დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, გელა დუმბაძე სამუშაო ვიზიტით ავსტრიის რესპუბლიკაში იმყოფება.
22 ნოემბერს, სახელმწიფო მინისტრმა საელჩოს ორგანიზებით, ვენაში მოქმედ ორ დიასპორულ ორგანიზაციასთან „ქართული სათვისტომო ავსტრიაში“ და „ქართული სახლი ავსტრიაში ენის, კულტურისა და განათლების ხელშეწყობისთვის“ არსებული ქართული საკვირაო სკოლები მოინახულა.
გელა დუმბაძემ ასევე, შეხვედრა გამართა ავსტრიაში მცხოვრებ ქართველებთან. შეხვედრაზე, რომელიც ავსტრიაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით გაიმართა, ჩვენი თანამემამულეების წინაშე არსებული პრობლემები იქნა განხილული. შეხვედრაზე, სახელმწიფო მინისტრმა აპარატის საქმიანობის შესახებ ისაუბრა. სახელმწიფო მინისტრთან შეხვედრას 80-მდე ჩვენი თანამემამულე ესწრებოდა.












