საქართველოს უზენაეს სასამართლოს მალე ახალი თავმჯდომარე ეყოლება. რა თქმა უნდა, ეს ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის ძალიან მიშვნელოვანია. პოლიტიკური ძალებიც ამაზე უკვე კარგა ხანია მსჯელობენ და ვარაუდობენ თუ ვინ შეიძლება იყო არჩეული კანდიდატი. ზოგისათვი მთავარაია, რომ მას კარგი და დიდ ხნიანი გამოცდილება ქონდეს, ზოგისათვი მთვარია, რომ ის არ ასოცირდებოდეს რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან, ზოგისათვის მთავარია, რომ ის კარგი პიროვნება და პროფესიონალი იყოს და ა.შ. ვინ იქნება იდუმალებით მოცული ეს კანდიდატი, ერთ თვეში საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშილმა უნდა გაგვიმხილოს. უმრავლესობაში ადასტურებენ, რომ შიდა კონსულტაციები უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შესარჩევად უკვე დაწყებულია. არასამთავრობო ორგანიზაციათა მცირე ჯგუფმა, არ გამორიცხა, რომ შესაძლებელია, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურებს შორის, ხელისუფლება ეკა ბესელიას და ზაქარია ქუცნაშვილს განიხილავდეს. ეკა ბესელია კოტე კუბლაშვილის შემცვლელად მის დანიშვნას უარყოფს. უმცირესობა კი ფიქრობს, რომ საპალამენტო უმრავლესობა პრეზიდენტს პოლიტიკური ნიშნით შერჩეული კანდიდატრურის დასახელებას მოსთხოვს. უმცირესოაბა შესარჩევ კონსულტაციებში მონაწილეობის მისაღებად მზადაა. ისინი აღნიშნავენ, რომ მათთვის მთავარია არჩეული კანდიდატი არ ასოცირდებოდეს, პოლიტიკურ ძალასთან. ალბათ ავიწყდებათ, რომ მოქმედი თავმჯდომარე ნაციონალური მოძრაობის ერთ – ერთი ლიდერის ძმაა. უზენაესი სასამრთლოს თავჯდომარე საკანონმდებლო ორგანომ 10 წლის ვადით უნდა აირჩიოს. მე კი ვფიქრობ, რომ ეს პოლიტიკოსთა უმრავლესობისათვის მორიგი თამაშია ქულების დასაწერად. რაც უფრო შეუსაბამო კანდიდატი იქნება დანიშნული, ოპოზიციას უფრო მეტი საბაბი ექნება აკრიტიკოს ხლისუფლება. ხელისუფლება კი ნაკლენად იფიქრებს იმაზე თუ ვის წისქვილზე ასხამს წყალს. რაც მთავარია, ამ პროცესმა უნდა უზრუნველყოს საზოგადოებრივი ინტერესების დაკმაყოფილება, რაც გამოიხატება კანონის უზენაესობასა და სამართლიანი სასამართლოს უფლების დამკვიდრებაში. სხვა შემთხვევაში, საზოგადოებრივი მოლოდინები აღარ იარსებებს. შესაბამისად, მცირეოდენ ცდომილებასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საკითხის ობიექტურობისთვის. მთავარია, ხალხში არ გაჩნდეს განწყობა – თუკი 2003-2015 წლებში, სასამართლო სისტემა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური ბრძოლის ელემენტი იყო, 2015 წლის თებერვლიდან, სასამართლო არ უნდა გადავიდეს „ქართული ოცნების“ პოლიტიკის მიზნების მსახურად, არამედ ახალმა ცვლილებებმა უნდა მოიტანოს რეალური მართლმსაჯულება და საზოგადოებრივი ნდობა.
შესაბამისად, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. მანადე კი „თბილისი თაიმსი“ საკითხზე სამართლის სპეციალისტებისა და საზოგადოებისთვის ცნობილი იურისტების შეფასებებით დაინტერესდა. გთავაზობთ ა/ო „ახალგაზრდა ადვოკატების“ თანადამფუძნებლისა და ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის, ა/ო „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ გამგეობის წევრის, კახა კოჟორიძისა და ა/ო „ადვოკატთა ალიანსის“ ხელმძღვანელის, მამუკა მდინარაძის მოსაზრებებს.
„ახალგაზრდა ადვოკატების“თანადამფუძნებლი დახელმძღვანელი, არჩილკაიკაციშვილი:
თებერვლის თვეში საქართველოს უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარე უნდა დაინიშნოს, როგორ ფიქრობთ, ვინ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება მისი დანიშვნის შესახებ?
– საქართველოს უზანაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურას წარადგენს პრეზიდენტი და ამტკიცებს პარლამენტი. პროფესიულ წრეებში, გაჩნდა ხედვები, თუ რა ფორმით უნდა მოხდეს, ზოგადად, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის არჩევა. არის სხვადასხვა ვერსია. მოცემულ შემთხევევაში, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურას დაამტკიცებს პარლამენტი. ის, თუ რამდენად სწორია ეს ფორმა, არის მსჯელობისა და დისკუსიის საგანი, თუმცა მოცემულ დროში, როდესაც ერთი თვეც აღარ დარჩა, შეუძლებელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის არჩევა ახალი პროცედურებით. საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც შესაძლებელია სამოქალაქო სექტორიდან თუ პოლიტიკური წწიდან რომელიმე ჯგუფს ქონდეს, ფიზიკურად ვერ მოესწრება. ჩვენ ყველანი ველოდებით კანდიდატების დასახელების პროცედურას, რადგან საზოგადოებას გვქონდეს მკაფიო წარმოდგენა, ვინ უხელმძღვნელებს მათლმსაჯულების სისტემას, ვინ იქნება მესამე ხელისუფლების პირველი მოსამართლე. ეს არის ისტორიული გადაწყვეტილება, თუ ვინ შეცვლის კოტე კუბლაშვილს. „ახალგაზრდა ადვოკატების“ მიერ თბილისში, დეკემბერში ჩატარებული მოქალაქეთა გამოკითხვის შედეგად, 61%–ზე მეტი მიიჩნევს, რომ სასამართლო სისტემა, როგორც ინსტიტუცია, ნდობას არ იმსახურებს და მისი გაძლიერება, დამოუკიდებლობა, აუცილებელია.
რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილენდეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და გყავთ თუ არა სასურველი კანდიდატი?
– უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე უნდა იყოს საზოგადოებაში და სამართლის სფეროში აღიარებული ფიგურა, პროფესიონალი, მიუკერძოებელი. მისი პიროვნების ავტორიტეტმა შემდგომში უნდა განსაზღვროს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის ხარისხი. მისი მიუკერძოებლობა და გამოცდილება სამართლის სფეროში განსაზღვრავს შემდგომში მოსამართლეთა კორპუსის პრინციპულობას და იმას, თუ რამდენად იქნება სამართლიანი მართლმსაჯულება. დღეს მართლმსაჯულებას აკლია პრინციპულობა და კვალიფიციური დასაბუთება სხვადასხვა საქმესთან დაკავშირებით. რაც შეეხება კანდიდატებს, საბედნიეროდ ძალიან ბევრი საინტერესო და ღირსეული ფიგურა შეიძლება დასახელდეს. პირადად ჩემთვის – ეს არის პიროვნება, ვისაც ვენდობი, ვიცი, რომ მის ხელში სასამართლო სისტემა იქნება ეფექტური, ღირსეული, დამოუკიდებელი და მიუკერძოებული, ვინც უზრუნველყოფს მხარეთა შეჯიბრითობის რეალურ განვითარებას სასამართლო ინსტანციაში. ასეთ კანიდატურად მე მივიჩნევ ლადო ჭანტურიას. შეთანხმებულია იურიდიული საზოგადოება, რომ ლადო ჭანტურია შეიძლება იყოს ის პიროვნება, რომელიც ძალიან ღირსეულად უხელმძღვანელებს სასამართლო სისტემას. ის ერთხელ უკვე იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და სწორედ მის სახელთანაა დაკავშირებული, საქართველოში სასამართლო რეფორმა. აგრეთვე, ვფიქრობ, რომ უზენაესი სასამართლოს კარგი თავმჯდომარე იქნება თეა წულუკიანი. თეა წულუკიანს შეუძლია, მართლმსაჯულების სისტემა და საქმიანობა, დაუახლოვოს ევროპულ სტანდარტებს და ეს შეძლოს ძალიან სწრაფად. თეა წულუკიანის ევროსასამართლოში საქმიანობა და გამოცდილება ქართულ სასამართლო სისიტემას სჭირდება. შესაბამისად, მე სწორედ ეს ორი ფიგურა მესახება გამოკვეთილად უზენაესი სასამართლოს ახალ თავმჯდომარედ. რა თქმა უნდა, შეიძლება ვიმსჯელოთ სხვა კანდიდატებზეც, მაგრამ მოცემულ ეტაპზე, მიმაჩნია, რომ ლადო ჭანტურია და თეა წულუკიანი, ალტერნატივის გარეშეა. ასევე, მე არ მინდა, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის არჩევის პროცედურა გახდეს პოლიტიკური მანიპულაციის თემა.
რაზე იქონიებს გავლენას უზენაესი სასამართლოს ახალი თავჯდომარის არჩევა და რამდენად მნიშვნელოავნია ეს სახელმწიფოსათვის?
– საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეზეა დამოკიდებული, თუ როგორი იქნება სასამართლო სისტემა და რამდენად აისახება რეფორმები მხარეთა შეჯიბრითობის მიმართულებით. სისტემაში არსებობს უამრავი პრობლემა, რომელთა ჩამოთვლაც, ძალიან შორს წაგვიყვანს. ელემენტარულად, გაუმართავია საორგანიზაციო მხარე და ინფრასტრუქტურა. მოსამართლეებს არ აქვთ რეალური შესაძლებლობა, კვირაში ორჯერ მაინც ჩაატარონ სასამართლოს სხდომა, რადგანაც სასამართლო დარბაზები გადატვირთული და დაკავებულია. ერთ მოსამართლეს მხოლოდ 150–ზე მეტი საქმე აქვს განსახილველი. საზოგადოებისთვის ხარისხიან მართლმსაჯულებაზე ხელმისწავდომობა დღეს სერიოზული პრობლემაა. სხვათაშორის, ერთ-ერთ სემინარზე, როდესაც აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს იუსტიციის მინისტრს, თეა წულუკიანს მივაწოდეთ ინფორმაცია, ქალბატონმა მინისტრმა საგულდაგულოდ ჩაინიშნა ეს პრობლემა, თუმცა პრობლემა თეა წულუკიანის მოსაგვარებელი კი არა, უზენაესი სასამართლოს პირველი პირის საკითხია. შესაბამისად, ადგილი აქვს, თავად მოსამართლეების მხრიდან კანონის დარღვევას, როდესაც კანონით დადგენილ საპროცესო განხილვის ვადებში, მოსამართლეები ვერ ასრულებენ საქმეს. ამასაც პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე მოგახსენებთ. მაგალითად, საქართველოს უზენაეს სასამართლოში, წელიწადზე მეტი დრო გავიდა, როდესაც ერთი საკასაციო საჩივარი, ჯერ კიდევ გადაწყვეტილებას ელოდება. რამდენჯერაც მოსამართლის თანაშემწეს დავეკონტაქტეთ, იმდენჯერ საქმეთა სიმრავლის მიზეზი მოვისმინეთ. საინტერესოა, იუსტიციის საბჭო, თანაც რეფორმირებული, დღეს რეალურად ფუნქციონირებს თუ ვინ უნდა მოაგვაროს ეს პრობლემა?
როგორ შეაფასებდით კოტე კუბლაშვილის მუშაობას?
– კოტე კუბლაშვილის საქმიანობას შევაფასებდი კრიტიკულად, ვიანიდან მან ვერ უზრუნველყო სასამართლო სისიტემის რეალური დამოუკიდებლობა და შესაბამისად, მიმდინარე რეფორმის წარმატებულობა, ამ მიმართულებით. ნებისმიერი სფეროს ლიდერის საქმიანობა ფასდება მიღწეული შეეგებით. შედეგების თვალსაზრისით, 2003–2014 წლების პერიოდში, ცალკეული მოსამართლეების მხრიდან მიღებულია იმგვარი გადაწყვეტილებები, რომელიც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეებზე, ტოვებს პოლიტიკური სასამართლოს გადაწყვეტილებებს და სახეზეა შერჩევითი მართლმსაჯულება.
ჩვენ შეგვიძლია გავიხსენოთ ევროსასამართლოს მიერ საქართველოს წინააღმდეგ გამოტანილი უამრავი საქმე. საკმარისია შევეხოთ „გირგვლიანი და ენუქიძე საქართველოს წინააღმდეგ“, სადაც ევროსასამართლომ ქართული სასამართლოს მიკერძოებული და პოლიტიკური ჩარევის ფაქტები დაადასტურა. „პოლიტიკური სასამართლო“, ეს არის ტერმინი, რომელიც 2003–2014 წლის მმართველობის პერიოდში, კონსტანტინე კუბლაშვილის პირველი მოსამართლეობის დროს ჩამოყალიბდა. შეგახსენებთ, სისხლისსამართლის საქმეებზე გამამართლებელი განაჩენების სტატისტიკას 2012 წლამდე. ეს იყო 0,01 %. შეიძლება, კოტე კუბლაშვილი ძალიან კარგი სამართლის სპეციალისტია, მაგრამ მისი შესაძლებლობები ვერ ან არ აისახა ქართული სასამართლოს დამოუკიდებლობაზე, რომელსაც საზოგადოება ელოდა და მოითხოვდა. ამასთან, კონსტანტინე კუბლაშვილი ნებსით თუ უნებლიედ, დაკავშირებული აღმოჩნდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“. არ მეგულება არც ერთი ევროპული ქვეყანა, სადაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერის ძმაა. შესაბამისად, გვქონდა ისეთი მართლმსაჯულებაც, როგორიც გვქონდა. რად ღირს 2014 წლის ბოლოს გამოქვეყნებული „ეუთოს“ დასკვნაც, რომელიც კოტე კუბლაშვილის მოღვაწეობას, კიდევ უფრო მეტად ამძიმებს. სად წავიდა მილიონები, რომელიც დონორი ორგანიზაციების მხრიდან სასამართლო რეფორმისათვის დაიხარჯა? ეს თანხა უნდა მოხმარებულიყო ინფრასტრუქტურას და მოსამართლეების ცოდნის ამაღლებას. არც ერთი და არც მეორე მიმართულებით, ეს საგრძნობი არ არის. მნიშვნელოვანია კოტე კუბლაშვილმა საზოგადეობას ჩააბაროს ანგარიში, მათ შორის, თუ სად წავიდა ეს თანხები. საზოგადოება გრძნობს, თუ როგორი პოლიტიკური სასამართლო არსებობდა 2003– 2014 წლებში. სასამართლოს ახალმა თავმჯდომარემ კი უნდა დაამტკიცოს, რომ მთავარია კანონი და კანონის უზენაესობა და არა პოლიტიკა ან ის, მთავრობაში, რომელი პოლიტიკური ჯგუფი იქნება. მაშინ შევძლებთ ვთქვათ, რომ ქართული მართლმსაჯულება დამოუკიდებელია.
„საქართველოსახალგაზრდაიურისტთაასოციაციის“ გამგეობის წევრი, კახაკოჟორიძე:
„საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის დანიშვნის ექსკლუზიური უფლებამოსილება აქვს საქარველოს პრეზიდენტს. კანონმდებლობის თანახმად საქართველოს პრეზინედტი არის პირი, რომელიც წარადგენს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატს, პარლამენტი კი სიით შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს ამ თანანმდებობაზე წარდგენილ პირს. უზენაესი სასამართლოს თავმჯდმდომარე ძალიან ბევრ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს, გარდა იმისა რაც კანონში წერია. კანონშიც ბევრი არაფერი არ წერია, იქ მხოლოდ ნათქვამია, რომ ის უნდა იყოს 30 წლის, 5 წლიანი პროფესიული გამოცდილებით, მაღალი რეპუტაციით და ა.შ. ამ ყველაფის მიღმა არის ძალიან მნიშვნელოვანი, ის რომ თითოეული კანდიდატის საკითხი იყოს გულდასმით შესწავლილი და განხილული. გაანალიზებული უნდა იყოს მისი წარსული პროფესიული გამოცდილება, რადგან როგორ მოიქცევა ადამიანი მომავალში, რა მიდგომები ექნება ამა თუ იმ საკითხზე და ა.შ ამ კითხვებზე ყველაზე კარგად პასუხს გაცემს მისი წარსული პროფესიული თუ არაპროფესიული საქმიანობა. უზენაესი სასამრთლოს თავმჯდმარე ძალიან მნიშვლელოვანი ფიგურაა. რაც შეეხება სასურველ კანდიდატს ვთვლი, რომ ამ ეტაპზე სახელების და გვარების დასახელება არ იქნება სწორი. ვფიქრობ, რომ ახლა მთავარია მოხდეს იმ კრიტერიუმების ჩამოყალიბება და გაწერა, რასაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე უნდა აკმაყოფილებდეს. ჯერ უნდა მოვიფიქროთ როგორი სასამართლოს აშენება გვინდა და ამის შემდეგ უნდა მოვძებნოთ ვინ არის ასეთი. გავლენას ცხადია უდაოდ იქონიებს. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე გარდა უზენაესი სასამართლოს, აგრეთვე არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეც და შესამაბმისაც სასამართლო რეფორმის პროცესში უშუალოდ ჩართული პირიც. მე ვისურვებდი, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ღებულობდეს საქმეთა განხილვაში მონაწილეობას, თუმცა რა თქმა უნდა, ეს მისი ყოველდღიური საქმიანობა ვერ იქნება. სამწუხაროდ მოქმედ თავმჯდომარეს მსგავსი პრაქტიკა არ აქვს. თუ როგორია სასამართლოს ხელმძღვანელი, შესაძლოა იქიდან მოხდეს აღქმა როგორი სასამართლო გვაქვს. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს აქვს ტრიბუნა მედიასთან ურთიეერთობის, სადაც შეუძლია დააფიქსიროს მართლმსაჯულების სფეროში მიმდინარე პროესებთან დაკავშირებით საკუთარი აზრი.საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კოტე კუბლაშვილი უფრო აქტიური გახდა. ის ახლა უფრო ხშირად აფიქსირებს საკუთარ პოზიციებს და ხშირად ეს პოზიციები არის სწორი. მიუხედავად იმისა, რომ სწორედ მანამდე ხდებოდა ძალიან ბევრი საშინელება სასამართლო სისტემაში, ჩვენ არ გვახსოვს მისი არც ერთი კრიტიკული განცხადება. სამწუხაროდ ისიც იყო იმ ადამინთა კატეგორიაში, რომლებიც თვალს ხუჭავდნენ სასამართლო სისტემაში არსებულ ძალიან სერიოზულ პრობლემებზე. არის სერიოზული ეჭვები, რომ ის თავადაც მონაწილეობდა სასამართლო სისიტემის მხრიდან ძალიან ცუდი და არასწორი გადაწყვეტილებწბის მიღებაში. ამის მტკიცებულებებიც არსებობს. მე ვისურვებდი, რომ სასამართლოს ახალი თავმჯდომარე იყოს ბევრად წარმატებული, მიუხედავად იმისა, რომელი პოლიტიკური ძალა იქნება ხელისუფლების.“
„ადვოკატთაალიანსის“ ხელმძღვანელი, მამუკა მდინარაძე:
„როგორვ ვიცით უზენაესი სასამართლოს თავჯდომარეს ნიშნავს პრეზიდენტი და შემდეგ მის კანდიდატურას ამტკიცებს პარლამენტი. რაც შეეხება ამ არჩევის წესს, ეს დამკვიდრებული ტრადიციაა და ევროპის ბევრ ქვეყანაშიც სწორედ ასე ხდება. უფლებების დელეგირების შემთხვევაში, შესაძლებელია არჩევისას სხვა რგოლიც დაამატო მეტი დემოკრატიისათვის. უზენაესი სასამართლოს ახალ თავჯდომარეს უნდა ქონდეს გამოცდილება, სისტემაში უნდა იყოს ნამუშევარი. რაც შეეხება სასურველ კანდიდატს, ამას ვერ გეტყვით, რადგან ნამდვილად არ ვიცი. ყოველშემთხვევაში უნდა იყოს მაღაკლვალიფიციური იურისტი, სისტემის კარგი მცოდნე. პიროვნულ თვისებეზე აღარ გადავალ, რადგან თავად მასში უნდა იყოს დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხი. ამ ადამინმა ისე უნდა შეძლოს მართვა, რომ არ დაუშვას არავის ჩარევა მის საქმინობაში. ძალიან მნიშვლეოვანი იყო, არის და იქნება, ის თუ ვინ იქნება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე. არ დადგება ისეთი, დრო როდესაც ეს საკითხი საკუთარ მნიშვნელობას დაკარგავს. ახალი თავმჯდმდომარის არჩევა კი გავლენას იქონიებს სამართლაწარმოებაზე, კიდევ უფრო კარგად დაალაგებს მენეჯმენტს და გაზრდის სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხს. რაც შეეხება კოტე კუბლაშვილის საქმიანობას ბოლო ორი წლის განმავლობაში შევაფასებდი ნორმალურად.“
11.01.15
ანო მუქათარიძე