

ამ დრომდე ზუსტად ვადები არ იყო განსაზღვრული, თუმცა „შერატონ მეტეხი პალასის“ დახურვის შემდეგ დაახლოებით, ერთი წლის განმავლობაში მუდმივად იქნება სარეკონსტრუქციო სამუშაოები. სასტუმროს დახურვა დაგეგმილია 2014 წლის 1-ელ დეკემბერს  და  გაიხსნება 2016 წლის დასაწყისში, სავარაუდოდ იანვრის თვეში.

  • იგეგმება თუ არა რაიმე სახის ცვლილებები შენობის გარე ფასადზე ან შენობის შიგნით და ექნება თუ არა „შერატონს“ იგივე ფუნქცია ?

სრული რეკონსტრუქციის ფარგლებში განსაზღვრულია ინტერიერისა და ექსტერიერის მთლიანად შეცვლა. ეს პროცესი დედაქალაქისთვისაც მნიშვნელოვანი იქნება, რადგან „შერატონ მეტეხი პალასს“ განსაკუთრებული ადგილი უკავია თბილისში, ის არის პოპულარული ტურისტებში და შესაბამისად, ერთწლიანი შესვენების შემდეგ იგი თბილის დაუბრუნდება , როგორც ჭეშმარიტად ხუთვარსკვლავიანი, საერთაშორისო სტანდარტების მქონდე სასტუმრო.

  • თქვენი ინფორმაციით, ხომ არ იგეგმება სასტუმროს გაფართოება და რამდენად დიდ თანხებთან არის დაკავშირებული სასტუმროს სარემონტო სამუშაოები?

სასტუმროს რეკონსტრუქციას ადგილობრივი სამშენებლო კომპანია განახორციელებს. დაგეგმილია სასტუმროსთვის განკუთვნილი ოთახების სრული რეკონფიგურაცია.  განახლებული სასტუმროს გახსნის შემდეგ  კი „შერატონ მეტეხი პალასი“ არა 140 ნომრით, არამედ 220 ფეშენებელური საკლუბო და ლუქსის ტიპის ნომრებით წარსდგება სტუმრების წინაშე. როგორც გარე, ისე შიდა ფასადი ძირეულად ტრანსფორმირდება და დაიხვეწება. სრული რეკონსტრუქციის ფარგლებში 25 მილიონი დოლარი დაიხარჯება. სასტუმროს ამასთანავე ექნება თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი და კეთილმოწყობილი ფიტნეს და სპა სივრცეები, ახალი რესტორნები, ბარები და ექსკლუზიური ლაუნჯები, ვგეგმავთ საკონფერენციო და ღონისძიებების ცენტრის გაფართოებას.

10816063_879392428758701_1036894802_n„შერატონ მეტეხი პალასის“ მშენებლობა 1989 წელს დაიწყო და საზეიმო ვითარებაში 1991 წელს გაიხსნა. მისი ამჟამინდელი მფლობელია შპს. „რა ალ ხაიმა ინვესტმენტ აუტორიტი ჯორჯია“, გენერალური მენეჯერი – ტონი ტოშევი, ხოლო მმართველი კომპანიაა –  სტარვუდის სასტუმროებისა და კურორტების საერთაშორისო კორპორაციის შერატონის ბრენდი.

„თბილისი თაიმსმა“ პიარ-სამსახურს სთხოვა უკვე განახლებული „შერატონ მეტეხი პალასის“ მაკეტისა და ინტერიერის ფოტოების მოწოდება, თუმცა მათივე განცხადებით, ამ დროისთვის ისინი არ მოეპოვებათ.

27.11.14

ნათია კეკენაძე

Share1Tweet1

ახალი ამბები

ახალციხეში ახალგაზრდა კაცი გარდაცვლილი იპოვეს
ახალი ამბები

ახალციხეში ახალგაზრდა კაცი გარდაცვლილი იპოვეს

10/29/2026
ქალის ყალბი პროფილებით, კაცებს პაემანს უნიშნავდნენ და შემდეგ თავს ესხმოდნენ – 7 პირს ბრალდება წარედგინა
ახალი ამბები

ქალის ყალბი პროფილებით, კაცებს პაემანს უნიშნავდნენ და შემდეგ თავს ესხმოდნენ – 7 პირს ბრალდება წარედგინა

10/29/2026
ქობულეთში, პეტრას ციხესთან ქორწილის მანქანა გადაბრუნდა – არიან დაშავებულები
ახალი ამბები

ქობულეთში, პეტრას ციხესთან ქორწილის მანქანა გადაბრუნდა – არიან დაშავებულები

10/29/2026
„საქმეზე ერთი გამომძიებელი აღარ მუშაობს , პროცესში მთელი გუნდია ჩართული….“ – სიახლეები გურამ დადიანიძის საქმეში
ახალი ამბები

„საქმეზე ერთი გამომძიებელი აღარ მუშაობს , პროცესში მთელი გუნდია ჩართული….“ – სიახლეები გურამ დადიანიძის საქმეში

10/29/2026
„მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ავტომობილი ამოტრიალდა…“ – ავარია მარნეული-სადახლოს გზაზე
ახალი ამბები

„მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ავტომობილი ამოტრიალდა…“ – ავარია მარნეული-სადახლოს გზაზე

10/29/2026
საქართველოს წარმომადგენელი, ანი სტეფანიშვილი Miss Asia Global 2026-ის გამარჯვებული გახდა
ახალი ამბები

საქართველოს წარმომადგენელი, ანი სტეფანიშვილი Miss Asia Global 2026-ის გამარჯვებული გახდა

10/29/2026

საინტერესო

განათლების სამინისტრო მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას მოუწოდებს

11 years ago

გენდერული თანასწორობის საბჭომ 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმა დაამტკიცა

9 years ago

ბრიტანული დიპლომის მიღება უკვე საქართველოშიცაა შესაძლებელი

10 years ago
“სახეზე გვაქვს ეკონომიკური ზრდის შენელება”

პრეზიდენტის აზრით, ნებისმიერი საკონსტიტუციო ცვლილება ხალხთან უნდა იყოს შეთანხმებული

10 years ago

ახალი ამბები

ახალციხეში ახალგაზრდა კაცი გარდაცვლილი იპოვეს
ახალი ამბები

ახალციხეში ახალგაზრდა კაცი გარდაცვლილი იპოვეს

10/29/2026

ახალციხე-ფარეხას მონაკვეთზე საკონსერვო ქარხანასთან ახალგაზრდა კაცი გარდაცვლილი ნახეს. რა გახდა გარდაცვალების მიზეზი უცნობია. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.  ცხედარს პროზექტურაში გადაასვენებენ.

მეტის ნახვაDetails
ქალის ყალბი პროფილებით, კაცებს პაემანს უნიშნავდნენ და შემდეგ თავს ესხმოდნენ – 7 პირს ბრალდება წარედგინა

ქალის ყალბი პროფილებით, კაცებს პაემანს უნიშნავდნენ და შემდეგ თავს ესხმოდნენ – 7 პირს ბრალდება წარედგინა

10/29/2026
ქობულეთში, პეტრას ციხესთან ქორწილის მანქანა გადაბრუნდა – არიან დაშავებულები

ქობულეთში, პეტრას ციხესთან ქორწილის მანქანა გადაბრუნდა – არიან დაშავებულები

10/29/2026
„საქმეზე ერთი გამომძიებელი აღარ მუშაობს , პროცესში მთელი გუნდია ჩართული….“ – სიახლეები გურამ დადიანიძის საქმეში

„საქმეზე ერთი გამომძიებელი აღარ მუშაობს , პროცესში მთელი გუნდია ჩართული….“ – სიახლეები გურამ დადიანიძის საქმეში

10/29/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • ახალციხეში ახალგაზრდა კაცი გარდაცვლილი იპოვეს 10/29/2026
  • ქალის ყალბი პროფილებით, კაცებს პაემანს უნიშნავდნენ და შემდეგ თავს ესხმოდნენ – 7 პირს ბრალდება წარედგინა 10/29/2026
  • ქობულეთში, პეტრას ციხესთან ქორწილის მანქანა გადაბრუნდა – არიან დაშავებულები 10/29/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by