• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Thursday, October 22, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

“გვთავაზობენ ძველ სახემძღვანელოებს, სწავლების ძველ მეთოდებს და ყველაფერი უსარგებლო და უინტერესოა” – ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტი

11 years ago
კატეგორია: მთავარი მოვლენები, საზოგადოება
A A
9
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა მათთვის შეთავაზებული სასწავლო პირობების შესახებ „თბილისი თაიმსთან“ ისაუბრეს. მათ მნიშვნელოვანი პრობლემების შესახებ იმსჯელეს და არსებული სიტუაცია კრიტიკულად შეაფასეს:

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

ანონიმური: “პირველ რიგში, აღსანიშნავია ტექნკური უნივერსიტეტის მიერ ჰიგიენური ნორმების დარღვევა. შენობაში სუფთა, მოწესრიგებული სტუდენტი შედის და გარშემო ყველაფერი ჭუჭყიანია – აუდიტორიაში, დერეფანში, მერხებზე, ყველგან მტვერია. საპირფარეშოზე საერთოდ აღარაფერს ვამბობ – იქ ყველაფერი საშინელ მდგომარებაშია. ინფრასტრუქტურაც ძალიან ძველია. როდესაც ტექნიკურ უნივერსიტეტს ამხელა ფინანსები აქვს ძირითადად, არავის აქვს გრანტი და ამდენი ბავშვი 2250 ლარს  იხდის, ასეთი უწესრიგობა არ უნდა იყოს.

slide1

ამის გარდა, ლექტორებს ნაკლებად აინტერესებთ, ვინ დადის უნივერსიტეტში და ვინ არა, თვითონაც აცდენენ ლექიებს. ისინი თავიანთ საქმეს გულდასმით არ უდგებიან და არ აინტერესებთ, როგორ მიმდინარეობს სასწავლო პროცესი. ალბათ, სტუდენტის ბედი მხოლოდ ერთი-ორ ლექტორს თუ აღელვებს. ტექნიკური უნივერსიტეტის ყველა კორპუსში დიდი არეულობა და ქაოსია.

11330495_951087144935416_1374347794_n

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა. ბიბლიოთეკა ძალიან მწირი და პატარაა. ახლა ცოტათი გააკეთეს, მაგრამ წინა წლების განმავლობაში ეს იყო ძალიან დანგრეული სივრცე, საიდანაც, თითქმის, ვერაფერ სასარგებლოს ვერ გამოიტანდი. ახლა შედარებით კარგი ბიბლიოთეკა ადმინისტრაციულ შენობაში გააკეთეს, მაგრამ სტუდენტს მაინც არ აქვს საშუალება, რომ ნომალურად დაჯდეს, იმეცადინოს და საჭირო ლიტერატურა გამოიტანოს.

სწავლების დონე ძალიან დაბალია. უნივერსიტეტი ძველ დროშია „ჩარჩენილი“ და ბევრ ფაკულტეტზე საბჭოთა კავშირის დროინდელი წიგნებით ასწავლიან. ჩვენთან არ იგრძნობა, რომ ცხოვრება გრძელდება და თანამედროვეობას უნდა ავუწყოთ ფეხი, ჩვენ რეალური მოთხოვნებიდან ძალიან შორს ვართ.

gep (2)

მას შემდეგ, რაც ჩემი პროფესიით ერთ-ერთ კომპანიაში დავიწყე მუშაობა და შევხედე, რეალურად, რა და როგორ ხდება, კიდევ უფრო მეტად დავრწმუნდი, რომ ამ წლების განმავლობაში სულ ტყუილად ვსწავლობდი. ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩემს ფაკულტეტზე სწავლამ არანაირი ცოდნა არ მომცა. აღმოჩნდა, რომ ისეთი მწირი ცოდნა მაქვს, რომლის მიღებაც 3-4 დღეშიც შემეძლო. თეორიაზე გველაპარაკებიან ძალიან ბევრს, მაგრამ ეს იმდენად უსარგებლო და არაფრისმომტანია, რომ ვერაფერში გამოვიყენებთ. ამასთან, არ არის არანაირი პრაქტიკა იმისა, რომ ეს თეორია საქმეში გამოვიყენოთ. 21-ე საუკუნეში ძალიან ძველი მეთოდებით გვასწავლიან.

რაც შეეხება სტუდენტებს, ისინიც არ არიან ძალიან მონდომებულები იმისთვის, რომ მაქსიმალურად დიდი ცოდნა მიიღონ. იმის გამო, რომ ტექნიკურ უივერსიტეტს სწავლების დონის მხრივ  ცოტა ცუდი სახელი აქვს, სტუდენტებიც ყველაფერს გულგრილად უდგებიან. ზოგადად, სწავლა ტექნიკურ უნივერსიტეტში მართლა ძალიან დაბალ დონეზეა და ლექტორებიც, ალბათ, ამიტომ არ არიან მოტივირებულები. უნივერსიტეტის პოლიტიკა, სწავლების მეთოდები და პინციპები, მოწყობა, ინფრასტრუქტურა და უამრავი სხვა აუცილებლად შესაცვლელია.”

ანონიმური: “საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში  ძალიან ბევრი დიდი და ასევე მცირე პრობლემა არსებობს, თუმცა წლების განმავლობაში მათი გადაწყვეტა ვერ ხერხდება. 522579_280458455365553_1305112846_nპირველ რიგში, უნივერსიტეტში არ არის ლაბორატორიები. რიგ შემთხვევებში, გარკვეულ კათედრებზე არსებობს ლექტორების მიერ მოძველებული აპარატურით აწყობილი კვლევითი დაწესებულებები, თუმცა ისინი არ პასუხობენ თანამედროვე მოთხოვნებს. არადა, მოგეხსენებათ რომ ლაბორატორიაში მუშაობა მრავალი პროფესიის განუყოფელი ნაწილია. აღსანიშნავია სწავლების მოძველებული მეთოდები და რიგ შემთხვევებში სწავლება ძველი, საბჭოთა ლიტერატურით. ჩვენ გვასწავლიან ლექტორები, რომელთაც უკვე აღარ ძალუძთ ლექციის ჩატარება, აღარ არიან კომპეტენტურები და ვერ უწყობენ ფეხს თანამედროვეობას, თუმცა მათ შეცვლაზე არავინ ზრუნავს. გვთავაზობენ ძველ სახემძღვანელოებს, სწავლების ძველ მეთოდებს და ყველაფერი უსარგებლო და უინტერესოა. უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებული პროგრამები მოიცავს მხოლოდ თეორიას და ჩვენთვის მიუწვდომელია პრაქტიკა, რომელიც ასე აუცილებელია ნებისმიერ პროფესიაში. მხოლოდ ოთხ კედელს შუა თეორიაზე საუბრით ცოდნასა და უნარებს ვერავინ განივითარებს.

გეპეი

უნივერსიტეტი არის უცხოეთის სხვადასხვა უნივერსიტეტის პარტნიორი გაცვლით პროგრამებში. ეს ითვალისწინებს უცხოელი სტუდენტების მიღებას და მათთვის განათლების მიცემას ინგლისურ ენაზე, მაგრამ, რეალურად, იმის გამო რომ უნივერსიტეტს არ ჰყავს კადრები, რომლებიც ლექციებს უცხო ენაზე წაიკითხავენ, სტუდენტების მიღება შეუძლებელია.

ტექნიკური უნივერსიტეტი მაგისტრანტებს ხელს არანაირად არ უწყობს.  ასეთი სტუდენტების უბრავლესობა მუშაობს. იმის გამო, რომ ლექციები ტარდება დილით და შუადღეს, ისინი ვერ ესწრებიან ლექციებს. ყველა ნორმალურ უნივერსიტეტში მაგისტრატურასა და დოქტურატურაზე ლექციები საღამოს საათებში ტარდება. ასევე მნიშვნელოვანია, რომ არ არის შეზრუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ადაპტირებული გარემო. (პანდუსები, ლიფტი, ბრაილის წარწერები და ა.შ. ერთ-ერთი ძალიან შემაწუხებელი და თვალსაჩინო ფაქტორია უნივერსიტეტის ეზო, რომელიც საკმაოდ მოუწესრიგებელია. რაც შეეხება თვითონ შენობას, გარედან, თითქოს, ფასადები შეღებილია, თუმცა კორპუსის შიგნთ არსებული მდგომარეობა შემაძრწუნებელია.  აუდიტორიები  ჩამოშლილი დამუდმივად მტვრიანია, არ არის ნორმალური მერხები, კედლები გაშავებულია და ყველაფერს სიძველის იერი აქვს. არცერთ კორპუსსში არ არსებობს დაწესებულება, სადაც სტუდენტს დასვენება, ჩამოჯდომა და, თუნდაც, საკვების მირთმევა შეეძლება. 11348965_951087161602081_2097413938_nრაც შეეხება ადმინისტრაციას, ვთვლი, რომ მათი მუშაობა არადამაკმაყოფილებელია, მათ არასდროს აქვთ პასუხი ამა თუ იმ კითხვაზე და ყოველთვის ცდილობენ, რომ სტუდენტებს თავი აგვარიდონ.

ყველაფერთან ერთად, ადმინისტრაცია, ძირითად შემთხვევებში, არაორგანიზებულია. მაგალითად, თუ საქმე ჩვენთვის კონკრეტული სიის გაცნობას ეხება, ეს არასდროს არ არის ერთჯერადი პროცესი – ისინი საინფორმაციო დაფებზე აკრავენ ინფორმაციას, რომელიც მუდმივად გადასამოწმებელი და გასარკვევია ისევ ჩვენ მიერ, გვიწევს ტყუილუბრალო სირბილი და კამათი. პრეტენზიები თვითმმართველობის მიმართაც არსებობს. მობილიზებულობა და ორგანიზებულობა მათაც არ ახასიათებთ, მხოლოდ „სტუდენტური დღეების“ ფარგლებში მუშაობენ და მოტივირებული სტუდენტის ნებისმიერ კრეატიულ აზრს უარით ისტუმრებენ.

ტექნიკურ უნივერსიტეტში ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა სწავლის მიმართ მოტივაციიის არქონაა, რასაც მრავალი ფაქტორი იწვევს. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი აუცილებლად მოქმედებს სტუდენტის მოტივაციაზე და მაქსიმალურად ამცირებს მას. ამასთან, უნივერსიტეტში სიმკაცრე, ფაქტობრივად, არ არსებობს.”

მასალის სრული ვერსია იხილეთ: http://www.ttimes.ge/archives/41652

მასალა მოამზადა

თეა ღვინაძემ

11256481_942697632441034_2127728389_n

Share4Tweet2

ახალი ამბები

„რატო ბიჭოო… გასკდა გული“ – მოულოდნელად გარდაცვლილ სპორტსმენს ემშვიდობებიან
ახალი ამბები

„რატო ბიჭოო… გასკდა გული“ – მოულოდნელად გარდაცვლილ სპორტსმენს ემშვიდობებიან

10/22/2026
„ყველაზე თბილი და მოსიყვარულე ადამიანი აღარ არის…“ – 24 წლის ბიჭს ემშვიდობებიან
ახალი ამბები

„ყველაზე თბილი და მოსიყვარულე ადამიანი აღარ არის…“ – 24 წლის ბიჭს ემშვიდობებიან

10/22/2026
„მჭირდება დახმარება! ვარ ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი“ – ნინო მუმლაძე მიმართვას ავრცელებს
ახალი ამბები

„მჭირდება დახმარება! ვარ ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი“ – ნინო მუმლაძე მიმართვას ავრცელებს

10/22/2026
ქობულეთში შვილის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამა დააკავეს
ახალი ამბები

ქობულეთში შვილის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამა დააკავეს

10/20/2026
ქორწინების იძულებისა და ოჯახში ძალადობის ბრალდებით, ორ სხვადასხვა ფაქტზე, მარნეულში სამი პირი დააკავეს
ახალი ამბები

ქორწინების იძულებისა და ოჯახში ძალადობის ბრალდებით, ორ სხვადასხვა ფაქტზე, მარნეულში სამი პირი დააკავეს

10/20/2026
სეზონური გრიპის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია 21 ოქტომბრიდან დაიწყება
ახალი ამბები

სეზონური გრიპის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია 21 ოქტომბრიდან დაიწყება

10/19/2026

საინტერესო

„ჩვენ გვჭირდება რაც შეიძლება მეტი კვალიფიციური მოთამაშე  ამ სფეროში, რათა იყოს კონკურენცია“ – ექსპერტი მედიკამენტებზე

„ჩვენ გვჭირდება რაც შეიძლება მეტი კვალიფიციური მოთამაშე ამ სფეროში, რათა იყოს კონკურენცია“ – ექსპერტი მედიკამენტებზე

5 years ago
როგორ აფასებს ილია მეორე რუსეთ-საქართველოს შორის არსებულ კონფლიქტს? – ინტერვიუ ფრანგულ ჟურნალთან

ექიმი – გაუგებარია, პატრიარქის ჯანმრთელობაზე ეს უსაფუძვლო ხმაური რატომ ატყდა

7 years ago
საქართველოს სკოლებში ჩინურ ენას შეასწავლიან

საქართველოს სკოლებში ჩინურ ენას შეასწავლიან

8 years ago
როგორია ქართული პოლიტიკური ლანდშაფტი?

როგორია ქართული პოლიტიკური ლანდშაფტი?

5 years ago

ახალი ამბები

„რატო ბიჭოო… გასკდა გული“ – მოულოდნელად გარდაცვლილ სპორტსმენს ემშვიდობებიან
ახალი ამბები

„რატო ბიჭოო… გასკდა გული“ – მოულოდნელად გარდაცვლილ სპორტსმენს ემშვიდობებიან

10/22/2026

19 ოქტომბერს, გლდანში ტრაგედია დატრიალდა. ხელბურთის ეროვნული ნაკრების ყოფილი მწვრთნელი, რატი მსხვილიძე მოულოდნელად გარდაიცვალა. რატი მსხვილიძეს მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ქართული...

მეტის ნახვაDetails
„ყველაზე თბილი და მოსიყვარულე ადამიანი აღარ არის…“ – 24 წლის ბიჭს ემშვიდობებიან

„ყველაზე თბილი და მოსიყვარულე ადამიანი აღარ არის…“ – 24 წლის ბიჭს ემშვიდობებიან

10/22/2026
„მჭირდება დახმარება! ვარ ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი“ – ნინო მუმლაძე მიმართვას ავრცელებს

„მჭირდება დახმარება! ვარ ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი“ – ნინო მუმლაძე მიმართვას ავრცელებს

10/22/2026
ქობულეთში შვილის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამა დააკავეს

ქობულეთში შვილის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამა დააკავეს

10/20/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • „რატო ბიჭოო… გასკდა გული“ – მოულოდნელად გარდაცვლილ სპორტსმენს ემშვიდობებიან 10/22/2026
  • „ყველაზე თბილი და მოსიყვარულე ადამიანი აღარ არის…“ – 24 წლის ბიჭს ემშვიდობებიან 10/22/2026
  • „მჭირდება დახმარება! ვარ ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი“ – ნინო მუმლაძე მიმართვას ავრცელებს 10/22/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by