საქართველოს პრეზიდენტი ევროპარლამენტში ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაციის პროცესს დაესწრება
პრეზიდენტის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტი დღეს სტრასბურგში გაემგზავრება, სადაც 18 დეკემბერს დაესწრება ევროპარლამენტის სესიას, რომელზეც მოხდება საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება.
ქვეყნის პირველი პირი მონაწილეობას მიიღებს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის უმნიშვნელოვანეს, ისტორიულ პროცესში და ქვეყანა უმაღლეს დონეზე იქნება წარმოდგენილი.
ევროპარლამენტის მიერ აღნიშნული შეთანხმების რატიფიკაცია ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის გახდება დამატებითი სტიმული, რათა საკუთარ სახელმწიფოებში დააჩქარონ ამ დოკუმენტის რატიფიკაციის პროცესი.
17.12.14












