• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Saturday, May 9, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

„საქართველოდან აფხაზეთში პროდუქტების უფრო მეტი რაოდენობა გადაადგილდება, ვიდრე საზღვარგარეთ“ – ვახტანგ ჭარაია

10 years ago
in ეკონომიკა, ექსკლუზივი, მთავარი მოვლენები
A A
„საქართველოდან აფხაზეთში პროდუქტების უფრო მეტი რაოდენობა გადაადგილდება, ვიდრე საზღვარგარეთ“ – ვახტანგ ჭარაია
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა განვითარების პერსპექტივებსა და არსებული პრობლემების მოგავრებაზე მსჯელობა აქტიურად მიმდინარეობს. კონფლიქტის შედეგად ურთიერთობებში შექმნილი ერთგვარი ბარიერის გადალახვაში სამოქალაქო დიპლმატიასთან ერთად, ეკონომიკური ურთიერთობების გაუმჯობესება მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.

ქართულ-აფხაზური ეკონომიკური ურთიერთობების შესახებ კვლევა ორგანიზაცია – „საერთაშორისო განგაშმა“ (International Alert) ჩაატარა. ამ ორგანიზაციის მიზანია ხელიშეუწყოს საზოგადოებებს შორის არსებული კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებას. აღნიშნული კვლევა ჩატარდა 2013 წლის ნოემბრიდან – 2014 წლის დეკემბრამდე. საბოლოო ანგარიში კი, 2015 წლის აპრილში გამოქვეყნდა. კვლევის ავტორი ნატალია მირიმანოვაა, მკვლევარები ირმა ჯგერენაია, ლოლიტა ზადე და ვახტანგ ჭარაია არიან.

„თბილისი თაიმსს“ ქართულ-აფხაზური სამომავლო ურთიერთობებში აღნიშნული კვლევის მნიშვნელობაზე და არსებულ შედეგებზე, ერთ-ერთი მკვლევარი, თსუ-ს-ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის წარმოამდგენელი, ვახტანგ ჭარაია ესაუბრა.

ვახტანგ ჭარაიარას გულისხმობს საქართველოში „საერთაშორისო განგაშის“ (International Alert) მიერ ჩატარებული კვლევა ქართულ – აფხაზურ სავაჭრო ურთიერთობებთან დაკავშირებით და ვინ არიან კვლევის ავტორები?

– აღნიშნული პროექტი მიზნად ისახავს შეაფასოს ქართულ-აფხაზური ეკონომიკური ურთიერთობები, რომელიც ყველანაირი დაბრკოლების მიუხედავად მაინც არსებობს. აღსანიშნავია, რომ ეკონომიკური საკითხები ხშირ შემთხვევაში უფრო მნიშვნელოვანი როლის მატარებელია, ვიდრე იურიდიული თუ პოლიტიკური.

მოცემული კვლევის დამუშავებაში მონაწილეობას იღებდნენ, როგორც ქართველი, ასევე აფხაზი და ევროპელი მკვლევარები. გამომდინარე სხვადასხვა მხარის ჩართულობისა, პროექტის შედეგები არ აჩენს მიკერძოებულობის ეჭვს, არც ქართული და არც აფხაზური მხარიდან.

რა წარმოადგენდა კვლევის ძირითად მიზანს და როგორია შედეგები სეზონების, პროდუქტების, ფასებისა და სხვა კომპონენტების მიხედვით?

– კვლევის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ელემენტს წარმოადგენდა, დადგენილიყო ქართულ-აფხაზური ვაჭრობის მოცულობა როგორც აბსოლუტურ, ასევე პროცენტულ ჭრილში მთლიან ქართულ/აფხაზურ ვაჭრობაში. საინტერესოა, რომ საქართველოდან აფხაზეთში მთელი რიგი პროდუქტების უფრო მეტი რაოდენობის გადაადგილდება, ვიდრე საზღვარგარეთ, ასეთი პროდუქტები კი უპირველეს ყოვლისა, რა თქმა უნდა, სოფლისმეურნეობის დარგისაა.

აღსანიშნავია, რომ ჯამური ვაჭრობა ათეულობით მილიონ ლარს შეადგენს (დაახლოებით 20-30 მილიონი ლარი წელიწადში) და შესაძლებლობების გაფართოების შემთხვევაში (ხელის არშეშლის პირობებში), მისი მრავალჯერადი ზრდაა მოსალოდნელი, რაც გააუმჯობესებდა ეკონომიკურ და სოციალურ მდგომარეობას არამხოლოდ აფხაზეთში, არამედ თავად საქართველოშიც, კერძოდ კონფლიქტისპირა რეგიონში.

ქართულ-აფხაზურ ვაჭრობაში წლის განმავლობაში, როგორც წესი რამდენიმე პიკური მაჩვენებელი ფიქსირდება და ყოველი მათგანი გარკვეულ დღესასწაულებთანაა დაკავშირებული, მათ შორის კი გამორჩეულია საახალწლო დღესასწაულები, რომელსაც იანვარში მნიშვნელოვანი ვარდნა მოყვება ხოლმე. ჩვენი გათვლებით, აფხაზეთში შეტანილი პროდუქციის 20-დან 40%-მდე სწორედ ქართული მხრიდან შეიტანება და შესაძლოა ეს მაჩვენებელი უფრო მაღალიც იყოს შესაბამისი ხელშეწყობის შემთხვევაში. ტვირთბრუნვის 85% დღევანდელი მდგომარეობით მდინარე ენგურზე არსებულ ე.წ. „გამშვებ პუნქტზე“ მოდის.

გამომდინარე იქიდან, რომ აფხაზეთში პრაქტიკულად არ მოიპოვება რომელიმე პროდუქციის მნიშვნელოვანი მარაგები, შესაბამისად საქართველოშიც მათი გადმოტანა პრაქტიკულად არ ხორციელდება, გარდა ერთად-ერთი გამონაკლისისა – თხილი. ისიც, იმ შემთხვევაში ინაცვლებს ქართულ ბაზარზე თუ აქ უკეთესი ფასია ჩამოყალიბებული, თუმცა ხშირ შემთხვევაში უკეთესი ფასის მიუხედავად გლეხები და მცირე ბიზნესმენები ერიდებიან თხილის ქართულ ბაზარზე გადმოტანას, ამ პროცესთან დაკავშირებული მაღალი რისკების გათვალისწინებით.

როგორია წინა წლებთან შედარებით არსებული შედეგები და როგორ ფიქრობთ, რითაა განპირობებული ცვლილებები? – წინა წლებთან შედარებით ვაჭრობის მასშტაბები შემცირებულია, რაც უპირველეს ყოვლისა აფხაზების მხრიდან დეფაქტო გამშვები პუნქტების შედარებით გამკაცრებული კონტროლის „დამსახურებაა“. დღეისთვის მნიშვნელოვანწილადაა შეზღუდული (თუმცა არა 100%-ით) ვაჭრობის ე.წ. „არალეგალური“ კომპონენტი და ტვირთების უდიდესი ნაწილი მდინარე ენგურზე არსებულ ე.წ. ოფიციალურ გამშვებ პუნქტზე მოდის, რაც ამცირებს მცირე მეწარმეთა დაინტერესებას ვაჭრობაში, შედეგად კი ჯამურ ვაჭრობას, როგორც ერთი, ასევე მეორე მიმართულებითაც.

რამდენადაც ცნობილია, კვლევაში ცალკე გამოყავით 2014 წლის სოჭის ილიმპიურ თამაშები, რა გავლენა იქონია ამ მოვლენამ ქართულ-აფხაზურ სავაჭრო ურთიერთობებში?

– ოლიმპიადის დაწყებამდე მოლოდინი იძლეოდა იმის იმედს, რომ მდინარე ფსოუზე დაანონსებული საზღვრის ჩაკეტვა, უბიძგებდა ტრანს-ენგურულ სავაჭრო ურთიერთობებს, თუმცა იმედები მხოლოდ უმნიშვნელოდ თუ გამართლდა. ადგილობრივმა ბიზნესმენებმა მართლაც შეიძინეს და მოიმარაგეს პროდუქციის საშუალოზე მეტი ოდენობა 2013 წლის ბოლოს, თუმცა ამას არ ჰქონდა განგრძობადი და მასშტაბური ხასიათი და გავლენა ქართულ-აფხაზურ სავაჭრო ურთიერთობებზე. მითუმეტეს რომ რუსეთის მხრიდან დაანონსებული საზღვრის ჩაკეტვაც არ გამოდგა ბოლომდე მართალი.

მიუხედავად იმისა, რომ სოჭის ოლიმპიურ თამაშებს არ უთამაშია რაიმე გარდამტეხი როლი აფხაზური ეკონომიკის განვითარებაში, არც საქართველომ შეძლო აღნიშნული მოვლენის ხეირიანად გამოყენება, არადა ამისი შესაძლებლობა ნამდვილად არსებობდა.

რამდენად დიდია კვლევის მნიშვნელობა და როგორ ფიქრობთ, რა ფაქტორებია გასათვალისწინებელი მომავალში ქართულ – აფხაზურ სავაჭრო ურთიერთობებში?

– თამამად შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნული ნაშრომი სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, როგორც უშუალოდ კვლევის, ასევე კონფლიქტის დარეგულირების თვალსაზრისითაც.

გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული კვლევა (რომელშიც თავად აფხაზი მკვლევარებიც მონაწილეობდნენ) ადასტურებს, რომ საქართველოსთან სავაჭრო ურთიერთობების გაბმა მისაღები და მათთსავე ინტერესებშია, ჩვენ გვიხსნის შესაძლებლობას მაქსიმალურად გამოვიყენოთ ჩვენი უპირატესობა.

გასათვალისწინებელია, რომ მიუხედავად პოლიტიკურად დაძაბული მდგომარეობისა და ნეგატიური დამოკიდებულებისა საქართველოს მიმართ, ფინანსური სარგებელი რომელიც მათ შეუძლიათ ვაჭრობიდან მიიღონ არის ხელშესახები და აისახება ყოველი ადგილობრივი მოსახლის ჯიბეზე, რაც სოციალურად შეჭირდებულ რეგიონებში განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს და უკანა პლანზე წევს პოლიტიკურ ნიუანსებს.

სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ საქართველოს გააჩნია ძლიერი ეკონომიკური არგუმენტი აფხაზურ მხარესთან მოლაპარაკების დროს, რომლის უგულვებელყოფა საკმაოდ რთულია და მისი ხელშეწყობის შემთხვევაში კი გააუმჯობესებდა აფხაზეთის მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას.

ესაუბრა

ნათია კეკენაძე

ნათია

Share1Tweet1

ახალი ამბები

ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი
ახალი ამბები

ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი

05/08/2026
“პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი
ახალი ამბები

“პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი

05/07/2026
„სუბსიდირების თანხა იზრდება…“ – ვის შეეძლება ცვლილებებით სარგებლობა
ახალი ამბები

„სუბსიდირების თანხა იზრდება…“ – ვის შეეძლება ცვლილებებით სარგებლობა

05/07/2026
გიგა ავალიანის საქმის პროკურორი: ნია იმნაძეს იძულების გზით მოიყვანს პოლიცია და მას მოუწევს კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტული პასუხის გაცემა
ახალი ამბები

გიგა ავალიანის საქმის პროკურორი: ნია იმნაძეს იძულების გზით მოიყვანს პოლიცია და მას მოუწევს კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტული პასუხის გაცემა

05/07/2026
ცნობილია გაფართოებული კრების თარიღი, სადაც საქართველოს კათალიკოს პატრიარქს აირჩევენ
ახალი ამბები

ცნობილია გაფართოებული კრების თარიღი, სადაც საქართველოს კათალიკოს პატრიარქს აირჩევენ

05/07/2026
გურჯაანში, ახალგაზრდა კაცის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია – რა დეტალებს ავრცელებს შსს
ახალი ამბები

გურჯაანში, ახალგაზრდა კაცის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია – რა დეტალებს ავრცელებს შსს

05/07/2026

საინტერესო

პარლამენტთან, აქციის მონაწილემ თავის დაწვა სცადა 

პარლამენტთან, აქციის მონაწილემ თავის დაწვა სცადა 

4 years ago
უკრაინაში ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა

უკრაინაში ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა

5 years ago

ქართული ფილმი “ჩემი ბედნიერი ოჯახი” საუკეთესო ევროპული ფილმის ტიტულისთვის იბრძოლებს

9 years ago

ნოდარ ხადური ჩინეთის ფინანსთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა

11 years ago

ახალი ამბები

ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი
ახალი ამბები

ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი

05/08/2026

შალვა პაპუაშვილი პატრიარქის არჩევნებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა. ამ თემაზე პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან მონტენეგროში ისაუბრა, სადაც ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. პაპუაშვილმა...

Read moreDetails
“პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი

“პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი

05/07/2026
„სუბსიდირების თანხა იზრდება…“ – ვის შეეძლება ცვლილებებით სარგებლობა

„სუბსიდირების თანხა იზრდება…“ – ვის შეეძლება ცვლილებებით სარგებლობა

05/07/2026
გიგა ავალიანის საქმის პროკურორი: ნია იმნაძეს იძულების გზით მოიყვანს პოლიცია და მას მოუწევს კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტული პასუხის გაცემა

გიგა ავალიანის საქმის პროკურორი: ნია იმნაძეს იძულების გზით მოიყვანს პოლიცია და მას მოუწევს კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტული პასუხის გაცემა

05/07/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი 05/08/2026
  • “პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი 05/07/2026
  • „სუბსიდირების თანხა იზრდება…“ – ვის შეეძლება ცვლილებებით სარგებლობა 05/07/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by