საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა. „მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების რევიზიას მე ვერ გავაკეთებ. აქ ხელისუფლება არაფერ შუაშია, 2 სუბიექტს შორის მიმდინარეობს დავა და ეს ხელისუფლებას არანაირად არ ეხება“, – განაცხადა მღებრიშვილმა.













