საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თურქი კოლეგა საქართველოში მოიწვია – შეხვედრა ირაკლი ღარიბაშვილს შეხვედრა აჰმეთ დავუთოღლუსთან დღეს ნიუ იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გაიმართა.
შეხვედრაზე მხარეებმა ორი ქვეყნის ურთიერთობების საკითხები განიხილეს და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები დასახეს.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებზე. ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრებმა რეგიონში სტაბილურობის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.












