• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, October 30, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

„რუსეთსა და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას შორის გაფორმებული ხელშეკრულების ტექსტში ჩაღრმავებას აზრი არ აქვს, რადგან უკანონოა“

12 years ago
კატეგორია: პოლიტიკა
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

paata zakareishvili sakartvelos sahaero sivrtsis darghvevis fakts ekhmaureba 10764

„რუსეთსა და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას შორის გაფორმებული ხელშეკრულების ტექსტში ჩაღრმავებას აზრი არ აქვს, რადგან უკანონოა. მეორე საკითხია, რატომ გააკეთა რუსეთმა დღეს ეს? – იმიტომ, რომ აშკარად ხედავს, კარგავს აფხაზეთს საქართველო – ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმების გაფორმებით,“ – ამის შეხაებ „თბილისი თაიმსს“  სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილმა განუცხადა.

”ერთმნიშვნელოვანია, რომ რუსეთსა და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას შორის გაფორმერბული ხელშეკრულება არის მორიგი უკანონობა, ისე როგორც 80-მდე ხელშეკრულება, რომელიც რუსეთსა და დე ფაქტო აფხაზეთს შორის გაფორმდა. ჩვენ რომ ჩავუღრმავდეთ ამ დოკუმენტებს და ვაღიაროთ, ამით რაღაც იცვლება, ძალიან საბედისწერო შეცდომას დავუშვებთ. მაშინ გამოდის, რომ ჩვენ ყველა დანარჩენი ხელშეკრულებაც ასევე სერიოზულად უნდა აღვიქვათ… ე.წ. ხელშეკრულება, როგორც საქართველოს კანონმდებლობით, ისე საერთაშორისო სამართლით უკანონოა და არავითარი სამართლებრივი ძალა არ გააჩნია. რაც შეეხება რუსეთის ქმედებას, როგორც პოლიტიკურ ქმედებას, ეს არის საქართველოს ტერიტორიის ანექსიისკენ გადადგმული მორიგი ნაბიჯი, სადაც პირველად გამოჩნდა, რომ რუსეთი ეჭვქვეშ აყენებს აფხაზეთის დამოუკიდებლობას. გარდა ემოციებისა და პანიკური განწყობისა, საჭიროა, ამას შევხედოთ გონივრულად და გრძელვადიან პერსპექტივაში ვნახოთ, რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს ე.წ ხელშეკრულება არსებითად არ განსხვავდება ბოლო 4 წლის განმავლობაში გაფორმებულ ოთხმოცზე მეტ მსგავსი ე.წ. ხელშეკრულებისგან. ყველაზე მძიმე ცვლილებები მოხდა 2008 წლის აგვისტოში, როცა საქართველოს იმდროინდელი ხელისუფლების ავანტიურისტულმა პოლიტიკამ რუსეთს საშუალება მისცა, განეხორციელებინა საომარი მოქმედებები, მოეხდინა ტერიტორიების ჯერ ოკუპაცია, შემდეგ აღიარება და უკანონო ხელშეკრულებების ხელმოწერა. ეს ხელშეკრულებები თავისი სტატუსით უფრო მაღალია, ვიდრე 24 ნოემბერს ხელმოწერილი დოკუმენტი. რუსეთსა და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას შორის, 2008 წლის 17 სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულება, რა თქმა უნდა, უკანონოა, მაგრამ 24 ნოემბერს ხელმოწერილი ე.წ. ხელშეკრულება სწორედ ამ შეთანხმებიდან გამოდის. აქედან გამომდინარე, შეუძლებელია ეს დოკუმენტი სამართლებრივად შეფასდეს, რადგან მისი წარმომშობი ხელშეკრულება უკანონოა.  შესაბამისად, დღეს მის ტექსტში ჩაღრმავებას აზრი არ აქვს, რადგან უკანონოა. მეორე საკითხია, რატომ გააკეთა რუსეთმა დღეს ეს? – იმიტომ, რომ აშკარად ხედავს, კარგავს აფხაზეთს საქართველო – ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმების გაფორმებით. შეიქმნა რა შანსი აფხაზებისთვისაც, მოახდინოს დისტანცირება რუსეთისგან და შეიქმნას გარკვეული ევროპული  პერსპექტივა. სწორედ ამიტომ დაიწყო რუსეთმა პანიკური ქცევა და აფხაზური მხარე იძულებული გახადა, ეჭვქვეშ დაეყენებინა მის მიერ მიღწეული და რუსეთის მიერ აღიარებული ე.წ. დამოუკიდებლობა. აქედან გამომდინარე, ჩვენ ცალსახად და მკაფიოდ, არა თუ არ უნდა შევაჩეროთ და შევაყოვნოთ ჩვენი ინტეგრაცია ევროპისკენ, არამედ კიდევ მეტად დავაჩქაროთ და მეტი ინტენსივობით მოვახდინოთ ევროპულ სივრცეში ჩვენი ინტეგრაცია. ეს არის მთავარი ამოცანა. ამ ფონზე უნდა გადავარჩინოთ როგორც მთელი საქართველო, ისე საქართველოში მცხოვრები ჩვენი მოქალაქეები, ეთნიკურად აფხაზები, ეთნიკურად ოსები.  რაც შეეხება მოლაპარაკებებს და აბაშიძე-კარასინის ფორმატს, ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფორმატი. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოსა და რუსეთს არა აქვთ დიპლომატიური ურთიერთობები, ამ ფონზე რაღაც დიალოგის ფორმატი უნდა არსებობდეს. შესაბამისად, ეს ფორმატი, ვფიქრობ მისაღებია, ამიტომ არ უნდა გადაიხედოს,“ – განმარტავს მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი.

04.12.14

ნინა პირტახია

ShareTweet

ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა
ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა

09/20/2026
ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ
ახალი ამბები

ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ

09/14/2026
რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე
ახალი ამბები

ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025

საინტერესო

ნელსონ მანდელას ჯანმრთელობა გაუარესდა

13 years ago
მცხეთის მერი – მცხეთის ჯვრის მონასტერი მეექვსე საუკუნის შემდეგ არავის დაუკეტავს

მცხეთის მერი – მცხეთის ჯვრის მონასტერი მეექვსე საუკუნის შემდეგ არავის დაუკეტავს

8 years ago
საქართველოსა და თურქმენეთს შორის ოფიციალურ დოკუმენტებს ხელი მოეწერა

საქართველოსა და თურქმენეთს შორის ოფიციალურ დოკუმენტებს ხელი მოეწერა

12 years ago
“ვთხოვთ ჩვენს ელჩებს, რომ მაქსიმალურად გვერდში დაგვიდგნენ “

“სამწუხაროდ, საქართველოში, წლების მანძილზე საგზაო შემთხვევების რაოდენობა იზრდება”

11 years ago

ახალი ამბები

ახალციხეში ახალგაზრდა კაცი გარდაცვლილი იპოვეს
ახალი ამბები

ახალციხეში ახალგაზრდა კაცი გარდაცვლილი იპოვეს

10/29/2026

ახალციხე-ფარეხას მონაკვეთზე საკონსერვო ქარხანასთან ახალგაზრდა კაცი გარდაცვლილი ნახეს. რა გახდა გარდაცვალების მიზეზი უცნობია. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.  ცხედარს პროზექტურაში გადაასვენებენ.

მეტის ნახვაDetails
ქალის ყალბი პროფილებით, კაცებს პაემანს უნიშნავდნენ და შემდეგ თავს ესხმოდნენ – 7 პირს ბრალდება წარედგინა

ქალის ყალბი პროფილებით, კაცებს პაემანს უნიშნავდნენ და შემდეგ თავს ესხმოდნენ – 7 პირს ბრალდება წარედგინა

10/29/2026
ქობულეთში, პეტრას ციხესთან ქორწილის მანქანა გადაბრუნდა – არიან დაშავებულები

ქობულეთში, პეტრას ციხესთან ქორწილის მანქანა გადაბრუნდა – არიან დაშავებულები

10/29/2026
„საქმეზე ერთი გამომძიებელი აღარ მუშაობს , პროცესში მთელი გუნდია ჩართული….“ – სიახლეები გურამ დადიანიძის საქმეში

„საქმეზე ერთი გამომძიებელი აღარ მუშაობს , პროცესში მთელი გუნდია ჩართული….“ – სიახლეები გურამ დადიანიძის საქმეში

10/29/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • ახალციხეში ახალგაზრდა კაცი გარდაცვლილი იპოვეს 10/29/2026
  • ქალის ყალბი პროფილებით, კაცებს პაემანს უნიშნავდნენ და შემდეგ თავს ესხმოდნენ – 7 პირს ბრალდება წარედგინა 10/29/2026
  • ქობულეთში, პეტრას ციხესთან ქორწილის მანქანა გადაბრუნდა – არიან დაშავებულები 10/29/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by