• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Wednesday, September 30, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

აქ ცხოვრობს საქართველოს მომავალი

11 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
აქ ცხოვრობს საქართველოს მომავალი
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ჩაბნელებულ დერეფანში გზას ბატონი კობა გვინათებდა. ჩვენი სახის გამომეტყველებიდან გამომდინარე კი შიგადაშიგ კომენტარს აკეთებდა  „ნამდვილად რთულია, ხელის შევლება სჭირდება, თუმცა კი ამისთვის  ფინანსები არ გაგავაჩნია. მსურველი უამრავია, ადგილი კი ცოტა. დანარჩენი კორპუსები გაცილებით უკეთესი იყო, უფრო მეტ ადამიანსაც იტევდა თუმცა ჩვენ აღარ გვეკუთვნის.“ სტუდენტ.საცხ

1975 წელს, ივანე ჯავახიშვილის თბილისი სახელმწიფო ინივერსიტეტის სტუდენტურ ქალაქში სტუდენტებისათვის განკუთვნილი  5 შენობა იყო. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ მათ ჯერ ორი კორპუსი ჩამოართვა, 2011 წელს კი მესამე კორპუსიდან სტუდენტები გამოასახლა და დევნილებს დაუთმო. საცხოვრებელში სულ 200 ოთახია. თითოეულში მხოლოდ ორი ადამიანის მოთავსება შეიძლება. სტუდენტურ  საცხოვრებელში მოხვედრა არც თუ ისე მარტივია თუ გავითვალისწინებთ ოთახების რაოდენობასაც. ძირითადად, უნივერსიტეტი ცდილობს დააკმაყოფილოს სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე სტუდენტები. შენობაში შესვლისას არც თუ ისე სასიამოვნო გრძნობა გეუფლება ჩაბნელებული, ნესტიანი დერეფანი, საღებავგადასული კედლები, ჩამონგრეული ჭერი, რომელზეც  მკვეთრადაა დატოვებული წყლის ნაკვალევი.  როგორც ჩანს 1975 წლის შემდეგ აქ უკეთესობისაკენ თითქმის არაფერი შეცვლილა. „ადრე უარესი სიტუაცია იყო, ფანჯრებიც კი არ გვქონდა.“ – დასძინა ბატონმა კობამ. მინდოდა გამერკვია  ჰქონდათ თუ არა სტუდენტებს ბიბლიოთეკა, გასართობი ადგილი, მაგრამ  შენობის ინტერიერის ნახვისა და პირობების გაცნობის შემდეგ მივხვდი, რომ უადგილო იქნებოდა ჩემი შეკითხვა.

„3 წელია განაცხადს ვწერ და წელს, როგორც იქნა, დააკმაყოფილეს მოთხოვნა , სულ რაღაც  სამი კვირაა გადმოვედი, მომწონს გარემო, ერთი დიდი ოჯახი ვართ. ყველანი გავიცანი, თავს აქ უსაფრთხოდ ვგრძნობ. რა თქმა უნდა, მოუხერხებელია, როდესაც მთელ სართული ერთი სველი წერტილით სარგებლობს .“– ამბობს მესამე კურსელი მარიამ ქუხელაშვილი.

სტუდენტებს გათბობა ელექტრო ღუმელით უწევთ, საჭმელსაც თავიანთ პატარა ოთახებში შეძლებისდაგვარად მოწყობილ სამზარეულო კუთხეში აკეთებენ. ზოგიერთს საკუთარი ხარჯებით  მიაქვს მაცივარი სარეცხი მანქანა  პირობების გასამარტივებლად. სტუდქალაქში ერთი თვის საფასური 30 ლარია, რაც კომუნალურ გადასახადებსაც ითვალისწინებს. აქ ყველა ოთახი  ერთნაირია, ყველაფერი ერთმანეთის ფორმას იმეორებს იმ რამდენიმე ნათურის მსგავსად, რომელებიც გრძელი დერეფნების ცენტრში ჰკიდია და მონდომებით ცდილობენ, მათი მოვალეობის შესრულებას, ცდილობენ ყველაფერი გაანათონ თუმცა ცუდად გამოსდით. სტუდ.საცხ.

ზოგიერთი სტუდენტისთვის ისევე როგორც მარიამ ქობალიასთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ის ფასი, რომელსაც ისე იხდის, რომ ვერც ხვდება, ძალიან მოსწონს ის სამეგობრო წრე, რომელიც ამ ორი წლის განმავლობაში შეიძინა. თვლის რომ იმ პატარა პრობლემებს ვეღარც ხედავს  მისთვის ეს გარემო მეტისმეტად მშობლიური გახდა.

„მაქსიმალურად ვცდილობთ მოვიძიოთ ფინანსები, გავარემონტოთ ორივე კორპუსი და გავუუმჯობესოთ საცხოვრებელი პირობები სტუდენტებს. იმედი მაქვს, რომ ამას ძალიან მალე მოვახერხებთ “– განაცხადა მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის სტუდქალაქის მმართველმა და კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ – ბატონმა ზაზა წაქაძემ. მიუხედავად სიდუხჭირისა და არცთუ ისე კარგი პირობებისა, თითოეულს უყვარს საცხოვრებელი, რადგან მათ აქ ერთმანეთი ჰყავთ და თვლიან, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ის ადამიანური ურთიერთობებია, რომელსაც საცხოვრებელი სთავაზობს თითოეულს.

ემოციურად დატვირთულმა დავტოვე საცხოვრებელი. ყველაფერს ხომ ორი მხარე აქვს. მე აქ იმდენივე დადებითი დავინახე, რამდენი უარყოფითიც. წარმოვიდგინე, ყოველ საღამოს ამდენი განსხვავებული პროფესიის სტუდენტი ერთად, მხიარულება, გართობა, ინტელექტუალური პოლემიკა, სტუდენტური ამბები, თუმცა კი გამახსენდა, რომ ის ჩაბნელებული დერეფანი ნაკლებად იძლეოდა  მხიარულებისა და ერთად შეკრების საშუალებას. უსიტყვოდ განვაგრძე გზა იმ ახალდაგებულ „ასფალტზე“, რომელიც ერთ–ერთ ნათელ წერტილად ითვლებოდა დანგრეული სტუდენტური საცხოვრებლის ფონზე.

მარიამ ფანჩულიძე
ShareTweet

ახალი ამბები

დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება
ახალი ამბები

დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება

09/16/2026
ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”
ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს
ახალი ამბები

ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს

08/05/2026
ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო
ახალი ამბები

ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო

08/02/2026
შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა
ახალი ამბები

შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა

07/17/2026
ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს
ახალი ამბები

ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს

07/18/2026

საინტერესო

პრეზიდენტმა ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის უფლებამოსილება პრემიერს გადასცა

12 years ago
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ყაზახეთის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებას დაესწრო

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ყაზახეთის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებას დაესწრო

8 years ago
“ 12 წლიდან ვაკეთებ თოჯინებს” – ბაჩო ცანავას პერსონა

“ 12 წლიდან ვაკეთებ თოჯინებს” – ბაჩო ცანავას პერსონა

3 years ago

“მთელი ყურადღება უნდა დავუთმოთ ჩვენს უმთავრეს რესურსს – ჩვენს ხალხს”

11 years ago

ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით
ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით

09/28/2026

სარესტორნო ბიზნესში სავსე დარბაზი ავტომატურად დიდ მოგებას არ ნიშნავს. კაფის, რესტორნისა და სწრაფი კვების ობიექტის რეალური შემოსავალი პირდაპირ სამზარეულოს ხარჯებზეა...

მეტის ნახვაDetails
შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

09/25/2026
ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

09/25/2026
„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

09/24/2026

კალენდარი

September 2026
M T W T F S S
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
« Aug    

სიახლეები

  • როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით 09/28/2026
  • შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა 09/25/2026
  • ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა 09/25/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by