• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, July 3, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

მთავრობამ მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ტალღის ფარგლებში მომზადებული ცვლილებების პაკეტი დაამტკიცა

11 years ago
კატეგორია: პოლიტიკა
A A
მთავრობამ მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ტალღის ფარგლებში მომზადებული ცვლილებების პაკეტი დაამტკიცა
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

1430993021საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მთავრობის სხდომაზე მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ტალღის ფარგლებში იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული ცვლილებების პაკეტი წარადგინა.

როგროც “თბილისი თაიმსს” სამინისტროდან აცნობეს, ცვლილებები მოსამართლეთა დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდასა და მათ საქმიანობაში ჩაურევლობის უფრო მყარ გარანტიებს ითვალისწინებს. კანონპროექტის მიღების შემთხვევაში,

  •  საკანონმდებლო დონეზე განისაზღვრება მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმები და მათი მახასიათებლები. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლეთა შერჩევისას დაეყრდნობა ორ ძირითად კრიტერიუმს − კეთილსინდისიერებას და კომპეტენტურობას. დადგინდება მოსამართლეობის კანდიდატის თაობაზე სანდო ინფორმაციის მოძიების წესი და განისაზღვრება ინტერესთა შეუთავსებლობის შემთხვევები;
  •  მოსამართლეობის ყველა კანდიდატისთვის თანამდებობაზე კონკურსის წესით განწესებისას შეიქმნება სამართლიანი და თანაბარი პირობები. მოსამართლეობის კანდიდატებს უფლება ექნებათ, გაასაჩივრონ მოსამართლის თანამდებობაზე დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება;
  • მოსამართლეები თავად აირჩევენ სასამართლოს თავმჯდომარეებს;
  • სასამართლოთა თავმჯდომარეებს შეეზღუდებათ ადმინისტრაციული ფუნქციები − თავმჯდომარე საერთო ზედამხედველობას გაუწევს სასამართლოს აპარატის მუშაობას, სასამართლოს აპარატის უშუალო ორგანიზაციულ ხელმძღვანელობას კი განახორციელებს სასამართლოს მენეჯერი;
  • სასამართლოთა თავმჯდომარეები ვალდებული იქნებიან, პირადად განიხილონ საქმეები;
  • ყველა სასამართლოში სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის პოსტი გაუქმდება (გაზიარებულ იქნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ინიციატივა);
  • შეიცვლება საქმეების გადანაწილების წესი − მოსამართლეებს  საქმეები ელექტრონული სისტემის მეშვეობით საქმეთა თანაბარი და შემთხვევითი განაწილების პრინციპების დაცვით დაეწერებათ, რაც მთლიანად გამორიცხავს საქმეების განაწილებისას კორუფციის რისკს;
  • დაცული იქნება მოსამართლის შეუცვლელობის პრინციპი − აიკრძალება მისი თანხმობის გარეშე მისთვის პოზიციის შეცვლა ან თვითნებურად მივლინებაში გაგზავნა;
  • სასამართლოს თავმჯდომარეს აღარ ექნება მოსამართლის წინააღმდეგ დისციპლინური სამართალწარმოების დაწყების უფლებამოსილება.  ეს უფლება ენიჭება დამოუკიდებელ ინსპექტორს, რომელიც დისციპლინური სამართალწარმოების პროცესში ახალ ინსტიტუტს წარმოადგენს (გაზიარებულ იქნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ინიციატივა). სიახლე უფრო მეტად უზრუნველყოფს პროცესის ობიექტურობასა და მიუკერძოებლობას, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს საზოგადოების მხრიდან სასამართლო ხელისუფლების მიმართ ნდობის ამაღლებას. დამოუკიდებელი ინსპექტორის მიერ დისციპლინური სამართალწარმოების პროცესში განხორციელებული ქმედებების შედეგად საბოლოო გადაწყვეტილებებს მიიღებს კოლეგიური ორგანო  − იუსტიციის უმაღლესი საბჭო;
  • მოსამართლეს უფლება ექნება, სურვილის შემთხვევაში, გაასაჯაროოს მის მიმართ წარმოებული დისციპლინური საქმისწარმოება, რაც დამატებით გარანტიას ქმნის მოსამართლის უფლებების დაცვისათვის;
  • კანონით განისაზღვრება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა რაოდენობა. დღესდღეობით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს შემადგენლობა კანონით არ არის დარეგულირებული და ამას განსაზღვრავს პლენუმი, რაც არ შეესაბამება კონსტიტუციონალიზმისა და სამართლებრივი სახელმწიფოს ძირითად პრინციპებს;
  • უფრო მეტად გამჭვირვალე იქნება იუსტიციის უმაღლესი საბჭო − მას ეკისრება ვალდებულება, საკუთარ საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაცია განათავსოს ვებგვერდზე. დამოუკიდებელი საბჭო ვალდებული იქნება, იუსტიციის უმაღლესი სკოლის ვებგვერდზე გამოაქვეყნოს სხდომის თაობაზე ინფორმაცია და სხდომის დღის წესრიგი სხდომამდე ერთი კვირით ადრე, ხოლო მიღებული გადაწყვეტილება სხდომის ოქმთან ერთად − სხდომის გამართვიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღის ვადაში. იუსტიციის უმაღლესი სკოლის ვებგვერდზე სავალდებულო იქნება, ასევე, სკოლაში მისაღები მსმენელების რაოდენობისა და მისაღები კონკურსის შესახებ ინფორმაციის განთავსება;
  • იუსტიციის უმაღლეს საბჭოში შეიქმნება სასამართლო მენეჯმენტის დეპარტამენტი, რომელიც, ერთი მხრივ, ზედამხედველობას გაუწევს საერთო სასამართლოების ადმინისტრირებას და საერთო სასამართლოების დეპარტამენტს, ხოლო, მეორე მხრივ, შეისწავლის საერთო სასამართლოებში საქმეთა ნაკადის მართვასთან დაკავშირებულ ინფორმაციას, სასამართლოების დატვირთულობისა და საქმეთა განხილვის მაჩვენებლებს, მოსამართლეთა მივლინების საჭიროებებს, საქმის წარმოებისა და მოქალაქეთა მომსახურების ხარისხთან დაკავშირებულ ინფორმაციას და შესაბამის რეკომენდაციებს წარუდგენს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს;
  • Ø გაიზრდება უზენაესი სასამართლოს როლი მართლმსაჯულების პროცესში. ფართოვდება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები როგორც სისხლის, ისე ადმინისტრაციულ და სამოქალაქო საქმეებთან მიმართებაში; თუმცა, შენარჩუნებულია ის მიდგომა, რომ უზენაესი სასამართლო მხოლოდ მნიშვნელოვან საქმეებს განიხილავს.

მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ტალღის ფარგლებში საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობა იუსტიციის სამინისტრომ 2013 წლის ბოლოს დაიწყო.

მართლმსაჯულების რეფორმის პაკეტი დადებითადაა შეფასებული, ვენეციის კომისიის  დასკვნაში ასახული რეკომენდაციებისა და მოსაზრებების დიდი ნაწილი კი გაზიარებულ იქნა  საბოლოო რედაქციაში.

კანონპროექტზე მუშაობის პროცესში ჩართულნი იყვნენ სასამართლო ხელისუფლების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, აკადემიური და სხვა დაინტერესებული წრეების წარმომადგენლები.

 

ShareTweet

ახალი ამბები

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე
ახალი ამბები

ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025
ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ
ახალი ამბები

ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ

06/14/2025
“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი
ახალი ამბები

“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი

05/30/2025

საინტერესო

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დოღლაურში, კაცს თანასოფლელმა ყური მოაჭრა

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დოღლაურში, კაცს თანასოფლელმა ყური მოაჭრა

2 years ago
აღსრულების ეროვნული ბიუროს ეზოში სროლა იყო

აღსრულების ეროვნული ბიუროს ეზოში სროლა იყო

10 years ago
როგორ მზადდება კახური ტრადიციული ჩურჩხელა?

როგორ მზადდება კახური ტრადიციული ჩურჩხელა?

5 years ago

“მნიშვნელოვანია, შეიქმნას ერთიანი სივრცე, რათა სახელმწიფო გახდეს უფრო მეტად სერვისებზე ორიენტირებული”

10 years ago

ახალი ამბები

დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა
ახალი ამბები

დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა

07/02/2026

ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის ფაქტზე დუშეთის პოლიციამ 1 პირი დააკავა. გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა დუშეთში, ერთ-ერთი სუპერმარკეტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ცივი იარაღის...

მეტის ნახვაDetails
გასაშლელი მაგიდა პატარა ბინისთვის: როგორ დაზოგოთ სივრცე ყოველდღიურად

გასაშლელი მაგიდა პატარა ბინისთვის: როგორ დაზოგოთ სივრცე ყოველდღიურად

07/01/2026
არუნ ხათრი კიბოს საწინააღმდეგო მცენარეს ასახელებს

არუნ ხათრი კიბოს საწინააღმდეგო მცენარეს ასახელებს

07/01/2026
საფრანგეთში 20 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა – რას წერს ჭიათურის N2 საჯარო სკოლა

საფრანგეთში 20 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა – რას წერს ჭიათურის N2 საჯარო სკოლა

07/01/2026

კალენდარი

July 2026
M T W T F S S
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« Jun    

სიახლეები

  • დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა 07/02/2026
  • გასაშლელი მაგიდა პატარა ბინისთვის: როგორ დაზოგოთ სივრცე ყოველდღიურად 07/01/2026
  • არუნ ხათრი კიბოს საწინააღმდეგო მცენარეს ასახელებს 07/01/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by