• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Wednesday, August 26, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

„ისე გაივლიან თითქოს არც არავინ არსებობს იმ ადგილას სადაც შენ ხარ“ – ადუ ინალიფა

11 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
„ისე გაივლიან თითქოს არც არავინ არსებობს იმ ადგილას სადაც შენ ხარ“ – ადუ ინალიფა
14
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

დღე ხუთშაბათი. დაახლოებით ხუთის ნახევარი, მოუთმენლად ჩავდივარ კიბეებს რუსთაველის გამზირზე მიწის ქვეშა გადასასვლელში იმედით, რომ დამხვდებიან. ჩემმა მოლოდინმაც გაამართლა, ვხედავ შემდეგ „სურათს’’ ბიჭი გიტარით ხელში, გოგო კი მომცინარი სახით მიყურებს. ხალხით სავსე ჯგუფის წინ აღმოვჩნდი. პაუზის შემდეგ კი მივესალმე – გამარჯობა მე ჟურნალისტი ვარ თქვენთან ინტერვიუს ჩაწერა მსურს. მომცინარი გოგო „კონტაქტური’’ აღმოჩნდა მპასუხობს სიამოვნებით! შემდეგ გიტარისტი ბიჭიც გამეცნო, როგორც ჩანს დროულად მივედი, შემსრულებლებს ირგვლივ მეგობრები დასტრიალებდნენ, თითქოს ხმაური მიწყდა, მაგრამ „ ე. წ. ციგნების ჩამოვლამ კვლავ გამოიწვია აჟიოტაჟი’’ ამ დროს, გვერდზე მაღაზიიდან ქალბატონმა გამოსძახა რა ხმაურია.. როგორც იქნა, სიმშვიდემ დაისადგურა და… ბიჭმა გიტარას ჩამოჰკრა, რის შემდეგაც დაიწყეს სიმღერის შესრულება.

ალბათ ბევრს შეუნიშნავს მიწისქვეშა გადასასვლელებში, მდგარი მომღერლები, მუსიკოსები. საზოგადოებაში სხვადასხვა რეაქცია ან მოსაზრება არსებობს ამ ადამიანების მიმართ. მე პირველად მომიწია დიდი ხნით გავჩერებულიყავი და „ჩავღრმავებოდი’’ ამ გარემოს, სიმართლე გითხრათ „გაშინაურებულმა’’ თავი მალევე კარგად ვიგრძენი და ინტერვიუც საინტერესოდ წარიმართა.

unnamed (2)

გაგვეცანით, გვიამბეთ ცოტა რამ თქვენს შესახებ?

– მე ვარ ადუ ინალიფა 20 წლის, „უსაქმური’’, ხშირად ვუკრავ ქუჩაში.

რატომ გადაწყვიტეთ ქუჩაში სიმღერა, რამ განაპირობა თქვენი დღევანდელი ეს მდგომარეობა? რამდენი ხანია რაც უკრავთ?

–  აქვე ვსწავლობ სამხატვრო აკადემიაში, როცა დრო მაქვს საკუთარი სიამოვნებისთვის ვუკრავ. ფინანსური კუთხითაც ცუდი შემოსავალი არ არის ახალგაზრდისთვის, უბრალოდ ბევრს ცოტა ცუდი დამოკიდებულება აქვს. დაკვრით დაახლოებით წელიწადნახევარია რაც ვუკრავ, ჩემთან ერთად არის ხატია ბექაურია, ის იშვიათად გამოდის, „როკის სამყაროში მოღვაწეობს  ჩემთან ერთად.’’

ხომ არ გაგიჭირდათ პირველად გამოსვლა? გქონდათ თუ არა „კომპლექსი’’?

– პირველ ხანებში დაკომპლექსებული ვიყავი და დავძლიე ჩემი ქუჩის მუსიკოსების დახმარებით. თავიდან როცა ახალბედა ხარ, ხალხის უარყოფით  დამოკიდებულებას ვერ იგებ, პირდაპირ გულზე გხვდება ეს ყველაფერი, შემდეგ კარგი თუ ცუდი შეფასებებით  ითვალისწინებ მათ შენიშვნებსაც.

მუსიკალური განათლება ხომ არ გაქვთ მიღებული?

– თვითნასწავლი ვარ, ვუკრავდი და ბოლოს რაღაც გამომივიდა.

გიცდიათ თუ არა მიგეღოთ მონაწილეობა სხვადასხვა მუსიკალურ პროექტში?

– კონკურსში ჯერ არა,  მაგრამ სხვადასხვა  ღონისძიებასა თუ  საქველმოქმედო კონცერტებში მაქვს მიღებული მონაწილეობა, ასევე ყოფილა ბარში მიწვევები და სოლო საღამოები.

10685557_434310986724555_8205686950860328692_n

რამდენად უსაფრთხო და კომფორტულია დღეს თქვენი საქმიანობა, თუ არის რაიმე სახის რისკი მიწის ქვეშა გადასასვლელებში სიმღერა?

– აქ ყოფნა საფრთხეს არ წარმოადგენს,  ბევრი ყურადღებას არ  გაქცევს, არც შემოგხედავენ. ისე გაივლიან თითქოს არც არავინ არსებობს იმ ადგილას სადაც შენ ხარ, ამაზე უკვე რეაქცია აღარ  გვაქვს, რაც შეეხება რისკს – ნერვებს იფუჭებ „აქ რომ გამოვედი სრულიად ჯანმრთელი ვიყავი ეხლა ნევროზი მაქვს უკვე’’. ხშირია ნასვამი ადამიანის მიერ მუსიკალური მოთხოვნები, რომელიც ხშირად აგრესიული ფორმით არის გამოხატული.

თქვენი მისამართით როგორი დამოკიდებულება მოდის საზოგადოებისაგან?

– მე და ხატია ვუკრავთ ჩვენივე ინტერპრეტაციით, ძირითადად ალტერნატიული როკის ჟანრს. უმეტესობას ნორმალური დამოკიდებულება აქვს და არის შემთხვევებიც როცა აღფრთოვანებულებიც კი არიან, მაგრამ ძირითადად უცხოელები, ქართველები კი იძახიან „აუ რას უკრავთ  ქართულები დაუკარით მამა-პაპური’’.

unnamed (1)გყავთ თუ არა ერთგული მსმენელი?

– არიან ბაბუა და შვილიშვილი,  ორთაჭალაში ცხოვრობენ და კვირაში ორჯერ ან სამჯერ მაინც  გამოდიან სპეციალურად იმისთვის, რომ ჩვენ მოგვისმინონ, ბავშვს ლუკა ჰქვია, დაახლოებით სამი წლისაა თუ სწორად მახსოვს ბაბუას სახლში არ აჩერებს წავიდეთ წავიდეთო. ასევე  რამოდენიმე ერთგული მსმენელი გვყვავს, რომლებიც ხშირად მოსასმენად მოდიან.

მუშაობის პროცესში რა გაძლევთ ძალას და ენერგიას?

– მუსიკის სიყვარულია რა თქმა უნდა, რასაც აქამდე მოვყავართ და ამ უშუალო პროცესში სულ, რომ ვიღაც მოვიდეს, თბილად გაგიღიმოს ეს უკვე დიდი სტიმულია.

დაახლოებით რა თანხას შეადგენს თქვენი ყოველდღიური ბიუჯეტი? და გაკმაყოფილებთ თუ არა?

– თანხას არ ვითვლით, ძირითადად გართობის კუთხით ვართ. აქ არიან ე.წ. „სტარიკები’’ რომელთაც არ აქვთ სამსახური. ჩვენი მეგობარია ერთ-ერთი, რომელსაც კონსერვატორია აქვს დამთავრებული. თავის საქმის ნამდვილი პროფესიონალია, მაგრამ კაცი მიწის ქვეშა გადასასვლეში უკრავს რადგან შემოსავალი ჰქონდეს.

რაზე ოცნებობთ?

– კარგი შეკითხვაა, რაზე უნდა ოცნებობდეს მუსიკოსი? რა თქმა უნდა, დიდ პუბლიკაზე. მე პირადად ამაზე ვოცნებობ.

ვინ არის თქვენი საყვარელი შემსრულებელი?

–  ჩემი საყვარელი ვოკალისტი ”Freddie Mercury’’ საყვარელი გიტარისტი კი – „Zakk Wylde’’-ია რომელიც ასევე მაგარი ვოკალისტია.

რა გაქვთ დაგეგმილი სამომავლოდ? 

– მე პირადად გეგმებს არასდროს ვადგენ, მაგრამ მინდა გავხდე წარმატებული მუსიკოსი, რამდენად გამოვა ეს საქართველოში არ ვიცი, მაგრამ ვცდით.

ხატია ბექაური, რომელიც ადუს მუსიკალურ პარტნიორობას უწევს საინტერესო და მიზანდასახული ახალგაზრდაა, ის ოცნებობს, რომ მუსიკალურ სფეროში იყოს წარმატებული.

11178371_1424463161192389_2474216647012532051_n

„დიდი ხანია, რაც  მუსიკალურ სფეროში ვარ ჩართული. ზოგადად არ ვარ კომპლექსიანი ადამიანი, ხალხთან ურთიერთობა სასიამოვნოა, ამიტომ არ გამჭირვებია გარეთ სიმღერა. კლასიკური განათლება მაქვს მიღებული, ამჟამადაც დავდვივარ კერძოდ ვოკალის გაკვეთილებზე. მინდოდა კონსერვატორიაში ჩამებარებინა, მაგრამ გადამიბირა სხვა მუსიკალურმა ჟანრმა (როკ მუსიკა) და დღეს-დღეობით აქ ვმღერი. ფესტივალებში მიმიღია მონაწილეობა – სომხეთსა და თურქეთში, ასევე საქველმოქმედო ღონისძიებებში ვმონაწილეობდი. აქ მუშაობის პროცესში გამვლელ ხალხში არ არის პრობლემა, გვერდზე მყოფი მაღაზიების მეპატრონეებისგან მოდის აგრესია, ხმადაბლა სიმღერას ითხოვენ. ვოცნებობ, საქართველოში, ისეთი მუსიკოსი გავხდე, რომ მსმენელმა დამაფასოს და მიმიღოს. ძალიან მიყვარს „Robert Plant”-ი. მინდა მუსიკალურ სფეროში წარმატებას მივაღწიო.“

ესაუბრა

სალომე აფხაზაშვილი

Share6Tweet4

ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”
ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს
ახალი ამბები

ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს

08/05/2026
ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო
ახალი ამბები

ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო

08/02/2026
შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა
ახალი ამბები

შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა

07/17/2026
ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს
ახალი ამბები

ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს

07/18/2026
მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III
ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III

05/22/2026

საინტერესო

15:00 საათის მონაცემებით ამომრჩეველთა 24,2%-მა ხმა უკვე დააფიქსირა

15:00 საათის მონაცემებით ამომრჩეველთა 24,2%-მა ხმა უკვე დააფიქსირა

12 years ago

ბელორუსიის პრეზიდენტი საქართველოს ეწვევა

11 years ago
GQ-ს გავლენიან ადამიანთა სიაში  დემნა გვასალია მოხვდა

GQ-ს გავლენიან ადამიანთა სიაში დემნა გვასალია მოხვდა

8 years ago
ევროპაში ერთ-ერთი უდიდესი ვოკალური კონკურსის გამარჯვებული ქართველი გოგონა გახდა

ევროპაში ერთ-ერთი უდიდესი ვოკალური კონკურსის გამარჯვებული ქართველი გოგონა გახდა

7 years ago

ახალი ამბები

მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა
ახალი ამბები

მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა

08/25/2026

ქართული მოდის კულისებიდან საერთაშორისო ხედვამდე — მაშო ნასყიდაშვილის პროფესიული გზა Screenshot მოდა მხოლოდ ტანსაცმელი და ვიზუალური ესთეტიკა არ არის —...

მეტის ნახვაDetails
თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

08/24/2026
„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

08/19/2026
„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

08/18/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა 08/25/2026
  • თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო 08/24/2026
  • „მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა 08/19/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by