• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Saturday, May 23, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

მსოფლიოს ყველაზე პოპულარული კვირის ამბები

10 years ago
in მთავარი მოვლენები, მსოფლიო
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ჟურნალისტი ადრიან მონკი agenda.weforum.org-ზე გვთავაზობს მსოფლიოს 15 უახლეს და მნიშვნელოვან მოვლენას.

პირველი ინფორმაცია, რომელსაც ჟურნალისტი მკითხველს აცნობს ისლამურ სახელმწიფოს ეხება. ადრიან მონკი წერს, რომ ისლამური სახელმწიფო ყველასთვის საძულველია, თუმცა ის ყოვლისშემძლე ნამდვილად არაა. ის გვთავაზობს როიტერის რუკას, რომელიც 17 ნოემბრის მდგომარეობით ისლამური სახელმწიფოს გავრცელების არეალსა და ტერაქტების შედეგებს ასახავს.

როიტერის თანახმად, ევროპის ქალაქებიდან პარიზში და კოპენჰაგენში, ევროპის გარეთ, საუდის არაბეთში, ავღანეთში, ტუნისში, თურქეთსა და იემენში ტერაქტებს 500-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. სტატიაში ისლამურ სახელმწიფოსა და მასთან დაკავშირებულ საფრთხეებთან დაკავშირებით, ვხვდებით ანია კასპერსენის სტატიას. ანია კასპერსენი არის გეოპოლიტიკური და საერთაშორისო უსაფრთხოების რუბრიკის რედაქტორი, ჟურნალისტი მკითხველს სთავაზობს სამ მნიშვნელოვან გზას, რომლის საშუალებითაც სახელმწიფოები შეძლებენ გაუმკლავდნენ ისლამურ სახელმწიფოს. პირველი ეს არის ISIS-სთან მებრძოლი სახელმწიფოების გაერთიანება და არა ერთმანეთში ომი. მეორე – მკაცრად და კოორდინირებულად ეკონომიკური პროცესების რეგულირება, აქ ჟურნალისტი სავარაუდოდ, ეხება დიდი და ძლიერი ქვეყნების მიერ ექსპორტ-იმპორტსა და იმ ეჭვების მინიმუმამდე დაყვანას, რომლის თანახმადაც, ისლამურ სახელმწიფოს რომელიმე ძლიერი ქვეყანა მფარველობს.

მესამე და ყველაზე მნიშვნელოვანი გზა ეხება ისლამური სახელმწიფოს მთავარი მოწინააღმდეგის ძიებას, რომელსაც ჟურნალისტი ანია კასპერსენი მუსლიმანურ სამყაროში ეძებს და სულაც არ გულისხმობს სახელმწიფოებს, მისი აზრით, მთავარი ძალა ხალხია.

მეორე მნიშვნელოვანი ინფორმაცია ეხება მსოფლიო კლიმატის ცვლილებას. მოგეხსენებათ, რომ საფრანგეთში, პარიზში 30 ნოემბრიდან 11 დეკემბრამდე მსოფლიო ლიდერები გაეროს კლიმატის ცვლილებების კონფერენციაში იღებენ მონაწილეობას. კონფერენციას 150-მდე ქვეყნის პირველი პირი დაესწრება. ფრანსუა ოლანდის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ კონფერენციაზე უნდა დაიდოს ამბიციური და მდგრადი მსოფლიო შეთანხმება, რომელიც ხელს შეუწყობს, მსოფლიოში ტემპერატურის მატების 1,5-2 გრადუსის ფარგლებში შენარჩუნებას. “ეს ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა და მსოფლიოს მოსახლეობა იმედოვნებს, რომ მრავალი წლის წინ დაწყებული დისკუსიები წარმატებით დაგვირგვინდება,” – ნათქვამია მოწვევის წერილში.

მესამე საინტერესო მოვლენა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმია და საადია ზაჰიდის წერილი,სადაც ავტორი ახალ ტექნოლოგიურ გამოწვევებზე საუბრობს და კითხვას სვამს: ვინ გაიმარჯვებს ომში სამსახურისთვის ქალები,კაცები თუ რობოტები? – მისი თქმით, ქალებსა და მამაკაცებს უნდა მიეცეთ ერთნაირი სასტარტო პირობები იმისთვის, რომ იყვნენ კონკურენტუნარიანები და უნდა დასრულდეს თეორიული მტკიცება ამ შეხედულებების და სასწრაფოდ უნდა დაიწყოს პრაქტიკაში განხორციელება.

მესამე მნიშვნელოვანი ინფორმაცია მსოფლიოს საერთო ეკონომიკური ფონია, რომელთან დაკავშირებითაც ავტორი გვთავაზობს ნობელის პრემიის ლაორეატის,  ნიუ-იორკის ბიზნეს სკოლის პროფესორის, მაიკლ სპენსის სტატიას. სტატიაში  საუბარია იმ მიზეზებზე, თუ რატომაა მსოფლიოს რიგ ქვეყნებში ინფლაცია დაწყებული, რა უშლის ხელს მდგომარეობის გაუმჯობესებას და რა ნაბიჯებია გადასადგმელი სიტუაციის დასარეგულირებლად.

ავტორი Global Gender Gap – ის 2015 წლის ანგარიშს იხილავს. ორგანიზაცია 145 ქვეყნის ეკონომიკურ, საგანმანათლებლო, ჯანმრთელობის და პოლიტიკურ პროცესებზე დაყრდნობით იკვლევს გენდერულ თანასწორობის ხარისხსს ამ ქვეყნებში. კვლევის თანახმად, 2006 წლიდან 2015 წლამდე 50%-ით გაიზარდა ქალი მინისტრების რიცხვი.

შემდეგი ინფორმაცია ეხება, საერთაშორისო მიგრაციის ორგანიზაცის წარმომადგენლის ოვაის სარმადის განცხადებას, სადაც ის საუბრობს ევროპაში მყოფ ემიგრანტებსა და ტერორისტებს შორის კავშირზე. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ოფისები რომლებიც ორგანიზაციასთან უწყვეტ კავშირზე არიან სხვადასხვა ქვეყანაში სამართალდამცავებთან ერთად უზრუნველყოფენ მონიტორინგს.

ევროპის ცენტრალური ბანკის ინფორმაციით, ევროპის ქვეყნების მდგომარეობა 2016 წლისთვის საგრძნობლად გაუმჯობესდება.

კვირის ერთ-ერთი პოპულარული და კითხვადი გახდა ლონდონის ბიზნესისა და პოლიტიკის სკოლის ასოცირებული პროფესორის, ხუან პაბლო ვაზკესის სტატია. ავტორი სტატიაში საუბრობს ბიზნეს სკოლის წარმატებების შესახებ მთელს მსოფლიოში. ავტორი გამოყოფს განვითარების სამ ფაზას, აღწერითს, შემთხვევებზე დამოკიდებულს და მიზეზობრივ, კაზუალურს.  ავტორის თქმით, რა ეტაპზეც არ უნდა ვიყოთ ამ წუთებში მომავალი წარმატების საწინდარი, პირველ რიგში, არსებული სიტუაციის შეფასებაა და არსებულიდან გამომდინარე სამომავლო გეგმების დასახვა.

მეცხრე და ერთ-ერთი საინტერესო ინფორმაცია ეხება ახალ ინდუსტრიულ რევოლუციას, რომელსაც უწოდებენ „ეკონომიკა4.0“. კაცობრიობის ისტორიაში პირველი ინდუსტრიული რევოლუცია მე-18 საუკუნის ბოლოს მანქანა-დანადგარების გამოგონების პარალელურად მოხდა. ამ რევოლუციის შედეგად, სოფლის მეურნეობის დომინანტური ადგილი ნელ-ნელა დაიკავა მრეწველობამ. რაც შეეხება, მეორე ინდუსტრიულ რევოლუციას იგი მე-20 საუკუნის დასაწყისში მოხდა და გულისხმობს  მრეწველობის კიდევ უფრო გაზრდას. „ეკონომიკა 3.0“, რომელსაც დღეს ვხვდებით 1970-იანი წლებიდან იღებს სათავეს, იგი კომპიუტერის შექმნასთან დაკავშირებით დაიწყო და ინფორმაციული ტექნოლოგიების პროგრესით დაგვირგვინდა.

ინტერნეტის განვითარებამ მე-4 ინდუსტრიულ რევოლუციას დაუდო სათავე. ექსპერტების პროგნოზით, მალე თითქმის ყველა ელექტრო-ხელსაწყო ერთმანეთთან იქნება დაკავშირებული ვირტუალური ქსელის მეშვეობით, რომლებიც ინტენსიურად გაცლიან ერთმანეთში ინფორმაციას. შედეგად, იარსებებს მათი მართვის სრულიად ახალი შესაძლებლობები.

გაზაფხული

ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოვლენად ავტორი განიხილავს მაიკლ მაილსის მოსაზრებას მსოფლიო საზოგადოებების შესახებ. ავტორის ძირითადი კვლევები ეხება აშშ-ს მე-20 საუკუნის მიჯნაზე.

შემდეგ საინტერესო მოვლენას ავტორი ერთი წინადადებით გვთავაზობს: „და თუ ყველა ეკონომიკურ თემაზე შექმნილი მოსაზრება იქნება ასეთი?“ და თან ურთავს ლინკს, სადაც  საინტერესო და სახალისო ინგლისურ ლექსს ვკითხულობთ, გამოთქვამს იმედს, რომ ხშირად გაუგებარი და მარტივი მოვლენები შეიძლება უფრო მარტივად სწორედ ასე იქნას ახსნილი http://nber.org/~jwolfers/teaching/OneSkillTwoSkill.pdf

თვითმმართვადი ავტომობილების შესახებ საუბარი აქტიურ ფაზაში გადადის. შტატ ნევადაში, სადაც ადგილობრივმა კანონმდებლობამ ნებართვა დართო goolge-ს გამოეყენებინა პირველი ავტომობილი, რომელიც მძღოლის გარეშე დადის. მანამდე google-მ გადაწყვიტა მოდიფიცირება ჩაეტარებინა Toyota Prius და ავტომატურ მართვაზე გადაეყვანა. მართვის მოწმობების აღება უფრო ადვილი გახდება ასეთი ტიპის მანქანებისთვის, რადგან რამდენიმე საავტომობილო კომპანიამ General Motors, Ford, Mercedes-Benz, Volkswagen, Audi, BMW და Volvo დაგეგმა „თვითმმართვადი ავტომობილების“ გამოშვება.

მეცამეტე მნიშვნელოვან მოვლენად ავტორი მიიჩნევს მსოფლიო კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით ჩასატარებელ ფორუმს, რომლის დაინტერესების შემთხვევაშიც ნებისმიერ ქვეყანას შეუძლია აქტიური მონაწილეობა მიიღოს, ოღონდ ეს არ გულისხმობს მხოლოდ დისკუსიებს და მრგვალ მაგიდას. ავტორი წერს, რომ ეს არის „ფორუმი, რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას ვთქვათ, რომ მოქმედების დროა.“

შემდეგი მნიშვნელოვანი ფაქტი ეხება საფრანგეთს და მომხდარი ტერაქტის შემდეგ ქვეყანაში გაძლიერებულ უსაფრთხოების ზომებს. ავტორის თქმით, ისლამური სახელმწიფოს მიერ გამოქვეყნებული მტერი ქვეყნების სია  სანდო არაა, რადგან „მათ ყველგან უნდა ველოდოთ“.

Global Gender Gap-ის 2015 წლის ანგარიშს გვთავაზობთ ავტორი კიდევ ერთხელ და მოჰყავს ციტატა ანგარიშიდან, სადაც წერია, რომ 118 წელი სჭირდება მსოფლიოს იმისთვის, რომ ქალებმა მამაკაცების მსგავსად შესაფერისი ანაზღაურება მიიღონ.

თემაზე მუშაობდნენ:

გიორგი მიქანაძე

ნათია კეკენაძე

ნათია

Share1Tweet1

ახალი ამბები

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში 5 ტონაზე მეტი ვადაგასული თევზი გამოავლინა
ახალი ამბები

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში 5 ტონაზე მეტი ვადაგასული თევზი გამოავლინა

05/22/2026
„პირველად ცხოვრებაში, არ ვიქნები თავმდაბალი და გეტყვით, რომ მე ვარ პირველი ქართველი, რომელიც ამ ნომინაციაზეა წარდგენილი…“ – თამუნა მუსერიძე
ახალი ამბები

„პირველად ცხოვრებაში, არ ვიქნები თავმდაბალი და გეტყვით, რომ მე ვარ პირველი ქართველი, რომელიც ამ ნომინაციაზეა წარდგენილი…“ – თამუნა მუსერიძე

05/22/2026
მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III
ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III

05/22/2026
„ეს არის ჩემი ყველაზე საშინელი კოშმარი… ჩემს მოსწავლეებს უკანასკნელ გზაზე ვაცილებ“ – რას წერს საზარელი ავარიისას დაღუპული ახალგაზრდების მასწავლებელი
ახალი ამბები

„ეს არის ჩემი ყველაზე საშინელი კოშმარი… ჩემს მოსწავლეებს უკანასკნელ გზაზე ვაცილებ“ – რას წერს საზარელი ავარიისას დაღუპული ახალგაზრდების მასწავლებელი

05/22/2026
ერთი ახალგაზრდის მდგომარეობა მძიმეა – სოფელ ვაჩნაძიანთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ახალი დეტალები
ახალი ამბები

ერთი ახალგაზრდის მდგომარეობა მძიმეა – სოფელ ვაჩნაძიანთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ახალი დეტალები

05/22/2026
გორში, ბოლო ზარის მანქანების კოლონა ავარიაში მოჰყვა
ახალი ამბები

გორში, ბოლო ზარის მანქანების კოლონა ავარიაში მოჰყვა

05/20/2026

საინტერესო

ალექსანდრე ანქვაბი ოპოზიციის მოთხოვნას დათანხმდა

12 years ago

სასწავლო ცენტრ “კრწანისში” ზაზა ფაჩულიას მხარდასაჭერი აქცია გაიმართა

10 years ago

აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაური საქართველოს ეწვევა

10 years ago

„პრეზიდენტი მხარს უჭერს სასამართლოს დამოუკიდებლობას, მაგრამ ეს არ არის უპირობო მხარდაჭერა“

10 years ago

ახალი ამბები

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში 5 ტონაზე მეტი ვადაგასული თევზი გამოავლინა
ახალი ამბები

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში 5 ტონაზე მეტი ვადაგასული თევზი გამოავლინა

05/22/2026

სურსათის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებთან ერთად ბათუმში თევზისა და თევზპროდუქტების გადამამუშავებელი საწარმო შპს ,,როიალ ფიშ ბათუმი“(მისამართი: ნიკო ჯაყელის ქ...

Read moreDetails
„პირველად ცხოვრებაში, არ ვიქნები თავმდაბალი და გეტყვით, რომ მე ვარ პირველი ქართველი, რომელიც ამ ნომინაციაზეა წარდგენილი…“ – თამუნა მუსერიძე

„პირველად ცხოვრებაში, არ ვიქნები თავმდაბალი და გეტყვით, რომ მე ვარ პირველი ქართველი, რომელიც ამ ნომინაციაზეა წარდგენილი…“ – თამუნა მუსერიძე

05/22/2026
მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III

05/22/2026
„ეს არის ჩემი ყველაზე საშინელი კოშმარი… ჩემს მოსწავლეებს უკანასკნელ გზაზე ვაცილებ“ – რას წერს საზარელი ავარიისას დაღუპული ახალგაზრდების მასწავლებელი

„ეს არის ჩემი ყველაზე საშინელი კოშმარი… ჩემს მოსწავლეებს უკანასკნელ გზაზე ვაცილებ“ – რას წერს საზარელი ავარიისას დაღუპული ახალგაზრდების მასწავლებელი

05/22/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში 5 ტონაზე მეტი ვადაგასული თევზი გამოავლინა 05/22/2026
  • „პირველად ცხოვრებაში, არ ვიქნები თავმდაბალი და გეტყვით, რომ მე ვარ პირველი ქართველი, რომელიც ამ ნომინაციაზეა წარდგენილი…“ – თამუნა მუსერიძე 05/22/2026
  • მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III 05/22/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by