თბილისში ძლიერი წვიმის შედეგად შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით თავდაცვის მინისტრი განცხადებას ავრცელებს. თინა ხიდაშელი მოსახლეობას თხოვნით მიმართავს , წუხანდელი სტიქიის გამო პანიკას არ აჰყვეს. მისი განმარტებით, მოსახლეობის დასახმარებლად ყველაფერი კეთდება.
“თავდაცვის სამინისტრო პირველი წუთებიდან ჩართულია პროცესებში. სამინისტროს და გენშტაბის ხელმძღვანელობა იმყოფება ადგილზე.
სრულად არის მობილიზებული საინჟინრო ბრიგადისა და ლოგისტიკის პირადი შემადგენლობა, რომლებიც ყველა ტექნიკური საშუალებით დახმარებას უწევენ დაზარალებულებს.
თავდაცვის სამინისტრო და საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს მოსახლეობის დასახმარებლად”.
თავდცვის სამინისტრო თხოვნით მიმართავს მოსახლეობას არ აყვნენ პანიკას”, – ნათქვამია განცხადებაში.













