• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, December 5, 2025
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

დამიხატე ბატკანი!

8 years ago
კატეგორია: მკითხველის ბლოგი
A A
დამიხატე ბატკანი!
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

 

1944 წლის 31 ივლისს კუნძულ სარდინიას მიმართულებით სადაზვერვო მისიის  შესასრულებლად ერთი ფრანგი მფრინავი გაფრინდა, საიდანაც უკან აღარ დაბრუნებულა. დიდი ხნის მანძილზე მის შესახებ არავითარი ცნობები არ მოიპოვებოდა. მხოლოდ 1998 წელს მარსელთან ახლოს ერთმა მეთევზემ იპოვა სამაჯური წარწერით  “Antoine”, “Consuelo” და “c/o Reynal & Hitchcock, 386, 4th Ave. NYC USA”. 2000 წლის მაისში კი მყვინთავმა ლიუკ ვანრელმა 70 მეტრის სიღრმეში თვითმფრინავის ნარჩენები აღმოაჩინა, რომელიც სავარაუდოდ ფრანგ მფრინავს ეკუთვნოდა. გამოძიების შედეგად ეს ვერსია დადასტურდა, თუმცა თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი დღესაც არაა ცნობილი. მე კი ჯერ კიდევ ვფიქრობ, რომ შეიძლება ის ცაშია და ისევ დაფრინავს ბ612 და ბ613 ასტეროიდებს შორის ან შეიძლება პატარა მეგობართან ერთად მზის ჩასვლას უმზერს, რომელიც ბოლოს დ აბოლოს იპოვა. ეს ფრანგი მფრინავი ანტუან დე სენტ ეგზიუპერია, ყველაზე ჰუმანური მწერალი მწერალთა შორის, რომელმაც ბავშვობასთან დაბრუნება გვასწავლა.

ანტუან დე სენტ ეგზიუპერი 1900 წელს დაიბადა საფრანგეთში. 1904 წელს მამა გარდაეცვალა, რის შემდეგადაც დედამ მარტო გაზარდა შვიდი შვილი. ანტუანს დედასთან განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა. მომავალმა მწერალმა სწორედ მისგან მიიღო ის ღირებულებები, რომელიც მთელი თავისი ცხოვრება შეინარჩუნა. 1921 წელს ის ჯარში გაიწვიეს და პილოტთა კურსზე მოხვდა. მფრინავის წოდების მიღების შემდეგ საცხოვრებლად პარიზში გადავიდა. აქ მას თავის გადასარჩენად სხვადასხვა სამუშაოს შესრულება უხდებოდა. 1925 წელს ანტუანი კომპანია „აეროპოსტალის“ პილოტი გახდა და მან მიაგნო მოწოდებას, რის გამოც ღირდა ცხოვრება. იგი სხვადასხვა კომპანიებში მუშაობდა, ასევე იყო კორესპოდენტი, ჟურნალისტი. მეორე მსოფლიო ომის დროს რამდენიმე საბრძოლო გაფრენაც შეასრულა. 1941 წელს  გადავიდა ნიუ-იორკში საცხოვრებლად და 1943 წელს დაწერა ყველაზე ცნობილი ნაწარმოები „პატარა უფლისწული“. ამავე წელს საჰაერო ძალებში დაბრუნდა და საჰარის უდაბნოს მიმდებარედ განაგრძო საქმიანობა. “SAINT-EX “ -ის ამბავი კი საჰარის უდაბნოში დაიწყო. ამბავი, რომლის დასანახად მხოლოდ თვალები არ კმარა, გულიც უნდა მივაშველოთ.

ჩვენ ყველანი ჩვენი ბავშვობიდან მოვდივართ. მერე გვავიწყდება ჩვენი ბავშვობა და მერე ეს დავიწყებაც კი გვავიწყდება. ვიზრდებით, მოზრდილი ადამიანის კანში ვცხოვრობთ, უფროსებივით ფიქრს ვიწყებთ, ვდიდდებით და ამ ყველაფერთან ერთად იმასაც კი ვივიწყებთ, რისთვისაც ერთ დროს ყველაფერს დავთმობდით. არადა, ჩვენ ყველანი უკან დაბრუნებას ვესწრაფვით, იმ სამოთხეში გვინდა, საიდანაც ვაშლს არ გამოვუძევებივართ, ჩვენი ნებით წამოვედით. პატარა უფლისწული კი ამ სამოთხეში გვაბრუნებს.

ფაქიზი, ნატიფი გრძნობებით დახუნძლული ნაწარმოები, რომელიც საჰარის უდაბნოში ჩამოვარდილი მფრინავის და მისი უცნაური თანამგზავრის ისტორიას მოგვითხრობს. ცისფერი თვალები, ქერა კულულები, სამოსი ისეთივე, როგორიც უფლისწულებს აცვიათ და უცნაური საუბრის მანერა – ეგზიუპერის პატარა უფლისწული ასეთია. „დამიხატე ბატკანი“ – ამ ფრაზით გაიცნო ავტორმა პატარა პრინცი. (სხვათა შორის, ქართული თარგანი სამი სხვადასხვა ავტორის არსებობს და ბოლო, მესამე წიგნის სათაური, რომელიც გიორგი ეკიზაშვილმა თარგმნა, შემდეგნაირად ჟღერს „პატარა პრინცი“. ამაზე მთარგმნელმა ხუმრობით განაცხადა, რომ : ,,გაქვთ ორი თარგმანი – ,,პატარა უფლისწული“ და ერთი ,,პრინცი“ მოითმინეთ, რა მოხდება?! ზოგმა წაიკითხოს „პატარა უფლისწული“, ზოგმა „პატარა პრინცი“ ან ორივე წაიკითხონ…“).

კითხულობ „პატარა უფლისწულს“ და თან დაგყვება გრძნობა ღიმილის და სევდის ერთად. პირველად ღრმა ბავშვობაში წავიკითხე ეგზიუპერი. მახსოვს ის მისტიკური შეგრძნება, რომელიც თან მსდევდა წიგნის კითხვისას. ნაცნობი და უცნობი გრძნობების ტყვეობაში ვიყავი მაშინ და შეიძლება ბოლომდე ვერც ჩავწვდი სათქმელს. მეორე წაკითხვამდე მახსოვდა ნახატები, უფლისწულის მოგზაურობა სხვადასხვა პლანეტებზე და უფლისწულის ცაში დაბრუნება. ამ მომენტზე მაშინ ცრემლიც კი მომერია.

ახლა კი შემიძლია ვთქვა, რომ წიგნი უკვე რამდენჯერმე გულდასმით მაქვს წაკითხული, მაგრამ მაინც უამრავ კითხვაზე დამრჩა პასუხი გაუცემელი. იმდენი სიმბოლო, რომელიც ქრისტიანობასთან გვაახლოებს, პატარა უფლისწულის მსგავსება ქრისტეს ბავშვობასთან, უდაბნო, სიყვარულის ერთადერთობა, საკუთრების თვითგანცდა, საუბარი საკუთარ ბავშვობასთან – ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმისა, რაც კითხვებს ბადებს. წიგნის წაკითხვისას რამდენჯერმე გამიჩნდა სურვილი გამეცნო პატარა პრინცი, რამდენიმე შეკითხვა დამესვა მისთვის, მეფისთვის, მასხარასთვის, მეფარნესთვის და იმ ვარდისთვის, საკუთარმა ამპარტავნებამ რომ დაღუპა. მერე მივხვდი, რომ ამ კითხვებზე პასუხს საკუთარ თავში უნდა ვეძებდე, სანამ არსება სახელად „ბავშვი“ ჯერ კიდევ ცოცხალია ჩემში.

ავტორმა კი თავიდან ბავშვებს პატიება სთხოვა, რადგან ეს წიგნი დიდებს მიუძღვნა, კერძოდ კი ლეონ ვერტს, თავის მეგობარს. საქციელის გასამართლებლად მან სამი მიზეზი მოიყვანა, რომელიც საკმარისი არ აღმოჩნდა და ეგზიუპერმა მიძღვნა შეასწორა – ლეონ ვერტს, როცა ის პატარა ბიჭი იყო. არადა, ოდესღაც ყველა დიდი ხომ პატარა ბიჭი ან პატარა გოგო იყო?! თუმცა რას გავუგებთ ამ უფროსებს, მათთვის მხოლოდ იმას აქვს მნიშვნელობა რისი დანახვაც თვალს შეუძლია. ეს ამბავი კი იმდენად საიდუმლოა, მხოლოდ გულს ძალუძს მისი მშვენიერების შეგრძნება. გესმით სიცილი? თუ პატარა უფლისწული გიყვართ აუცილებლად გაიგონებთ მის წკრიალა ხმას და იგრძნობთ, თუ როგორ შეიცვლება ირგვლივ ყველაფერი.

და საერთოდ არსებობს წიგნები და წიგნთა წიგნები. ამ უკანასკნელში კი პირველი სულ იყო ბიბლია, ხოლო მეორე კი „პატარა უფლისწული“. მკითხველი კი რატომღაც ყოველთვის სიის ბოლოდან იწყებს კითხვას, თუმცა ამას ახლა გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია წაიკითხოთ „პატარა უფლისწული“, რადგან თუ ოდესმე უდაბნოში მოხვდებით და თვითმფრინავის შეკეთებას გადაწყვეტთ, უეცრად გამოჩენილი მგზავრის რეპლიკაზე „დამიხატე ბატკანი“ მინიმუმ პასუხის გაცემა უნდა შეგეძლოთ, მაქსიმუმ კი პასუხის დახატვა.

მარიამ გვარამია

fb-share-icon
Tweet
Share1Tweet1

ახალი ამბები

“პირველი დაბადების დღე უთქვენოდ… აუტანელია ეს ყველაფერი…“ – ბაღდათში სტიქიის შედეგად დაღუპულ ტყუპ დებს დღეს 15 წელი შეუსრულდებოდათ
ახალი ამბები

“პირველი დაბადების დღე უთქვენოდ… აუტანელია ეს ყველაფერი…“ – ბაღდათში სტიქიის შედეგად დაღუპულ ტყუპ დებს დღეს 15 წელი შეუსრულდებოდათ

04/27/2024
გავრცელებული ინფორმაციით, ბათუმში პირველკლასელს ტანსაცმელი გახადეს და მასზე ფიზიკურად იძალადეს
ახალი ამბები

დაპირისპირება პირველკლასელებს შორის | რას ამბობენ ბათუმის სკოლაში მშობლის მიერ გავრცელებულ მძიმე ინფორმაციაზე?

02/27/2024
საზღვარგარეთ მომუშავე ქართველი ექიმები საქართველოში საქმიანობას გამარტივებული წესებით შეძლებენ
ახალი ამბები

საზღვარგარეთ მომუშავე ქართველი ექიმები საქართველოში საქმიანობას გამარტივებული წესებით შეძლებენ

11/29/2023
ექიმი, რომელმაც „ხალხის მტრების“ შვილები გადასახლებისგან იხსნა
ახალი ამბები

ექიმი, რომელმაც „ხალხის მტრების“ შვილები გადასახლებისგან იხსნა

11/10/2023
“ბავშვს ყოველთვის უნდა ვუთხრათ, რომ გვიყვარს, მაშინაც კი როცა გვაბრაზებს” – ნეიროფსიქოლოგ ნინო მარგველაშვილის რჩევები
ახალი ამბები

“ბავშვს ყოველთვის უნდა ვუთხრათ, რომ გვიყვარს, მაშინაც კი როცა გვაბრაზებს” – ნეიროფსიქოლოგ ნინო მარგველაშვილის რჩევები

10/14/2023
ნილ არმსტრონგი – სული შემეკრა და ავტირდი
ახალი ამბები

ნილ არმსტრონგი – სული შემეკრა და ავტირდი

10/16/2023

კალენდარი

December 2025
M T W T F S S
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  
« Nov    

სიახლეები

  • “კარი გახსნა და გზაზე გადაირბინა…” – თელავში, 3 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა 12/04/2025
  • „ყურადღებით იყავით, აკონტროლეთ ბავშვები!“ – პედიატრი მშობლებს მიმართავს 12/03/2025
  • „ძალიან ვთხოვ ყველას, რომ გააშუქოთ!“ – მერაბ შარიქაძის მიმართვა 12/02/2025

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In