• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Saturday, October 17, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

შსს “გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიიდან” თანხის უკანონოდ მითვისების საქმეზე ინფორმაციას ავრცელებს

12 years ago
კატეგორია: სამართალი
A A
შსს “გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიიდან” თანხის უკანონოდ მითვისების საქმეზე ინფორმაციას ავრცელებს
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

763452cfde4325001c3469136e8418a7შინაგან საქმეთა სამინისტრომ შპს “საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიიდან” 2 227 887 ლარის უკანონოდ გადარიცხვა-მითვისების საქმეზე განცხადება გაავრცელა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2015 წლის 4 თებერვალს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციულ სააგენტოში საქართველოს ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროდან შემოვიდა მასალები საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში 2013-2014 წლებში თანხების შესაძლო მითვისების ფაქტთან დაკავშირებით.

მასალების საფუძველზეც, იმავე დღეს დაიწყო გამოძიება საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის “დ” და მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2012 წლის 21 დეკემბერიდან 2015 წლის 1 იანვრამდე თამარ ფხოველიშვილი შპს “საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში” მუშაობდა ფინანსური დეპარტამენტის ხელმძღვანელ თანამდებობებზე, მათ შორის, დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე და განკარგავდა კომპანიის თანხებს, მასვე ჰქონდა ორგანიზაციის ყველა ანგარიშზე სრული წვდომა.

2013 წლის დასაწყისში თამარ ფხოველიშვილმა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით განიზრახა შპს “საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის” კუთვნილი, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისება.

მან დანაშაულებრივი განზრახვა გაანდო მეუღლეს – ზურაბ ნუცუბიძეს, რომელთან ერთადაც ჩამოაყალიბა ორგანიზებული ჯგუფი. ისინი შეთანხმდნენ, რომ თანხის მისათვისებლად სხვადასხვა პერიოდში გამოიყენებდნენ, როგორც თამარ ფხოველიშვილის სახელზე გახსნილ პირად ანგარიშს, ასევე ზურაბ ნუცუბიძის მიერ ფორმალურად, მესამე პირებზე დარეგისტრირებული ორგანიზაციებისა და მისსავე სახელზე დარეგისტრირებული ფირმის ანგარიშებს, რომლებზეც წყალმომარაგების კომპანიის ანგარიშიდან უკანონოდ გადაირიცხებოდა დიდი ოდენობით თანხები.

თამარ ფხოველიშვილმა და ზურაბ ნუცუბიძემ, განზრახვის შესაბამისად, 2013 წლის 31 მარტიდან 2014 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდში შპს “საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის” ანგარიშიდან ზემომითითებულ, მათ კონტროლირებად ანგარიშებზე, თითქოსდა წყალმომარაგების კომპანიისათვის გაწეული მომსახურების სანაცვლოდ, საერთო ჯამში – 2 227 887 ლარი უკანონოდ გადარიცხეს და მიითვისეს.
გამოძიებით ასევე დადგენილია, რომ 2013-2014 წლების პერიოდში თამარ ფხოველიშვილმა და ზურაბ ნუცუბიძემ დანაშაულებრივი გზით მოპოვებული თანხებით შეიძინეს ორი ძვირადღირებული ავტომანქანა და ბინა, რომელიც გამოძიებამ დააყადაღა.

2015 წლის 13 თებერვალს ზურაბ ნუცუბიძე დააკავეს, 2015 წლის 15 თებერვალს მას წარედგინა ბრალდება, ხოლო თამარ ფხოველიშვილს დაუსწრებლად წარედგინა ბრალდება, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის “დ” ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტებით, რაც სასჯელის სახით 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბრალდებულებს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

გამოძიების მიერ მიღებულია ყველა შესაძლო ზომა თამარ ფხოველიშვილის ადგილსამყოფელის დასადგენად, ასევე, გამოძიება გრძელდება დანაშაულის სხვა შესაძლო თანამონაწილე პირთა გამოსავლენად”, – ნათქვამია შს სამინისტროს განცხადებაში.

ShareTweet

ახალი ამბები

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა
ახალი ამბები

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა

10/01/2026
20 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს
ახალი ამბები

20 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს

09/24/2026
პოლიციამ დმანისში მომხდარ ძალადობის ფაქტზე 1 პირი ცხელ კვალზე დააკავა
ახალი ამბები

პოლიციამ დმანისში მომხდარ ძალადობის ფაქტზე 1 პირი ცხელ კვალზე დააკავა

09/21/2026
“კაცმა 15 წლის ბიჭი რუსთავში, სახლში, სადილზე დაპატიჟა, ბინაში ჩაკეტა და მასზე სექსუალური ძალადობა სცადა…”- მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვანს ბრალი შეუმსუბუქდა
ახალი ამბები

“კაცმა 15 წლის ბიჭი რუსთავში, სახლში, სადილზე დაპატიჟა, ბინაში ჩაკეტა და მასზე სექსუალური ძალადობა სცადა…”- მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვანს ბრალი შეუმსუბუქდა

09/15/2026
ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
4-წლიანი პატიმრობა შეეფარდა სანიტარს, რომელმაც ბათუმის კლინიკის საპირფარეშოში იმშობიარა და ახალშობილს სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა
ახალი ამბები

4-წლიანი პატიმრობა შეეფარდა სანიტარს, რომელმაც ბათუმის კლინიკის საპირფარეშოში იმშობიარა და ახალშობილს სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა

08/06/2026

საინტერესო

ექსტრემალური ტურისტული სერვისი-ზიპლაინი  მტირალას ეროვნულ პარკში მოეწყო

ექსტრემალური ტურისტული სერვისი-ზიპლაინი მტირალას ეროვნულ პარკში მოეწყო

12 years ago
“ეს ჩვენი რუსკაა, გუშინ ძალიან, ძალიან მძიმე ბრძოლა გადაიტანა სხვა ქართველებთან ერთად” – ვანო ნადირაძე  

“ეს ჩვენი რუსკაა, გუშინ ძალიან, ძალიან მძიმე ბრძოლა გადაიტანა სხვა ქართველებთან ერთად” – ვანო ნადირაძე  

4 years ago
სამებაში ცეცხლი ლიკვიდირებულია

სამგორის ხის საამქროში 3000 კვ. მეტრამდე ფართობი დაიწვა

9 years ago
საქართველოში კორონავირუსის მეორე შემთხვევა დადასტურდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 30-მდე გაიზარდა

7 years ago

ახალი ამბები

“ საწოლიდან გადმოვარდა და იატაკზე პირქვე დაეცა” – პენიტენციური სამსახური სათვალთვალო კამერის ჩანაწერს აქვეყნებს
ახალი ამბები

“ საწოლიდან გადმოვარდა და იატაკზე პირქვე დაეცა” – პენიტენციური სამსახური სათვალთვალო კამერის ჩანაწერს აქვეყნებს

10/15/2026

სპეციალური პენიტენციური სამსახური მწუხარებას გამოთქვამს ბრალდებულ გ.გ.-ს გარდაცვალების გამო და მის ოჯახს და ახლობლებს უსამძიმრებს. მომხდართან დაკავშირებით კი უწყება განმარტავს,...

მეტის ნახვაDetails
„ჩემო ოქროს ბიჭო, ძალიან მენანები…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან

„ჩემო ოქროს ბიჭო, ძალიან მენანები…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან

10/15/2026
ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ

ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ

10/14/2026
„3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა…“ – საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა

„3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა…“ – საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა

10/14/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • “ საწოლიდან გადმოვარდა და იატაკზე პირქვე დაეცა” – პენიტენციური სამსახური სათვალთვალო კამერის ჩანაწერს აქვეყნებს 10/15/2026
  • „ჩემო ოქროს ბიჭო, ძალიან მენანები…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან 10/15/2026
  • ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ 10/14/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by