• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, October 16, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

გენერალი ბრედშოუ: „მჭიდრო თანამშრომლობა წლებთან ერთად უფრო გაღრმავდება“

11 years ago
კატეგორია: პოლიტიკა
A A
გენერალი ბრედშოუ: „მჭიდრო თანამშრომლობა წლებთან ერთად უფრო გაღრმავდება“
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

11010497_1010397938992948_44044809128183867_nსაქართველოში ვიზიტით ნატოს ევროპული ძალების უმაღლესი მთავარსარდლის მოადგილე გენერალი სერ ადრიან ბრედშოუ იმყოფება. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში შეხვედრის დასრულების შემდეგ, გენერალური შტაბის უფროსმა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ და გენერალმა სერ ადრიან ბრედშოუმ მედიის წარმომადგენლებისთვის პრესკონფერენცია გამართეს.

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა შეხვედრის შედეგები შეაჯამა და ნატო-საქართველოს თანამშრომლობაზე გაამახვილა ყურადღება: „თავდაცვის სამინისტროსა და გენერალურ შტაბს ნატოს ევროპული ძალების უმაღლესი მთავარსარდლის მოადგილე, გენერალი სერ ადრიან ბრედშოუ სტუმრობს – ჩვენი ქვეყნის დიდი მეგობარი და სამხედრო, რომელიც ყველაფერს აკეთებს ქართული შეიარაღებული ძალების განვითარებისთვის.

ეს სარდლობა ნატოს ოპერაციების გაერთიანებულ, სტრატეგიულ, სარდლობას წარმოადგენს, რომელიც ნატოს ყველა ოპერაციის დაგეგმვასა და აღსრულებაზეა პასუხისმგებელი. საქართველოს შეიარაღებული ძალების აქტიური ჩართულობა ნატოს ოპერაციებში ამ ვიზიტს დამატებით მნიშვნელობას სძენს. გენერალ ბრედშოუს საქართველოში ვიზიტის მთავარი მიზანია ადგილზე გაეცნოს საქართველოს შეიარაღებულ ძალებს, რეგიონში არსებულ უსაფრთხოების პრობლემებს და ქართულ მხარესთან ერთად დაგეგმოს საქართველოსა და ნატოს ურთიერთქმედების შემდგომი განვითარება.

განვიხილეთ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების გზები და საშუალებები. განსაკუთრებით აღინიშნა წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის დაარსების მნიშვნელობა. ჩვენთვის მისაღებია ასეთი გამოცდილი სამხედროს რჩევები და მითითებები.

ცოტა ხნის წინ საქართველომ უმასპინძლა ნატოს ტრანსფორმაციის გაერთიანებული სარდლობის მიერ ორგანიზებულ მნიშვნელოვან სამხედრო ფორუმს – სტრატეგიული სამხედრო პარტნიორობის კონფერენციას, სადაც ტრანსფორმაციის საკითხები განიხილეს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს შეიარაღებული ძალების განვითარებისთვის.

საქართველოში მსგავსი სახის ვიზიტებისა და ღონისძიებების განხორციელება კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ მაღალ სტატუსს, რომელიც გააჩნია საქართველოს შეიარაღებულ ძალებს და აღიარებას იმ ძალისხმევის, რასაც საქართველო ახორციელებს მსოფლიო უსაფრთხოების მიმართულებით.“

„მოხარული ვარ, რომ საქართველოს და გენერალურ შტაბს ვსტუმრობ თბილისში. განსაკუთრებით მოუთმენლად ველი ქართველ სამხედრო მოსამსახურეებთან შეხვედრას, რომლებიც ავღანეთში მისიის შესასრულებლად ემზადებიან.

საქართველოს წვლილი ISAF-ისა და „გადამწყვეტი მხარდაჭერის“ მისიაში განსაკუთრებულია. საქართველო ჩვენ მისიაში მონაწილე კონტინგენტებს შორის მეორე ადგილზეა ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ, რაც ნათლად მეტყველებს საქართველოს შეიარაღებული ძალების შესაძლებლობებსა და თავსებადობაზე.

საქართველოსა და ნატოს 20 წლიანი პარტნიორობა აკავშირებთ. ეს თანამშრომლობა ორივე მხარისთვის სასარგებლოა. ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი უკეთ იცნობს რეგიონს და ნატოს სწავლებებსა თუ ოპერაციებში ქართველი სამხედროები პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლების მხარდამხარ ასრულებენ მისიას.

თავის მხრივ, ნატო საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებაში და სამხედრო განათლებისა და წვრთნების მიმართულებით ეხმარება. წელს საქართველოში ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრი შეიქმნება. ივლისში კი მრავალეროვნული სწავლება „Agile Spirit 2015” ჩატარდება.

დაახლოებით ორი თვის წინ, საქართველოს შეიარაღებული ძალების I ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის „ალფა“ ასეულს ნატო სწრაფი რეაგირების ძალებში მონაწილეობის სერტიფიკატი გადავეცი. ქართულმა ქვედანაყოფმა ეს სტატუსი პირველად მიიღო და ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიღწევაა თქვენი შეიარაღებული ძალებისთვის. ეს ფაქტი არის ნათელი მაგალითი, თუ რისი მიღწევა შეუძლიათ ნატოს და საქართველოს ერთობლივი ძალებით.

ჩვენი პარტნიორობის მიზანია რეფორმებისა და წვრთნების მხარდაჭერა, ასევე, პრაქტიკული თანამშრომლობა და მეგობრობა. ნატო მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენი თანამშრომლობა მტკიცეა და მზად ვართ ერთობლივი ძალებით კიდევ უფრო გავაძლიეროთ პარტნიორული ურთიერთობები.

ნატოს სახელით, მინდა მივუსამძიმრო ორი კვირის წინ თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგად დაღუპულების ოჯახებს და ასევე, კაპრალ დავითაიას ოჯახს, რომელიც ავღანეთში მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა. ნატო ძალიან აფასებს ქართველი ხალხის მიერ გაღებულ მსხვერპლს.

გენერალო, მადლობა ავღანეთის მისიაში შეტანილი წვლილისთვის, ნატოსთან პარტნიორობისა და თანამშრომლობისთვის. ჩვენი პარტნიორობა ძლიერია და ვიმედოვნებ, ეს მჭიდრო თანამშრომლობა წლებთან ერთად კიდევ უფრო გაღრმავდება“ – განაცხადა გენერალმა ბრედშოუმ.

ShareTweet

ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა
ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა

09/20/2026
ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ
ახალი ამბები

ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ

09/14/2026
რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე
ახალი ამბები

ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025

საინტერესო

ანა დოლიძემ და ნაზი ჯანეზაშვილმა მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევასთან დაკავშირებით პარლამენტს ინიციატივით მიმართეს

ანა დოლიძემ და ნაზი ჯანეზაშვილმა მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევასთან დაკავშირებით პარლამენტს ინიციატივით მიმართეს

8 years ago
ჯუდიტ სლაიტერი – მოვუწოდებთ ბრიტანულ ბიზნესს, ჩამოვიდნენ საქართველოში, ჩადონ აქ ინვესტიცია და აწარმოონ ბიზნესი

ჯუდიტ სლაიტერი – მოვუწოდებთ ბრიტანულ ბიზნესს, ჩამოვიდნენ საქართველოში, ჩადონ აქ ინვესტიცია და აწარმოონ ბიზნესი

7 years ago
“ჩვენთან, სამწუხაროდ, კანონმდებლობაც ბანკებზეა მორგებული” – მერაბ ჯანიაშვილი

“ჩვენთან, სამწუხაროდ, კანონმდებლობაც ბანკებზეა მორგებული” – მერაბ ჯანიაშვილი

8 years ago

“არც არაფერი იყო განსამარტი და საკითხავი თუ არა თითიდან თემის გამოწოვის პროპაგანდისტული საჭიროება…”

10 years ago

ახალი ამბები

“ საწოლიდან გადმოვარდა და იატაკზე პირქვე დაეცა” – პენიტენციური სამსახური სათვალთვალო კამერის ჩანაწერს აქვეყნებს
ახალი ამბები

“ საწოლიდან გადმოვარდა და იატაკზე პირქვე დაეცა” – პენიტენციური სამსახური სათვალთვალო კამერის ჩანაწერს აქვეყნებს

10/15/2026

სპეციალური პენიტენციური სამსახური მწუხარებას გამოთქვამს ბრალდებულ გ.გ.-ს გარდაცვალების გამო და მის ოჯახს და ახლობლებს უსამძიმრებს. მომხდართან დაკავშირებით კი უწყება განმარტავს,...

მეტის ნახვაDetails
„ჩემო ოქროს ბიჭო, ძალიან მენანები…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან

„ჩემო ოქროს ბიჭო, ძალიან მენანები…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან

10/15/2026
ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ

ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ

10/14/2026
„3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა…“ – საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა

„3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა…“ – საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა

10/14/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • “ საწოლიდან გადმოვარდა და იატაკზე პირქვე დაეცა” – პენიტენციური სამსახური სათვალთვალო კამერის ჩანაწერს აქვეყნებს 10/15/2026
  • „ჩემო ოქროს ბიჭო, ძალიან მენანები…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან 10/15/2026
  • ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ 10/14/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by