• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Saturday, May 9, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ნეპოტიზმი – სენი, რომელიც კვლავ დაუმარცხებელია

11 years ago
in ექსკლუზივი, მთავარი მოვლენები
A A
ნეპოტიზმი – სენი, რომელიც კვლავ დაუმარცხებელია
36
SHARES
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ისწავლე? დაამთავრე უნივერსიტეტი? რას აპირებ ახლა? შენც შრომისუნარიან უმუშევართა რიგს უნდა შეურთდე? თუ გყავს ნათესავი, ნაცნობი, ან ნაცნობის ნაცნობი, რომელიც სამსახურს დაგაწყებინებს? ეს ის აქტუალური  კითხვებია, რომლის წინაშეც თითოეული ჩვენგანი შეიძლება ნებისმიერ დროს აღმოჩნდეს, ან უარესი, შეიცვალა პოლიტიკური ვითარება და პარალელურად  შეიცვალა შენი სამსახურის  საიმედოობაც. ეს ნეპოტიზმია, სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით ნათესავებისა და ახლობლების მფარველობა.

დღეს საჯარო მოხელეებს, პოლიტიკური ვითარების ცვლასთან ერთად, ყოველთვის აქვთ შიში იმისა, რომ უმუშევრობის წინაშე აღმოჩნდებიან. სამწუხაროდ, ეს შიში საფუძვლიანია, რადგან ყოველი არჩევნების შემდეგ, კადრები არა კვალიფიკაციისა და პროფესიონალიზმის, არამედ პოლიტიკური ნიშნით ინიშნებიან. სამუშაო ადგილების არასაიმედოობა და არასტაბილურობა კი ბუნებრივია, აფერხებს საჯარო სექტორის განვითარებს, რაც  წარმატებული სახელმწიფოს შექმნის ერთ-ერთი წინაპირობაა.

დღეს სულ უფრო ხშირად საუბრობენ საჯარო სექტორში მომუშავე პირების კვალიფიკაციისა და პროფესიონალიზმის შესახებ. სამწუხაროდ, საუბრობენ არა დადებითი, არამედ უარყოფითი კუთხით.  ცოდნისა და კომპეტენციის დეფიციტი, ეს ის ძირითადი პრობლემაა, რომელიც ხშირად განხილვის საგანია.

საკადრო პოლიტიკა – ზოგადად რა არის საჯარო სექტორში მოხვედრის კრიტერიუმი და როგორ ხდება კადრების შერჩევა, ვინ და როგორ იღებს გადაწყვეტილებას, პროფესიონალიზმით თუ დაუმარცხებელი სენით – ნეპოტიზმით, ასეთ  პირობებში, როგორ შეიძლება არ შეიზღუდოს ადამიანის უფლებები და გააქტიურდეს საზოგადოების როლი მის აღმოსაფხვრელად. ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე „თბილისი თაიმსს“ ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს პროფესიონალთა ლიგის ხელმძღვანელი პაატა კერვალიშვილი ესაუბრა.

11194459_894309810622238_7766737111861400317_o+

გამართული სახელმწიფო სექტორი შესაბამისი კვალიფიციური პროფესიონალებით სახელმწიფოს განვითარების ერთ-ერთი წინაპირობაა,  დღეს კი ხშირად არის საუბარი საჯარო სამსახურში მომუშავე პირების კომპეტენციისა და პროფესიონალიზმის ნაკლებობის შესახებ. რას ფიქრობთ, ვინ არის მათი მუშაობის შედეგებზე პასუხისმგებელი  და  სწორედ ეს ხომ არ უქმნის პრობლემებს სახლემწიფო აპარატის გამართულ მუშაობას?

– დღეს ჩვენთან პროფესიონალების ნაკლებობა ბევრ რამეში ჩანს. მათი დეფიციტი სხვადასხვა  მიმართულებით არის გამოხატული. ზოგადად სახელმწიფო აპარატში მუშაობის პროფესიონალიზმის გარკვეული სპეციფიკა არსებობს. რაც იმას ნიშნავს, რომ სხვადასხვა დონის ხელმძღვანელს, სხვადასხვა დონის მმართველს, ასევე  სხვადასხვა დონის პროფესიონალი სჭირდება.  მე მაგალითად,  მიმაჩნია, რომ სოფლის მეურნეობის მინისტრი აუცილებლად კარგად უნდა ერკვეოდეს სოფლის მეურნეობის, რომელიმე ერთ დარგში მაინც, რადგან მეთოდები და ძირითადი პრინციპები იგივეა იმ დარგში, რომელსაც ის იყინებს. რაც შეეხება მართვის  მომენტებს,  არსებობს საქმიანობის გაძღოლის  ტექნოლოგია, მეთოდიკა, მაღალი დონის პროფესიონალიზმი. ამ ეტაპზე მე ვთვლი, რომ ჩვენთან კადრები არასწორად არის შერჩეული, თუმცა არამგონია, რომ საქართველოს არ ჰყავდეს სათანადო  პერსონალი და კადრი, მიუხედავად ამისა სახელმწიფო აპარატი მაინც მათ ნაკლებობას განიცდის.

ზოგადად ცოდნა  მუხრუჭია თავხედობის წინააღმდეგ, როცა განათლებული და მცოდნე ხარ,  შენ თავს ძალიან ბევრი რამის გაკეთების უფლებას არ მისცემ.  ამ დროს უბრალოდ თავმდაბალი ხარ.  დღეს კი სულ  სხვაგვარი ტენდენციაა, კერძოდ, რაც უფრო თავხედი ხარ, ე.ი. უფრო თამამი და მაგარი ხარ. ეს აბსოლიტურად მცდარი შეხედულებაა. სითამამე  და თავხედობა სხვადასხვა რამ არის.  თავხედობა ნიშნავს იმას, რომ შენ ცოდნის ელემენტარული მარაგი არ გაქვს, რომელმაც უნდა დაგამუხრუჭოს და დაგიცვას თავხედობისგან. ეს კი ჩვენთან არ არსებობს. შენ კი არ უნდა შეიჭრა და მოსთხოვა რამე, არამედ თვითონ უნდა შემოგთავაზონ.  ჩვენთან ყველაზე დიდი პრობლემა  მაინც არეული შერჩევაა, რომელიც თავხედობითა და უცოდინრობით არის განპირობებული.

არის თუ არა გამჭვირვალე საკადრო პოლიტიკა საჯარო სამსახურში? ბატონო პაატა, ამ კითხვაზე აზრთა სხვადასხვაობაა, თქვენ რას ფიქრობთ, როგორ შეიძლება ეს პროცესი უფრო გამჭვირვალე გახდეს?

– დიახ საკადრო პოლიტიკა ჩვენთან ძალიან გამჭვირვალეა და არა მხოლოდ საკადრო პოლიტიკა. საქართველოში ყველაფერი გამჭვირვალეა. დიდი ხნით ვერაფერს დამალავ. ეს ერთდროულად  პატარა ქვეყნის პრობლემაცაა და სიკეთეც. შეიძლება ვინმეს, ვინც სახელმწიფო სისტემაში მუშაობს, სულაც არ უნდოდეს რაღაცის გამომზეურება, თუმცა ეს თავისთავად ხდება.  ჩვენთან  არ იმალება არც ბიძაშვილობა, არც დეიდაშვილობა და არც ზოგადად ახლობლობა და მეგობრობა.

რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, არასამთავრობო სექტორი საჯარო სამსახურში კონკურსის დროს  მონიტორინგს ახორციელებს, თუმცა ნათელია, რომ  ეს საკმარისი არ არის, რას ფიქრობთ კიდევ როგორ შეიძლება მათი როლის გაზრდა?

– რა თქმა უნდა საჯარო სამსახურში კონკურსის დროს მონიტორინგი აუცილებელი და საჭიროა, ასევე მნიშვნელოვანია მისი გაძლიერება მაგალითად, ის შეიძლება გაიზარდოს სწრაფი ტრანსფერენტულობით,  ჟურნალისტი კონკურსს  დაესწროს  და უფრო მალე გამომზეურდეს და გაიხსნას. დახმარება სწორედ ეს იქნება. მაგალითად ჩვენ, როდესაც კონკურსს ვატარებთ, ვეპატიჟებით ყველას, მოვიდნენ ნახონ ჩვენი მსჯელობა. აქ არაფერი არ არის დასამალი, პირიქით ეს დახმარებაა. ჩვენი პრობლემა რა არის იცით? კარჩაკეტილობა, გადაწყვეტილების მიღების დროს დაბალო კომუნიკაციური დონე. ზოგადად რა არის მაღალი დონის განვითარების საფუძველი? ეს ხომ ფართო ჰორიზონტია, რომელიც ჩვენ არ გვაქვს. შესაბამისად არანაირი პრეტენზია არ უნდა გვქონდეს. ეს არის პრობლემა და აქედან გამომდინარეა, რომ დაბალი დონის მენეჯერი სწორედ დაბალი დონის მართვის სისტემას ქმნის.

ზოგადად როგორ ხდება საჯარო სამსახურში დანიშვნა-გათავისუფლების პროცესი? ვინ და როგორ იღებს ამ გადაწყვეტილებას  და   რამდენად კვალიფიციური ადამიანი წყვეტს ამას?

– მე  ამას ზუსტად ვერ გეტყვით, თუმცა  ჩვენს იერარქიულ სისტემაში ხშირად იმპერატული გადაწყვეტილებები მიიღება.  მართვის თეორიაში არის წესები, რომლის მიხედვითაც დიდ  სისტემას თავისი სპეციფიკა აქვს, ხოლო პატარა სისტემას თავისი. როდესაც საქართველოში ტრანსფარანტულობაზე ვსაუბრობთ, ეს ტრანსფარანტულობა   ამერიკის შეერთებულ შტატებში სულ სხვა რამეს ნიშნავს, ხოლო ჩვენთან  სულ სხვას.  ხადახან  საქართველოში  იმპერატული გადაწყვეტილებები უფრო სწორია, თუმცა  მთავარია ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც პასუხისმგებლობაზე იქნება დაფუძნებული. მაგალითად  შენ, თუ  ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ხარ, პირველ რიგში რა არის  შენი ამოცანა? ეს არის ვალუტის კურსის შენარჩუნება. ამისთვის კი ისეთი თანამშრომლები უნდა გყავდეს, რომლებიც დაგეხმარებიან. ბუნებრივია ისინი ბანკის მართვასა და სწორ პოლიტიკას უნდა ეთანამდებოდნენ და შემდეგ სხვა დანარჩენი,  ხოლო თუ გინდა, რომ ნათესავებთან და მეგობრებთან კარგი გამოჩნდე  სულ სხვანაირად იქცევი და არ გაინტერესებს მთავარი ამოცანა და მიზანი. ალბათობის თეორიის მიხედვით, როდესაც შენ სამსახურში ნათესავი მოგყავს, წარუმატებლობის დიდი რისკის წინაშე ხარ.  ბუნებრივია ამ დროს შენ ნაკლებად, ან საერთოდ არ გაინტერესებს შენი უწყების წარმატება.

რას ფიქრობთ რა არის დღეს მთავარი კრიტერიუმი? პროფესიონალიზმი და კომპეტენცია, თუ ნათესაური კავშირი და  ნეპოტიზმი?

– რა თქმა უნდა უცოდინრობა და ნეპოტიზმი, რომელიც ზუსტად ცოდნის ნაკლებობიდან გამომდინარეობს. სწორედ ესაა დღეს ადამიანებისთვის  უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე წარმატება და განვითარება.

ნეპოტიზმის პირობებში, ბუნებრივია არაკონკურენტუნარიანი გარემო იქმნება, რას ფიქრობთ, ამის ფონზე  როგორ შეიძლება არ შეიზღუდოს ადამიანის უფლებები და მას ჰქონდეს სათანადო პირობები საკუთარი შესაძლებლობების გამოვნელისა და რეალიზებისთვის?

– რასაკვირველია ეს ასეა, ნეპოტიზმის პირობებში  არაკონკურენტუნარიანი გარემო იქნება და ვიღებთ სულ სხვა შედეგს. საქართველოს წინსვლა დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ გვაქვს განსაზღვრული და დალაგებული ამოცანა. რა და როგორი უნდა იყოს ჩვენი ქვეყანა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია განისაზღვროს მრავალპარამეტრიანი უწყების სისტემა. რას უნდა მიაღწიოს მან და ვინ გამოგვადგება ამ მიზნის მისაღწევად.  კი ბატონო, შეიძლება იყოს გამონაკლისი ერთი ასიდან, ერთი ათასიდან და არა ასეთი ნეპოტიზმის მასშტაბური ხასიათი.  როდესაც შენ ნათესავი  მოგყავს უწყებაში ე.ი. გამარჯვება არ გინდა და  ამ დროს თან სისტემას აყენებენ დიდი რისკის ქვეშ. ბუნებრივია ამ დროს  პასუხისმგებლობით არ უდგები დაკისრებულ მოვალეობას.

ასეთ სიტუაციაში, ძალიან მერთულება ამ პრობლემის გადაჭრა, რადგან  დღეს  ძალიან კარგი ახალგაზრდები უცხოეთში მიდიან და აღარ ბრუნდებიან სამშობლოში, იმიტომ, რომ ალბათობა იმისა, რომ ისინი აქ თვითრეალიზებას მოახდენენ საკმაოდ მცირეა. შესაბამისად, ყველა ცდილობს მოხვდეს იქ, სადაც საკთარი ნიჭისა და ცოდნის გამოვლენის შანსი ექნება. კვლავ იქ მივდივართ, რომ კადრების შერჩევა ხდება არამცოდნეს მიერ, რადგან მცოდნე ხელმძღვანელი, წუსტად ცოდნაზე დაფუძნებული პრინციპებით, ყველა ძლიერ ახალგაზრდას  თვითრეალიზების შანს მისცემს.

დღეს საქართველოს ბევრი ემიგრანტი ჰყავს, რას ფიქრობთ ნეპოტიზმი და უმუშევრობა პირდაპირ ხომ არ აისახება ემიგრანტთა რიცხვზე?

– რა თქმა უნდა. ეს ძალიან სწორი მიდგომაა, რადგან წუსტადაც, რომ  უმუშევრობა და ნეპოტიზმი პირდაპირ აისახება ემიგრანტთა რიცხვზე.  დღეს ადამიანი ისევ უბრუნდება იმას, რომ ბოლშევიზმი ქმნის და აკნინებს პიროვნებას. სიტყვები, რომ ნებისმიერ მოსამსახურეს შეუძლია ქვეყნის მართვა არასწორია. მაშინ ადამიანი ფიქრობს, რატო და რისთვის ვსწავლობ?  შენი ჩადებული ენერგია  ზუსტად პროპორციული უნდა იყოს  იმასთან, რას შექმნი და ბოლოს და ბოლოს რითაც დაფასდები.

თქვენ  როგორ გესახებათ საზოგადოების  როლი და აქტიურება  ნეპოტიზმის აღმოსაფხვრელად?

– ვთვლი, რომ ეს საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია. პირველ რიგში, ადამიანი საკუთარ თავთან უნდა იყოს მართალი. ყველამ თავის თავში უნდა ჩაიხედოს და ეძებოს პრობლემა. ზოგადად საქმიანობის ეფექტურობიდან გამომდინარე, მიღებული ტექნოლოგიაა, რომ ყველა პროფესორს უნდა ჰყავდეს თავისზე დიდი, კარგი მოსწავლე, რადგან მისი სახელი უკვდავყოს, მაშინ რატომ არ გინდა შენს უწყებაში იყოს ყველაზე მაღალი დონის ხალხი?

დღეს სწორედ  უცოდინარი ხალხი არჩევს, უცოდინარი, რომელიც აქტიურია და  მცოდნე თავშეკავებული. მაგალითად მე, ვთვლი, რომ ჩემი როლია მოვწამლო ყველა იმით, რომ იყოს ინტელექტუალი. ესე უნდა მოიწამლოს ყველა და ბუნებრივია ნეპოტიზმიც აღარ იქნება. ფაქტია, რომ ამერიკა არის ძალიან მძლავრი და სისტემურად ორგანიზებული ქვეყანა, მიუხედავათ ამისა,  ბრიტანეთი, განსაკუთრებით კი ინგლისი და შოტლანდია არის მნიშვნელოვნად ტრადიცული სისტემური განვითარების ქვეყნები. მათ ეს ყველაფერი დაკანონებული აქვთ. განსაკუთრებული პასუხისმგებლობით უდგებიან პერების პალატაში არჩევას, მაშინ, როცა ეს ადგილი, ისედაც ოჯახის ადგილია. ეს არის პასუხისმგებლობა გადაქცეული ტრადიციად. სამწუხაროდ, ამას ვერ ვიტყვი რუსეთზე, რადგან ის თითქოს სადღაც ჩარჩა. მათი ყველა პრობლემა, აგრესიულობა ზუსტად იქიდან მოდის, რომ ვერ აცნობიერებენ საკუთარ ამოცანას. აქვთ  შესაბამისი კადრების შერჩევა და ნაკლები ცოდნის ხალხი სათავეში, ამ დროს კი ჩვენ ავტომატურად მათ ვბაძავთ.

ზოგადად არსებობს თუ არა მსოფლიოში ისეთი საზოგადოება სადაც არ არის ნეპოტიზმი?

– ზუსტად არ ვიცი, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ნეპოტიზმი განვითარებულ ქვეყნებში არ არის. ეს ჩამორჩენილი ქვეყნების პრობლემაა.

ესაუბრა

ლაკო ბიტ-ბაბიკოვი

 

Share14Tweet9

ახალი ამბები

ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი
ახალი ამბები

ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი

05/08/2026
“პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი
ახალი ამბები

“პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი

05/07/2026
„სუბსიდირების თანხა იზრდება…“ – ვის შეეძლება ცვლილებებით სარგებლობა
ახალი ამბები

„სუბსიდირების თანხა იზრდება…“ – ვის შეეძლება ცვლილებებით სარგებლობა

05/07/2026
გიგა ავალიანის საქმის პროკურორი: ნია იმნაძეს იძულების გზით მოიყვანს პოლიცია და მას მოუწევს კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტული პასუხის გაცემა
ახალი ამბები

გიგა ავალიანის საქმის პროკურორი: ნია იმნაძეს იძულების გზით მოიყვანს პოლიცია და მას მოუწევს კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტული პასუხის გაცემა

05/07/2026
ცნობილია გაფართოებული კრების თარიღი, სადაც საქართველოს კათალიკოს პატრიარქს აირჩევენ
ახალი ამბები

ცნობილია გაფართოებული კრების თარიღი, სადაც საქართველოს კათალიკოს პატრიარქს აირჩევენ

05/07/2026
გურჯაანში, ახალგაზრდა კაცის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია – რა დეტალებს ავრცელებს შსს
ახალი ამბები

გურჯაანში, ახალგაზრდა კაცის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია – რა დეტალებს ავრცელებს შსს

05/07/2026

საინტერესო

“ამ დღისთვის არა მარტო ჩვენი თაობა, არამედ მრავალი ათასი თაობა იღწვოდა”

“ამ დღისთვის არა მარტო ჩვენი თაობა, არამედ მრავალი ათასი თაობა იღწვოდა”

11 years ago

გიორგი კვირიკაშვილი 21 აპრილს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოვა

10 years ago

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ტრეფიკინგში ბრალდებული უზბეკეთის ორი მოქალაქე დამნაშავედ ცნო

11 years ago
უწყებათაშორისმა კომისიამ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის რეკომენდაციები გამოსცა

თეა წულუკიანი: სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ასაკი 14 წლის ქვემოთ არ დაიწევა

8 years ago

ახალი ამბები

ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი
ახალი ამბები

ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი

05/08/2026

შალვა პაპუაშვილი პატრიარქის არჩევნებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა. ამ თემაზე პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან მონტენეგროში ისაუბრა, სადაც ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. პაპუაშვილმა...

Read moreDetails
“პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი

“პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი

05/07/2026
„სუბსიდირების თანხა იზრდება…“ – ვის შეეძლება ცვლილებებით სარგებლობა

„სუბსიდირების თანხა იზრდება…“ – ვის შეეძლება ცვლილებებით სარგებლობა

05/07/2026
გიგა ავალიანის საქმის პროკურორი: ნია იმნაძეს იძულების გზით მოიყვანს პოლიცია და მას მოუწევს კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტული პასუხის გაცემა

გიგა ავალიანის საქმის პროკურორი: ნია იმნაძეს იძულების გზით მოიყვანს პოლიცია და მას მოუწევს კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტული პასუხის გაცემა

05/07/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი 05/08/2026
  • “პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი 05/07/2026
  • „სუბსიდირების თანხა იზრდება…“ – ვის შეეძლება ცვლილებებით სარგებლობა 05/07/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by