ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს განცხადებით, ნებისმიერ მსურველს უფასო ტესტირება ჩაუტარდება.
სერგეენკომ ასევე აღნიშნა, რომ 26 მაისის ღონისძიების ფარგლებში შესაძლებელი იქნება ექიმის უფასო კონსულტაციაც.
„26 მაისს ყველა სამინისტრო წარმოდგენილი იქნება თავისი კუთხით. რაც შეეხება ჯანდაცვის სამინისტროს, რამდენიმე აქტივობა იქნება. თუკი შარშან იყო კანის სიმსივნის სკრინინგი, წელს იქნება ჰეპატიტზე ტესტირება. ნებისმიერ მსურველს გავუკეთებთ ამ ტესტს. ასევე, იქნება ექიმების კონსულტაციები და ძირითადი ინფრასტრუქტურული პროექტების პრეზენტაცია“, – განაცხადა სერგეენკომ.