• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Thursday, August 13, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

„თუ გსურს იწინასწარმეტყველო მომავალი „შექმენი ის თავად!“ – ანი მამისაშვილი

11 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
„თუ გსურს იწინასწარმეტყველო მომავალი „შექმენი ის თავად!“ – ანი მამისაშვილი
6
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ანი მამისაშვილი ქართველი გოგონაა, რომელმაც საკუთარი ცოდნისა და ნიჭის წყალობით არაერთი  წარმატების მიღწევა შეძლო. ის  უკვე 4 წელია, რაც ამერიკაში ცხოვრობს და დამოუკიდებლად იბრძვის საკუთარი მომავლის შესაქმნელად. 2010 წელს მან მონაწილეობა მიიღო FLEX-ის სასკოლო გაცვლით პროგრამაში, რომლის გარამჯვებულიც გახდა და სასწავლებლად სრულიად უცხო ქვეყანაში მარტო გაემგზავრა. „თბილისი თაიმსი“ დაინტერესდა თუ როგორ ცხოვრობს ქართველი გოგონა კანასის შტატში, როგორ იბრძვის თავის დასამკვიდრებალად, რას ურჩევს ქართველ სტუდენტებს და როგორ ხედავს მშობლიურ რეალობას ოკიანის გადაღმა.

12179566_992278150834242_1765829449_n (1)

უპირველესყოვლისა მოგესალმები. სანამ უშუალოდ FLEX-ზე ვისაუბრებთ, მინდა, საქართველოში შენი მიღწევების შესახებ მოგვიყვე. სად სწავლობდით, მანამდე რომელ კონკურსში მიგიღიათ მონაწილეობა, რომელიმე ორგანიზაციის წევრი თუ იყავით?

 – რუსთავის N4 საჯარო სკოლაში ვსწავლობდი, ოქროს მედლის კანდიდატი ვიყავი, როდესაც გავიგე, რომ ამერიკაში წასვლის შესაძლებლობა მომეცა. უნდა ამერჩია ან წავსულიყავი და კანდიდატობიდან მოვიხსნებოდი, ან სკოლა  დამემთავრებინა, ბოლომდე მებრძოლა და მედალი ამეღო. რთული არჩევანის წინაშე ვიყავი, მაგრამ წასვლა ვამჯობინე, ახლა ჩემს გადაწყვეტილებას არ ვნანობ.ზოგადად ძალიან აქტიური ვარ, საქართველოშიც ბევრ ორგანიზაციებში ვიყავი გაწევრიანებული. განსაკუთრებით მინდა გამოვყო ორგანიზაცია ReDYO (Regional Development Youth Organization). გარდა ამისა, ყოველ წელს ვიღებდი მონაწილეობას  ეროვნულ სასკოლო ოლიმპიადებში. სხვადასხვა საგანში  გამარჯვებულ 50 ბავშვს შორის ყოველთვის ვხვდებოდი, მაგრამ ყველაზე მეტად მე –11 კლასში გამიმართლა და  ქართულ ენასა და ლიტერატურაში პირველი ადგილი დავიკავე.

სანამ აშშ–ში წახვიდოდი, იქამდე საზღვარგარეთ სწავლის გამოცდილება თუ  გქონდა?

– დიახ, Buckswood –ის საერთაშორისო სკოლის  პროგრამის  საშუალებით ზაფხულის სამი თვის განმავლობაში ინგლისში  ვსწავლობდი. ასევე, რუსეთში ალექსანდრე პუშკინის სახელობის საერთაშორისო კონფერენციაზე  მონაწილეობის მიღების შესაძლებლობაც მომეცა ა.შ. რაც  მისივე სახელობის ესეეების კონკურსში გავიმარჯვე.

FLEX–თან დაკავშირებით შენი ემოციებისა და მოტივაციის შესახებ მომიყევი,  სანამ გამარჯვებულთა შორის მოხვდებოდი, რა გზა გაიარე?

– სულ სამი ეტაპი გავიარე. პირველ ეტაპზე მარტივი ტესტი გავიარე, მეორეზე-გრძელი და საკმაოდ რთული გრამატიკული ტესტი იყო. ბოლო საფეხური, როგორც ამბობენ, ყველაზე რთულია, ფსიქოლოგთან გასაუბრება გიწევს, ის სიტუაციაურ ამოცანებს გიდგენს და შენ ვერ ხვდები, რა არის სწორი პასუხი, ამიტომ ბედს უნდა მიენდო. გასაუბრების დროს ამოწმებენ რამდენად მყარია შენი ფსიქიკა, ხარ თუ არა კანონმორჩილი მოქალაქე და მრავალ სხვა ასპექტსა და უნარს, რომლებსაც აუცილებელია ფლობდე ამ პროგრამის სახელით წასასვლელად.

ხშირად უცხო ქვეყანაში წასულ ადამიანებს ძალიან უჭირთ თავიანთი ოჯახის წევრებისა და მეგობრების გარეშე დარჩენა. თქვენ როგორ შეძელით ამ სირთულეებთან გამკლავება?

– ჩემი ოჯახი და მეგობრები დღემდე ძალიან მენატრება, მაგრამ ვიცი რა არის საჭირო და უმჯობესი ჩემი მომავლისათვის და ეს მოტივაციას მიმაღლებს. გარდა ამისა, ვცდილობ, ყოველთვის დაკავებული ვიყო, რომ ზედმეტი ფიქრისა და მონატრებისთვის ბევრი  დრო არ დამრჩეს.

როგორც გავიგე, საკმაოდ აქტიური სტუდენტური ცხოვრებით ცხოვრობ. შეგიძლია, თქვენ ამერიკულ ცხოვრებაზე მომიყვე?

– ძალიან ბევრი სასწავლი მაქვს, ისევე, როგორც ყველა სტუდენტს. სწავლასთან ერთად  ვმუშაობ, როგორც ჩემი კოლეჯის სტუდენტური ელჩი. კურსელებისა და სამსახურის გამო  ყოველდღე  6 საათზე ვიღვიძებ და 9 საათზე ვბრუნდები სახლში. შინ მისვლისთანავე ვიწყებ საშინაო დავალებების შესრულებას. ხანდახან ისე ძლიერად ვიღლები, რომ ღამე მეცადინეობას ვერ ვახერხებ და ასეთ შემთხვევაში დილის 4 საათზე ვდგები, რათა ყველაფერი წასვლამდე მოვასწრო. სამსახურის გარდა, საუნივერსიტეტო ცხოვრებაშიც აქტიურად ვარ ჩართული. ბევრ კლუბში ვარ გაწევრიანებული, მათ შორის–Model United Nations–ში, წელს მისი მეშვეობით  ჩიკაგოში, ნიუ–იორკსა და ილინოისში გამართულ კონფერენციებში მივიღე მონაწილეობა, რაც ჩემი მომავალი პროფესიისთვის მნიშვნელოვვვანი გამოცდილება იყო.

უკვე წლებია საქართველოდან  ძალიან შორს ცხოვრობთ. აქ რომ ჩამოდიხართ რა ცვლილებებს ამჩნევ?

– საქართველოში შარშან ჩამოვედი 6 კვირით და ერთი–ორი ახალი შენობის მეტი არაფერი მინახავს. თუმცა სულ 3 წელია რაც წასული ვარ და რადიკალური ცვლილებები შესაძლოა ამიტომაც არ შემიმჩნევია.

არაერთხელ აღუნიშნავთ, რომ ქართველებსა და ამერიკელებს განსხვავებული მენტალიტეტი აქვთ. შენ რა არსებითი განსხვავებები შეგიმჩნევია აქაურ და აშშ–ში მცხოვრებ ახალგაზრდებს შორის?

– განსხვავებები მართლაც ბევრია. უპირველესყოვლისა მიმაჩნია, რომ ამერიკაში პერსონალური სივრცე ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე საქართველოში. შესაძლოა, ამერიკელები ამის გამო დისტანციურები და ცივები ჩანან, მაგრამ ჩემი აზრით, ასე  მხოლოდ მაშინ ხდება, როდესაც საქმე სამსახურს ეხება. ისინი ყველაფერს პროფესიონალურად უდგებიან, როდესაც საქმიანი ურთიერთობა აქვთ, ერთმანეთის პირადი ცხოვრების ან სხვა მსგავსი  ინფორმაციის  გარკვევას არ ცდილობენ. გარდა ამისა ამერიკაში ხალხი ბევრად მეტს იღიმის ვიდრე საქართველოში. შეიძლება ეს წვრილმანია, მაგრამ უნდა ითქვას, რომ აქ ჩაცმასა და ამგვარ დეტალებს ნაკლები ყურადღება ექცევა , ვიდრე საქართველოში.

საქართველოში ბევრი ფიქრობს, რომ  აშშ–ში ცხოვრება და წარმატების მიღწევა  ბევრად მარტივია, ვიდრე საქართველოში. ამასთან დაკავშირებით რა შეგიძლია გვითხრა?

– დიახ, საქართველოში ამერიკაზე ბევრი სტერეოტიპი არსებობს. მარტივი გზების ძიება ყველას  ძალიან  გვიყვარს, მაგრამ რეალობა ისაა, რომ ნიშნებს, განათლებასა და კარგ ცხოვრებას ხელისგულზე არც აქ დაგიდებენ. ვინც არ იცის ვიტყვი, რომ საქართველოში ბევრად მეტი გრანტი და სტიპენდია არსებობს, ვიდრე ამერიკაში და ამის გამო მადლობელი უნდა იყოთ. ჩემი უნივერსიტეტი სადაც მომავალ წელს გადავდივარ საკმაოდ ძვირადღირებულია და სტიპენდიის მოსაპოვებლად ისეთი შრომა მომიხდა, რომ თავისუფლად შეიძლება ითქვას საკუთარ თავსაც გადავაჭარბე.

ბევრი სტუდენტი ისმენს ამ ინტერვიუს და ალბათ, მათაც აქვთ სურვილი, რომ მომავალში საზღვარგარეთ განაგრძონ სწავლა. რას ურჩევდი ასეთ ადამიანებს?

– ცხოვრებაში  ბრძოლა აუცილებელია. რამდენჯერაც უნდა გითხრან უარი, ან რამდენჯერაც უნდა დამარცხდეთ, არ დანებდეთ, კიდევ ბევრჯერ სცადეთ! თუ გსურს იწინასწარმეტყველო მომავალი „შექმენი ის თავად! გახსოვდეთ, რომ პირველივე უარის შემთხვევაში კარი არ გამოიხუროთ, ვინაიდან წასვლა ყოველთვის შესაძლებელია და ძალიან მარტივია, თუმცა ეს თქვენ წარმატებას ვერ მოგიტანთ. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი  ფაქტია ის, რომ ღამეების თენება და შრომა მარტო ქართველ სტუდენტებს არ უხდებათ. ასე არიან ამერიკელებიც და მსოფლის ყველა ქვეყნის სტუდენტიც. ამიტომ ნუ გგონიათ, რომ გარჯა მხოლოდ თქვენ გიწევთ.

ძალიან დიდი მადლობა საინტერესო ინტერვიუსთვის. თავად ხომ არ გსურს რაიმეს დამატება?

– ყველანაირად შევეცადე, რეალური სურათი მეჩვენებინა. საქართველო ნამდვილად არაა ის ქვეყანა, სადაც იშრომებ და წარმატებას ვერ მიაღწევ. ყველაფერი შესაძლებელია, მთავარია საკმარისი მოტივაცია გქონდეთ.

ესაუბრა

ნანუკა მაღლაკელიძე

Share2Tweet2

ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”
ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს
ახალი ამბები

ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს

08/05/2026
ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო
ახალი ამბები

ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო

08/02/2026
შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა
ახალი ამბები

შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა

07/17/2026
ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს
ახალი ამბები

ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს

07/18/2026
მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III
ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III

05/22/2026

საინტერესო

ვილნიუსის მერიამ უარით გაისტუმრა სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლები, რომლებიც 27 ივლისს გეი-აღლუმის ჩატარებას ითხოვდნენ

13 years ago

თამარ სანიკიძემ ჩეხეთის რესპუბლიკის დელეგაციას უმასპინძლა

12 years ago

„დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში გამრციხველიანება აპრილის შუა რიცხვებამდე დასრულდება“

13 years ago
რეზო გაბრიაძე – “ასეთი ყოფილა მისი უკანასკნელი ნება…”

რეზო გაბრიაძე – “ასეთი ყოფილა მისი უკანასკნელი ნება…”

5 years ago

ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა
ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა

08/13/2026

4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა და მძიმე დაზიანება მიაყენა. გადაწყვეტილება გორის სასამართლოს...

მეტის ნახვაDetails
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

08/13/2026
ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

08/13/2026
„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა

„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა

08/13/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • „ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა 08/13/2026
  • ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა 08/13/2026
  • ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი 08/13/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by