• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Sunday, July 5, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

საცობები თბილისში და გადაჭრის გზები

11 years ago
კატეგორია: ექსკლუზივი, მთავარი მოვლენები
A A
საცობები თბილისში და გადაჭრის გზები
8
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ბევრ ადამიანს გვიყვარს წვიმა, განსაკუთრებით გაზაფხულზე. ამ დროს, თითქოს, სხვა ენერგიით ვივსებით. რა თქმა უნდა, ეს სრულიად გაუგებარია იმ ადამიანებისთვის, რომელთა ხასიათიც წვმის მოსვლისთანავე „იღრუბლება“, თუმცა ბევრს ცაზე ღრუბელი მართლა ძალიან გვიყვარს. წვიმა, შეიძლება, განმარტოებასთან და ფიქრებთან ასოცირდებოდეს – ვსეირნობთ ქუჩაში, ვუსმენთ სასიამოვნო მუსიკას, ვფიქრობთ იმაზე, რაც ყველაზე ძალიან გვიყვარს ან გვაწუხებს და უბრალოდ ვტკბებით იმ „გემრიელი“ სუნით, რომელიც ასეთ დროს მიწის ან ასფალტის  დასველებით წარმოიქმნება. ანდა ვსხედვართ ბუხართან თბილი პლედით, წიგნითა და ჩაით ხელში, ოთახში კი შეშის წკაპუნისა და წვიმის წვეთების ხმა ისმის. წვიმა ბევრ თავგადასავალთან და სიგიჟესთანაც ასოცირდება – ასეთ დროს, თითქოს, შიგნით ჩამალული ემოციები გარეთ ეძებენ თავშესაფარს და არასტანდარტული, „ხმაურიანი“ საქციელისკენ გვიბიძგებენ.

ძალიან ლამაზია ყველაფერი ის, რაც ახლა აღვნიშნეთ, თუმცა ამ ჰარმონიის დარღვევა მხოლოდ და მხოლოდ ერთ სიტყვასაც შეუძლია. ეს სიტყვა კი არის – თბილისი. თბილისი და წვიმა ერთად ყველანაირ დადებით ემოციას ებრძვიან და ჩვენი გაღიზიანების ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიზეზად იქცევიან ხოლმე. მაშინ, როდესაც თბილისში წვიმს, სხვებთან ერთად მეც „ვიღრუბლები“ და ჩემთვისაც აბსოლუტურად ბუნებრივი ხდება მათი ნეგატიური განწყობა.

რატომ ხდება ასე? თბილისში არც განსხვავებულად წვიმს და არც განსხვავებულად „გემრიელი“ სუნი დგება. აქაც ჩვეულებრივად არსებობს ყველაფერი ის, რაც ჩვენს განწყობაზე დადებითად მოქმედებს და გვახალისებს, თუმცა არის ერთი მაგრამ: თბილისში წვიმის დროს იქმნება მანქანების ისეთი საცობი, რომელიც ყველაფრის სურვილს გვიკარგავს! თუ ქალაქის ცენტრისგან ან შედარებით დატვირთული ქუჩებისგან შორს ცხოვრობთ, თქვენ მაინც შეგიძლიათ დატკბეთ საყვარელი ამინდით, სხვა შემთხვევაში კი ეს გამორიცხულია.

7748_video

მოძრაობა, ფაქტობრივად, ჩერდება და ქალაქი მანქანის სიგნალის ხმით „კივის“. შემაწუხებელია როგორც ფეხით და საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ასევე მანქანით სიარული. მოძრაობას ვერც შუქნიშანი და ვერც სხვა დამხმარე საშუალებები არეგულირებენ, ქუჩებში ქაოსი და არეულობაა. ამას ემატება გაღიზიანებული მძღოლები თავიანთი ჩვეული რეპლიკებით, წესების დარღვევა და მცდელობა იმისა, მისი მანქანა აუცილებლად გაძვრება იქ, სადაც სხვამ უკვე სცადა და ვერ გაეტია. თავისთავად, ეს უფრო ამძიმებს სიტუაციას და უკმაყოფილება და აგრესიაც იზრდება.

აღსანიშნავია, რომ ასეთ სანახაობაზე დაკვირვებისთვის სულაც არ არის საჭირო, რომ მაინცდამაინც წვიმიან ამინდს დაელოდოთ. სამუშაო კვირის ნებისმიერ დღეს, საღამოს 5-დან 8 საათამდე თბილისის მნიშვნელოვან ნაწილში სწორედ ასეთი სიტუაციაა. თუ არსებულ ტენდენციას დავაკვირდებით, მალე 5 საათამდე დაცდა სულაც არ იქნება საჭირო და დილიდან ღამემდე მანქანები ფეხითმოსიარულეთა სიჩქარით იმოძრავებენ. ხშირად, ფეხით გადაადგილება მართლაც ბევრად უფრო მომგებიანია, ასე უფრო სწრაფად და მშვიდად მიხვალთ დანიშნულების ადგილამდე.

ლბათ, არ არსებობს ადამიანი, რომელსაც თბილისში არსებული საცობები არ აწუხებს. სწორედ ამიტომ, „თბილისი თაიმსი“ დაინტერესდა აღნიშნული პრობლემით მდგომარეობით და ამ საკითხში კომპეტენტურ ურბანისტს, ირაკლი მურღულიას ვესაუბრეთ.

11225880_936528683057929_642911456_nრა არის მთავარი მიზეზი იმისა, რომ თბილისში ასეთი საცობებია?

ქალაქში საცობების მთავარ მიზეზს წარმოადგენს მიზიდვის ცენტრების ქაოტური განვითარება და სატრანსპორტო მომსახურების სტრატეგიის არარსებობა. პირველ შემთხვევაში იგულისხმება როგორც საზოგადოებრივი ფუნქციების უსისტემო განვითარება, ისე სიმჭიდროვის გაუაზრებელი ზრდა, რაც ძირითადად სიმჭიდროვის კოეფიციენტის უთავბოლო ზრდითა და საზოგადოებრივი სივრცეების ათვისებით არის განპირობებული, მეორე შემთხვევაში, ანუ ტრანსპორტის განვითარების სტრატეგიის არ ქონაში იგულისხმება თბილისის არასრულფასოვანი “გენგეგმა”, რომელიც, სხვა თემატურ რუკებთან ერთად, არც სატრანსპორტო ქსელების განვითარების გეგმებს მოიცავს და არც სტრატეგიას.

რა არის საჭირო იმისთვის, რომ ეს პრობლემა აღმოიფხვრას?

ლოგიკურია, რომ ამ პრობლემის მოსაგვარებლად, პირველ რიგში, აუცილებელია სრულფასოვანი გენგეგმის დამუშავება, სადაც ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს როლს სწორედ სატრასნპორტო სისტემების განვითარება შეასრულებს. განვითარებაში  აუცილებლად ქუჩების გაფართოება და ორდონიანი კვანძების მშენებლობა არ იგულისხმება. პირველ რიგში, აუცილებელია, ქალაქმა შეიმუშაოს სტრატეგია რომელიც კომპლექსურად განიხილავს პრობლემებს, მათი წარმოქმნის მიზეზებს და შესაბამისად დასახავს მათი გადაჭრის გზებს. კომპლექსურ მიდგომაში იგულიხმება არა მხოლოდ გეოგრაფიული თვალსაზრისით ფართო არეალში საკითხების განხილვა, არამედ მეთოდოლოგიურად განსხვავებული საშუალებების გამოყენება. მაგალითად, ქალაქის შემოგარენში და მთავარ გასასვლელებში თუ “ქირურგიული ჩარევით” არის შესაძლებელი პრობლემის მოგვარება (გვირაბებისა და ესტაკადების მშენებლობა), ქალქის ცენტრალურ უბნებში სასურველი შედეგის მიღწევა მხოლოდ ორგანიზაციის გზით შეიძლება, რაც გულისხმობს საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის ისეთი პრივილეგიების მინიჭებას, რომ კერძო ტრანსპორტით გადაადგილება წამგებიანი გახდეს როგორც ეკონომიკური კუთხით, ისე დროის ფაქტორის გათვალისწინებით. რა თქმა უნდა ასეთ ცვლილებებს საფუძვლიანი მომზადება სჭირდება როგორც მეთოდური, ისე ფინანსური კუთხით.

ქალაქის დაგეგმარების გარდა, თავად მოქალაქეები უწყობენ თუ არა ხელს საცობების არსებობას?

საცობებს რა თქმა უნდა მოქალაქეები ქმნიან. პრობლემების მოგვარების გზაზე სწორედ მოქალაქეების მართვა არის მთავარი. მართვაში იგულისხმება ისეთი შეზღუდვების დაწესება, რომ მანქანის ყოლა არ იყოს ფუფუნება, თუმცა გადაადგილება იმდენად არაკომფორტული გახდეს რომ პრივილეგია ყოველდღიურობაში საზოგადოებრივ ტრანსპორტს მიენიჭოს.

თქვენი აზრით, პირველ რიგში რა უნდა მოიმოქმედოს მთავრობამ იმისთვის, რომ ეს პრობლემა გადაიჭრას და გზები განიმუხტოს?

პირველ რიგში, უნდა მოხდეს გრძელვადიანი პროექტების დაწყება: თბილისის გენგეგმა, სატრასნპორტო ქსელის სიმულაცია, სტრატეგიის დამუშავება. მოკლევადიანი პროექტებად შესაძლოა ისეთი ღონისძიებების განხორციელება როგორიცაა: დისტრიბუციისთვის ადრეული დღის საათების გამოყოფა და მკაცრი გრაფიკის დაწესება, საცობების წარმომქმნელი დარღვევების მკაცრი კონტროლი (არასწორი პარკირება, საპირისპირო მიმართულებით მოძრაობა…), ტექდათვალიერების აღდგენა, კვანძების რეორგანიზაცია და ა.შ.

„თბილისი თაიმსი“ ქალაქში არსებულ საცობებთან დაკავშირებით თბილისის მერიასაც ესაუბრა.

1355398212_meria3211_2

„აღმოჩნდა, რომ სატრანსპორტო საშუალებების ყველზე მაღალი  ინტენსივობებია: კოსტავას, პეკინის, შარტავას, გაგარინის, ლეონიძის, ასათიანის, შალვა დადიანის ქუჩებზე, მარცხენა და მარჯვენა  სანაპიროზე. არსებული  ქუჩებისა  და  მაგისტრალების  საგზაო  ქსელის მახასიათებლები ვეღარ პასუხობენ გაზრდილ მოთხოვნებს, რის გამოც პიკის საათებში გაიზარდა სატრანსპორტო მოცდენები, იქმნება უფრო მეტი საცობი და მიმოსვლის სიჩქარეც შემცირდა.

სატრანსპორტო მოძრაობის შეფერხების ძირითადი მიზეზებია: თბილისის  გაზრდილი ავტოპარკი.  ქვეყნის  რაიონებიდან  დედაქალაქში  ყოველდღიურად  შემოსული  და  გასული ათასობით სატრანსპორტო საშუალება, რომელთა მძღოლებიც ხშირად არღვევენ საგზაო მოძრაობის წესებს; მიწისქვეშა კომუნიკაციებისა და საინჟინრო ნაგებობების გაუმართაობა; მძღოლების მხრიდან საგზაო მოძრაობის წესების დაუცველობა; მოძრაობის წესების ცოდნის დაბალი დონე.

სატრანსპორტო  შეფერხების  (მოცდენის) მთლიანი  აღმოფხვრა  ისეთი  დიდი ქალაქისთვის,  როგორიც  თბილისია, შეუძლებელია. მის შესამცირებლად  იგეგმება არქიტექტურული დაგეგმარებითი ღონისძიებები, როგორიცაა: ახალი გზებისა და კვანძების, ქვეითთა გადასასვლელების, ესტაკადების, გზაგამტარების, გვირაბების მშენებლობა-რეკონსტრუქცია. ეს ყველაფერი გათვალისწინებული  იქნება  ქალაქის განვითარების  გენერალურ გეგმაში, სადაც  მითითებული  იქნება  როგორც თითოეული  ასეთი ღონისძიების განხორციელების ვადა, ისე ორგანიზაციული ღონისძიებები, რომლებიც მოძრაობას  უკვე  არსებულ  საგზაო  ქსელზე  აწესრიგებენ. ასეთ  ღონისძიებებს მიეკუთვნება: სატრანსპორტო საშუალებების ცალმხრივი მოძრაობის დაწესება, გზაჯვარედინზე  წრიული მოძრაობის, ქვეითთა გადასასვლელების, ავტომობილების სადგომების,  საერთო სარგებლობის ტრანსპორტის გაჩერების მოწყობა, საგზაო მოძრაობის მართვისა და კონტროლის ავტომატიზებული სისტემის მშენებლობა. მოძრაობის კონტროლისა და მართვის ავტომატიზებული  სისტემის  (ე.წ.  ჭკვიანი შუქნიშნები)  დანიშნულებაა, გზაჯვარედინზე  დროის  გარკვეულ  პერიოდში  გაატაროს უფრო  მეტი სატრანსპორტო საშუალება, ვიდრე ეს შესაძლებელია შუქნიშნის ხისტ რეჟიმზე მუშაობისას. ეს აუმჯობესებს ქუჩის გამტარუნარიანობას.

ამჟამად სისტემასთან მიერთებულია 81 ობიექტი,  მ/წლის  II  კვარტლის ბოლომდე  40  შუქნიშნის  ობიექტი მიერთდება, წლის ბოლომდე კი კიდევ 35 ობიექტის ჩართვა იგეგმება. სისტემის სრუილად ამუშავებს ვარაუდობენ 2016 წლისათვის, რაც საშუალებას მოგვცემს, მოძრაობა 15-20%-ით გაუმჯობესდეს. საგზაო მოძრაობის მონაწილეთა უკეთ ორიენტირების მიზნით, სამსახურის მიერ მ/წლისათვის იგეგმება 80 ათასი კვ.მ. ჰორიზონტალური და 40 ათასი კვ.მ. ვერტიკალური საგზაო მონიშვნების დატანა ერთკომპონენტიანი საღებავით და 17 ათასი კვ.მ ცივი და თერმო პლასტით,  5 (ხუთი) ახალი შუქნიშნის ობიექტის მონტაჟი, 3700 საგზაო ნიშნის, 3300  გრძ.მ.  ხელოვნური  უსწორმასწორობის, 300  გრძ.მ. ლითონის  ძელებიანი ზღუდარების,  2000  ცალი  ახალი  ბოძკინტის  მონტაჟი  და  3000  ცალის  აღდგენა-შეკეთება.

დედაქალაქში საგზაო მოძრაობის გაუმჯობესების, სატრანსპორტო მოცდენებისა და მოძრაობის შეფერხების მინიმუმამდე დაყვანის მიზნით მიმდინარეობს და უახლოეს პერიოდში იგეგმება შემდეგი ღონისძიებები:  საგზაო მოძრაობის  მართვისა  და  კონტროლის  ავტომატიზებული  სისტემის მშენებლობა;  მიმდინარეობს მუშაობა ტრანსპორტის განვითარების გენერალური  გეგმის შესადგენად, რომელიც მოიცავს  ტრანსპორტის  სისტემის არსებული მდგომარეობის აღწერა-ანალიზს, საგზაო  ქსელის განვითარებას, პარკირების სისტემის განვითარებას, საცობების მართვისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარების კონცეფციებს. შენდება თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალი;  ფართოვდება ანაპის დივიზიის ქუჩის თბილისის ზღვის დამაკავშირებელი უსახელო გზა; მიმდინარეობს „ზაჰესი“-ს ხიდის კაპიტალური შეკეთება;

მიმდინარეობს  სანაპიროს  ქუჩაზე (მეტეხის  გვირაბის  იალბუზის  ქუჩასთან დამაკავშირებელი) არსებული ორი ხიდის სარეკონსტრუქციო სამუშაოები; მიმდინარეობს  საპროექტო  სამუშაოები  პუშკინის  ქუჩაზე  სატრანსპორტო საშუალებების ორმხრივი მოძრაობის აღსადგენად; ასევე მიმდინარეობს დავით  აღმაშენებლის ხეივანში,  მუხათგვერდისაკენ  მიმავალი  გზაგამტარის კაპიტალური შეკეთება და მასზე მოძრაობის აღდგენა, ტაბახმელა-კოჯრის  გზატკეცილის (თაბორის მთის გავლით) დაკავშირება გორგასლის ქუჩასთან, კანდელაკი-ნუცუბიძე-ფანჯიკიძის ქუჩების გადაკვეთაზე საგზაო მოძრაობის მოწესრიგება, გმირთა  მოედნიდან  ჰეიდარ  ალიევის  (მარჯვენა)  სახელობის  სანაპიროზე  ჩასასვლელი უსახელო გზის გაფართოება-რეკონსტრუქცია, სატრანსპორტო საშუალებების პარკირების ორგანიზება (მიწისქვეშა და მიწისზედა მრავალსართულიანი სადგომების დაგეგმარება და მშენებლობა), ახალი ავტობუსების შეძენა და საავტობუსო ინფრასტრუქტურის განვითარება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის პოპულარიზაცია,“ – აცხადებენ თბილისის მერიაში.

მასალა მოამზადა

თეა ღვინაძემ

Share3Tweet2

ახალი ამბები

სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა
ახალი ამბები

სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა

07/04/2026
„ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს
ახალი ამბები

„ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს

07/04/2026
დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა
ახალი ამბები

დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა

07/02/2026
გასაშლელი მაგიდა პატარა ბინისთვის: როგორ დაზოგოთ სივრცე ყოველდღიურად
ახალი ამბები

გასაშლელი მაგიდა პატარა ბინისთვის: როგორ დაზოგოთ სივრცე ყოველდღიურად

07/01/2026
არუნ ხათრი კიბოს საწინააღმდეგო მცენარეს ასახელებს
ახალი ამბები

არუნ ხათრი კიბოს საწინააღმდეგო მცენარეს ასახელებს

07/01/2026
საფრანგეთში 20 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა – რას წერს ჭიათურის N2 საჯარო სკოლა
ახალი ამბები

საფრანგეთში 20 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა – რას წერს ჭიათურის N2 საჯარო სკოლა

07/01/2026

საინტერესო

„თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში“ განახლებული მიმღები და გადაუდებელი დახმარების ცენტრი გაიხსნა

10 years ago
კვლევებით დამტკიცდა, რომ კოვიდგადატანილებს ტვინი უზიანდებათ, ასევე ეწყებათ თმის ცვენა, სმენის დაქვეითება… – გიორგი ფხაკაძე

კვლევებით დამტკიცდა, რომ კოვიდგადატანილებს ტვინი უზიანდებათ, ასევე ეწყებათ თმის ცვენა, სმენის დაქვეითება… – გიორგი ფხაკაძე

5 years ago
ტვ პირველის ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისს სასტიკად სცემეს, გარდაიცვალა

ტვ პირველის ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისს სასტიკად სცემეს, გარდაიცვალა

5 years ago

ანა ნაცვლიშვილი პარლამენტთან აზრთა სხვადასხვაობებს ელოდება

8 years ago

ახალი ამბები

სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა
ახალი ამბები

სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა

07/04/2026

კაცი რომელსაც ახალციხეში სამშენებლო ბლოკი დაეცა ერთ თვიანი მკურნალობის შემდეგ გარდაიცვალა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, კაცი ახალციხის რეფერალურ...

მეტის ნახვაDetails
„ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს

„ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს

07/04/2026
დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა

დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა

07/02/2026
გასაშლელი მაგიდა პატარა ბინისთვის: როგორ დაზოგოთ სივრცე ყოველდღიურად

გასაშლელი მაგიდა პატარა ბინისთვის: როგორ დაზოგოთ სივრცე ყოველდღიურად

07/01/2026

კალენდარი

July 2026
M T W T F S S
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« Jun    

სიახლეები

  • სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა 07/04/2026
  • „ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს 07/03/2026
  • დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა 07/02/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by