თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის სკოლის სამმა სტუდენტმა – გურამ ქართველიშვილმა, საბა შარიქაძემ და თორნიკე ღუტიშვილმა ამერიკის წამყვანი უნივერსიტეტების მაგისტრატურა-დოქტორატურის პროგრამებზე მოსახვედრად GRE–ში შესანიშნავი შედეგები აჩვენეს.
ფიზიკაში მაქსიმალური ქულა 990-ია, თუმცა, აღიარებული ფაქტია, რომ 900 ქულიანი ზღვარის გადალახვა ურთულესი ამოცანაა. ამის მიუხედავად, სამივემ შესანიშნავად გაართვა ამ ამოცანას თავი.
თორნიკე – 990! საბა – 970! გურამი – 920! თორნიკე, თავისი მაქსიმალური ქულით მსოფლიოს მასშტაბით იმ საუკეთესო 5%–ში მოხვდა, ვინც ეს საგანი ჩააბარა. ასეთი შედეგი საქართველოს ისტორიაში პირველია.
ნატალია ჯალაღონია













