ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივანი (1997-2001 წლები) მადლენ ოლბრაიტი ცნობილია თავისი შრომებით საერთაშორისო ურთიერთობებში, გეოპოლიტიკასა და სახელმწიფო სტრუქტურაში მუშაობის გამოცდილებით. დასავლეთში ყველასთვის ცნობილი სახელმწიფო მოღვაწე აქტიურად თანამშრომლობს ჟურნალისტებთან და გამოცდილებას უზიარებს მათ. მისი ბოლოდროინდელი ინტერვიუებიდან ყველაზე ცნობილი დღემდე McKinsey–სთან, ბრიტანულ გამოცემასთან მიცემული ინტერვუა.
ბრიტანულ გამოცემასთან მადლენი საუბრობს იმაზე თუ, როგორ შეუძლია ჩაუყაროს საფუძველი ინფრასტრუქტურამ სტაბილურ და უზრუნველყოფილ საზოგადოებებს. ინფრასტრუქტურა თავისი არსით, გულისხმობს სხვადასხვა არხის სისტემას, რომელიც საზოგადოების წევრებს საშუალებას აძლევს, გაცვალონ მატერიალური და სულიერი ფასეულობები. ამ არხების ორგანიზება, ფინანსირება, ექსპლუატაცია და მართვა კი ჩვეულებრივ, მთავრობის კომპეტენციაში შედის.
1. რატომ დაინტერესდით ინფრასტრუქტურის განვითარებასთან დაკავშირებული საკითხებით?
– პირველ რიგში უნდა ვთქვათ, რომ კარგად დაგეგმილი და სწორი დიზაინით შექმნილი ინფრასტრუქტურა ხელს უწუყობს თანამედროვე, ჯანმრთელი და წარმატებული საზოგადოების შექმნას. რაზეც არ უნდა ვისაუბროთ: ტელეკომუნიკაციებზე, ტრანსპორტზე, ელექტროენერგიასა თუ წყალზე, ან საჯარო შენობებზე, როგორებიცაა სკოლები და საავადმყოფოები, ინფრასტრუქტურა ჩვენი ცხოვრების ყველა ასპექტს მაინც შეეხება. ეს ნიშნავს იმას, რომ ინფრასტრუქტურა საზოგადოებრივი სფეროს განუყოფელი კომპონენტია ის გვაძლევს საშუალებას, რომ გვქონდეთ კომუნიკაცია ერთმანეთთან, გავაუმჯობესოთ ჩვენი ცხოვრების ხარისხი, განათლება, ბიზნესი და საბოლოოდ, ის ჩვენი ინდივიდუალური იდეების ტრანსფორმაციის მთავარი მასტიმულირებელია.
2. როგორ აპირებთ ინფრასტრუქტურის დაკავშირებას იმ საკითხებთან,რომელიც თქვენი სამუშაოს ძირითადი სფეროა?
– ჩემი სამუშაო, რომელიც იყო საჯარო სექტორთან, სოციალურ სტაბილურობასთან, ადამიანის უფლებებთან, თავისუფლებასთან და თანასწორობასთან დაკავშირებული, ყოველთვის ცენტრში აერთიანებდა ინფრასტრუქტურის თემას. ამ უკანასკნელს შეუძლია ითამაშოს გადამწყვეტი როლი ან აიცილოს და შეამციროს უფსკრული მდიდრებსა და ღარიბებს შორის. ინფრასტრუქტურის ხარისხი ძალიან მნიშვნელოვანია, ეს არ ნიშნავს მხოლოდ, რაიმეს ხარისხიანად აგებას. მისი სწორად და სწორ ადგილზე გამოყენება ნიშნავს ხარისხს და არა სხვა დანარჩენი.
3. რამდენად მნიშვნელოვანია განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში ინფრასტრუქტურის მნიშვნელობა?
– ამ კითხვის დასმა ცოტა სხვაგვარადაც შეგვიძლია, რადგან ინფრასტრუქტურა არათუ მხოლოდ განვითარებადი ეკონომიკებისთვის, არამედ განვითარებულისათვისაც მნიშვნელოვანია და წარმატების ნებისმიერ ეტაპზე ყურადღება მასთან დაკავშირებით არ უნდა მოვადუნოთ. ეს ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერ ქვეყანაში მუდმივად უნდა იგებოდეს გზები, შენდებოდეს ხიდები ან სკოლები. ამის მიზეზი ისაა, რომ ინფრასტრუქტურა საჭიროებს განახლებას, შესაბამისად ის საზოგადოებრივი ცხოვრების მუდმივი თანამგზავრია.
ესაა პროცესი, რომელზეც სახელმწიფო სისტემის წარმომადგენლები მუდმივად უნდა მუშაობდნენ მის სრულყოფაზე, გაუმჯობესებაზე, აფინანსებდნენ და სწორად გეგმავდნენ, ინარჩუნებდნენ უკვე ძველს და აახლებდნენ. ჩვენთან, ამერიკის შეერთებულ შტატებში სულ ვაწყდებით ამ პრობლემას, ყოველწლიურად ბევრი ხიდი თუ გზა საჭიროებს შეკეთებას. ეს ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც საერთაშორისო სავაჭრო ქვეყნებისთვის პორტებისა და აეროპორტების აშენება.
მაგრამ ცხადია, ამ შემთხვევაშიც არსებობს განსხვავებები. მე ვფიქრობ, რომ განსხვავება აქცენტებშია, ინფრასტრუქტურისა და პროექტების, ინიციატივების არსში. ამდენად, მაგალითისთვის წარმოვიდგინოთ განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყანა, რომელსაც ელემენტარული ადამიანური მოთხოვნილებებისა და საჭიროებების დაკმაყოფილება უჭირს. ამ ქვეყანაში მეტი ყურადღება ეთმობა პროექტებსა და ინიციატივებს, ვიდრე ინფრასტრუქტურას. მაგრამ მე გთავაზობთ მეორე მხრივ, წარმოიდგინოთ ასეთი ქვეყანა,რომელშიც უფრო მეტი ყურადღება ეთმობა ახალი ქალაქის მშენებლობას, ვფიქრობ ის მოგვცემს შესაძლებლობას, რომ მომავალში ხელი შეეწყოს ქვეყნის მდგრად ეკონომიკას.
4. თქვენ ზემოთ აღნიშნეთ, რომ ზოგიერთ განვითარებად სახელმწიფოში ვერ აკმაყოფილებენ ელემენტარულ ადამიანურ საჭიროებებს, როგორ ფიქრობთ რა გზით უნდა მოხდეს საზოგადოების დათანხმება იმაზე, რომ პრიორიტეტები ინფრასტრუქტურას მიენიჭოს?
– პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ თქვენ აშენებთ არა დღევანდელი დღისთვის, არამედ მომავლისთვის. ხშირად პროექტებს ან ინიციატივებს, რომელსაც სახელმწიფო ახორციელებს შედეგის მისაღწევად 5-10 წელი სჭირდება. როდესაც საზოგადოება ამას გაანალიზებს, უფრო გაადვილდება კომუნიკაცია ხალხთან ინფრასტრუქტურისთვის პრიორიტეტის მინიჭების თაობაზე. როგორ დაიწყება კომუნიკაცია? პირველ რიგში, კითხვების დასმით, ჩვენ საზოგადოებას მივცემთ საშუალებას დასვას კითხვები: რა შენდება? იცის თუ არა პროექტის დეტალები საზოგადოების დიდმა ნაწილმა? უნდა გავითვალისწინოთ მათი აზრი, ეს უნდა იყოს ღია დისკუსიაზე დაფუძნებული მუშაობა.
მე შემიძლია ეს გიჩვენოთ ერთი მარტივი მაგალითით. სამუშაო ვიზიტით ვიმყოფებოდით ერთი წლის წინ აფრიკაში, ერთ-ერთ დედაქალაქში, სადაც უნდა შევხვედროდით ღარიბ მოსახლეობას, რომელსაც წყლის პრობლემები ჰქონდა. საუბრის დაწყებამდე, მათ პირველ რიგში, გაგვაცნეს ვითარება და გვითხრეს, რომ რამდენიმე წლის წინ აქ იყვნენ ადამიანები, რომელთაც თქვეს,რომ წყალი არ იყო სუფთა და დაპირდნენ ახალი ჭების აშენებას. თუმცა, ის ადამიანები პროექტის დაწყების პირველივე ეტაპიდან გაქრნენ და ჭები ჯერაც დაუსრულებელია. ეს საქმიანობა ერთ-ერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ დაიწყო, მათ საზოგადოებასთან პროექტის დასაწყისშივე გაწყვიტეს კონტაქტი,რის გამოც ვერ გაითვალისწინეს ის დაბრკოლებები,რომელსაც წააწყდებოდნენ მშენებლობისას. ამდენად, პროექტიც ვერ დასრულდა და საზოგადოებაც უკმაყოფილო დარჩა.
ამდენად ვფიქრობ, რომ სახელმწიფომ საზოგადოებასთან კომუნიკაცია არასდროს უნდა გაწყვიტოს, ნებისმიერ ეტაპზე, ეს იქნება უბრალოდ სკვერის აშენება თუ ხიდის აგება, ხალხის აზრი მუდმივად უნდა გაითვალისწინოს. სახელმწიფომ,ხალხზე უკეთ არ იცის თუ, რა სჭირდება მას.
5. როგორ ხედავთ, საჯარო და კერძო სექტორის როლს ინფრასტრუქტურის განვითარებაში?
– როლები განსხვავებულია ყველა საზოგადოებაში. მაგრამ საჯარო სექტორს უფრო მეტი როლი უნდა დაეკისროს, ის პირველ რიგში, პასუხს აგებს ფინანსებზე, გადაწყვეტილებებზე, განსაკუთრებით ეს ეხება გარემოსა და ბუნებრივი რესურსების გამოყენებას. კერძო სექტორი ამ პროცესებში კი ძირითადად დამკვირვებლის როლს ასრულებს.
ინფრასტრუქტურის წარმატებას შეუძლია გაზარდოს ხალხის ნდობა სახელმწიფოს მიმართ, ეს გამოიხატება იმაში, რომ ხალხი გადაიხდის გადასახადებს იმ შეგნებით, რომ გადახდილი თანხა ისევ მათ მოხმარდებათ.
სახელმწიფო ვირტუალური წრეა, თუ იგი კარგად მუშაობს. და მის კარგად მუშაობას ხელს უწყობს საზოგადოების რწმენა და ნდობა. საზოგადოებას სურს ხმა მისცეს, მაგრამ ამასთანავე მას “ჭამაც” სურს. ასე, რომ ხალხმა უნდა იცოდეს, რომ მისი არჩეული მთავრობა მასვე გამოადგება.
მე და ჩემი თანაგუნდელების აზრით, კი ინფრასტრუქტურის განვითარება წინა პირობაა ამის. ჩვენი ოპონენტები გვეუბნებიან, რომ ინფრასტრუქტურა ეს ყოველდღიური წვრილმანია და ბევრად უფრო მნიშვნელოვანია მაგალითად, სახელმწიფო სოციალურ დაზღვევა. ჩვენ ამ უკანასკნელ მოსაზრებას არ უარვყოფთ, მაგრამ არათუ წვრილმანად მივიჩნევთ ინფრასტრუქტურას, არამედ მას თავისი მნიშვნელობით ვუტოლებთ კიდეც, თუნდაც სახელმწიფო სოციალურ დაზღვევას.
იმისთვის, რომ ინფრასტრუქტურა განვითარდეს საჭიროა თავად, ჩვენ, მოქალაქეებმა ვიცოდეთ მისი მნიშვნელობა და გავიაზროთ, რომ ნებისმიერი ფორმით შეგვიძლია ჩავერთოთ მისი მშენებლობის პროცესში, თუ არ მოგვწონს შეგვიძლია გამოვხატოთ პროტესტი. დასასრულს, გეტყვით, რომ ინფრასტრუქტურას რამდენიმე სისტემა შეადგენს, ჩვენ თითოეული მათგანი თავისი მნიშვნელობით გააზრებული უნდა გვქონდეს.
მისი განვითარების გზა კი, პირველ რიგში, სახელმწიფოსა და მოქალაქეების ინიციატივებზე გადის.
ინფრასტრუქტურის პირველ ისტორიულ სისტემას ტრანსპორტი წარმოადგენს. გზები და გადაადგილების საშუალებები ერთიანობაში კრავს საზოგადოების ლოკალურ მონაკვეთებს და ახორციელებს ადამიანების და საქონლის გადანაცვლებას. მეორე ინფრასტრუქტურული სისტემა ენერგეტიკის სფეროს მოიცავს: წყალს, ორთქლს, ნახშირს, ნავთობს. მესამე ინფრასტრუქტურას კი შეადგენს კომუნიკაციის საშუალებები: ფოსტა, გაზეთი, ტელეფონი, ტელეგრაფი, რადიო, ტელევიზია, კომპიუტერიზებული სისტემები და სხვა.
წყარო: McKinsey & Company
მასალაზე მუშაობდნენ:
ნათია კეკენაძე
გიორგი მიქანაძე











