• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, May 8, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

დავით უსუფაშვილი, ნატოს გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდა

11 years ago
in პოლიტიკა
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

11755072_985395934838765_8712904697682384007_nბრიუსელში მიმდინარე ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი, ნატოს გენერალური მდივნის მოადგილეს, ალექსანდრ ვერშბოუს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებზე, საქართველოს პროგრესზე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან დაახლოების თვალსაზრისით, უელსის სამიტზე მიღებულ „არსებითი ღონისძიებათა პაკეტის“ შესრულების პროცესზე, პარლამენტის როლზე ამ პროცესში, ასევე საქართველო-რუსეთის ურთიერთობებსა და რეგიონში არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს.

გენერალური მდივნის მოადგილემ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ქართული მხარის მიერ ნატოს სამშვიდობო მისიებში შეტანილი ფასდაუდებელი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. ვერშბოუს განცხადებით, საქართველო ნატოს გამორჩეული პარტნიორია და მისი მისწრაფებების ლეგიტიმურობას ალიანსის ყველა წევრი სახელმწიფო აღიარებს. მისივე თქმით, ქართული მხარე ნატოს წინაშე ნაკისრ ვალდებულებებს თავს წარმატებით ართმევს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან და მის სტანდარტებთან კიდევ უფრო დაახლოებისთვის.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ალექსანდრ ვერშბოუს მადლობა გადაუხადა მასპინძლობისთვის. დავით უსუფაშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოს ურყევ ნებას გახდეს ევროპული და ევროატლანტიკური სტრუქტურების სრულფასოვანი წევრი.

მისი განცხადებით, საქართველოს მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობა და პოლიტიკური სპექტრის ძირითადი ნაწილი საქართველოს ნატოში ინტეგრაციის გულმხურვალე მხარდამჭერია და საპარალამენტო უმრავლესობაც და უმცირესობაც ძალისხმევას არ იშურებს სასურველი შედეგის მისაღწევად. ამ მიზნით, საქართველოს პარლამენტში შექმნილია ნდობის ჯგუფი, რომელიც დაკომპლექტებულია პარლამენტში წარმოდგენილი ყველა პოლიტიკური ძალის წევრებით. ნდობის ჯგუფს წვდომა აქვს სახელმწიფო საიდუმლოებებზე და ქვეყნის უსაფრთხოებასთან და თავდაცვისუნარიანობასთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავს. ეს კიდევ ერთი ინსტრუმენტია, რათა პარლამენტში წარმოდგენილ პოლიტიკურ ძალებს პულსზე მუდმივად ედოთ ხელი და საქმის კურსში იყვნენ რა პროცესები მიმდინარეობს სხვადასხვა უწყებებში, მათ შორის ჩრდილო-ატალანტიკურ ალიანსთან დაახლოების თვალსაზრისით.

მისივე თქმით, პარლამენტი, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თაოსნობით ინტენსიურად მუშაობს, რათა მოხდეს ალიანსის მოთხოვნებთან და სტანდარტებთან ჰარმონიზაცია და ეს პროცესი უზრუნველყოფილი იყოს შესაბამისი საკანონმდებლო ბაზით. დავით უსუფაშვილი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებსაც შეეხო და რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ, ე.წ. „საზღვრის“ აღმნიშვნელი ბანერების უკანონოდ აღმართვაზე ისაუბრა. მან ხაზი გაუსვა რუსეთის აგრესიულ ქმედებებს მეზობელ ქვეყნებთან მიმართებაში, რაც საფრთხეს უქმნის რეგიონის სტაბილურობასა და განვითარებას.

ნატოს გენერალური მდივნის მოადგილესთან შეხვედრის შემდეგ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე გადაინაცვლა, სადაც მისი სიტყვით გამოსვლაა დაგეგმილი.

ShareTweet

ახალი ამბები

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025
ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ
ახალი ამბები

ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ

06/14/2025
“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი
ახალი ამბები

“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი

05/30/2025

საინტერესო

ამირან გამყრელიძე: საქართველოში აცრილი ადამიანები ევროპაში ჩვეულებრივ იმოგზაურებენ

ამირან გამყრელიძე: საქართველოში აცრილი ადამიანები ევროპაში ჩვეულებრივ იმოგზაურებენ

5 years ago
ელენე ხოშტარია: “მე ვაკე ნამდვილად წავაგე”

არასდროს არ ყოფილა მთავარი ხმების მონადირება – ელენე ხოშტარია

9 years ago
ზემო ფონიჭალის N23 კორპუსში მცხოვრები 28 ოჯახი დროებით საცხოვრებლებში  დაბინავდება

ზემო ფონიჭალის N23 კორპუსში მცხოვრები 28 ოჯახი დროებით საცხოვრებლებში დაბინავდება

7 years ago

„რელიგიური თავისუფლება საქართველოში დაცულია“- სახალხო დამცველის ანგარიშის ანალიზი

10 years ago

ახალი ამბები

ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი
ახალი ამბები

ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი

05/08/2026

შალვა პაპუაშვილი პატრიარქის არჩევნებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა. ამ თემაზე პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან მონტენეგროში ისაუბრა, სადაც ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. პაპუაშვილმა...

Read moreDetails
“პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი

“პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი

05/07/2026
„სუბსიდირების თანხა იზრდება…“ – ვის შეეძლება ცვლილებებით სარგებლობა

„სუბსიდირების თანხა იზრდება…“ – ვის შეეძლება ცვლილებებით სარგებლობა

05/07/2026
გიგა ავალიანის საქმის პროკურორი: ნია იმნაძეს იძულების გზით მოიყვანს პოლიცია და მას მოუწევს კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტული პასუხის გაცემა

გიგა ავალიანის საქმის პროკურორი: ნია იმნაძეს იძულების გზით მოიყვანს პოლიცია და მას მოუწევს კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტული პასუხის გაცემა

05/07/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი 05/08/2026
  • “პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი 05/07/2026
  • „სუბსიდირების თანხა იზრდება…“ – ვის შეეძლება ცვლილებებით სარგებლობა 05/07/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by