• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Monday, August 31, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

„ამ პროექტის ფარგლებში, სახელოსნოში თექის ფეხსაცმლების ახალი ხაზი შეიქმნება“ – ეკატერინე ჯოლოგუა

11 years ago
კატეგორია: ეკონომიკა, მთავარი მოვლენები
A A
„ამ პროექტის ფარგლებში, სახელოსნოში თექის ფეხსაცმლების ახალი ხაზი შეიქმნება“ – ეკატერინე ჯოლოგუა
13
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

საქართველოში თექის დამუშავების ტექნოლოგიებს ჩვენი წინაპრები, ჯერ კიდევ,  ჩვენს წელთაღრიცხვამდე იცნობდნენ. თექას ამზადებდნენ ძირითადად მთიან რეგიონებში, მათ შორის თუშეთში, კახეთში, ხევსა და ჯავახეთში. ისტორიულად საქართველოში უშუალოდ შეღებილი ნაწარმი V-VIსაუკუნეებში ჩნდება.

თექის საუკეთესო ნიმუშად ნაბადი ითვლება, მისგან ასევე ამზადებდნენ ტრადიციულად ქუდებსა და ფაჩუჩებს, თუმცა ტექნოლოგიების განვითარებასთან და ფანტაზიის დახვეწასთან ერთად, დღესდღეობით, ვხვდებით თექის განსაკუთრებულ და ორიგინალურ ნიმუშებს.

ჩვენს ქვეყანაში ბოლო დროს თექის ტანსაცმელი, სურათები, შარფები თუ სხვადასხვა აქსესუარი განსაკუთრებით აქტუალური გახდა. მისი შეძენის მსურველები ქართველებთან ერთად უცხოელი ტურისტებიც არიან.

შეიქმნა სკოლებში წრეები, სადაც დაინტერესებული მოსწავლეები მისი დამუშავების ტექნიკას სწავლობდნენ, წლების განმავლობაში ტარდებოდა დისკუსიები და გაიცემოდა რეკომენდაციები თექის წარმოების ტექნოლოგიების არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის შესახებ.

„თბილისი თაიმსი“ საქართველოში არსებული ერთ-ერთი თექის სახელოსნოთი დაინტერესდა. Teka (felt) -თექის ნამუშევრების ნახვა მომხარებლებს სოციალური ქსელის მეშვეობით შეუძლიათ. სახელოსნოს შექმნის იდეა დედა-შვილს ეკუთვნის. ქალბატონი ნელი ფირცხელიანი ხალხური რეწვის ოსტატია, მისი შვილი ეკატერინე ჯოლოგუა კი პროფესიით ჟურნალისტი, სახელოსნოს გაყიდვების მენეჯერი.

Teka (felt)–თექის შექმნის ისტორიას, სხვადასხვა პროდუქციის წარმოების დეტალებსა და სამომავლო გეგმებზე „თბილისი თაიმსს“ ეკატერინე ჯოლოგუა ესაუბრა.

12299796_1079601335404475_1028920362_o

მოგვიყევით თქვენი და თქვენი სახელოსნოს შესახებ, როგორ შეისწავლეთ თექაზე მუშაობა და როგორია სახელოსნოს შექმნის ისტორია?

– ოთხი წლის წინ, ზაფხული გავატარე სვანეთის ერთ ლამაზ სოფელში.  მინდა გითხრათ, სვანეთში სამთავრობო თუ არასამთვრობო, მრავალი  მუშა პროექტი ხორციელდება, რომლის მეშვეობითაც ბავშები სხვადასხვა ხელსაქმეს ეუფლებიან. ნამდვილად საინტერესო სანახავი იყო,  მთების ფონზე, ძველ ქართულ ნაქარგობაზე მომუშავე გოგო-ბიჭები. მათი ნაწილი თექაზე მუშაობდა. სვანეთში, გარდა იმისა, რომ თექაზე მუშაობენ, მატყლსაც, რომლითაც იქმნება თექა, თავად წეწავენ. ბავშები ფლობენ ისეთ ცოდნას, როგორიცაა მატყლის აწეწვა, დამუშავება, შეღებვა. არ დაეზარათ, ამიხსნეს ძირითადი პრინციპები. დანარჩენი კი, უკვე ბარად დაბრუნებულმა (ერთი სული მქონდა, როდის მივუჯდებოდი ინტერნეტს, რომ გაცილებით მეტი ინფორმაცია მომეძებნა ამ ხელსაქმეების შესახებ), დამოუკიდებლად შევისწავლე.

მინდა გითხრათ, რომ დედა ხელსაქმით დაინტერესებული ადამიანია. მთელი ცხოვრება ქსოვს. არ ჩამომრჩა ახალი ჰობის ათვისებაში და საბოლოო ჯამში, არაჩვეულებრივი ტანდემი ჩამოვაყალიბეთ. მივყევით მცირე საოჯახო პროდუქციის წარმოებას ხელი. ფუნქციებიც გადავინაწილეთ.

დედა ძირითად სამუშაოს ასრულებს, როგორიცაა თექაზე მუშაობა, კომპოზიციური გადაწყვეტა, ნივთისთვის საბოლოო სახის მიცემა, მე კი მარკეტინგულ მხარეს ვხელვმძღვანელობ,პიარი ჩემი სფეროა.

12309229_1079600672071208_127161143_n

თქვენს სახელოსნოში  მომხარებლებს, რა სახის პროდუქციის დამზადებას სთავაზობთ და როგორია ფასები?

– ვცდილობთ, მომხმარებელს მრავალფეროვანი პროდუქტი შევთვაზოთ. ძირითადად ონლაინ შეკვეთებზე ვმუშაობთ. სოციალური ქსელი facebook მშვენიერი, თან უფასო საშუალებაა პროდუქტის რეალიზაციისათვის.

ვმუშაობთ ყოველდღე, როგორც ონლაინ, პრივატულ, ასევე კორპორაციულ შეკვეთებზე. განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ იმას, რომ შემკვეთს მიეცეს ერთი ნივთის სხვადასხვაგვარად ტარების შესაძლებლობა. კონკრეტიკისთვის, თუნდაც თექის ყვავილები, როცა ყვავილებს ვამზადებთ, ვმუშაობთ კარკასული ტექნიკით, რაც გულისხმობს გვირგვინის ფოთლებში, შიგნიდან მავთულების ჩამაგრებას. როცა ყვავილი დამზადდება, შესაძლებელია მისი ნებისმიერ ფორმაში გადახრა. მყიდველს შეუძლია ატაროს ერთიდაიგივე ყვავილი როგორც გაფურჩქნული, ასევე კოკორის სახით.

12298121_1079600652071210_801372698_oიგივე შემიძლია ვთქვა შარფებზე, ხელთათმანებზე,  ქუდებზე. ეს დედას იდეაა. ნამუშევარის მეორე მხარეს ვამზადებთ რადიკალურად განსხვავებულს და რადგან ჩვენს სახელოსნოში უგანაკერო ნივთები მზადდება, მათი ტარება შესაძლებელია სხვადასხვანაირად, ეს ერთგვარი დამატებითი სერვისია.

უნდა ავღნიშნო, რომ ჩვენი უმთავრესი პროდუქტი, თექის ფეხსაცმელი, წარმოადგენს ინდივიდუალურად შეკერილ, საგარეო ფეხსაცმელს, რომელიც, სწორად მოვლის შემთხვევაში, მრავალი წელი უპრობლემოდ მოგემსახურებათ.

ის ექსლკუზიურია, რადგან, როგორც არ უნდა ვეცადოთ, არასოდეს მოხერხდება ზუსტი ასლის დამზადება. რაც მთვარია, თითოეული ნივთი მზადდება თანამედროვე ტექნოლოგიით, გათვალისწინებულია შემკვეთისათვის მნიშვნელოვანი მცირე ნიუანსიც კი.

რაც შეეხება სხვა მიმართულებებს, ჩვენთან თექის ნივთების  შეუზღუდავი მრავალფეროვნებაა: სამოსი, აქსესუარები, დეკორაციული ნივთები ოთახის ინტერიერისათვის, ჭაღები, ხეებიც კი. ვცდილობთ, მიმართულებებში გავფართოვდეთ. სახელოსნოში მზადდება როგორც თექის ნივთები, ასევე ძველი ქართული ნაქარგობა, ლენტებით ქარგვა, სამკაულები თიხისგან, მონიატურები, დეკუპაჟი (ნივების ხელოვნური დაძველება ან განახლება), ბატიკა.

ვთანამშრომლობთ სხვადასხვა ხელსაქმით დაკავებულ ნიჭიერ ადამიანებთად. ამ ეტაპზე ახალი მიმართულება გვაქვს – ბისერებით ქარგვა. მზადდება სამკაულები ბისერებისგან და ძვირფასი ქვებისგან.

12285815_1079600635404545_314793810_n

გაქვთ თუ არა სახელოსნოები სხვა ქალაქებშიც  და როგორ ემსახურებით რეგიონებში მყოფ მომხარებლებს?

– სახელოსნო გვაქვს სახლში. როგორც აღვნიშნე, ონლაინშეკვეთებზე ვმუშაობთ. სოციალურ ქსელ facebook-ზე გვაქვს გვერდი ,,Teka(felt)-თექა“, სადაც განთავსებულია სხვადასხვა ნივთების ფოტოკატალოგი. დაინტერესებული ადამიანი გვწერს პირად შეტყობინებებში საკონტაქტო ნომერს. ჩვენ ვუკავშირდებით მათ და ვინიშნავთ ყველა აუცილებელ ნიუანსს, შეკვეთის დასამზადებლად.

დამზადებული ნივთი შემკვეთს ფოსტის საშუალებით ნებისმიერ ქალაქში ეგზავნება.სახელოსნო ამ მექანიზმზე მუშაობს.

12311912_1079600645404544_589762506_oრამდენადაც ცნობილია საქართველოს მთავრობის ინიციატივით მიმდინარე სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში თქვენმა სახელოსნომ მიიღო გრანტი, მოგვიყევით რა მოვლენები უძღოდა წინ ამ პროცესს და რას გეგმავთ მომავალში?

– რა თქმა უნდა, ჩემთვის ცნობილი იყო სახელმწიფო პროგრამა ,,აწარმოე საქართველოში“-ს შესახებ, თუმცა იდეა, რომ გვეცადა, დედას ეკუთვნის. ის საოცარი  ენთუზიასტია, არასოდეს უშინდება სიახლეებს, ცდა მისი სტიქიაა. ერთ დღესაც, მეუბნება, ,,აწარმოე საქართველოში“ პროექტი დავარეგისტრირე,  მეორე ეტაპზე გადავედითო.

სახელოსნოს ერთ-ერთი ძირითდი მიმართულებაა სასულიერო თემატიკის ნაქარგობა, საქმე უზომოდ შრომატევადი და ხანგრძლივია. აქედან გამომდინარე, ხშირად ვერ ვახერხებდით ნაქარგი ნამუშევრების დამზადებას. საქარგავი მანქანა იყო იდეალური გამოსავალი. თან, მასთან მუშაობის ტექნიკას უკვე ვფლობდით და გვქონდა საქარგავი სქემების აწყობისთვის განკუთვნილი პროგრამული უზრუნველყოფა. ღვთის წყალობით, ყველა ეტაპი წარმატებით გავიარეთ და სახელმწიფო პროგრამამ დაგვაფინანსა. არასოდეს დამავიწყდება დედას სახე, როცა პროექტის კოორდინატორმა დაურეკა და სასიხარულო სიახლე შეატყობინა. მინდა შემთხვევით ვისარგებლო და მადლობა გადავუხადო საქართველოს მთვრობას ამ პროგრამის შექმნა-განხორციელებისათვის. ნამდვილად დიდი სტიმულია, საკუთრი გამოცდილებით ვიცი.

საქარგავი მანქანა უკვე სახელოსნშია და დაკისრებულ მოვალეობას თავს წარმატებით ართმევს.

ამ პროექტის ფარგლებში, სახელოსნოში თექის ფეხსაცმლების ახალი ხაზი შეიქმნება. ორი ხელსაქმის გაერთიანებით (ქარგვა, თექა) მომხმარებელს ექსკლუზიურ ფეხსაცმლებს შევთავაზებთ.

12282949_1079600642071211_1472262102_n

უცხოელები თუ ინტერესდებიან თქვენი ნამუშევრებით?

– წლევანდელ ზაფხულს, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონი ტურისტების საკმაოდ დიდ ნაკადს მასპინძლობდა. ბევრმა სახელოსნოშიც მოგვაკითხა. საოცარი ინტერესით ღებულობდნენ მონაწილეობას იმ ნივთების შექმნის პროცესში (ეს სერვისი სპეციალურად ტურისებისთვის შევქმენით), რომელსაც მოგვიანებით ყიდულობდნენ. დადებითი შთაბეჭდილებებით ტოვებდნენ სახელოსნოს, რაც ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია.

უნდა ავღნიშნო, რომ ჩვენი სახელოსნოს გვერდს სოციალურ ქსელში,  უცხოეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტებიც ხშირად სტუმრობენ. მათ მიერ დატოვებული თბილი გზავნილები მრავალი ახალი ნივთის შექმნის მოტივატორი ყოფილა.

მთავარი იდეა, რასაც სახელოსნო ემსახურება, შემდეგში მდგომარეობს – ტრადიციებზე დაყრდნობით, თანამედროვე პროდუქციის შექმნა, რადგან მოგეხსენებათ, ” აწმყო, შობილი წარსულისგან არის მშობელი მომავლისა”.

ნათია კეკენაძე

ნათია

 

Share5Tweet3

ახალი ამბები

მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა
ახალი ამბები

მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა

08/25/2026
თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო
ახალი ამბები

თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

08/24/2026
„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა
ახალი ამბები

„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

08/19/2026
„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა
ახალი ამბები

„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

08/18/2026
ვრცელდება პატრიარქის მიმართვა
ახალი ამბები

კათოლიკოს-პატრიარქი: აღსანიშნავია ბადრი ვადაჭკორიას ღვაწლი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე. მისმა ობიექტივმა ასახა ჩვენი ეკლესიის ისტორიისა და მისი უწმინდესობის მოღვაწეობის მრავალი ღირსსახსოვარი კადრი

08/18/2026
„პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს
ახალი ამბები

„პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს

08/17/2026

საინტერესო

“ისე, რა გადამწარდნენ…” –  მამუკა მდინარაძე “ქართული ოცნების” საარჩევნო კლიპში მონაწილე ფეხბურთელების მიმართ კრიტიკაზე

“ისე, რა გადამწარდნენ…” – მამუკა მდინარაძე “ქართული ოცნების” საარჩევნო კლიპში მონაწილე ფეხბურთელების მიმართ კრიტიკაზე

2 years ago
„წითელა დაბრუნდა, დაფიქსირდა სიკვდილის 38 შემთხვევა…” – მაია ბუწაშვილი მოსახლეობას აფრთხილებს

„წითელა დაბრუნდა, დაფიქსირდა სიკვდილის 38 შემთხვევა…” – მაია ბუწაშვილი მოსახლეობას აფრთხილებს

1 year ago
ნინო ლომჯარია – ლევან ვასაძის განცხადებები წარმოადგენს გამოძიების დაწყების საფუძველს და სერიოზული დანაშაულის ნიშნებს შეიცავს

ნინო ლომჯარია – ლევან ვასაძის განცხადებები წარმოადგენს გამოძიების დაწყების საფუძველს და სერიოზული დანაშაულის ნიშნებს შეიცავს

7 years ago
როგორ აღადგენს მაკმირორი კომპლექსი ვაგინალურ ჯანმრთელობას?

როგორ აღადგენს მაკმირორი კომპლექსი ვაგინალურ ჯანმრთელობას?

8 months ago

ახალი ამბები

მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა
ახალი ამბები

მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა

08/25/2026

ქართული მოდის კულისებიდან საერთაშორისო ხედვამდე — მაშო ნასყიდაშვილის პროფესიული გზა Screenshot მოდა მხოლოდ ტანსაცმელი და ვიზუალური ესთეტიკა არ არის —...

მეტის ნახვაDetails
თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

08/24/2026
„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

08/19/2026
„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

08/18/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა 08/25/2026
  • თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო 08/24/2026
  • „მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა 08/19/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by